» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ



ალბათ არაერთხელ გსმენიათ სხვადასხვა მითები თუ ფრაზები BMW-ს პრობლემურობის შესახებ. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები - "ფუჭებადია", "რთულად გასაკეთებელია", "ძვირი შესანახია". იცით, რატომ არ ესალმებიან დილით სამსახურში ერთმანეთს გერმანული მანქანის მძღოლები? ისინი სერვისიდან ისედაც ერთად მოვიდნენ.

მსგავსი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ავტომობილის პოტენციური მყიდველი Bayerische Motoren Werke-სგან თავს შორს იკავებს. არსებობს კიდევ ერთი მითიური მოსაზრება, რომ "ბავარიელს" სჭირდება ზედმეტად დიდი რაოდენობის საწვავი, იგივე კლასის სხვა მანქანას, თითქოს არა. მოკლედ, განვიხილოთ მსგავსი სტერეოტიპები.

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

მითები, უფრო სწორად ანეკდოტები BMW-ს შესახებ

"BMW-ს მძღოლის დილა იწყება არა ყავის დალევით, არამედ ზეთის გამოცვლით", - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხუმრობა ავტომოყვარულებში. ახლა კი ფაქტები და მაგალითისთვის ავიღოთ პირველი სერიის მოდელი, 2020 წლის 118i, რომლის რეგლამენტის თანახმად, ძრავის ზეთი უნდა შეიცვალოს ექსპლუატირების დაწყებიდან ერთ წელში ან 15 000 კმ-ს გავლის შემდეგ.

აღნიშნული პროცედურის უფრო ადრე ჩატარების აუცილებლობა უბრალოდ არ არის, თუ რა თქმა უნდა, გერმანულ ავტომობილს რაიმე სახის ექსცესი არ დაემართა. საუბარია ძრავას კაპიტალაური შეცვლის ან სითხის დაბინძურების შესახებ. აქედან გამომდინარე, ე.წ. "ზეთის ჭამის" ფაქტს ვერ შევესწრებით.

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

დიალოგი Bayerische Motoren Werke-ს ავტომობილსა და მის მძღოლს შორის:

- ბენზინი ხო გიყიდე?

- მიყიდე.

- ხო ჩაგისხი?

- ჩამისხი.

- სად არის ბენზინი?

- რა ბენზინი?

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

დიახ, "ბავარიელი" მადის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა მოდელს გააჩნია. მაგალითად - Х5-ის xDrive50i ვერსია მოძრაობის რეჟიმის გათვალისწინებით 100 კმ-ზე წვავს 9.2-დან 15.6-მდე ლიტრს, მაშინ, როდესაც იგივე პირველი სერიის მოდელი 120d ანალოგიურ დისტანციაზე 3.5-დან 5.1-მდე. როგორც ვხედავთ, ყველაფერი შედარებითია.

რაც შეეხება მიუნხენური ავტომობილის გამძლეობას, ის არაფრით ჩამოუვარდება თავის მთავარ კონკურენტებს, Mercedes-Benz-სა და Audi-ს. ტექნიკური მომსახურების ვადები გაწერილია სასერვისე წიგნაკში და აღნიშნული წესების დაცვა არის აუცილებელი, თუ რა თქმა უნდა საიმედო მანქანა გვინდა რომ გვყავდეს.

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

აქედან გამომდინარე, სისტემატური რემონტის საშიშროება არ არსებობს. სტატისტიკის თანახმად, BMW-ს მესამე სერიის მოდელი, G20 მხოლოდ 5% შემთხვევაში ხვდება სერვისში გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო. მივადექით უშუალოდ ზემოაღნიშნული ტექნიკური მომსახურების ვადებს:

სერვისიდან - სერვისამდე, ინტერვალი შეადგენს 15 ათას კილომეტრს, გამონაკლისი კი 10 შემთხვევიდან დაახლოებით ორია. გერმანული კომპანია კლიენტს აძლევს იმის გარანტიას, რომ მსგავს რეჟიმში მანქანა მინიმუმ 5 წელი იმუშავებს. რა იქნება შემდეგ? ეს უკვე Bayerische Motoren Werke-ს პატრონზეა დამოკიდებული.

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

სიმართლის მარცვალი

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ისმის კითხვა - რატომ ჭარბობს საქართველოს სახელოსნოებში და არა მხოლოდ აქ, ზუსტადაც რომ "ბავარიელი"? მაგალითისთვის მოვიყვანეთ პირველი სერიის ახალი მოდელი, 118i და G20, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მანქანები გავრცელებული ჯერჯერობით არ არის.

საქართველოში ჯერ კიდევ მეფობენ მიუნხენელები E-ს ოჯახიდან - E60, E65, E39, E38, E46, თქვენ წარმოიდგინეთ E34 და E36-იც კი. აღნიშნული მოდელების გამოშვება სათავეს იღებს 1987-წლიდან (E34) და ბოლო E61 კი გზებზე 2010 წელს გამოჩნდა. ცხადია, ეს არის ნახმარი, მეორადი მანქანები, დიდი გარბენითა და მფლობელების სოლიდური რიცხვით.

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

კიდევ ერთი კითხვა - რატომ არის პირობითი E39 თავის შვილიშვილზე, F10-ზე გავრცელებული? პირველის შემთხვევაში, ბიუჯეტურ ფასში შენ მოგდის ლეგენდარული ქალაქის სედანი, რომელიც კომფორტითა და მართვით მიღებული სიამოვნებით პრაქტიკულად არაფრით ჩამოუვარდება თავის შთამომავალს, რომელიც მინიმუმ 4-ჯერ უფრო ძვირი ღირს.

აქედან გამომდინარე, ხალხს უყვარს ე.წ. ძველი BMW-ეები, ნამდვილი ავტომოყვარული კი ფულს თავისი მანქანისთვის არასდროს დაინანებს. თავად განსაჯეთ - როგორ შეიძლება უპრობლემო და უნაკლო იყოს ავტო, რომელიც პირობითად, 2000 წელს გამოვიდა? ბევრი გინახავთ საქართველოს გზებზე გამძლეობის ეტალონად წოდებული Toyota-ს სედანი, ოღონდ 90-იანებსა და 00-იანების დასაწყისში გამოსული?

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

დიახ, ზემოთხსენებული გერმანული ავტომობილები არის ექსპლუატაციიდან ამოღებული, თუმცა ხალხს ის მაინც უყვარს. მთავარი არის მხოლოდ ერთი რამ - არ დაინანოთ ფული თქვენი მანქანისთვის. დიახ, Bayerische Motoren Werke-ს შენახვა არ არის იაფი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, საუბარია პრემიუმ-კლასის ფირმის შესახებ.

"ბავარიელი" და ეკონომია ერთმანეთისგან არის შორს, არა იმიტომ, რომ კომპანიას სხვანაირად არ შეუძლია, უბრალოდ ავტომობილის იაფი შენახვა, აღნიშნული ფირმის კონცეფციასა და იდეოლოგიაში არ ჯდება. მიუნხენური მანქანები იწყობა სიამოვნებისთვის, დრაივისთვის, კომფორტისთვის, თუ თქვენ ეს არ გინდათ, მაშინ საერთოდ არ ღირს "პრობლემური" BMW-ს შესახებ საუბარი.

"BMW-ს მძღოლის დილა ზეთის გამოცვლით იწყება", - მითები ბავარიული ავტომობილის შესახებ

რომელ მოსაზრებას ეთანხმებით?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოურინიო: "ჩემი რეკორდების დამხობა ძალიან რთული იქნება"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ლივერპულის" საშინაო წაუგებელი სერიის შეწყვეტას გამოეხმაურა:

დღეს, 22:36

"კლოპი ცდება, როდესაც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებს", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, იურგენ კლოპს ერთგვარი პასუხი გასცა:

დღეს, 22:28

"ბრუნოს გადმოსვლამდე, მანჩესტერი ჩელსის კონკურენტიც კი არ იყო", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 22:15

ანჩელოტი: "მჯერა თუ არა პირლოსი, როგორც მწვრთნელის?"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისუბრა თავისი ყოფილი შეგირდის, ანდრეა პირლოს შესახებ:

დღეს, 22:06

"მანჯუკიჩის ათვალწუნება - იუვენტუსის დიდი შეცდომაა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დღეს, 21:56

ვერონი: "დიბალას მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 21:47

"მალდინისა და ბარეზის მსგავსი ლიდერი მილანს ახლაც ჰყავს", - ვეა

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ ვეამ თავისი ექს-გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 21:36

"მანჩესტერს ამჯერად დავამარცხებთ", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 21:24

რამდენად რეალურია სალაჰის ლივერპულიდან წასვლა?

The Athletic-მა, "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 21:14

კლოპი: "ტიაგოს შესახებ სეზონის ბოლოს ისაუბრეთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 21:05

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!

Sky Sports-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად

დღეს, 20:57

მიზეზი, რის გამოც ალეგრი ჩელსის მწვრთნელად აღარ განიხილება

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი გათავისუფლებასთან არის ახლოს.

დღეს, 20:48

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

დღეს, 20:37

დიეგო კოშტამ პირველი შეთავაზება უკვე იუარა - AS

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტია.

დღეს, 20:28

მანჩესტერ იუნაიტედმა ვან დე ბეკის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - ESPN

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ვან დე ბეკის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 20:18

"ფულს მე არ ვხარჯავ, მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევი", - კლოპი ტრანსფერებზე

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამ ზამთარს შემადგენლობის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა.

დღეს, 20:11

ალეგრი სიაში არ არის - ჩელსიმ ლამპარდის შემცვლელად მთავარი და სათადარიგო ვარიანტები შეარჩია

"ჩელსი" ეძებს სპეციალისტს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის ჩანაცვლებას მოახერხებს.

დღეს, 20:06

ზიდანის ასისტენტი: "რეალის თითოეული მარცხი ბევრ კრიტიკას იწვევს"

"რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ასისტენტმა ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.

დღეს, 19:58

"სულელი არ ვარ", - ლამპარდი ჩელსიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა შესაძლო გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:51

ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია.

დღეს, 19:40

ლაციომ დაიმატა აფრიკელი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია

"ლაციომ" კოტდ'ივუარელ ლარსონ კულიბალისთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 19:32

"ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ", - მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა

"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილმა ფორვარდმა, არკადიუშ მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა.

დღეს, 19:24

პრობლემები სიტიში! ქალაქელთა ლიდერი 6 კვირას გამოტოვებს

„ასტონ ვილასთან“ გამართულ მატჩში „მან.სიტის“ ლიდერმა ტრავმა მიიღო.

დღეს, 18:12

"3-4 იჯარის შემდეგ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ბიზნესია", - ჩელსის ექს-ფეხბურთელი

ნახევარმცველმა ლუკას პიაზონმა, რომელიც „ჩელსიდან“ „ბრაგაში“ გადავიდა, „ლურჯების“ იჯარების სისტემაზე ისაუბრა.

დღეს, 18:04

აწონვები ჩაბარებულია! ივენთის მთავარ ბრძოლას წინ აღარაფერი უდგას

„აბუ-დაბის“ საბრძოლო კუნძულზე UFC 257-ს ოფიციალური აწონვების ცერემონია გაიმართა.

დღეს, 17:49

რთული კალენდარი! ვისთან ჩაატარებს უახლოეს მატჩებს ლივერპული?

5-მატჩიანი მოუგებელი სერიის ფონზე, „ლივერპულს“ წინ საკმაოდ რთული კალენდარი აქვს.

დღეს, 17:41

პსჟ კილიან მბაპეს გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს - L'Equipe

ფრანგული გუნდი კილიან მბაპეს თაობაზე გეგმებს ცვლის?

დღეს, 17:36

ბარსელონამ ესპანეთის თასის მერვედფინალური ეტაპის მეტოქე შეიტყო

დღეს, 22 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალის კენჭისყრა გაიმართა.

დღეს, 16:44

"ისე ვიქცევი, როგორც მწვრთნელის თანაშემწე", - ზიდანის ნაცვლად, პრესკონფერენცია მისმა დამხმარემ ჩაატარა

მადრიდის „რეალის“ მატჩის წინა პრესკონფერენცია კოვიდინფიცირებული ზიდანის ნაცვლად...

დღეს, 16:40

ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 16:10
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10