» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?


ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

"ბარსელონასთვის" 2019-2020 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ფინიში გამოდგა უტიტულო, გამანადგურებელი და სასირცხვილო. გავიხსენოთ მოკლედ - მარცხი ესპანეთის სუპერთასზე, კოპა დელ რეის 1/4 ფინალიდან გამოვარდნა, მადრიდის "რეალთან" წაგებული ლა ლიგა და ბოლოს: 2:8 მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

საუბარია სწორედ იმ "ბლაუგრანას" შესახებ, რომელიც პრაქტიკულად 10 წლის განმავლობაში (ფრანკ რაიკაარდიდან - ლუის ენრიკემდე, ხოსეპ გვარდიოლას გავლით) ევროპას შიშის ზარს სცემდა. კატალონიელთა კრახი დაიწყო ნელ-ნელა, ეტაპობრივად და ბოლოს მოხდა ის, რაც დავინახეთ ლისაბონში. ვისაუბროთ კლუბის პრობლემების შესახებ.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

1. დილეტანტი ხელმძღვანელობა

დავიწყოთ მთავარით - კლუბის სტრუქტურითა და ხელმძღვანელობით. ხოსეპ ბართომეუს მოღვაწეობის პერიოდში, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ფულადი დავალიანება არც მეტი არც ნაკლები 888 მილიონს გაუტოლდა. შემდეგ მოხდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი, რომელმაც "ასულგრანას" კიდევ 140 მილიონი "შემატა".

კატალონიელმა უფროსმა და მისმა წინამორბედმა, სანდრო როსელმა 10 წლის განმავლობაში ტრანსფერებზე დახარჯეს 1.5 მილიარდი ევრო, მოგების სახით კი ბიუჯეტი მხოლოდ 726 მილიონით შეავსეს. ახლა კი გაიხსენეთ "კამპ ნოუზე" განხორციელებული ის თითზეჩამოსათვლელი წარმატებული ტრანსფერები და ისიც დაამატეთ, რომ კლუბი თვეების მანძილზე ვერ ყიდიდა ბილეთებსა და ტრანსლაციებს.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

2. წარუმატებელი 100-მილიონიანი ტრანსფერები

გასული დეკადის უკანასკნელ პერიოდში "ბარსელონა" შეხტა 100-მილიონიანი ტრანსფერების ტრენდზე და განახორციელა სამი ცხრაციფრიანი გარიგება - ოსმან დემბელე (105 მილიონი), ფილიპე კოუტინიო და ანტუან გრიზმანი (ორივე 120 მილიონი). ისმის ირონიული კითხვა: გამოადგა თუ არა "ბლაუგრანას" აღნიშნული" 3-ეული?

ტრავმატული ფრანგის მაღალი ოსტატობა, საკამათო საკითხია, თუმცა მისი თანამემამულე და ბრაზილიელი ფეერიულ სანახაობას დგამდნენ მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლივერპულში". უბრალოდ შეუძლებელია, რომ აღნიშნული დუეტი იყოს უვარგისი, კატალონიელები მათ უბრალოდ არასწორად იყენებენ და პრობლემა სწორედ ეს არის.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

3. დაცვა = ადგილი, რომლის კარი მუდამ ღიაა

"ლურჯ-ბროწეულისფრების" უკანახაზი უბრალოდ კოშმარია და ეს "რეკორდმაისტერთან" შეხვედრამდეც ჩანდა. განსხვავება უბრალოდ არის ის, რომ ლისაბონში "ასულგრანას" სუსტი წერტილები ყოველგვარი მიკროსკოპისა და სხვა ოპტიკის გამოყენების გარეშე გამოჩნდა. ძალიან უნდა მოინდომო, ხერარდ პიკესა და კომპანიას რომ ვერ გაცდე.

კატალონიელი უკვე დიდი ხანია რაც აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც კარლეს პუიოლთან პარტნიორობის დროს. ამის გარდა, მას არც შესაფერისი მეწყვილე ჰყავს. სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლესთან ბოდიში, მაგრამ "კამპ ნოუ" არ არის ადგილი, სადაც კარგი მატჩის ჩატარება თვეში ერთხელ არის საკმარისი.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

4. შუახაზი არა, უბრალოდ ხაზი, შუას გარეშე

ნახევარდაცვა, როგორც დაცვისა და თავდასხმის შემაკავშირებელი ჯაჭვი, ყველაზე მკაფიოდ სწორედ "ბარსელონაში" იყო გამოხატული. ასე იყო ადრე, როდესაც ქონექთს ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა ახორციელებდნენ. ტოპ-შუახაზელების დეფიციტს "ბლაუგრანა" არც ახლა განიცდის, მაგრამ ჯაჭვი მაინც გამწყდარია.

გაუგებარია, ის თუ რას აკეთებს მოედანზე ფრენკი დე იონგი, რომლის სანაცვლოდ კატალონიელებმა 75 მილიონი ევრო გადაიხადეს - სალამი კლუბის პრეზიდენტს, კიდევ ერთი. დღევანდელ "ლურჯ-ბროწეულისფრებში" აგრეთვე კრიტიკის ობიექტია ეტალონური საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსიც კი. იქ სადაც დემორალიზებულია კატალონიელი ჩამშლელი, სხვების გარჩევას აზრიც არ აქვს.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

5. მესიზე დამოკიდებულება

ბანალურია, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი წლების "ასულგრანას" მინიმუმ 82% სწორედ ლეო არის. გასაგებია, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, ყველა დროის თუ არა, თანამედროვეობის მაინც, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს: ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულება, უტოპიის ტოლფასია.

"კამპ ნოუზე" უბრალოდ არ იციან, თუ რა უნდა მოხდეს არგენტინელის არყოფნის შემთხვევაში და ახლა უკვე მასთან ერთადაც კი. გუნდს დაავიწყდა, "უცხოპლანეტელობა" და "ღმერთობა" მხოლოდ ლამაზი ეპითეტებია, სინამდვილეში კი ლიონელი არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც გუნდურ საქმეში სჭირდება სწორედ გუნდის მხარდაჭერა, პირობით ნელსონ სემედოზე არანაკლები.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

6. შეტევაში რემონტის აუცილებლობა

როდესაც სათანადოდ ვერ იყენებ გრიზმანსა და კოუტინიოს, ეს უკვე განგაშის მიზეზია. ფრანგისა და ბრაზილიელის გარდა, "ბარსელონასთვის" გამოუსადეგარი კიდევ არაერთი ტოპ-შემტევი აღმოჩნდა. ისტორიას ახსოვს ორი ფორვარდი, რომელიც "ბლაუგრანას" კაპიტნის რიტმს აყვა: ლუის სუარესი და ნეიმარ ჟუნიორი.

ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია, რაც "პარი სენ-ჟერმენშია", ურუგვაელი კი მთელი ძალებით ცდილობს თავისი საუკეთესო მეგობრისთვის მოედანზე ღირსეული პარტნიორობის გაწევას. კატალონიელთა ფორვარდთან პრეტენზიები დიდად არ არის, უბრალოდ მხოლოდ სამხრეთ ამერიკული დუეტით ევროპაში ტიტულებს ვერ მოიგებ.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

7. გაწურული ფეხბურთელები

გახსოვთ გასული დეკადის დასაწყისის სერია ა, რომელშიც ჭარბობდნენ ასაკოვანი ფეხბურთელები - "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დაახლოებით იგივე სიტუაციაა. საშუალო ასაკი: 30-წელს ზევით. "ასულგრანაში" ვაწყდებით მოთამაშეებს, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ვადაგასულები არიან.

ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, უფალო შეგვინდე - ხერარდ პიკე, გავაგრძელოთ? მათ დაუმატეთ ის ფეხბურთელები, რომელთა გასხვისებას "კამპ ნოუზე" მთელი ძალებით ცდილობენ. "ბარსას" სჭირდება ახალი სისხლი და აღნიშნული პრობლემის შესახებ დაწვრილებით შემდეგ პუნქტში ვისაუბროთ.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

8. სად გაქრნენ ლა მასიელები?

ბუსკეტსის შემდეგ, აკადემიის აღზრდილი "ბლაუგრანას" ძირითად შემადგენლობაში არ დამკვიდრებულა. შეგვიძლია ვახსენოთ სერხი რობერტო, თუმცა გულზე ხელი დაიდეთ და კითხვაზე გვიპასუხეთ: კატალონიელი "ხავიესტას" კატეგორიიდან უფრო არის თუ რაფინია-დეულოფეუს? მოკლედ, მთელი იმედები ანსუ ფატიზეა.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

9. დამარცხებულის მენტალიტეტი

როგორ წააგეს "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "რომასთან", "ლივერპულსა" და "ბავარიასთან"? სირცხვილით და სენსაციურად. გუნდს თითქოს არ შეუძლია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა პირობითი 0:1 ან 1:2-ით. თუ წაგებაა, მაშინ ბოლომდე წაგება იყოს, ასეთია "ასულგრანას" საკუთარი ნების საწინააღმდეგო კრედო ბოლო წლებში.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

10. მწვრთნელები, რომლებიც ბარსელონას ამბიციებს უბრალოდ არ შეეფერებიან

დასაწყისში ვახსენეთ რაიკაარდი, გვარდიოლა და ენრიკე - სპეციალისტები, რომლებმაც უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში "კამპ ნოუზე" წარმატებით იმუშავეს. აღნიშნული 3-ეულის გარდა, "ბარსას" ჰყავდა კიდევ 3 თავკაცი, მაგრამ მათმა "მოღვაწეობამ" კლუბს ზიანი მიაყენა.

არ ღირს კიკე სეტიენის, ერნესტო ვალვერდესა და ტატა მარტინოს მეათასედ მიწასთან გასწორება, უბრალოდ ავღნიშნავთ, "ბლაუგრანა" არაა პარაგვაის ნაკრები, არც ბილბაოს "ატლეტიკი" და არც "ლას პალმასი" ან "რეალ ბეტისი". კატალონიაში ტაშს არავინ დაგიკრავს მინიმალური წინსვლის გამო.

ბარსელონას კრახის 2+8 მიზეზი - როგორ ინგრევა მესის კლუბი წლიდან წლამდე?

ბარსელონას კრახის მთავარი მიზეზი არის:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მწვანე შუქი უეფასგან: საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩს შესაძლოა ქომაგი დაესწროს

რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება.

დღეს, 21:28

უეფამ შემზღუდველი ზომები შეარბილა - გულშემატკივრები მატჩებს დაესწრებიან!

უეფა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შემზღუდველ ზომებს შეარბილებს, იტყობინება ჟურნალისტი, რობ ჰარისი.

დღეს, 21:10

უეფამ მესისა და რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა: "კვლავ ერთად"

უეფას პრესსამსახური ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების კენჭისყრის შედეგს გამოეხმაურა.

დღეს, 20:41

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

დღეს, 20:33

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა.

დღეს, 20:27

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

დღეს, 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

დღეს, 20:20

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი

UEFA-მ პოზიციების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

დღეს, 20:05

"როცა მესი ხდება შენი კაპიტანი, მზად ხარ ომშიც გაჰყვე", - არგენტინელი ფეხბურთელი

"უდინეზეს" არგენტინელმა ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 19:05

3 დებიუტანტი - ერთა ლიგის მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლონა ცნობილია

ინგლისის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ოქტომბრის მატჩებისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.

დღეს, 19:01

"გვარდიოლას ბარსა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო", - ბიელსა

"ლიდსის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა შეაქო.

დღეს, 18:48

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა ვერ თანხმდებიან, დეტალები ცნობილია - MARCA

"ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" მცველ ერიკ გარსიას სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან, წერს MARCA.

დღეს, 18:38

"ჭორების გაკონტროლება არ შეგვიძლია", - სოლსკიაერი მანჩესტერის ტრანფერებზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:27

მანჩესტერ სიტის მცველი ბარსელონაში? - გვარდიოლამ ყველაფერს ფარდა ახადა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მცველ ალექსანდრ ზინჩენკოს მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:58

ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, დესტი ბარსელონას ისტორიაში შევიდა

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით "აიაქსის" მცველ სერჟინო დესტის დამატება დაადასტურა.

დღეს, 17:50

უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მაყურებლები დაუშვას

უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გულშემატკივრების დაშვების შესაძლებლობას განიხილავს, წერს El Mundo Deportivo.

დღეს, 17:42

ლივერპული 2021 წლის ზაფხულში მბაპეს შეძენას ეცდება - რომანო

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მომავალ ზაფხულს შესაძლოა "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 17:34

ფოტო: მარადონამ კორონავირუსთან ბრძოლის საინტერესო გზა იპოვნა

"ხიმნასიას" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ, როგორც ჩანს, იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს კორონავირუსს.

დღეს, 17:28

ფაქტები: პოგბას მანჩესტერში პირველი ჯარიმის გასატანად 160 მატჩი დასჭირდა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრაიტონ ალბიონის" შეხვედრაში პოლ პოგბამ ჯარიმა გაიტანა.

დღეს, 16:36

მატა: "მე და ვან დე ბეკს ფეხბურთი ერთნაირად გვესმის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ ისაუბრა თავისი თანაგუნდელის, დონი ვან დე ბეკის შესახებ:

დღეს, 16:11

ოფიციალურად: ბარსელონამ დესტი იყიდა

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, ამსტერდამის "აიაქსის" აწი უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი გუნდს შეუერთდა.

დღეს, 16:03

"ჩემი და ასენსიოს გამოყვანით, ზიდანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ვინისიუსი

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 15:46

"კლოპი ჩვენი მამა არის", - ადრიანი

"ლივერპულის" სათადარიგოთა მეკარემ, ადრიან კასტილიომ იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:39

კავანის მოულოდნელი მსურველი სერია ა-დან

TuttoSport-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ედინსონ კავანის მსურველი ჰყავს.

დღეს, 15:00

გასპერინი: "ვიცი, როდის გაირკვევა სკუდეტოს მომავალი გამარჯვებულის ვინაობა"

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ სერია ა-ში სასკუდეტო ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:34

"წელს იქნება ყველაზე განსხვავებული სეზონი ფეხბურთის ისტორიაში", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მიმდინარე სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:27

"ლივერპულში ახალი ფირმინო იზრდება", - კლოპის თანაშემწე

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის თანაშემწემ, პეპ ლინდერსმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:14

"მესის გამო ომშიც წავალ", - დე პაული

"უდინეზეს" ლიდერმა, როდრიგო დე პაულმა თავისი თანამემამულის, ლიონელ მესის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:50

სერია ა-ს გრანდები ალონსოსთვის იბრძვიან

ჯანლუკა დი მარციოს ტვიტერის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველს, მარკოს ალონსოს ჰყავს ორი მსურველი.

დღეს, 13:40

ლუკაკუ ახალი რეკორდით ინტერის ისტორიაში შევიდა

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ სერია ა-ს უკანასკნელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

დღეს, 13:21

სანჩოს სატრანსფერო საგა დასრულდა

The Telegraph-ის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, 12:58
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10