» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია


ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

დღეს, 14 აგვისტოს გაიმართება 2019-2020 წლის საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება: "ბარსელონა" - მიუნხენის "ბაიერნი". მოლოდინი ყოველ შემთხვევაში სწორედ ასეთია. პრესამ "ბლაუგრანასა" და "რეკორდმაისტერის" მატჩი ჩემპიონთა ლიგის ნაადრევ ფინალად უკვე შერაცხა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ 1/4 ფინალია. კატალონიელებისა და "წითლების" დუელში დომინანტები არიან გერმანელები. თავად განსაჯეთ - 10 მატჩი, 6 მოგება "ბავარიას" მხარეს არის, მხოლოდ 2 "ლურჯ-ბროწეულისფრების" და 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. მდიდარი ურთიერთდაპირისპირებების ისტორიაა, ნამდვილად.

ამის გარდა, "ასულგრანასა" და "ალიანც არენას" ბინადრებს შორის ჭარბობს სხვადასხვა სახის პრინციპული დაპირისპირებები უშუალოდ ფეხბურთელებს შორის. საუბარია მოთამაშეების შესახებ, რომლებიც რაღაც დამახასიათებელ ტიტულს თუ წოდებას ერთმანეთში ვერ იყოფენ. მოკლედ, გავარჩიოთ "კამპ ნოუს" მკვიდრებისა და ჰანს-დიტერ ფლიკის შეგირდების ბრძოლა UFC-ის წესებით.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

მანუელ ნოიერი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენის წინააღმდეგ: ბრძოლა გერმანიის ნომერ პირველი მეკარის წოდებისთვის

უკვე 10-წელზე მეტია, რაც ნოიერი გერმანიის ეროვნული გუნდის კარში ხელშეუხებელი ფიგურაა. ის მსხვილ ტურნირებზე ძირითად შემადგენლობაში იდგა მაშინაც კი, როდესაც მძიმე ტრავმის შედეგად, ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ტერ შტეგენმა ბოლო წლებში უბრალოდ საუცხოო ფორმა აკრიფა.

ალბათ სხვა ნებისმიერ გუნდში ძირითადი კიპერი იქნებოდა სწორედ "ბარსელონას" გერმანელი კარის დარაჯი და არა მისი კონკურენტი, მაგრამ "ბუნდესნაკრებში" სხვა პრინციპები მოქმედებს. "არწივების" კაპიტანს გააჩნია უსაზღვრო გავლენა და ავტორიტეტი, რაც მარკის ოსტატობას უბრალოდ ჩრდილავს.

დღევანდელი დაპირისპირება კარგი საშუალებაა იმის დასადგენად, თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო, არა ზოგადად და ტიტულებით, არამედ დღეს, ამ კონკრეტულ მომენტში. მოგებული გამოვა ის, ვინც თავის გუნდს არ დააზარალებს და გოლის გაშვების ყველანაირ გზას გადაკეტავს. პრინციპში, შანსები თანაბარია.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ხერარდ პიკე - ჟერომ ბოატენგის წინააღმდეგ: ხალხის გულების მოგება კატეგორიიდან "ჯერ კიდევ შეძლებია"

პიკე წლების განმავლობაში ითვლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად და გასული დეკადის შუა პერიოდში ამ წოდებასთან ახლოს ბოატენგიც იყო. გავიდა დრო, კატალონიელისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველის თამაშის ხარისხმა იკლო. მოკლედ, იქ, სადაც საუბრობენ სერხიო რამოსისა და ვირჯილ ვან დეიკის შესახებ, ხერარდსა და ჟერომს აღარაფერი ესაქმებათ.

დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული გამოვა ის, ვინც მოიშორებს ე.წ. ჩამოწერილის სტატუსს. "ბარსელონას" ცენტრალური მცველი თავისი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით არც სასტარტოდან ვარდება და არც ლონდონის "არსენალის" წინადადებებს იხილავს, აქედან გამომდინარე, ფავორიტის წოდება სწორედ მის მხარეს იხრება.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ბენჟამინ პავარი/ლუკას ერნანდესი - სამუელ უმტიტი/კლემან ლანგლეს წინააღმდეგ: ბრძოლა დიდიე დეშამის ყურადღების მოსაპოვებლად

ფრანგული დაპირისპირება, რომლის მიზანია მხოლოდ ერთი რამ - დეშამის ყურადღების მიპყრობა. "მამლების" მსოფლიო ჩემპიონობაში მონაწილეობდა უმტიტი, პავარი და ერნანდესი, ლანგლეს შესახებ კი საერთოდ არავინ ფიქრობდა. გავიდა ორი წელი და "სამფეროვანთა" სპეციალისტმა გუნდში კორექტირებები შეიტანა.

კლემანი "ლურჯებში" დამკვიდრებას იწყებს, მაშინ, როდესაც სამუელი დროის დიდ ნაწილს ლაზარეთსა და "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ცნობისთვის, ფრანგი ცენტრალური მცველი ახლაც ტრავმირებულია. რაც შეეხებათ "ბაიერნის" უკანახაზელებს, მართალია, არც ისინი ბრწყინავენ, მაგრამ თანამემამულის მსგავსი რეგრესი ჯერ არ შეინიშნება, ასე რომ მცირე უპირატესობა მათ მხარეს არის.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ჯოშუა კიმიხი - სერხი რობერტოს წინააღმდეგ: ბრძოლა ნახევარდაცვაში მოთამაშე საუკეთესო მარჯვენა მცველის წოდებისთვის

კიმიხისა და რობერტოს ისტორია ერთმანეთს ძალიან ჰგავს - თავიანთი კლუბების აკადემიის აღზრდილები, მარჯვენა მცველები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში უფრო აქტიურად ნახევარდაცვაში თამაშობენ. ამ ყველაფრის გარდა, მათ კაპიტნობასაც უწინასწარმეტყვლებენ. გერმანელი კატალონიელზე სტაბილურია, თანაც ყველა პოზიციაზე და აქედან გამომდინარე, ფავორიტი ის არის.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

სერხიო ბუსკეტსი - ხავი მარტინესის წინააღმდეგ: ბასკს კატალონიელთან ძველი ანგარიშები აქვს

მარტინესი ითვლებოდა თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საყრდენ ნახევარმცველად, რომლის სანაცვლოდ "ბაიერნმა" 2012 წელს კლუბისთვის რეკორდული 40 მილიონიც კი გადაიხადა. ბასკის კარიერაში არსებობს ორი პრობლემა: ტრავმატულობა და ბუსკეტსი. პირველი, ფიზიკურ ტკივილს უკავშირდება, მეორე კი მორალურს.

საქმე ისაა, რომ ხავის სანაკრებო კარიერა არ შედგა და ამის მიზეზი სწორედ კატალონიელია. მიუხედავად იმისა, რომ ის არის როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონიც, მისი წვლილი ესპანეთის ტრიუმფში მიზერულია. ყველგან, სადაც უნდა მდგარიყო მიუნხენელთა ჩამშლელი, სერხიოს მოქმედების არეალი აღმოჩნდა. ძველი კონკურენტების დუელში ფავორიტი ახლაც "ბარსას" აღზრდილი იქნებოდა.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ტიაგო ალკანტარა - ფრენკი დე იონგის წინააღმდეგ: დაწუნებული აღზრდილი თუ 75-მილიონიანი შენაძენი?

ტიაგოს მომავალში ხედავდნენ "ბარსელონას" ნახევარდაცვის ლიდერად, თუმცა 2013 წლის ზაფხულში სულ რაღაც 25 მილიონ ევროდ ის "ბაიერნში" იქნა გაყიდული. მიუნხენში ხოსეპ გვარდიოლასა და სხვა გამოჩენილი ტაქტიკოსების ხელში ესპანელი დაიხვეწა, შედეგად, "ბლაუგრანადან" მას სინანული მოესმა.

ალკანტარა ახლაც "რეკორდმაისტერშია" და ფიქრობს "ლივერპულის" შესახებ, მაშინ, როდესაც კატალონიაში მის პოზიციაზე 75 მილიონ ევროდ დე იონგს ტესტავენ. აღნიშნული დუელი იქნებოდა პირადად "წითლების" ფლეიმეიქერის შურისძიება "ლურჯ-ბროწეულისფრებზე", მაგრამ ნიდერლანდელი არ არის იოლი მეტოქე, ასე რომ შანსები თანაბარია, მაგრამ გამოცდილების ხარჯზე პირენეელი ფრენკის ჯაბნის.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ივან რაკიტიჩი - ივან პერიშიჩის წინააღმდეგ: ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ხორვატის წოდებისთვის, ცხადია, მოდრიჩის არყოფნაში

მოდრიჩი გამოვარდა, მანჯუკიჩი არაბეთშია, ხორვატიის ძველი გვარდიიდან კი ჩემპიონთა ლიგაზე რაკიტიჩი და პერიშიჩი შემორჩნენ. ვინ არის მათ შორის საუკეთესო დღეს? რთული სათქმელია, რადგან მუნდიალის შემდეგ, იდეალურად საქმე არცერთს არ მისდის. ობიექტურად, შანსები თანაბარია.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ანსუმანე ფატი - ალფონსო დევისის წინააღმდეგ: ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის მთავარი თინეიჯერის წოდებისთვის

ორი აღმოჩენა, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იმის გათვალისწინებით, რომ დევისი უკვე "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, ფატი კი "ბარსაში" ჩნდება მხოლოდ პერიოდულად, უპირატესობა სწორედ რეაქტიული კანადელის მხარეს არის.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ოსმან დემბელე - კინგსლი კომანის წინააღმდეგ: ბრძოლა ტრავმატოლოგთან ვიზიტისთვის

ჩვენს წინაშეა თანამედროვეობის ორი ყველაზე ტრავმატული ფეხბურთელი. თავად განსაჯეთ - 23-წლის დემბელემ თავისი არც ისე ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ლაზარეთში გაატარა 521 დღე, ერთი წლით უფროსმა კომანმა კი 468. რა შედეგით დასრულდება მათი ბრძოლა?

უდიდესი ალბათობით ის საერთოდ არ შედგებოდა, რადგან მინიმუმ ერთი მათგანი აუცილებლად ტრავმირებული იქნებოდა. ფრანგები კლასით პრინციპში ერთ დონეზე არიან და იმედი დავიტოვოთ, რომ როდესმე გამოჩნდება ის სასწაულმოქმედი ექიმი, რომელიც მათ მოარჩენს.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ანტუან გრიზმანი - ფილიპე კოუტინიოს წინააღმდეგ: ბრძოლა მესისთან შეთამაშების კიდევ ერთი შანსისთვის

"ბარსელონას" ორი არც ისე პროდუქტიული შემტევი, რომელიც თავის ძველ გუნდში უბრალოდ დაფრინავდა. კოუტინიო ქმედუნარიანობის დამტციცებას იჯარით ცდილობს "ბაიერნში", მაშინ, როდესაც გრიზმანის განათხოვრება ან გაყიდვა "ბლაუგრანამ" ჯერჯერობით ვერ მოასწრო.

შეიძლება ითქვას, ფრანგისა და ბრაზილიელის მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონთან. არაა გამორიცხული, რომ ერთის ან თუნდაც მეორის გაბრწყინება, კატალონიაში კიდევ ერთი შანსის ტოლფასი იყოს. შანსების მხრივ კი ანტუანი და ფილიპე ერთნაირად ჩამქრალები არიან.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ლუის სუარესი - ტომას მიულერის წინააღმდეგ: უბრალოდ მთავარი ბრძოლის შესავალი

სუარესი და მიულერი აბსოლიტურად განსხვავებული სტილისა და პოზიციის ფეხბურთელები არიან. ისმის კითხვა - ამ შემთხვევაში რა აერთიანებთ მათ? ორივე მათგანი თავიანთი გუნდების ლიდერების საუკეთესო პარტნიორები არიან. დიახ, ურუგვაელისა და გერმანელის დუელი არის ლიონელ მესი-რობერტ ლევანდოვსკის ბრძოლის შესავალი, მეტი არაფერი.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ლიონელ მესი - რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ: ბრძოლა წლის საუკეთესოს გამოსავლენად

ლევანდოვსკი მართლაც ფეერიულ სეზონს ატარებს, თუმცა როდის იყო, რომ მესი საუკეთესოს წოდებისთვის არ იბრძოდა? გამონაკლისი არც 2020 წელს მოხდა, "ბარსას" კოჭლობის გათვალისწინებითაც კი. ლეოსა და პოლონელის დუელის შესახებ უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა.

არსებობს მოსაზრება, ოქროს ბურთს სწორედ არგენტინელსა და რობერტს შორის გამარჯვებული მოიპოვებდა. დიახ, ერთ-ერთ მათგანს უცხოპლანეტელობას აბრალებენ, მეორე კი უბრალოდ კარგ ფორმაში მყოფი ფორვარდია, მაგრამ ციფრებით, "ბაიერნის" ლიდერი ლიონელს მართლაც არაფრით ჩამოუვარდება. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მთავარი ბრძოლა.

ბარსელონა-ბაიერნი UFC-ის წესებით: 11 ბრძოლა, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია

ვინ მოიგებს ბარსელონა-ბაიერნის წყვილში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ფორვარდი რომაში გადასვლასთან არის ახლოს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი, ბორხა მაიორალი, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

დღეს, 16:31

ხუანდე რამოსი: "დარწმუნებული ვარ, ბეილს ზიდანთან თავისი სიმართლე ჰქონდა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა, გარეტ ბეილის წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:22

მენდი: "ჩელსიში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული, ედუარდ მენდი, ლონდონურ გუნდში გადასვლაზე საუბრობს.

დღეს, 16:18

სუარესის დამატების შემდეგ, ატლეტიკო კავანისაც დაუკავშირდა

ფორვარდმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს.

დღეს, 16:09

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ქართველების ფარერების კუნძულელებთან გაცნობა მოხდა 1996 წლის 8 აგვისტოს, თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის

დღეს, 15:54

პიანიჩი: "2:8-ს გამო შურისძიება გვინდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:8 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

"წარმოუდგენელია, როგორ აგვარებენ საქმეებს", - მესის პოსტს ნეიმარიც გამოეხმაურა

ლეო მესის ლუის სუარესთან გამოსამშვიდობებელ პოსტზე, კომენტარი ნეიმარმაც დატოვა.

დღეს, 14:56

VIDEO: შვიდიანი გრიზმანმა აიღო - კოუტინიოს ახალი ნომერი ბარსელონაში ცნობილია

ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 2020/21 სეზონში „ბარსელონაში“...

დღეს, 14:50

"არაფერს არ ვნანობ", - ბეილი რეალიდან წასვლაზე ალაპარაკდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, „რეალიდან“ წასვლაზე პირველად ისაუბრა.

დღეს, 14:45

"მეგონა სიმაღლეში გავიზარდე და თურმე, კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო", - მოურინიო

„ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიური „შკედია“ 3:1 დაამარცხა.

დღეს, 14:16

"შენ დიდ გაცილებას იმსახურებდი, მათ კი მოგისროლეს", - სუარესთან გამომშვიდობებისას, მესიმ ბარსელონა გააკრიტიკა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

დღეს, 13:54

როგორია სუარესის სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ?

ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" პირველად დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც ის "ბარსელონაში" გადავიდა.

დღეს, 13:38

ESPN: 4 კლუბი, რომელშიც გადასვლა სუარესს კონტრაქტის თანახმად ეკრძალებოდა

ESPN-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი თავის არჩევანში თავისუფალი სულაც არ ყოფილა.

დღეს, 13:26

მენდის ტრანსფერის შემდეგ, კეპას პირველი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" "რენიდან" იყიდა ახალი მეკარე, ედუარდ მენდი, რომლის ტრანსფერი დაჯდა 24

დღეს, 13:14

Marca: კავანის ტრანსფერზე რამოსის ძმა ამუშავდა

Marca-ს თანახმად, ედინსონ კავანის მადრიდის "რეალში" მოხვედრის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, თანაც საკმაოდ რეალურად.

დღეს, 13:06

სარი რომაში? - იუვენტუსი ამ გარიგებას მოუთმენლად ელის

Corriere-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი შესაძლოა "რომაში" დაინიშნოს.

დღეს, 12:57

AS: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" თავისი ფორვარდის, ლუკა იოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 12:43

რაზე უთხრა უარი სუარესმა ბართომეუს გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე?

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, ლუის სუარესის უკანასკნელ "ბარსელონურ" პრეს-კონფერენციაზე დაფიქსირდა ერთი საინტერესო

დღეს, 12:36

ოფიციალურად: გოდინმა ინტერი დატოვა

მილანის "ინტერის" აწი უკვე ყოფილი ვეტერანი ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს.

დღეს, 12:27

დრაქსლერი პსჟ-ს ტოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ძალიან მალე უდიდესი ალბათობით სხვა კლუბში აღმოჩნდება.

დღეს, 12:11

ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანისთან დაბრუნდა, თუმცა სერია ბ-ში

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი შემტევი, კევინ-პრინც ბოატენგი კარიერას გააგრძელებს სერია ბ-ს ბინადარ "მონცაში".

დღეს, 11:58

როგორი სტატისტიკით დაასრულა დინამომ ევროტურნირებზე გამოსვლა?

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ფარერების გუნდთან 6:1 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

დღეს, 11:42

მოურინიო და კონტე უკვე შეთანხმდნენ?!

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

დღეს, 11:42

ინტერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო გარიგებაზე მუშაობს

მილანის "ინტერი" კვლავინდებურად არის დაინტერესებული ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველით, ნ'გოლო კანტეთი.

დღეს, 11:35

ბაიერნმა ანჩელოტის რეალის რეკორდი დაამხო

"სევილიას" დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 23

დღეს, 11:26

"ვნანობ თუ არა რეალში გადასვლას?", - ბეილი

"ტოტენჰემის" შემტევმა, გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

გვარდიოლა: "ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 13 ფეხბურთელია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის საკადრო პრობლემების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:56

7/7 - დინამოს 1:6-მდე, ქართულ გუნდებს ფარერების წარმომადგენლებთან 100%-იანი შედეგი ჰქონდათ

თბილისის "დინამოს" "კი კლაკსვიკთან" განადგურებამდე (1:6), ისტორიას არ ახსოვდა შემთხვევა, როდესაც ქართული გუნდი

დღეს, 10:43

იბრაჰიმოვიჩის მშობლიურ კლუბთან სტუმრად - გრანადას მეტოქე პლეი-ოფში

თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებით, "გრანადამ" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური.

დღეს, 10:15

ვინ იქნება კლაკსვიკის მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში?

როგორც მოგეხსენებათ, "კი კლაკსვიკმა" გაანადგურა თბილისის "დინამო", ანგარიშით 6:1, რითაც ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 10:05
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10