ავტორიზაცია

ატალანტა ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელით დაინტერესდა

ატალანტა ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელით დაინტერესდა
თარიღი 12 სექ 2020, 21:49
"ვოლფსბურგისა" და ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელი, იოსიპ ბრეკალო შეიძლება "ატალანტაში" გადავიდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც იწერება, ბერგამოელები 22 წლის ხორვატის ერთწლიანი იჯარით არიან დაინტერესებულნი, შემდგომი შესყიდვის უფლებით.

გასულ სეზონში ბრეკალომ 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.