» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება


ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

რამდენიმე წლის წინ, ვერავინ გაიფიქრებდა იმას, რომ სერია ა-ს ორი საშუალო დონის ფეხბურთელი - ალეხანდრო გომესი და იოსიპ ილიჩიჩი ევროპას შეაზანზარებდნენ, თანაც ბერგამოს "ატალანტას" რიგებში. არგენტინელი და სლოვენიელი ბევრმა ჩამოწერა კიდეც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ ცხოვრებაში საზარელი ამბები მოხდა.

გავიხსენოთ, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა პაპუმ და მისმა თანაგუნდელმა ევროპული ფეხბურთის მეინსტრიმში შესვლამდე. წლების წინ, როდესაც "ქალღმერთის" მომავალი კაპიტნითა და ბალკანელით არავინ ინტერესდებოდა, აღნიშნული ისტორიები რჩებოდა შეუმჩნეველი, მაგრამ ახლა მათი ტრაგედია გლორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

სიმეონეს ატლეტიკოში გადასვლის ნაცვლად, უკრაინა, ომი და დეპრესია

"შავ-ლურჯების" ათიანი დიეგოს ერთ-ერთი პირველი და მთავარი აღმოჩენაა. აღნიშნული დუეტი ერთად მოღვაწეობდა 2009-2011 წლებში, "სან-ლორენსოსა" და "კატანიაში". არგენტინელი ტაქტიკოსი თანამემამულის წაყვანას მადრიდშიც გეგმავდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, მიზეზი: ფინანსური მხარე.

იმ დროს მატერიალურად ჯერ კიდევ არც ისე ძლიერი "ინდიელები" სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ იმეტებდნენ ექვს მილიონს, მაშინ, როდესაც სიცილიელები თავიანთ ლიდერს 10 მილიონ ევროდ აფასებდნენ. ჩოლომ "როხიბლანკოს" უფროსობას ვერ გამოძალა დამატებითი 4 მილიონი და შედეგად, გომესის ტრანსფერი ჩაიშალა.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

პაპუს სახელს უკავშირებდნენ მილანის "ინტერსაც", თუმცა საკმარისზე მეტის დახარჯვა არც აღნიშნულმა კლუბმა მოინდომა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არგენტინელის გადმობირების საკითხში ყველაზე მონდომებულები აღმოჩნდნენ არა "თეთრ-წითლები" ან "ნერაძურის" სკაუტები, არამედ ხარკოვის "მეტალისტის" უფროსები.

უკრაინაში იმ დროს მწიფდებოდა ამბიციური პროექტი, სამხრეთ ამერიკული კოლორიტით. თავად განსაჯეთ, ალეხანდროს ტრანსფერის მომენტში, კლუბში ირიცხებოდა მისი 6 თანამემამულე და 8 ბრაზილიელი. ამის მიუხედავად, "მეფოლადეების" ახალწვეულმა კლუბში ადაპტირება ვერ მოახერხა.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

სამხრეთ ამერიკელს ყველაზე დიდ პრობლემას უქმნიდა ენის ბარიერი და ამის გარდა, აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრებით ბედნიერი არც მისი ცოლ-შვილი იყო. ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ კი გომესს ბევრი არ უფიქრია, ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში, სლობოდელების დაუკითხავად.

პაპუ "ყვითელ-ლურჯებიდან" თავის დაღწევას მოგვიანებით ასე გაიხსენებს - "ბევრს ჰგონია, რომ მე გავიქეცი. რაც გინდათ, ის იფიქრეთ, უბრალოდ ოჯახის წევრების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, ჩვენ ონკანში ელემენტარული სუფთა წყალიც კი აღარ გვქონდა".

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

არგენტინელი მოგვიანებით "მეტალისტში" მაინც დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ კონტრაქტის გასაწყვეტად და სხვა გუნდში გადასასვლელად. საკვირველია, სიმეონესთვის რომ გაემეტათ 4 მილიონით მეტი, ალეხანდრო აღმოჩნდებოდა გუნდში, რომელიც მის სადებიუტო სეზონში მოიგებდა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა.

ამ ყველაფრის ნაცვლად, არშემდგარი "ატლეტიკოელი" ხარკოვში აღმოჩნდა. მის მიმართ დაინტერესებას იჩენდა ფლორენციის "ფიორენტინა", თუმცა მან არჩევანი მისთვის საბედისწერო "ნერაძურიზე" შეაჩერა. ის, თუ რას წარმოადგენს გამოცოცხლებული 10-იანი ახლა, ყველამ კარგად იცის.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

უკვე ზედიზედ ორი სეზონია, რაც სამხრეთ ამერიკელი სერია ა-ს საუკეთესო ასისტენტი ხდება. ამის გარდა, 2020 წლის ივნისში ის დასახელთა ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ, სეზონის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო ნახევარმცველად. მოკლედ, ლომბარდიელთა ხილვა 32-წლის შემტევის გარეშე, წარმოუდგენელია.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

ბაქტერიული ანთება, კარიერის დასრულების რისკი, ცოლის ღალატი

"ატალანტას" მეორე მოულოდნელი ლიდერი - კიდევ ერთი 32-წლის შემტევი, რომელიც "ვალენსიას" გულშემატკივრებს ღამის კოშმარებში ესიზმრებათ. გომესის მსგავსად, არც ილიჩიჩია ის მოთამაშე, რომლისგანაც სენსაციებს ელი, მაგრამ ფაქტია, მან მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა.

სლოვენიელის იტალიური კარიერა მიმდინარეობდა მოკრძალებულად, "პალერმოსა" და "იებში", ერთ მომენტში კი მისი სამსახურით "ჯუზეპე მეაცაზე" დაინტერესდნენ. იოსიპი უკვე ლუჩანო სპალეტის გუნდის სრულფასოვან წევრად ითვლებოდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

საქმე ისაა, რომ ბერგამოს მომავალ შემტევს დაუდგინდა ლიმფური კვანძის ბაქტერიული ანთების რთული ფორმა, რაც ნიშნავდა - "ინტერნაციონალეში" ტრანსფერისთვის მას აღარ ეცალა. ბალკანელი ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან, მის ცხოვრებაში კი ტკივილის, საავადმყოფოსა და ანტიბიოტიკების გარდა, სხვა არაფერი არსებობდა.

ილიჩიჩი არ დანებდა და ორ თვეში სრულად გამოჯანმრთელდა. მისი ქამბექი შედგა 2018-2019 წლის სეზონის სტარტზე და უნდა ითქვას, ის ახლებურად ათამაშდა. კარიერის საუკეთესო მომენტი კი სლოვენიელმა განიცადა წელს: 34 მატჩი, 21 გოლი, მათ შორის პოკერი "ღამურების" კარში.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

"მურსელაგოსის" განადგურებით, იოსიპმა დაამყარა ორი რეკორდი - ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გასვლით შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. ამის გარდა, "ქალღმერთის" შემტევი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პოკერის ყველაზე ასაკოვანი ავტორია.

"ლოს ჩეს" დარბევის მომენტში, ბალკანელი იყო 32 წლისა და 42 დღის. რა თქმა უნდა, უეფას კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც სწორედ მას გადაეცა. სამწუხაროდ, ილიჩიჩისთვის კარიერის მთავარი სიხარული პირად ცხოვრებაში მომხდარი საზარელი ინციდენტით დაიჩრდილა.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

სლოვენიელი "პარი სენ-ჟერმენთან" 1/4 ფინალურ შეხვედრაში არ ითამაშებს და ამის მიზეზი არის არა ტრავმა, არამედ დეპრესია. La Gazzetta dello Sport-ისა და La Repubblica-ს მტკიცებით, იოსიპის ფსიქოლოგიური პრობლემები ცოლის ღალატით არის გამოწვეული. მან ამის შესახებ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეიტყო.

აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა არც პირადად "შავ-ლურჯების" შემტევის და არც მისი ახლობლების მიერ, ეს არის უბრალოდ ჟურნალისტური გამოძიება. ცნობისთვის, ჯან პიერო გასპერინიმ ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს დაადასტურა, რომ ბალკანელი "პსჟ"-ს წინააღმდეგ მატჩში არ იქნება.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

რთული სათქმელია, რა ხდება ახლა 32-წლის შემტევის გარშემო, რა არის სიმართლე და რა ჭორიკანა რედაქტორების ფანტაზიის ნაყოფი. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "ნერაძურის" ილიჩიჩი არ ეყოლება და ეს გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. წარმატებები ვუსურვოთ როგორც მოთამაშეს, ისე მის გუნდსაც ამ რთულ მომენტში.

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

ვინ გამოვა გამარჯვებული პსჟ-ატალანტას წყვილში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? - გენტის მწვრთნელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ერთმანეთს "გენტი" და "დინამო კიევი" უპირისპირდებიან.

დღეს, 02:39

დავითაშვილი: "კვარაცხელია ქართველი მესია"

"როტორის" ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

დღეს, 02:35

არტეტა ლივერპულთან მარცხზე: "დიდად გულდაწყვეტილი არ ვარ და ამის მიზეზიც მაქვს"

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა "ლივერპულთან" წაგებულ მატჩს აფასებს.

დღეს, 02:32

კლოპმა მეტოქე დააფასა და არსენალი შეაქო

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

დღეს, 02:29

კლოპმა ტიაგოს ტრავმაზე ისაუბრა

"ლივერპულისა" და "არსენალის" მატჩი ტრავმის გამო ესპანელმა ფეხბურთელმა ტიაგო ალკანტარამ ტრავმის გამო გამოტოვა.

დღეს, 02:26

კლოპი ჟოტას დებიუტზე: "ის რამდენიმე წელი ჩემს სიაში იქნება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დიეგო ჟოტას დებიუტი შეაფასა.

დღეს, 02:23

კინი: "სოლსკიაერის თაფლობისთვე დასრულდა, დროა ტიტულები მოიგოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი როი კინი "მანჩესტერში" სოლსკიაერის მუშაობას აფასებს.

დღეს, 02:20

ლაკაზეტმა ჟირუს მიღწევა გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში 'ლივერპული" "არსენალს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:10

სუპერთასზე რევანში აღებულია! ლივერპულმა არსენალი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მესამე ტურში „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა!

დღეს, 00:52

განგაში სერია A-ში! ჯენოას 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ჯენოამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით კლუბში კორონავირუსის გავრცელებაზე გააკეთა განცხადება.

გუშინ, 23:55

"სოლსკიაერისთვის თაფლობის თვე დასრულდა, ზეწოლა გაიზრდება", - როი კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, როი კინმა მანიკუნიანელთა თავკაც ოლე-გუნარ სოლსკიაერის დავალებებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:52

"კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ", - ზურიკო დავითაშვილი

"როტორში" მოასპარეზე ზურიკო დავითაშვილმა განაცხადა, რომ "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან დიდი ხანია მეგობრობს.

გუშინ, 23:01

კვლავ დაგვიანება - დემბელემ კუმანის მიერ შემოღებული ახალი წესი დაარღვია

"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ დღეს დილით ვარჯიშზე დააგვიანა, წერს გავლენიანი გამოცემა El Mundo Deportivo.

გუშინ, 22:41

ლივერპული - არსენალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ცნობილი გახდა ლონდონის "ლივერპულისა" და "არსენალის" სასტარტო თერთმეტეულები დღევანდელი შეხვედრის წინ.

გუშინ, 22:12

ტოტი 19 წლის ფეხბურთელ გოგონას კომიდან გამოსვლაში დაეხმარა

"ლაციოს" ქალი ფეხბურთელი "რომას" ექს-კაპიტან ფრანჩესკო ტოტის ხმის გაგონების შემდეგ კომიდან გამოვიდა.

გუშინ, 22:08

მანჩესტერ სიტიმ მოლაპარაკებები გაყინა, ტრანსფერები არ შედგება

"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერების თაობაზე დავალება შეასრულა.

გუშინ, 21:57

კონფლიქტი ვარჯიშზე? - ბაიერნის ფეხბურთელების რეაქცია გავრცელებულ ჭორებზე

გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და მიკაელ კიუიზანსს შორის "ბაიერნის" ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა.

გუშინ, 21:48

ლამპარდი: "არ ვიტყვი, რომ კეპამ ჩელსიში თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდის გოლკიპერ კეპა არისაბალაგას შესახებ გააკეთა განცხადება.

გუშინ, 21:37

"მითხრეს, რომ ბრაზილიელები არ უყვარს", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა ვან გაალს ცუდი ადამიანი უწოდა

"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა, რაფაელ და სილვამ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 21:33

"რამოსის, ტერისა და მალდინის გვერდით დგას", - ანჩელოტიმ თავისი შეგირდი შეაქო

"ევერტონის" მთვარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის კაპიტანი შეაქო და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.

გუშინ, 21:25

ოფიციალურად: ლივერპულმა კარიუსი ბუნდესლიგის კლუბში გაუშვა

"ლივერპულმა" ოფიციალურ საიტზე გოლკიპერ ლორის კარიუსის გერმანიის ჩემპიონატში იჯარით გაშვება დაადასტურა.

გუშინ, 20:56

"ამ სიტუაციამ გამაღიზიანა, ყველაფერი მოუხერხებლად და ნაჩქარევად გაკეთდა", - ტიაგო სილვა პსჟ-დან წასვლაზე

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ტიაგო სილვამ "პარი სენ ჟერმენის" რიგებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 20:53

1:6 მარცხის შემდეგ, დინამო თბილისი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

რამდენიმე წუთის წინ, "დინამო თბილისმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

გუშინ, 20:50

"განვთავსე ფსონი, რომ ოქროს ბუცს ფერნანდეში აიღებს, 38 მატჩი - 38 პენალტი", - კრაუჩის ხუმრობა

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა "მანჩესტერis" სასარგებლოდ დანიშნული პენალტების რაოდენობაზე იხუმრა.

გუშინ, 20:42

მანჩესტერ იუნაიტედი სანჩოს არ ეშვება და ახალი შეთავაზება გაამზადა

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "დორტმუნდს" შემტევ ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართოს.

გუშინ, 20:34

ლეო მესის გვერდით - ანსუ ფატი ბარსელონას ისტორიაში შევიდა

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" შინაურ კედლებში "ვილიარეალი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

გუშინ, 20:28

"რამდენიმე კლუბს ვუთხარი უარი, ყველაზე აქტიური ბარსელონა იყო", - ობამეიანგი

"არსენალის" შემტევმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებამდე "ბარსელონაში" გადასვლა იუარა.

გუშინ, 20:08

"ცუდი არაფერი გაგვიკეთებია", - იუვენტუსში სუარესის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურნენ

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ლუის სუარესის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 20:03

"სჭირდება თუ არა ბარსელონას სუარესის წასვლის შემდეგ კიდევ ერთი ფორვარდი?", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა იმის შესახებ ისაუბრა, სჭირდება თუ არა გუნდს ახალი თავდამსხმელი.

გუშინ, 19:56

მანჩესტერ იუნაიტედი მარცხენა მცველს შეუთანხმდა, ჯერი კლუბებზეა

"პორტუს" ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა, ალექს ტელეშმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

გუშინ, 19:38
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10