» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე


მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა - მიუნხენის "ბაიერნის" 2:8-ის შემდეგ, ყველაზე აქტუალური თემა პრესაში. ფაქტია, მისი კლუბი მძიმე მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, არგენტინელის "ბლაუგრანადან" აბარგება, ფანტაზიის ნაყოფად აღარ ჩანს. განვიხილოთ 10 მოსალოდნელი სცენარი.

ბარსელონაში დარჩენა - კლუბში სიტუაცია ლაგდება

ის, რაზეც "ბლაუგრანას" თითოეული გულშემატკივარი ოცნებობს. ხოსეპ ბართომეუ მიდის და მის ნაცვლად პრეზიდენტად ინიშნება ადამიანი, რომელიც ხოსეპ ლაპორტას რეინკარნაცია იქნება. კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი გახდება ხავი ერნანდესი, რომელიც სპეციალურად ლეოს თამაშის სტილზე მორგებულ მოთამაშეებს შეარჩევს.

"ალ-სადის" ამჟამინდელი დამრიგებელი "ლურჯ-ბროწეულისფრების" კაპიტანს დაუბრუნებს ნეიმარ ჟუნიორს, რომელიც ლუის სუარესთან ერთად, იშვიათი გამონაკლისია შეთამაშებულობის შეძლების მხრივ. მოვლენების სწორედ ასეთი განვითარება მოულბობდა გულს სამხრეთ ამერიკელს.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

მანჩესტერ სიტი - ხოსეპ გვარდიოლას პრემიერ ლიგის ბარსელონა

"ბლაუგრანას" ათიანის კლუბიდან წასვლის შემთხვევაში, ყველაზე რეალურ ვარიანტად სწორედ "ქალაქელებში" გადასვლა ჩანს. საყვარელი ტაქტიკა, თამაშის სტილი, ნაცნობი და საყვარელი მწვრთნელი, ყველაფერი ეს "უცხოპლანეტელს" "ლურჯებში" ელის. მოკლედ, კატალონიელმა ტაქტიკოსმა პრემიერ ლიგაში ტიკი-ტაკა უფრო აგრესიულად დაამუშავა.

ფრანკ რაიკაარდის შემდეგ, პეპი 33-წლის შემტევის კარიერაში ის ერთადერთი სპეციალისტია, რომელთანაც ყველაფერი იდეალურად მუშაობდა. ამის გარდა, "ეტიჰადზე" არასდროს წამოიჭრება ის პრობლემები, რის გამოც კატალონიაში კლუბი დანგრევის პირას აღმოჩნდა. დიახ, ემირებმა ფულის ფასი და საქმის მართვა იციან.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

მილანის ინტერი - არგენტინელების სახლი

ევროპის ყველაზე "ალბისელესტური" კლუბი, რომელიც აღნიშნული ნაკრების წარმომადგენლების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თავად განსაჯეთ - "ნერაძურის" ისტორიას ახსოვს 48 მოთამაშე "თეთრ-ლურჯი" მაისურით. ამასთან ერთად, პრესაში ყველაზე აქტიურად სწორედ აღნიშნულ კლუბში გადასვლის შესახებ იწერება და არა იგივე "სიტიში".

"შავ-ლურჯების" ლეგენდარული პრეზიდენტი, მასიმო მორატი ნანობდა იმ ფაქტს, რომ 00-იანების დასაწყისში მან მესის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა არ გაიმეტა. იტალიელის საქმის წარუმატებელი გამგრძელებელი, ერიკ ტოჰირი ლეოს შესახებ მხოლოდ ოცნებობდა, "გველების" ამჟამინდელი ბოსი, სტივენ ჩანი კი სრული სერიოზულობით ფიქრობს აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შესახებ.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

ტურინის იუვენტუსი - კრიშტიანუ რონალდუსთან ერთ გუნდში

პორტუგალიელის "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადასვლა, არარეალურია, არგენტინელის "ბებერ ქალბატონში" კი არც ისე. ისმის კითხვა - რას შემატებს აღნიშნული გარიგება ორივე მხარეს? ლიონელი მიიღებს სერია ა-ს საუკეთესო კლუბსა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს, "ასულგრანაზე" უკეთესი სატრანსფერო პოლიტიკით.

"ბიანკონერი" კი თავისი ამჟამინდელი ლიდერისა და "კამპ ნოუს" მთავარი ფეხბურთელის ერთ გუნდში მოქცევით, უპირობოდ, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბი გახდება. წარმოდგენაც კი არ შეიძლება, თუ რა მოგებას მოუტანს "სინიორას" გაყიდვების დეპარტამენტი. მოკლედ, სამხრეთ ამერიკელი და ლეგენდარული 7-იანი ერთ გუნდში, ფეხბურთის ნებისმიერი ფანის ოცნებაა.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

მილანი - ლეგენდის აღზევება ლეგენდის ხელებით, უფრო სწორად, ფეხებით

"როსონერის" ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, "ბარსელონას" ათიანი მათთვის მოუწვდომელია. იმ შემთხვევაში, თუ ფული აღმოჩნდება მეორე პლანზე, "უცხოპლანეტელის" "შავ-წითლებში" გადასვლა, ენთუზიაზმის ეტალონური გამოვლინება იქნება.

კლუბის განვითარების დამარწმუნებელი გეგმით, "ეშმაკებს" ნამდვილად შეეძლებათ 33-წლის შემტევის მოთაფლვა. კრიზისში მყოფი ტოპ-კლუბი - უტოპიაა, აღმავლობის გზაზე მდგომი კი ნამდვილი ახალი გამოწვევა. ლომბარდია აშენდებოდა მესის გარშემო ისე, როგორც მას მოესურვებოდა.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

ნაპოლი - დიეგო მარადონას მიღწევების დასაჩრდილად

"ჯუზეპე მეაცას" მსგავსად, კიდევ ერთი ადგილი, სადაც არგენტინელები შინაურები არიან. არ არის საჭირო ყველას ჩამოთვლა, საკმარისია იმ ერთის დასახელება, რომლის გვარი ქვესათაურშია. როგორც გვახსოვს, არგენტინელი ლეგენდა "ლურჯებში" სწორედ "ბლაუგრანადან" გადმოვიდა.

ლეოს მთელი კარიერის განმავლობაში დასდევს "აძურის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ჩრდილი და ყოველი მისი ნაბიჯი სწორედ თანამემამულის საფეხბურთო გზასთან პარალელის გავლებას იწვევს. არარეალურია, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ: არგენტინელი ჩადის სამხრეთში და საკულტო 10-იანის ყველა მიღწევას აბათილებს.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

ნიუელს ოლდ ბოისი - შინაურულად

2016 წელს, ლიონელმა განაცხადა - "მინდა ვითამაშო სამშობლოში, ოლდ ბოისში, სადაც გავიზარდე - ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ბარსელონას მხოლოდ მშობლიური კლუბის გამო დავტოვებ". - "ბლაუგრანას" კაპიტნის ეს კომენტარი ნებისმიერ სატრანსფერო ჭორზე თუ ვარაუდზე მაღლა დგას.

სამხრეთ ამერიკელს ოცნების ასრულებაში ხელს უშლის ოჯახი და ეს გასაგებიც არის. რთულია, ევროპის ერთ-ერთი მთავარი ქალაქიდან მოკრძალებულ, გაჭირვებულ და კრიმინალურ როსარიოში გადმოსვლა. მოკლედ, სანამ კატალონიელთა 10-იანისთვის პირველ ადგილზე დგანან ცოლ-შვილები, დაბრუნება არ შედგება.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

პარი სენ-ჟერმენი - კვლავ ნეიმართან თამაშის შანსი, თუნდაც არა ბარსელონაში

ბრაზილიელის "პსჟ"-ში ყოფნა ალბათ ერთადერთი გარემოებაა, რომელიც "უცხოპლანეტელის" ტრანსფერს რეალურს ხდის. უკვე წლებია, რაც "ბლაუგრანა" მის დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ამაოდ, რადგან "პარიზი" ჟუნიორის მარტივად დათმობას არ აპირებს. კატალონიელები ისეთ დღეში არიან, რომ მათი 33-წლის შემტევის "ლურჯ-წითლებში" წასვლა უფრო რეალური გახდა, ვიდრე ის, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

ამერიკა/არაბეთი/ჩინეთი/იაპონია

პრაქტიკულად არარეალური გარემოება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მესი გადაწყვეტს მშვიდობიანი სიბერის მოწყობას, აღნიშნული ვარიანტები აქტუალურობას შეიძენს. ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა ლეოს თავიანთ კლუბებში დაპატიჟებენ, დევიდ ბექჰემი კი მას აშშ-ში დაუძახებს. რაც შეეხება ჩინეთს, არ ვიცით, საქმეში ალბათ ჯეკი ჩანი ჩაერთვება.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

მარსზე დაბრუნება - უცხოპლანეტელი, ბრჭყალების გარეშე

ფეხბურთის გულშემატკივრები უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც არგენტინელის არაადამიანური თამაშის ხარისხით ტკბებიან. წარმოიდგინეთ, ქვესათაურში მოყვანილი ეპითეტი სულაც არ აღმოჩნდეს მეტსახელი, ანუ "ბლაუგრანაში" მორიგი სეტიენი/ვალვერდე/მარტინოს მოყვანის შემდეგ, ლიონელი ჯდება Ferrari 458 Italia-ში და კოორდინატების შეყვანის გრაფაში "წითელი პლანეტის" მონაცემებს უთითებს.

მესის კარიერის გაგრძელების 10 ვარიანტი: სიტიში გადასვლიდან - მარსზე დაბრუნებამდე

სად გადავა მესი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ძალიან გახარებული ვარ", - ოზილი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ

"არსენალის" აწ უკვე ექს-ჰავბეკმა, მესუთ ოზილმა "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

დე ბრუინი უკვე სიაშია - პრემიერ ლიგის 10 საუკეთესო ასისტენტი

"სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა ათეულშია.

დღეს, 19:51

ჩელსი მზადაა ჰოლანდის გამო ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს

ლონდონის "ჩელსი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენისთვის ემზადება.

დღეს, 19:38

"გაბრაზდა და დამარტყა", - ბილბაოს თავდამსხმელი მესის ეპიზოდზე

"ბილბაოს" შემტევმა, ასიერ ვილიალიბრემ "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის საქციელი შეაფასა.

დღეს, 19:26

დი მარიას ამ ზამთრისთვის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ ამ ზამთარს შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

დღეს, 19:15

ლაკაზეტი: "როცა ორივეს 10-ნომრიანი მაისური გინდათ"

მესუთ იოზილი „არსენალს“ ტოვებს და გუნდში 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური რჩება.

დღეს, 17:33

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 17:29

"მბაპე? ხვეწნას არ ვაპირებთ, დარჩება მხოლოდ ის, ვისაც დარჩენა უნდა", - ლეონარდოს ორაზროვანი განცხადება

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, კილიან მბაპეს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:10

ოფიციალურად: ჩელსის ნახევარმცველი იჯარით თურქეთში გადავიდა

„ჩელსიმ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დანიელ დრინკუოტერის ტრანსფერი დაადასტურდა.

დღეს, 17:05

"სოლსკიაერმა გააკეთა ის, რის გამოც ადრე მოურინიო გაანადგურეს", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი

„იუნაიტედის“ და „ლივერპულის“ ექს-ნახეავრმცველმა, პოლ ინსმა, ამ გუნდებს შორის გუშინ, ფრედ 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 16:59

ვალდანო: "რონალდუს წასვლის შემდეგ, რეალს ყველა მატჩში თითო გოლი აკლდება"

„რეალის“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

როდის იქნება ცნობილი, დაისჯება თუ არა ლეო მესი დამატებითი დისკვალიფიკაციით?

ცნობილი გახდა დრო, თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას ლეო მესის დისკვალიფიკაციის თაობაზე.

დღეს, 16:41

როგორც იქნა! ოქტომბრის შემდეგ უმუშევარმა ჯეკ უილშერმა გუნდი იპოვნა

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი, უახლოეს პერიოდში კონტრაქტს „ბორნმუთთან“ გააფორმებს.

დღეს, 16:27

იოზილი: "ძალიან აღელვებული ვარ"

ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა „ფენერბაჰჩეში“ ტრანსფერის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:20

ჯაბა კანკავა: "შემოთავაზება რუსეთიდან და საქართველოდანაც მქონდა"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ "ვალენსიენსში" გააგრძლებს.

დღეს, 16:06

ჩვენები საფრანგეთში - პირველი ლეგიონერი 50-იანებიდან, პსჟ-სა და ლიონის აკადემიები, მამლუქები

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა "ტობოლიდან" "ვალანსიენში" გადავიდა. ეს არ არის

დღეს, 16:05

იოვიჩმა აინტრახტში დუბლით დაბრუნება შეაფასა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ლუკა იოვიჩმა, „აინტრახტში“ იჯარით დაბრუნება დუბლით აღმოჩნდა.

დღეს, 16:04

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩი მოიგო

გუშინ, 17 იანვარს, „სიტიმ“ „ეტიჰადზე“ „კრისტალ პალასი“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 16:00

"ვიცით, რომ დიდ გუნდში ვართ, მაგრამ...", - დეპაი საკუთარ და უსემ აუარის მომავალზე ალაპარაკდა

„ლიონის“ თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 15:14

კლოპი: "ამ სეზონში, ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ამ სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა.

დღეს, 15:12

ვიდალმა იუვენტუსის ლოგოს კოცნის მიზეზი განმარტა

„ინტერის“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, „იუვენტუსის“ ლოგოს კოცნის მიზეზი განმარტა.

დღეს, 15:03

VIDEO: ის, რაც ინტერის ფანებს არ მოეწონებათ - ვიდალმა იუვენტუსის ლოგოს აკოცა

„ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის წინ, არტურო ვიდალის საქციელი ბევრს არ მოეწონა.

დღეს, 14:59

სრული სახეცვლილება - უახლოეს პერიოდში, ინტერი შეიცვლის სახელს, ლოგოს და სპონსორსაც

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის „ინტერში“ მარტში ცვლილებები იგეგმება.

დღეს, 14:56

"პრემიერ ლიგას ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ლიდერობს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 13:39

როდის დაბრუნდება ვან დეიკი? - გამოჯანმრთელების პროცესში წინსვლა შეინიშნება

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა ზუსტად სამი თვის წინ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

დღეს, 13:32

"უკანასკნელი 10 წლის ყველაზე საშინელი მარცხი", - იტალიელი ჟურნალისტი იუვეს შესახებ

ცნობილმა ჟურნალისტმა, მარიო სკონჩერტიმ "ინტერთან" წაგების შემდეგ, "იუვენტუსი" საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა:

დღეს, 13:23

კლოპი: "ტიაგოს თამაშის შესაფასებლად საკმარისი დრო ჯერ არ გასულა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 13:15

ოზილის შემდეგ, აზარიც?! - ფენერბაჰჩეს მადა გაეხსნა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალის" აწი უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი "ფენერბაჰჩეში"

დღეს, 13:01

"რუნი გარეგნულად სოფლელ მორაგბეს ჰგავდა", - არშავინი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა შემტევმა, ანდრეი არშავინმა, უეინ რუნის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:50

ბრუნო: "თქვენი ხუმრობები ჩემზე არ მოქმედებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა კრიტიკოსების გასაგონად საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:42
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10