» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ჩემპიონთა ლიგის წინ, პსჟ-ში სერიოზული ტრავმიანობაა - ტუხელიც კი ტრავმირებულია


ჩემპიონთა ლიგის წინ, პსჟ-ში სერიოზული ტრავმიანობაა - ტუხელიც კი ტრავმირებულია

მარტის შემდეგ, პარიზელებმა მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

ივლისის ბოლოს გამართულ საფრანგეთის თასის ფინალში, კილიან მბაპემ ტერფის ტრავმა მიიღო და მოსალოდნელი იყო, რომ დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებდა, რის გამოც თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ დაეხმარებოდა, რომელშიც მისი გუნდი „ატალანტას“ დაუპირისპირდება. მწვრთნელი, ტომას ტუხელი იმასაც ამბობდა, რომ ფრანგის დროული მომჯობინება უბრალოდ სასწაული იქნება. თუმცა მბაპე დროს უსწრებს.

მბაპე მატჩის განაცხადში მოხვდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას, თუ მხოლოდ შეცვლაზე გამოჩნდება მოედანზე. გუნდთან ერთად პირველი სრულყოფილი ვარჯიში მან ორშაბათს ჩაატარა.

კილიანმა „პსჟ-ში“ დაზიანებების ნამდვილ ეპიდემიას დაუდო სათავე. ნახევარმცველი მარკო ვერატი განაცხადში მოხვდა, მაგრამ მისი თამაშიც ეჭვქვეშაა. იტალიელმა კუნთის ტრავმა ვარჯიშზე, ერიკ ჩუპო-მოტინგთან შეტაკების შედეგად მიიღო. იწერებოდა, რომ მარკომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის სრული გათამაშება გამოტოვოს.

ლიგის თასის ფინალში კუნთის ტრავმა მიიღო ლაივინ კურზავამაც, რომელიც ორ კვირას ტოვებს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს. იმავე მატჩში მცირე დაზიანება მიიღო მაურო იკარდიმაც, ტიმო კერერს კი ყური მოტყდა. თუმცა, ეს არ არის ყველაზე უცნაური რამ, რაც პარიზელებს ბოლო დროს გადახდათ. ტრავმა ტომას ტუხელმაც კი მიიღო.

პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ვარჯიშზე ტერფიც დაიზიანა და ძვალიც მოიტეხა.

ჩემპიონთა ლიგის წინ, პსჟ-ში სერიოზული ტრავმიანობაა - ტუხელიც კი ტრავმირებულია

ანხელ დი მარია მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ედინსონ კავანიმ და ტომა მენიემ გუნდთან კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გახანგრძლივებაზე უარი თქვეს.

ახლა სრული ყურადღება ნეიმარზეა, რომელიც, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ჯანმრთელადაა და მზადაა, გუნდს ტიტულებისაკენ მიმავალ გზაზე გაუძღვეს. საფრანგეთის ჩემპიონატის შეჩერების შემდეგ, „პსჟ-მ“ მხოლოდ ორი ოფიციალური თამაში ჩაატარა (ივლისში იყო სამი ამხანაგურიც), მაშინ როდესაც „ატალანტა“ სრული სვლით მიდის. გასპერინის გუნდმა კარანტინის შემდეგ 13 მატჩი ჩაატარა, 9 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ტუხელი ყველაფერს ხვდება: „ატალანტას სრულიად უნიკალური სტილი აქვს. ისინი ყველა ფეხბურთელით უტევენ, ყოვეცლთვის წინ მიდიან და პრესინგსაც არ ერიდებიან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუმცა ასეა თუ ისე, „ატალანტასთან“ მატჩში კარის მშრალად შენახვა გაგვიჭირდება.“ - აღიარებს გერმანელი.

მატჩი „ატალანტა" - „პსჟ" ხვალ, 12 აგვისტოს, ლისაბონში გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ჯერ "კრაიოვას" ფლანგი აიკლო, შემდეგ კი მოსკოველების.

დღეს, 03:38

ნადალმა პირველივე ტურნირზე კრახი განიცადა და ასპარეზობას გამოეთიშა

რომის მასტერსის 1/4 ფინალში ერთმანეთს დიეგო შვარცმანი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:02

მიქაუტაძემ კვლავ გაიტანა და ბელგიაში ბომბარდირია [VIDEO]

ბელგიის მეორე ლიგაში გაიმართა საინტერესო მატჩი "გილოისესა" და "სერაინგს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:59

ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 02:56

"ბრწყინვალე დუეტი მყავს" - ლამპარდი თავის ფეხბურთელებს აქებს

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი თავისი გუნდის ახალწვეულებს აქებს.

დღეს, 02:30

მესისთან კონფლიქტი? - ბართომეუ საჯარო განცხადებას აკეთებს

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ საჯარო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:26

ნევილი: "ახლა მანჩესტერს სანჩოზე მეტად სხვა რამ სჭირდება"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი ცუდად დაიწყო და "კრისტალ პალასთან" 1:3 დამარცხდა.

დღეს, 02:23

ვინ არის დორტმუნდის 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც ისტორიაში შევიდა?

ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 02:19

დე ხეას კატასტროფული სერია გრძელდება

პრემიერ ლიგის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერი" 1:3 დაამარცხა.

დღეს, 02:16

13-წლიანი ლოდინი დასრულდა - როდის იყო ბოლოს ევერტონი ცხრილის სათავეში?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ევერტონი" "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

დღეს, 02:12

არსენალმა პრემიერ ლიგაში მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს ლონდონის "არსენალი" და "ვესტ ჰემი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:02

"არ იყო ხაბი, არც იყო მასკერანო, არც ბენიტესი, არანაირი პროექტი...", - ტორესი ლივერპულიდან წასვლაზე

ყოფილმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, 2011 წელს, „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

ზედიზედ 18 გაშვებული პენალტი - ბოლოს როდის მოიგერია დე ხეამ თერთმეტმეტრიანი?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მეორე ტურში „კრისტალ პალასთან“ შინ, 1:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:55

პირლო: "სუარესი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩვენი გახდეს"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 23:51

კლოპი: "ჟოტა მოგვცემს იმას, რაც არ გაგვაჩნია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას შეძენაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:48

ბართომეუ: "გადადგომა? ხელმოწერების რაოდენობამ ინიციატორებიც გააკვირვა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, შესაძლო გადადგომაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:44

ევრა: "იუნაიტედის ტრანსფერებმა უფრო სოციალურ ქსელზე იქონია გავლენა, ვიდრე რეალურ მდგომარეობაზე"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, გუნდის სატრანსფერო კამპანია შეაფასა.

გუშინ, 23:24

უკანასკნელად როდის დამარცხდა იუნაიტედი პრემიერ ლიგის პირველივე შეხვედრაში?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის პირველ მატჩში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა.

გუშინ, 23:14

ტოტენჰემში გადასვლის შემდეგ, ბეილმა ამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა

„ტოტენჰემში“ იჯარით გადასვლის შემდეგ, გარეტ ბეილმა ამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

გუშინ, 23:08

ბარსამ ელჩეს გრიზმანის გოლით მოუგო და გამპერის თასს 43-ჯერ დაეუფლა [VIDEO]

თავისთვის ტრადიციულ, ნახევრად ამხანაგურ ტურნირზე, „გამპერის თასზე“ „ბარსელონამ“ „ელჩეს“ უმასპინძლა.

გუშინ, 23:02

ჰოლანდის დუბლი - ბორუსიების დერბიში დორტმუნდმა გამანადგურებლად იმარჯვა [VIDEO]

ბუნდესლიგის პირველ ტურში „ბორუსიების“ დერბი შედგა - დორტმუნდმა გლადბახს უმასპინძლა.

გუშინ, 22:58

მანჩესტერიდან გაშვებულმა ზაამ ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და კრისტალ პალასს 1-3 მოაგებინა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მატჩში "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერი "1:3 დაამარცხა.პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი" მიიღო და 1:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:29

"ჩემ თავს ეს უნდა მივულოცო", - ბართომეუმ პირველად ისაუბრა, თუ რატომ არ გაუშვა გუნდიდან მესი

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, გუნდიდან ლეო მესის არგაშვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:16

Bale is Back! ტოტენჰემმა ბეილის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალიდან“ გარეტ ბეილის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 21:04

ოფიციალურად: ტოტენჰემმა სერხიო რეგილონის ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალიდან“ მარცხენა მცველის, სერხიო რეგილონის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 20:53

ოფიციალურად: დიოგუ ჟოტა - ლივერპული ფეხბურთელია"

ტიაგო ალკანტარას შემდეგ, „ლივერპულმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 20:45

მოიზე კინს მშობლიურ გუნდში სურს დაბრუნება

„ევერტონის“ თავდამსხმელს, მოიზე კინს, „იუვენტუსში“ სურს დაბრუნება, იტყობინება გამოცემა Goal.com.

გუშინ, 19:49

ოფიციალურად: ჩელსიდან იტალიელი მცველი წავიდა

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მარჯვენა მცველის, დავიდე ძაპაკოსტას წასვლა დაადასტურა.

გუშინ, 19:39

ლიბანში 33 წლის ფეხბურთელი შემთხვევით მოხვედრილი ტყვიის გამო გარდაიცვალა

„ანსარის“ შემადგენლობაში ლივანის სამგზის ჩემპიონი, მოჰამედ ატვი, დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გუშინ, 19:09
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10