» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ


ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ

"პარი სენ-ჟერმენი" - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი 1/2 ფინალისტი და გუნდი, რომელმაც სახლში გაუშვა რომანტიული ფეხბურთის მოყვარულების ბოლო გატაცება: ბერგამოს "ატალანტა". "პსჟ"-ს ტრიუმფის მთავარი შემმოქმედი პირი აღმოჩნდა მოთამაშე, რომელიც მატჩის პირველი 60 წუთის მანძილზე ანტი-გმირად უფრო მოიაზრებოდა.

საუბარია ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორის შესახებ, თავისი გამოუყენებელი მომენტებითა და ფეერიული დრიბლინგით. ის რომ არა, რთული წარმოსადგენია, შეძლებდა თუ არა "პარიზი" ერთი შეტევის განხორციელებას მაინც. ობიექტურად, გუნდი ტაქტიკურობისგან შორს იყო, მთავარი იარაღი სწორედ ბრაზილიელის კრეატიულობაში გამოიხატებოდა.

ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ

"ლურჯ-წითლების" ლიდერი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა "ქალღმერთის" დამწუხრებას, თუმცა მისი შრომა გამართლდა მხოლოდ 90-ე წუთზე, მაგრამ როგორ! ქამბექის გამოდნობამდე, "პარკ დე პრენსის" მკვიდრები აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე: კილიან მბაპეს გარეშე თამაში შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ამერიკელი სოლო კონცერტის ხასიათზეა.

დიახ, ფრანგის მოედანზე გამოსვლით, ტომას ტუხელის გუნდის შეტევა გამოცოცხლდა, თუმცა მისი მომენტების დროსაც კი მთავარი მოქმედი პირი ისევ და ისევ სკანდალური 10-იანი იყო. კარგად დააკვირდით "პარი სენ-ჟერმენის" მეორე გოლს "შავ-ლურჯების" კარში: მომენტის 80% სწორედ ჩვენი სტატიის გმირის შრომის შედეგად შეიქმნა.

ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ

"პსჟ"-ს თავდამსხმელებმა უბრალოდ ზუსტად განავითარეს და დააგვირგვინეს, თუმცა როგორც ასეთი მომენტის კონსტრუქცია, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის ხელწერაა. მოკლედ, "პარიზი" ევროპული ფეხბურთის მთავარი ლუზერი აღარ არის, რადგან ქამბექი 149 წამში, სერიოზული ალიბია.

28-წლის შემტევმა წერტილი დაუსვა "ლურჯ-წითლების" კოშმარს, რომელიც თავის დროზე სწორედ მისი დამსახურებით დაიწყო. გავიხსენოთ "ბარსელონური" 1:6, რაც ნეიმარის მონაწილეობის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, პირველად 25-წლის შემდეგ, "პარკ დე პრენსის" მკვიდრები 1/2 ფინალში არიან.

ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ

ასეთი საჩუქარი გაუკეთა ბრაზილიელმა "პარი სენ-ჟერმენს" 50-წლიან იუბილეზე. მართალია, "ნერაძურის" კარის აღების მომენტებში მისი სახელი ტაბლოზე არ ციმციმებდა, მაგრამ ჟუნიორი მეტოქის კოშმარად ყველა სხვა დანარჩენ კომპონენტში ჩანდა. თავად განსაჯეთ: 16-ჯერ მოტყუებული ლომბარდიელები, (მიმდინარე სეზონის რეკორდი), ასისტი, მეორე გოლის წამოწყება, 9-ჯერ სტანდარტის გამომუშავება.

WhoScored-მა "პსჟ"-ს ლიდერს დაუწერა 10-დან 9.74 ქულა, უეფამ კი ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ცალკე აღნიშნვის ღირსია მისი სტატისტიკა: 58 მატჩი, 35 გოლი, 23 ასისტი, ასეთი შთამბეჭდავი შედეგით აგრძელებს სამხრეთ ამერიკელი ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას.

ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ

არსებობს არაერთი მიზეზი, რის გამოც "პარიზის" ათიანი კრიტიკის ღირსია, თუმცა ჯან პიერო გასპერინის გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ამ კატეგორიიდან არ არის. "ლურჯ-წითლებს" თასის აწევამდე დარჩათ ორი ნაბიჯი და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ამაში მათ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე.

ნეიმარის საუკეთესო მატჩი 2017 წლის შემდეგ: პსჟ-ს ფანები ამას 83 შეხვედრისა და 149 წამის მანძილზე ელოდებოდნენ

განიხილავთ თუ არა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: ბარსელონამ დესტი იყიდა

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, ამსტერდამის "აიაქსის" აწი უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი გუნდს შეუერთდა.

დღეს, 16:03

"ჩემი და ასენსიოს გამოყვანით, ზიდანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ვინისიუსი

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 15:46

"კლოპი ჩვენი მამა არის", - ადრიანი

"ლივერპულის" სათადარიგოთა მეკარემ, ადრიან კასტილიომ იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:39

კავანის მოულოდნელი მსურველი სერია ა-დან

TuttoSport-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ედინსონ კავანის მსურველი ჰყავს.

დღეს, 15:00

გასპერინი: "ვიცი, როდის გაირკვევა სკუდეტოს მომავალი გამარჯვებულის ვინაობა"

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ სერია ა-ში სასკუდეტო ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:34

"წელს იქნება ყველაზე განსხვავებული სეზონი ფეხბურთის ისტორიაში", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მიმდინარე სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:27

"ლივერპულში ახალი ფირმინო იზრდება", - კლოპის თანაშემწე

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის თანაშემწემ, პეპ ლინდერსმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:14

"მესის გამო ომშიც წავალ", - დე პაული

"უდინეზეს" ლიდერმა, როდრიგო დე პაულმა თავისი თანამემამულის, ლიონელ მესის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:50

სერია ა-ს გრანდები ალონსოსთვის იბრძვიან

ჯანლუკა დი მარციოს ტვიტერის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველს, მარკოს ალონსოს ჰყავს ორი მსურველი.

დღეს, 13:40

ლუკაკუ ახალი რეკორდით ინტერის ისტორიაში შევიდა

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ სერია ა-ს უკანასკნელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

დღეს, 13:21

სანჩოს სატრანსფერო საგა დასრულდა

The Telegraph-ის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, 12:58

ჟეზუში: "დიაში დიდ კლუბში არ გადასულა, მან ის დატოვა"

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა ისაუბრა თავისი გუნდის ყოფილი კაპიტნის, რუბენ დიაშის შესახებ:

დღეს, 12:46

"აუტსაიდერები ვიყავით, ახლა კი ფავორიტებად გვთვლიან", - კონტე

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:24

მოლაპარაკებები დაწყებულია - დემბელე პრემიერ ლიგაში?

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ბარსელონას" შემტევს, ოსმან დემბელეს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს.

დღეს, 12:10

ბარსელონა დეპაის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ შეუთანხმდა - რომანო

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ბარსელონასა" და ლიონის "ოლიმპიკის" ლიდერს, მემფის დეპაის შორის კავშირი რეალურად არსებობს.

დღეს, 11:55

გადაურჩა თუ არა ნეიმარი დისკვალიფიკაციას?

შეგახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენისა" და მარსელის "ოლიმპიკის" შეხვედრაში მოხდა რამდენიმე ხმაურიანი ინციდენტი, ნეიმარ ჟუნიორი

დღეს, 11:46

"მანჩესტერი საშინელ მდგომარეობაშია", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი ყოფილი კლუბი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა:

დღეს, 11:32

მედიასთან ურთიერთობის გამო, ქეცბაია კვიპროსში დასაჯეს

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

დღეს, 11:30

რამდენი ტიტული აშორებს ბაიერნს ბარსელონას რეკორდამდე?

გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნმა" 2020 წელს მეხუთე ტიტული მოიგო.

დღეს, 11:20

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავკაცმა ვასილ მაისურაძემ დაასახელა ის შემადგენლობა, რომლებიც მოახლოებულ მატჩებში ითამაშებენ.

დღეს, 11:11

"იმედი მაქვს, ლიდერებთან ჩამორჩენა არ გაიზრდება", - პესიმისტი გვარდიოლა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:59

მიულერი გერმანული ფეხბურთის სათავეში მოექცა

სუპერთასზე, დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ, ტომას მიულერს კარიერაში 27 ტიტული დაუგროვდა.

დღეს, 10:42

"ვინისიუსი იყო თამაშგარეში, მაგრამ გოლი მაინც უნდა ჩათვლილიყო", - ექს-მსაჯი

ცნობილმა ყოფილმა მსაჯმა, ხუან ანდუხარ ოლივერმა ვინისიუს ჟუნიორის "რეალ ვალიდოლიდის" კარში გატანილი გოლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:32

რას ვუყუროთ დღეს - კენჭისყრას, კიდევ ერთ ლივერპულ-არსენალს ან იქნებ ბარსას?

საფეხბურთო დღე დაიწყება არა რომელიმე მატჩით, არამედ უეფას დაჯილდოვებითა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრით.

დღეს, 10:14

დღეს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და უეფას დაჯილდოვება გაიმართება - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ წინასწარ

დღეს, 1 ოქტომბერს თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.

დღეს, 09:46

ზიდანი იოვიჩის ცუდ თამაშს გამოეხმაურა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ლუკა იოვიჩის ცუდ თამაშს გამოეხმაურა.

დღეს, 02:26

კურტუა: "აზარი ძალიან დამწუხრებულია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი კიდევ 3-4 კვირას გამოტოვებს.

დღეს, 02:24

ზიდანი: "ვინისიუსმა რეალის შეტევა აქტიური გახადა"

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:21

კატასტროფული სტატისტიკა: როდემდე გაგრძელდება იოვიჩის ცუდი სერია?

უკვე შეგვიძლია, რომ ლუკა იოვიჩის მადრიდის "რეალში" გადასვლა გაუმართლებლად მივიჩნიოთ.

დღეს, 02:12

ვინისიუსმა ანსუ ფატის რეკორდი გაიმეორა

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მე-4 ტურში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:04
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10