» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს


ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

ევროპა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, "სევილია" კვლავ ტურნირის ფინალშია. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, გუნდი, რომლისთვისაც აღნიშნულ გათამაშებაში ტრიუმფი აგრეთვე არ არის უცხო: მილანის "ინტერი". ანდალუსიელები არიან უპირობო ლიდერები და ამაზე მეტყველებს რეკორდული, 5 მოპოვებული თასი.

იყო დრო, როდესაც ყოფილ უეფას თასზე ტოპში იყვნენ სულ სხვა კლუბები, ეს მაშინ, როდესაც "დალაქები" ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრიდან სეგუნდაში ეშვებოდნენ. "თეთრ-წითლების" შესახებ არავინ საუბრობდა, "ნერაძურის" მიმართებაში კი პირიქით, მთელი საფეხბურთო სამყარო.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

სწორედ "შავ-ლურჯები" არიან ისინი, ვინც "რამონ სანჩეს პისხუანის" ბინადრების აღზევებამდე, ევროპა ლიგაზე დომინირებდნენ და ახალ სტანდარტებს აწესებდნენ. მოკლედ, გავიხსენოთ 90-იანების ყოფილი უეფას თასის მთავარი გუნდი და მივიღოთ პასუხი კითხვაზე: არიან თუ არა "გველები" ამ ტურნირის ისტორიაში "სევილიას" ტოლ-სწორნი?

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

90-იანების ინტერი - 3 ტიტული რეკორდულ დროში

მილანელები უეფას თასს პირველად დაეუფლნენ 1991 წელს, ორი შეხვედრის ჯამში "რომას" დამარცხებით (2:0, 0:1), დიახ ფინალები იმ დროს ორრაუნდიანი იყო. "ნერაძურის" შემდეგი ჩემპიონობა მოხდა 3 წლის შემდეგ, "რედ ბულ ზალცბურგის" წინაპართან, "აუსტრიასთან" მოგებით.

კიდევ სამი წლის გასვლის შემდეგ, "შავ-ლურჯები" კვლავ ფინალში აღმოჩნდნენ, თუმცა ამჯერად ორი 1:0-ის შედეგად, პენალტების სერიაში გამარჯვებული გელზენკირხენის "შალკე 04" გამოვიდა. "გველების" რევანშმა არ დააყოვნა: უკვე ერთი წლის შემდეგ, ბუნდესლიგის მკვიდრებმა 1/4 ფინალში მომავალ ჩემპიონს ვერ გაუძლეს.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

უეფას თასის მთავარ შეხვედრაში კი ლომბარდიელებმა გაანადგურეს რომის "ლაციო", ანგარიშით 3:0. შედეგად - რვა წლის შუალედში (1991-1998), სამი ჩემპიონობა და ერთი წაგებული ფინალი, ასეთია "ჯუზეპე მეაცას" მკვიდრების მონაგარი. ანდალუსიელების გამოჩენამდე, 3 თასი ასეთ მოკლე დროში არავის აუწევია.

"ინტერნაციონალე", ტურინის "იუვენტუსთან" ერთად, 1998 წლისთვის უეფას თასის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სახელს ატარებდა. დიახ, სერია ა-ს მთავარ გრანდს 3 ტიტული უკვე 1993 წლისთვის ჰქონდა. 2001-ში მილანელებსა და "ბებერ ქალბატონს" დაეწევა "ლივერპული", 2018-ისთვის მადრიდის "ატლეტიკო", "დალაქების" შესახებ კი მოგვიანებით.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

ისმის კითხვა - რატომ არიან "ნერაძურის" ფეხბურთელები "თეთრ-წითლების" ტოლ-სწორნი ორით ნაკლები ტიტულის მოპოვებით? პასუხი იმალება ყოფილი უეფას თასისა და ამჟამინდელი ევროპა ლიგის ფორმატის ცვალებადობაში. თავად განსაჯეთ: "შავ-ლურჯები" ტურნირზე ხვდებოდნენ როგორც სერია ა-ს მეორე და მესამე გუნდი, დღევანდელი წესებით კი მსგავს ვითარებაში კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ხვდება.

აქედან გამომდინარეობს ერთგვარი დასკვნა - "გველების" დომინირების პერიოდში ტურნირის დონე უფრო მაღალი იყო. კალჩოს გუნდების მსგავსად, ლა ლიგის, პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის მეორე/მესამეადგილოსნებიც სწორედ უეფას თასზე ხვდებოდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის რანგით მე-3 ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგისა და თასების მფლობელთა თასის შემდეგ) მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ასპარეზობდა.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

საუბარია ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს შესახებ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ლომბარდიელების ტრიუმფში 1998 წელს. მას თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა "მეაცას" მკვიდრების კიდევ ერთი ვარსკვლავური ფორვარდი, დენის ბერგკამპი, რომელმაც საჩემპიონო 1994-ში წარუშლელი კვალი დატოვა. ასეთი მაგალითები კიდევ ბევრია.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

სევილიას სრული დომინირება, მაგრამ უკვე აღარც ისე ძლიერ ტურნირზე

ანდალუსიელებმა ევროპა ლიგის ელიტაში შეაბიჯეს ხმაურიანად და 2006-2007 წლებში ზედიზედ ორი ტიტული მოიპოვეს. პირველ შემთხვევაში განადგურებული იქნა "მიდლსბრო", შემდეგ კი პენალტების სერიაში "დალაქებმა" "ესპანიოლი" დაამარცხეს. "ინტერთან", "ბიანკონერისა" და მერსისაიდელებთან გატოლება მოხდა უკვე 2014-ში.

როგორც ვხედავთ, მილანელების მსგავსად, "თეთრ-წითლებმა" პირველ სამ ტიტულს აგრეთვე რვა წელი მოანდომეს. შემდეგ სეზონში, მოხდა ერთპიროვნული გალიდერება, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მე-5 ტიტული და სრული მონოპილია ევროპა ლიგაზე. "პისხუანის" მკვიდრები ფინალში ამარცხებდნენ ლისაბონის "ბენფიკას", "დნიპროსა" და იურგენ კლოპის "წითლების" ბეტა-ვერსიას.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

"სევილიას" მიღწევებს არავინ აკნინებს უბრალოდ ფაქტია, იგივე "ნერაძურისგან" განსხვავებით, ევროპა ლიგაზე ტრიუმფის მომენტში გუნდი საერთოდ არ შედიოდა თავისი შიდა ჩემპიონატის საუკეთესო 3-ეულში. ანდალუსიელებს ძალიან უყვართ სეზონის დასრულება 4-ეულს მიღმა, სადღაც 5-7 ადგილებზე და ეს გარემოება ძლიერებად მათ სულაც არ წარმოაჩენს.

საინტერესო ფაქტი - "შავ-ლურჯები" თავიანთი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ აღმოჩენილან ლა ლიგის წარმომადგენლების პირისპირ, თუმცა "დალაქების" წინაშე, არასდროს. ფაქტია, "გველებისა" და "თეთრ-წითლების" ურთიერთშეხვედრების ისტორია იხსნება ეპიკურად, პირდაპირ ფინალით.

ევროპა ლიგა სევილიას ტურნირია? 90-იანებში ასე არ თვლიდნენ: ინტერის პასუხი ანდალუსიელებს

რომელმა გუნდმა დატოვა უფრო დიდი კვალი უეფას თასზე/ევროპა ლიგაზე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასულ კვირაში პრემიერ ლიგის კლუბების წევრებმა კორონავირუსზე ტესტირების მორიგი ეტაპი გაიარეს.

დღეს, 20:57

ლეონარდო: "არა მგონია, ტუხელისთვის გათავისუფლება სიურპრიზი ყოფილიყო"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ თავკაცის პოსტიდან ტომას ტუხელის გაშვებაზე ისაუბრა.

დღეს, 20:45

რეალი რეინიერს დორტმუნდიდან დაიბრუნებს და სხვა გუნდში გაუშვებს

"რეალი" "დორტმუნდში" განათხოვრებული რეინიერის სათამაშო წუთების ოდენობით უკმაყოფილოა.

დღეს, 20:40

კიკე სეტიენის ყოფილი ასისტენტი პიკეს კლუბის მწვრთნელად დაინიშნა

"ბარსელონას" ექს-თავკაცის, კიკე სეტიენის ყოფილი თანაშემწე ხერარდ პიკეს კლუბის მწვრთნელი გახდა.

დღეს, 20:30

პსჟ-ს სპორტული დირექტორი მესის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ლიონელ მესით დაინტერესება დაადასტურა.

დღეს, 20:22

რაიოლამ მილანის შეთავაზება იუარა და მთავარი მოთხოვნა წამოაყენა

"მილანი" გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

დღეს, 20:15

"ძალიან გახარებული ვარ", - ოზილი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ

"არსენალის" აწ უკვე ექს-ჰავბეკმა, მესუთ ოზილმა "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

დე ბრუინი უკვე სიაშია - პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა რეიტინგი

"სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა ათეულშია.

დღეს, 19:51

ჩელსი მზადაა ჰოლანდის გამო ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს

ლონდონის "ჩელსი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენისთვის ემზადება.

დღეს, 19:38

"გაბრაზდა და დამარტყა", - ბილბაოს თავდამსხმელი მესის ეპიზოდზე

"ბილბაოს" შემტევმა, ასიერ ვილიალიბრემ "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის საქციელი შეაფასა.

დღეს, 19:26

დი მარიას ამ ზამთრისთვის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ ამ ზამთარს შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

დღეს, 19:15

ლაკაზეტი: "როცა ორივეს 10-ნომრიანი მაისური გინდათ"

მესუთ იოზილი „არსენალს“ ტოვებს და გუნდში 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური რჩება.

დღეს, 17:33

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 17:29

"მბაპე? ხვეწნას არ ვაპირებთ, დარჩება მხოლოდ ის, ვისაც დარჩენა უნდა", - ლეონარდოს ორაზროვანი განცხადება

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, კილიან მბაპეს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:10

ოფიციალურად: ჩელსის ნახევარმცველი იჯარით თურქეთში გადავიდა

„ჩელსიმ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დანიელ დრინკუოტერის ტრანსფერი დაადასტურდა.

დღეს, 17:05

"სოლსკიაერმა გააკეთა ის, რის გამოც ადრე მოურინიო გაანადგურეს", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი

„იუნაიტედის“ და „ლივერპულის“ ექს-ნახეავრმცველმა, პოლ ინსმა, ამ გუნდებს შორის გუშინ, ფრედ 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 16:59

ვალდანო: "რონალდუს წასვლის შემდეგ, რეალს ყველა მატჩში თითო გოლი აკლდება"

„რეალის“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

როდის იქნება ცნობილი, დაისჯება თუ არა ლეო მესი დამატებითი დისკვალიფიკაციით?

ცნობილი გახდა დრო, თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას ლეო მესის დისკვალიფიკაციის თაობაზე.

დღეს, 16:41

როგორც იქნა! ოქტომბრის შემდეგ უმუშევარმა ჯეკ უილშერმა გუნდი იპოვნა

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი, უახლოეს პერიოდში კონტრაქტს „ბორნმუთთან“ გააფორმებს.

დღეს, 16:27

იოზილი: "ძალიან აღელვებული ვარ"

ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა „ფენერბაჰჩეში“ ტრანსფერის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:20

ჯაბა კანკავა: "შემოთავაზება რუსეთიდან და საქართველოდანაც მქონდა"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ "ვალენსიენსში" გააგრძლებს.

დღეს, 16:06

ჩვენები საფრანგეთში - პირველი ლეგიონერი 50-იანებიდან, პსჟ-სა და ლიონის აკადემიები, მამლუქები

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა "ტობოლიდან" "ვალანსიენში" გადავიდა. ეს არ არის

დღეს, 16:05

იოვიჩმა აინტრახტში დუბლით დაბრუნება შეაფასა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ლუკა იოვიჩმა, „აინტრახტში“ იჯარით დაბრუნება დუბლით აღმოჩნდა.

დღეს, 16:04

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩი მოიგო

გუშინ, 17 იანვარს, „სიტიმ“ „ეტიჰადზე“ „კრისტალ პალასი“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 16:00

"ვიცით, რომ დიდ გუნდში ვართ, მაგრამ...", - დეპაი საკუთარ და უსემ აუარის მომავალზე ალაპარაკდა

„ლიონის“ თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 15:14

კლოპი: "ამ სეზონში, ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ამ სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა.

დღეს, 15:12

ვიდალმა იუვენტუსის ლოგოს კოცნის მიზეზი განმარტა

„ინტერის“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, „იუვენტუსის“ ლოგოს კოცნის მიზეზი განმარტა.

დღეს, 15:03

VIDEO: ის, რაც ინტერის ფანებს არ მოეწონებათ - ვიდალმა იუვენტუსის ლოგოს აკოცა

„ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის წინ, არტურო ვიდალის საქციელი ბევრს არ მოეწონა.

დღეს, 14:59

სრული სახეცვლილება - უახლოეს პერიოდში, ინტერი შეიცვლის სახელს, ლოგოს და სპონსორსაც

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის „ინტერში“ მარტში ცვლილებები იგეგმება.

დღეს, 14:56

"პრემიერ ლიგას ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ლიდერობს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 13:39
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10