» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის


რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

"მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" 2019-2020 წლის სეზონი ოფიციალურად დაასრულა. ლა ლიგაში ტრიუმფმა გულშემატკივრებს დიდი სიხარული მოუტანა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გახსენება საერთოდ არ ღირს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "სამეფო კლუბში" პრობლემებია.

მიმოვიხილოთ ყველა ის შეცდომა, რომელმაც "ბლანკოსი" მწვერვალიდან ჩამოაგდო. ავიღოთ 10 მტკივნეული საკითხი, გავაანალიზოთ და იქნებ გამოსავალიც ვიპოვოთ. მოკლედ, მიზეზები, რის გამოც "გალაქტიკოს" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი თავის სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგიდან პირველად გამოვარდა.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

1. 100-მილიონიანი ფეხბურთელები = გაიაფებული მოუშორებელი ჭირი

იყო მომენტები, როდესაც "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს ასტრონომიულ თანხად შეეძლოთ გარეტ ბეილისა და ხამეს როდრიგესის გაყიდვა, თუმცა ახლა ეს უკვე არარეალურია. ზიდანი უელსელისა და კოლუმბიელის კაპიკებში მოშორებაზეც თანახმაა, მაგრამ მათი მსურველი ჯერ კიდევ არ ჩანს.

სამწუხაროა, რომ "რეალის" შემტევების სატრანსფერო ბაზარზე ფასის ვარდნასთან ერთად, არ იკლებს მათი სახელფასო მოთხოვნები. მოკლედ, არავინ იტყვის უარს მადრიდელთა 11-იანზე 40 მილიონად, მაგრამ ვინ გადაუხდის მას ამჟამინდელი ხელფასის მიახლოებულს მაინც, ანუ 15 მილიონს, უცნობია.

ბრიტანელი და სამხრეთ ამერიკელი "სამეფო კლუბის" მოუშორებელთა სიაში მარტოები არ არიან - ლუკას ვასკესი, მარიანო დიასი, ბრაჰიმ დიასი, დანი სებალიოსი, ალვარო ოდრიოსოლა, ხესუს ვალიეხო, ბორხა მაიორალი და კიდევ რამდენიმე ნოუნეიმი. მათ ერთი რამ აერთიანებთ: "ბლანკოსისთვის" გამოუსადეგარობა.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

2. კონკურენციის არ არსებობა დაცვის მარჯვენა ფლანგზე

დანი კარვახალი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ტრავმის მიღებისგან დაზღვეული ის არ არის. თავად განსაჯეთ - გასულ სეზონში მან საერთო ჯამში გამოტოვა 16 მატჩი, ერთი წლით ადრე კი 13. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელს "თეთრებში" კონკურენტი არ ჰყავს.

"გალაქტიკოსების" ვინგბექის ადგილზე თამაში შეუძლია ედერ მილიტაოს, ნაჩო ფერნანდესსა და ზემოთხსენებულ ვასკესსაც კი, თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ ეს საკმარისი არ არის. "ბერნაბეუს" მკვიდრებისთვის იდეალური ვარიანტი აშრაფ ჰაკიმის დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ის მოულოდნელად მილანის "ინტერში" გაიყიდა.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

3. ორი ტოპ-კლასის ცენტრალური მცველი საკმარისი არ არის

ყველას გვახსოვს "რეალის" უკანახაზის ოქროს ეპოქა, როდესაც გუნდის განკარგულებაში იყო როგორც სერხიო რამოსი, ისე კეპლერ ლავერან დე ლიმა ფერეირა, იგივე პეპე და ახალგაზრდა რაფაელ ვარანიც. მოკლედ, მომსახურების ზონიდან ერთ-ერთის გასვლის შემთხვევაში, როტაცია პრობლემას არ წარმოადგენდა.

დღევანდელ მადრიდში ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია. გაიხსენეთ ის კოშმარი, რაც ხდებოდა "ქალაქელებთან" განმეორებით შეხვედრაში, ესპანელი კაპიტნის არ ყოფნაში. "სამეფო კლუბს" სკამზე ჰყავს მილიტაო და ნაჩო, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, ისინი მყარი რეზერვისტები უფრო არიან, ვიდრე ე.წ. ახალი სისხლი.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

4. რამოსის შემცვლელის შესახებ ფიქრის დრო

ესპანელი თამაშის ხარისხს არ აგდებს, თუმცა ასაკის წინააღმდეგ ბრძოლაში ის უძლურია. მომავალი სეზონის დასკვნით ფაზაში კაპიტანი იქნება უკვე 35-წლის, რაც "ბლანკოსისთვის" განგაშის მიზეზია. დიახ, ისევე როგორც ყველა სხვა გამოჩენილ მოთამაშეს, შემცვლელი სერხიოსაც დასჭირდება.

ისმის კითხვა, თანაც ორი - როგორი სტილის ცენტრალური მცველით მოხდება "თეთრების" ლიდერის ჩანაცვლება? ვინმე გამზადებული, ჩამოყალიბებული ტოპით, მაგალითად ვირჯილ ვან დეიკით თუ რომელიმე ვუნდერკინდით, რომლის პროგრესს "გალაქტიკო" წლების მანძილზე დაელოდება? ობიექტურად, მეორე ვარიანტის დრო და ფუფუნება აღარ არის.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

5. მომენტი, როდესაც გაწურულ ლიმონს წურავ: მოდრიჩი-კროოსი-კაზემიროს ტრიო

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ვხედავთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო შუახაზს, უბრალოდ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის დღემდე შეუცვლელია. ბრაზილიელთან პრეტენზია არ გვაქვს, ხორვატთან და გერმანელთან კი პირიქით, თანაც არაერთი. ფაქტია, აღნიშნულმა ტრიომ თავისი მაქსიმუმი ზიდანს უკვე შეალია.

ლუკა და ტონი ინდივიდუალურად კვლავ არიან მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა არა დუეტში. "რეალის" რვიანის ასაკის გათვალისწინებით, სარგებლის მოტანა მას ჯერ კიდევ შეუძლია, უბრალოდ საჭიროა სისტემის განახლება, მაშინ, როდესაც მისი მეწყვილისთვის ეს უკვე ფინიშია. მოკლედ, მადრიდს ახალი ფლეიმეიქერი სჭირდება.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

6. მარსელო უკვე სკამზეც ზედმეტია

არ სჭირდება ფილოსოფია იმას, თუ ვინ უნდა იყოს "სამეფო კლუბის" ძირითადი მარცხენა მცველი - ბრაზილიელი თუ ფერლან მენდი. ეს ის მომენტია, როდესაც ახალწვეული ვეტერანს წევს მეორე პლანზე, უბრალოდ ვიეირას სკამზე ჯდომა "ბლანკოსისთვის" აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს.

დიახ, "თეთრების" ვიცე-კაპიტანი არა მხოლოდ აგებს კონკურენციას ფრანგთან, არამედ მის დუბლიორადაც აღარ ვარგა. ერთი სიტყვით, მისი ადგილი არის ორბიტაზე, სადაც ბეილი და ხამესი დაფრინავენ. სამხრეთ ამერიკელი მცველი აღნიშნული დუეტისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ზიდანი მას ჯერ კიდევ ენდობა.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

7. გავიდა ორი წელი, თუმცა მისი შემცვლელი ჯერ კიდევ არ ჩანს, ალბათ ხვდებით ვისიც

კრიშტიანუ რონალდუ - მთავარი "გალაქტიკოსი", რომელიც 2018 წლის ზაფხულის შემდეგ, სხვა გუნდშია. სისუელელეა იმის შესახებ საუბარი, რომ მისი ჩანაცვლება თანამედროვე ფეხბურთში ვინმეს შეუძლია. შევხედოთ სიტუაციას უფრო ლმობიერად: "ბერნაბეუზე" არ თამაშობს შემტევი, რომელიც პორტუგალიელის მემკვიდრეობას ოდნავ მაინც შეეფერება.

ზიდანის განკარგულებაშია უამრავი თავდამსხმელი, თუმცა ყველას ერთად შეკრებითაც კი, თავისი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ის ვერ იღებს. პირენეელის 7-იანს ატარებს ედენ აზარი, მაგრამ ორ მოთამაშეს შორის მსგავსება მხოლოდ ნომერშია. მოკლედ, "რეალის" წინახაზს არ ჰყავს ახალი ლიდერი და ამის შესახებ შემდეგ პუნქტში.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

8. შეტევაში კარდინალური ცვლილებების აუცილებლობა

რონალდუ წავიდა და მადრიდის მთავარი მეგოლეების სტატუსი რამოსი-ბენზემას დუეტმა გაინაწილა. სტანდარტები და საჰაერო ორთაბრძოლები კაპიტნის ტერიტორიაა, სხვა ყველაფერი დანარჩენი კი ფრანგის. ამ სეზონმა აჩვენა, "სამეფო კლუბისთვის" ეს საკმარისი არ არის.

კარიმი თავისი თამაშის სტილიდან გამომდინარე ვერ იქნება "ბლანკოსის" რობერტ ლევანდოვსკი, რადგან ჯერ კიდევ გასული დეკადის დასაწყისში ის სულ სხვა ფუნქციებით იქნა დატვირთული. "თეთრების" დანარჩენი შემტევები კი სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდის ლიდერობისა და გოლეადორობისგან შორს არიან.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

იმ შემთხვევაში, თუ "გალაქტიკოში" დადგება ე.წ. კლასიკური სტრაიკერის დრო, გუნდის ამჟამინდელ მთავარ თავდამსხმელს მეორე პლანზე გადასვლა მოუწევს. სხვა ვარიანტში, ანუ "ბერნაბეუს" მკვიდრთა 9-იანის ძირითადში ყოფნით, გოლების გატანის ათვისება სხვებსაც დასჭირდებათ.

როგორია ზიდანის შეტევა ახლა? წარმოშობით ალჟირელი თავდამსხმელისა და ბელგიელი ფლეიმეიქერის პლიუს-მინუსებში უკვე გავერკვიეთ. გასაგები გახდა ისიც, რომ "რეალსა" და ბეილს შორის კავშირის აღდგენის ბოლო ხიდიც გაწყდა. სხვა დანარჩენები არიან ჯერ ძალიან ახალგაზრდები ან გასასაღებლები.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

9. ყველაზე მსუბუქი, მაგრამ მაინც პრობლემა - კურტუას დუბლიორი

იყო დრო, როდესაც მადრიდის კარში გარანტირებული ადგილი იკერ კასილასსაც კი არ ჰქონდა. მისი წასვლის შემდეგ, მოვიდა კეილორ ნავასი, რომლის კონკურენტი მოგვიანებით ტიბო კურტუა გახდა. სად არის ეს ყველაფერი "სამეფო კლუბში" ახლა? ცნობისთვის, ალფონს არეოლა "პარი სენ-ჟერმენში" დაბრუნდა.

პრესაში წერენ, რომ ბელგიელის დუბლიორი იქნება ანდრეი ლუნინი, რომელიც აქამდე განათხოვრების წესით ლა ლიგასა და სეგუნდა დივიზიონში სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა. რამდენად არის მზად უკრაინელი "ბლანკოსისთვის", საკითხავია. ფაქტია, ცოტა ხნის წინ, ის "რეალ ვალიადოლიდისთვისა" და " დეპორტივო ლეგანესისთვისაც" არ იყო მომწიფებული.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

10. სანამ არ გაყიდი, ვერ იყიდი

როგორც ვხედავთ, "თეთრებს" ახალი ფეხბურთელები ჰაერივით სჭირდებათ, თუმცა სანამ პირობითი ბეილი და ხამესი რაც შეიძლება სარფიანად არ გაიყიდებიან, ახალი ტრანსფერები არ იქნება. ასეთ პოლიტიკას ემხრობა "გალაქტიკოს" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მიზეზი: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები მთლად "ბარსელონას" მდგომარეობაში არ არიან, თუმცა იგივე კილიან მბაპეს ტრანსფერი მათთვის ამ ეტაპზე არარეალურია. ესპანელი ბიზნესმენი, ზიდანთან ერთად, იმის მოლოდინშია, თუ როდის გაიწმინდება გუნდის შემადგენლობა. სატრანსფერო ფანჯარა იხურება 5 ოქტომბერს, განაცხადი კი ჯერ კიდევ გადატვირთულია.

რეალის 10 პრობლემა, რომელიც მწვერვალზე დაბრუნებას ურთულესს ხდის

რეალს ყველაზე მეტად სჭირდება:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ფორვარდი რომაში გადასვლასთან არის ახლოს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი, ბორხა მაიორალი, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

დღეს, 16:31

ხუანდე რამოსი: "დარწმუნებული ვარ, ბეილს ზიდანთან თავისი სიმართლე ჰქონდა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა, გარეტ ბეილის წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:22

მენდი: "ჩელსიში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული, ედუარდ მენდი, ლონდონურ გუნდში გადასვლაზე საუბრობს.

დღეს, 16:18

სუარესის დამატების შემდეგ, ატლეტიკო კავანისაც დაუკავშირდა

ფორვარდმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს.

დღეს, 16:09

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ქართველების ფარერების კუნძულელებთან გაცნობა მოხდა 1996 წლის 8 აგვისტოს, თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის

დღეს, 15:54

პიანიჩი: "2:8-ს გამო შურისძიება გვინდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:8 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

"წარმოუდგენელია, როგორ აგვარებენ საქმეებს", - მესის პოსტს ნეიმარიც გამოეხმაურა

ლეო მესის ლუის სუარესთან გამოსამშვიდობებელ პოსტზე, კომენტარი ნეიმარმაც დატოვა.

დღეს, 14:56

VIDEO: შვიდიანი გრიზმანმა აიღო - კოუტინიოს ახალი ნომერი ბარსელონაში ცნობილია

ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 2020/21 სეზონში „ბარსელონაში“...

დღეს, 14:50

"არაფერს არ ვნანობ", - ბეილი რეალიდან წასვლაზე ალაპარაკდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, „რეალიდან“ წასვლაზე პირველად ისაუბრა.

დღეს, 14:45

"მეგონა სიმაღლეში გავიზარდე და თურმე, კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო", - მოურინიო

„ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიური „შკედია“ 3:1 დაამარცხა.

დღეს, 14:16

"შენ დიდ გაცილებას იმსახურებდი, მათ კი მოგისროლეს", - სუარესთან გამომშვიდობებისას, მესიმ ბარსელონა გააკრიტიკა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

დღეს, 13:54

როგორია სუარესის სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ?

ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" პირველად დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც ის "ბარსელონაში" გადავიდა.

დღეს, 13:38

ESPN: 4 კლუბი, რომელშიც გადასვლა სუარესს კონტრაქტის თანახმად ეკრძალებოდა

ESPN-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი თავის არჩევანში თავისუფალი სულაც არ ყოფილა.

დღეს, 13:26

მენდის ტრანსფერის შემდეგ, კეპას პირველი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" "რენიდან" იყიდა ახალი მეკარე, ედუარდ მენდი, რომლის ტრანსფერი დაჯდა 24

დღეს, 13:14

Marca: კავანის ტრანსფერზე რამოსის ძმა ამუშავდა

Marca-ს თანახმად, ედინსონ კავანის მადრიდის "რეალში" მოხვედრის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, თანაც საკმაოდ რეალურად.

დღეს, 13:06

სარი რომაში? - იუვენტუსი ამ გარიგებას მოუთმენლად ელის

Corriere-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი შესაძლოა "რომაში" დაინიშნოს.

დღეს, 12:57

AS: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" თავისი ფორვარდის, ლუკა იოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 12:43

რაზე უთხრა უარი სუარესმა ბართომეუს გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე?

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, ლუის სუარესის უკანასკნელ "ბარსელონურ" პრეს-კონფერენციაზე დაფიქსირდა ერთი საინტერესო

დღეს, 12:36

ოფიციალურად: გოდინმა ინტერი დატოვა

მილანის "ინტერის" აწი უკვე ყოფილი ვეტერანი ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს.

დღეს, 12:27

დრაქსლერი პსჟ-ს ტოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ძალიან მალე უდიდესი ალბათობით სხვა კლუბში აღმოჩნდება.

დღეს, 12:11

ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანისთან დაბრუნდა, თუმცა სერია ბ-ში

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი შემტევი, კევინ-პრინც ბოატენგი კარიერას გააგრძელებს სერია ბ-ს ბინადარ "მონცაში".

დღეს, 11:58

როგორი სტატისტიკით დაასრულა დინამომ ევროტურნირებზე გამოსვლა?

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ფარერების გუნდთან 6:1 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

დღეს, 11:42

მოურინიო და კონტე უკვე შეთანხმდნენ?!

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

დღეს, 11:42

ინტერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო გარიგებაზე მუშაობს

მილანის "ინტერი" კვლავინდებურად არის დაინტერესებული ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველით, ნ'გოლო კანტეთი.

დღეს, 11:35

ბაიერნმა ანჩელოტის რეალის რეკორდი დაამხო

"სევილიას" დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 23

დღეს, 11:26

"ვნანობ თუ არა რეალში გადასვლას?", - ბეილი

"ტოტენჰემის" შემტევმა, გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

გვარდიოლა: "ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 13 ფეხბურთელია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის საკადრო პრობლემების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:56

7/7 - დინამოს 1:6-მდე, ქართულ გუნდებს ფარერების წარმომადგენლებთან 100%-იანი შედეგი ჰქონდათ

თბილისის "დინამოს" "კი კლაკსვიკთან" განადგურებამდე (1:6), ისტორიას არ ახსოვდა შემთხვევა, როდესაც ქართული გუნდი

დღეს, 10:43

იბრაჰიმოვიჩის მშობლიურ კლუბთან სტუმრად - გრანადას მეტოქე პლეი-ოფში

თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებით, "გრანადამ" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური.

დღეს, 10:15

ვინ იქნება კლაკსვიკის მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში?

როგორც მოგეხსენებათ, "კი კლაკსვიკმა" გაანადგურა თბილისის "დინამო", ანგარიშით 6:1, რითაც ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 10:05
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10