» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ატალანტა-პსჟ: გაგრძელდება თუ არა ბერგამოელების ზღაპარი ერთ-ერთ ფავორიტთან?


ატალანტა-პსჟ: გაგრძელდება თუ არა ბერგამოელების ზღაპარი ერთ-ერთ ფავორიტთან?

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის გახსნითი შეხვედრა: ბერგამოს "ატალანტა" - "პარი სენ-ჟერმენი". მიმოვიხილოთ ყველაფერი ის, რაც "ქალღმერთისა" და "პსჟ"-ს ლისაბონურ მატჩამდე ხდება. დიახ, როგორც ვიცით, თამაში ჩატარდება პორტუგალიაში, ერთმატჩიან ფორმატში.

ატალანტა

ბერგამოელები საფეხბურთო ევროპაში ფურორის მოხდენას აგრძელებენ. როგორც გვახსოვს, ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი მარცხის შემდეგ, გუნდი პლეი-ოფში მაინც გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. რა მოხდა უშუალოდ 1/8 ფინალში? "ვალენსიას" მიწასთან გასწორება, პირადად იოსიპ ილიჩიჩის მიერ.

აღნიშნული წყვილის განმეორებითი შეხვედრის დასრულებიდან მალევე, ევროპაში იფეთქა კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც "ქალღმერთი" თავისი შემდეგი მეტოქის ვინაობას თვეების მანძილზე ელოდებოდა. იქამდე განახლდა შიდა ჩემპიონატები და "შავ-ლურჯების" ფეერია სერია ა-შიც გაგრძელდა.

როგორც ვიცით, "ნერაძური" ერთ მომენტში ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტიც იყო. წინასასეზონო ამხანაგური შეხვედრები რომ არ ჩავთვალოთ, გუნდის ანგარიშზეა 115 გოლი, რაც "პარიზისთვის" განგაშის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კალჩო დასრულდა ცოტა ხნის წინ, ლომბარდიელებს ფორმა გაფანტული არ ექნებათ.

ჯან პიერო გასპერინის გუნდს ვერ დაეხმარება ზემოთხსენებული ილიჩიჩი, მის გარდა კი პიერლუიჯი გოლინი და ხოსე ლუის პალომინო. მთავარი ბომბარდირისა და ძირითადი მეკარის არ ყოფნა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი დანაკლისია. სლოვენიელს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, იტალიელი და არგენტინელი ტრავმირებულები არიან. "ატალანტას" სავარაუდო 11-ეული ასეთი იქნება:

სპორტიელო, ტოლოი, ჯიმსიტი, პალომინო (?), გოსენსი, ჰატებური, რონი, ფროილერი, მალინოვსკი, გომესი, საპატა

პსჟ

ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის სხვა ნებისმიერ სეზონში, "პარი სენ-ჟერმენი" ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად წელსაც ითვლება. გუნდის შემადგენლობის გათვალისწინებით, სხვანაირად შეუძლებელია. უნდა ითქვას, რომ "პარიზმა" მიმდინარე სეზონში საამისოდ მართლაც საკმარისი გააკეთა.

ჯგუფური ეტაპი, რომელშიც "ლურჯ-წითლების" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო მადრიდის "რეალიც", პირველ ადგილზე იქნა დასრულებული. პლეი-ოფში კი დამარცხებული იქნა დორტმუნდის "ბორუსია". მოკლედ, "პარკ დე პრენსის" მკვიდრებს იოლ გზაზე არ უვლიათ.

ტომას ტუხელის გუნდის მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, აღნიშნული კოლექტივი პრაქტიკულად უთამაშებელია. სეზონის განახლება "პარი სენ-ჟერმენს" არ შეეხო, რადგან ჯერ კიდევ კარანტინის პერიოდში ლიგა 1 ნაადრევად შეწყდა.

"პსჟ"-მ უახლოეს თვეებში ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა მხოლოდ ორი - საფრანგეთის თასის ფინალი და საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი, რაც ტონუსში ყოფნისთვის საკმარისი არ არის. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პრაქტიკულად უცნობია, თუ რა მდგომარეობაში ხვდება "პარიზი" ბერგამოელებთან მატჩს.

"ლურჯ-წითლებს" დააკლდებიან მარკო ვერატი, ლევენ კურზავა (ტრავმები) და ანხელ დი მარია (დისკვალიფიკაცია). ამის გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კილიან მბაპეს თამაშიც. "პარკ დე პრენსის" მკვიდრების სავარაუდო 11-ეული "ქალღმერთთან" მატჩისთვის ასე გამოიყურება:

ნავასი, სილვა, კიმპემბე, ბერნატი, კერერი, მარკინიოსი, გუეიე, ერერა, ნეიმარი, მბაპე (?), იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

24 პენალტი და ნამდვილი დრამა! მილანმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ევროპა ლიგაზე გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის „პლეი ოფში“ „მილანი“ „რიუ ავეს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში, 9-8 მოიგო.

დღეს, 01:57

5-წლიანი წარუმატებლობა დასრულებულია! 10-კაციანმა ბარსამ სტუმრად სელტა გაანადგურა [VIDEO]

ლა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „სელტას“ დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა.

დღეს, 01:26

ტოტენჰემმა მაკაბი არ დაინდო და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ტოტენჰემმა“ „მაკაბი ჰაიფა“ 7:2 გაანადგურა.

დღეს, 00:56

კლოპი 1-2 არტეტა - არსენალმა ლივერპულს პენალტებში მოუგო და თასიდან გამოაგდო [VIDEO]

ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა - 0:0 (4:5).

დღეს, 00:53

გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 00:22

"მსურს, ფეხბურთს სხვა კუთხითაც შევხედო" - კარიერის პარალელურად, ჭანტურია მენეჯმენტს სწავლობს

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში დაიწყო ყოველწლიური საინტერესო პროექტი "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" 

დღეს, 00:07

რეალის დირექტორმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგები შეაფასა

„რეალის“ დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა.

გუშინ, 23:35

რეალში ლუკა იოვიჩისა და ბორხა მაიორალის მომავალი გადაწყდა

მადრიდის „რეალში" ფორვარდების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა.

გუშინ, 22:55

მწვანე შუქი უეფასგან: საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩს შესაძლოა ქომაგი დაესწროს

რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება.

გუშინ, 21:28

უეფამ შემზღუდველი ზომები შეარბილა - გულშემატკივრები მატჩებს დაესწრებიან!

უეფა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შემზღუდველ ზომებს შეარბილებს, იტყობინება ჟურნალისტი, რობ ჰარისი.

გუშინ, 21:10

უეფამ მესისა და რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა: "კვლავ ერთად"

უეფას პრესსამსახური ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების კენჭისყრის შედეგს გამოეხმაურა.

გუშინ, 20:41

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

გუშინ, 20:33

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა.

გუშინ, 20:27

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

დღეს, 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

გუშინ, 20:20

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი

UEFA-მ პოზიციების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

გუშინ, 20:05

"როცა მესი ხდება შენი კაპიტანი, მზად ხარ ომშიც გაჰყვე", - არგენტინელი ფეხბურთელი

"უდინეზეს" არგენტინელმა ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 19:05

3 დებიუტანტი - ერთა ლიგის მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლონა ცნობილია

ინგლისის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ოქტომბრის მატჩებისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.

გუშინ, 19:01

"გვარდიოლას ბარსა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო", - ბიელსა

"ლიდსის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა შეაქო.

გუშინ, 18:48

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა ვერ თანხმდებიან, დეტალები ცნობილია - MARCA

"ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" მცველ ერიკ გარსიას სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან, წერს MARCA.

გუშინ, 18:38

"ჭორების გაკონტროლება არ შეგვიძლია", - სოლსკიაერი მანჩესტერის ტრანფერებზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:27

მანჩესტერ სიტის მცველი ბარსელონაში? - გვარდიოლამ ყველაფერს ფარდა ახადა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მცველ ალექსანდრ ზინჩენკოს მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:58

ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, დესტი ბარსელონას ისტორიაში შევიდა

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "აიაქსის" მცველ სერჟინო დესტის დამატება დაადასტურა.

გუშინ, 17:50

უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მაყურებლები დაუშვას

უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გულშემატკივრების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს, წერს El Mundo Deportivo.

გუშინ, 17:42

ლივერპული 2021 წლის ზაფხულში მბაპეს შეძენას ეცდება - რომანო

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მომავალ ზაფხულს შესაძლოა "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 17:34

ფოტო: მარადონამ კორონავირუსთან ბრძოლის საინტერესო გზა იპოვნა

"ხიმნასიას" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ, როგორც ჩანს, იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს კორონავირუსს.

გუშინ, 17:28

ფაქტები: პოგბას მანჩესტერში პირველი ჯარიმის გასატანად 160 მატჩი დასჭირდა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრაიტონ ალბიონის" შეხვედრაში პოლ პოგბამ ჯარიმა გაიტანა.

გუშინ, 16:36

მატა: "მე და ვან დე ბეკს ფეხბურთი ერთნაირად გვესმის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, დონი ვან დე ბეკის შესახებ:

გუშინ, 16:11

ოფიციალურად: ბარსელონამ დესტი იყიდა

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, ამსტერდამის "აიაქსის" აწი უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი გუნდს შეუერთდა.

გუშინ, 16:03

"ჩემი და ასენსიოს გამოყვანით, ზიდანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ვინისიუსი

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შეხვედრა შეაფასა:

გუშინ, 15:46

"კლოპი ჩვენი მამა არის", - ადრიანი

"ლივერპულის" სათადარიგოთა მეკარემ, ადრიან კასტილიომ იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 15:39
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10