» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

[ექსკლუზივი] რამდენი გამოიმუშავა ბოლო ბრძოლიდან, რატომ არ ცხოვრობს საქართველოში და ბევრი სხვა - ლიანა ჯოჯუას ინტერვიუ


[ექსკლუზივი] რამდენი გამოიმუშავა ბოლო ბრძოლიდან, რატომ არ ცხოვრობს საქართველოში და ბევრი სხვა - ლიანა ჯოჯუას ინტერვიუ

UFC-ის პირველმა ქართველმა ქალმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ GOAL.GE-ს კითხვებს უპასუხა.

ინტერვიუს წინ აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად შეთავაზებისა, რომ რუსულად გვესაუბრა, მან ქართულად არჩია საუბარი.

- დავიბადე თბილისში, 3 წლის ასაკში მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად, სადაც გავიზარდე და ვისწავლე. 17 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში ტაილანდურ ბოქსში, ხოლო 20 წლის ასაკში შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი. იქამდე სხვადასხვა სპორტის სახეობით ვიყავი დაკავებული - ჩოგბურთი, ფიგურული სრიალი, ზამთრის სპორტი, რაგბი. ვთამაშობდი უნივერსიტეტის ნაკრებში, მაგრამ ეს სპორტი მომწონს ყველაზე მეტად და არ მბეზრდება.

- როდის ჩაატარეთ პირველი ბრძოლა შერეულ ორთაბრძოლებში?

MMA - ს ბრძოლა პირველად სტუდენტურ შეჯიბრზე ჩავატარე, პირველი პროფესიონალური ჩხუბი კი მოსკოვში KUMITE FIGHT - ის ეგიდით , სადაც რუს მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდი და პირველი გამარჯვება მოვიპოვე. ჩატარებული მაქვს სულ 11 პროფესიონალური ბრძოლა, 8 გამარჯვება, 3 მარცხი.

- როგორ მოხვდით ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC ში?

ვარ Fight Night-ის ქამრის მფლობელი, ყველაზე დიდი ტიტული მქონდა რუსეთში, რის გამოც UFC დან დაინტერესდნენ, და მეც დავთანხმდი.

- რას გვეტყვით თქვენს პირველ ბრძოლაზე რომელიც UFC-ს ეგიდით ჩაატარეთ?

რაც შეეხება პირველ მარცხს UFC ში, უბრალოდ ძალიან ვინერვიულე, სარას წონა შედარებით დიდი ჰქონდა, სხვა არაფერი ყოფილა.

- მეორე ბრძოლა UFC ში თქვენი გამარჯვებით დასრულდა, თქვენ რამდენიმე წუთში შესძელით მოწინააღმდეგის დამარცხება. როგორ გრძნობთ ბრძოლის შემდეგ თავს?

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, კარგი დღე აღმოჩნდა ჩემთვის. მტკივნეულზე ვფიქრობდი მაგრამ არა კონკრეტულად Armbar-ზე (ხელის მტკივნეული) .
არმბარი ჩემი საყვარელი ილეთია, თუმცა არ მიფიქრია რომ ამას პირველივე რაუნდში გავაკეთებდი, მაგრამ მან ქვემოთ გადამიყვანა და მეც ასე დავამთავრე.

- რა თანხა გამოიმუშავეთ ბოლო ბრძოლაში?

23500. გარანტირებული 10000 დოლარი პლუს მოგებული ბრძოლისთვის 10000 დოლარი, და ბოლოს პრომოუტერების ბონუსი – 3500 დოლარი.

- როგორ ფიქრობთ, ვის მიუძღვის დიდი წვლილი თქვენს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში?

ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი კლუბ ახმატს, და ჩემს მწვრთნელებს მიუძღვით, ძალიან მეხმარებიან დღემდე.

- სოციალურ ქსელში ხშირად იმსახურებთ კრიტიკას რუსულად წერის გამო...

მე მოსკოვში გავიზარდე, და ძირითადად რუსულად ვწერ, გარშემო 80% რუსულ ენოვანი ხალხია, მაგრამ სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვთარგმნი ქართულადაც. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ხალხი, მაგრამ ცოტა მწერს ქართულად, ამიტომ ვწერ რუსულ ენაზე რომ მეტმა გაიგოს.

- ქართული სამზარეულოდან რომელი კერძი გიყვართ?

ქართული სამზარეულოდან განსაკუთრებით ელარჯი მიყვარს, ყველაზე მაგარი ბუნება, და გემრიელი საჭმელები გვაქვს.

- საქართველოში იცხოვრებდით?

პირობები არ არის, თორემ სიამოვნებით ვიცხოვრებდი კიდეც, ნახევარი საქართველო იძულებით მიგრაციაში ვართ.

რას ეტყოდით გულშემატკივრებს?

ჩემს გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა რომ ძალიან მიყვარხართ, მინდა კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ ჩემი გამარჯვებებით, ვამაყობ რომ ვარ საქართველოდან, სადაც არ უნდა ვიცხოვრო. გისურვებთ წარმატებებს, ყველაფრის მიღწევას და ჯანმრთელობას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ფორვარდი რომაში გადასვლასთან არის ახლოს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი, ბორხა მაიორალი, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

დღეს, 16:31

ხუანდე რამოსი: "დარწმუნებული ვარ, ბეილს ზიდანთან თავისი სიმართლე ჰქონდა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა, გარეტ ბეილის წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:22

მენდი: "ჩელსიში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული, ედუარდ მენდი, ლონდონურ გუნდში გადასვლაზე საუბრობს.

დღეს, 16:18

სუარესის დამატების შემდეგ, ატლეტიკო კავანისაც დაუკავშირდა

ფორვარდმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს.

დღეს, 16:09

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ქართველების ფარერების კუნძულელებთან გაცნობა მოხდა 1996 წლის 8 აგვისტოს, თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის

დღეს, 15:54

პიანიჩი: "2:8-ს გამო შურისძიება გვინდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:8 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

"წარმოუდგენელია, როგორ აგვარებენ საქმეებს", - მესის პოსტს ნეიმარიც გამოეხმაურა

ლეო მესის ლუის სუარესთან გამოსამშვიდობებელ პოსტზე, კომენტარი ნეიმარმაც დატოვა.

დღეს, 14:56

VIDEO: შვიდიანი გრიზმანმა აიღო - კოუტინიოს ახალი ნომერი ბარსელონაში ცნობილია

ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 2020/21 სეზონში „ბარსელონაში“...

დღეს, 14:50

"არაფერს არ ვნანობ", - ბეილი რეალიდან წასვლაზე ალაპარაკდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, „რეალიდან“ წასვლაზე პირველად ისაუბრა.

დღეს, 14:45

"მეგონა სიმაღლეში გავიზარდე და თურმე, კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო", - მოურინიო

„ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიური „შკედია“ 3:1 დაამარცხა.

დღეს, 14:16

"შენ დიდ გაცილებას იმსახურებდი, მათ კი მოგისროლეს", - სუარესთან გამომშვიდობებისას, მესიმ ბარსელონა გააკრიტიკა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

დღეს, 13:54

როგორია სუარესის სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ?

ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" პირველად დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც ის "ბარსელონაში" გადავიდა.

დღეს, 13:38

ESPN: 4 კლუბი, რომელშიც გადასვლა სუარესს კონტრაქტის თანახმად ეკრძალებოდა

ESPN-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი თავის არჩევანში თავისუფალი სულაც არ ყოფილა.

დღეს, 13:26

მენდის ტრანსფერის შემდეგ, კეპას პირველი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" "რენიდან" იყიდა ახალი მეკარე, ედუარდ მენდი, რომლის ტრანსფერი დაჯდა 24

დღეს, 13:14

Marca: კავანის ტრანსფერზე რამოსის ძმა ამუშავდა

Marca-ს თანახმად, ედინსონ კავანის მადრიდის "რეალში" მოხვედრის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, თანაც საკმაოდ რეალურად.

დღეს, 13:06

სარი რომაში? - იუვენტუსი ამ გარიგებას მოუთმენლად ელის

Corriere-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი შესაძლოა "რომაში" დაინიშნოს.

დღეს, 12:57

AS: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" თავისი ფორვარდის, ლუკა იოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 12:43

რაზე უთხრა უარი სუარესმა ბართომეუს გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე?

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, ლუის სუარესის უკანასკნელ "ბარსელონურ" პრეს-კონფერენციაზე დაფიქსირდა ერთი საინტერესო

დღეს, 12:36

ოფიციალურად: გოდინმა ინტერი დატოვა

მილანის "ინტერის" აწი უკვე ყოფილი ვეტერანი ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს.

დღეს, 12:27

დრაქსლერი პსჟ-ს ტოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ძალიან მალე უდიდესი ალბათობით სხვა კლუბში აღმოჩნდება.

დღეს, 12:11

ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანისთან დაბრუნდა, თუმცა სერია ბ-ში

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი შემტევი, კევინ-პრინც ბოატენგი კარიერას გააგრძელებს სერია ბ-ს ბინადარ "მონცაში".

დღეს, 11:58

როგორი სტატისტიკით დაასრულა დინამომ ევროტურნირებზე გამოსვლა?

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ფარერების გუნდთან 6:1 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

დღეს, 11:42

მოურინიო და კონტე უკვე შეთანხმდნენ?!

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

დღეს, 11:42

ინტერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო გარიგებაზე მუშაობს

მილანის "ინტერი" კვლავინდებურად არის დაინტერესებული ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველით, ნ'გოლო კანტეთი.

დღეს, 11:35

ბაიერნმა ანჩელოტის რეალის რეკორდი დაამხო

"სევილიას" დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 23

დღეს, 11:26

"ვნანობ თუ არა რეალში გადასვლას?", - ბეილი

"ტოტენჰემის" შემტევმა, გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

გვარდიოლა: "ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 13 ფეხბურთელია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის საკადრო პრობლემების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:56

7/7 - დინამოს 1:6-მდე, ქართულ გუნდებს ფარერების წარმომადგენლებთან 100%-იანი შედეგი ჰქონდათ

თბილისის "დინამოს" "კი კლაკსვიკთან" განადგურებამდე (1:6), ისტორიას არ ახსოვდა შემთხვევა, როდესაც ქართული გუნდი

დღეს, 10:43

იბრაჰიმოვიჩის მშობლიურ კლუბთან სტუმრად - გრანადას მეტოქე პლეი-ოფში

თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებით, "გრანადამ" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური.

დღეს, 10:15

ვინ იქნება კლაკსვიკის მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში?

როგორც მოგეხსენებათ, "კი კლაკსვიკმა" გაანადგურა თბილისის "დინამო", ანგარიშით 6:1, რითაც ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 10:05
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10