2019-2020 წლის სეზონის მთავარი, უკანასკნელი შეხვედრა - მიუნხენის "
ბაიერნი" "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ. ასეთი აფიშით გვემშვიდობება საფეხბურთო წელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ჩაშლის პირას იყო. განვიხილოთ "რეკორდმაისტერისა" და "პსჟ"-ს დეული UFC-ის ივენთის წესებით, ანუ ოქტაგონში გასამართი ბრძოლებით, ცხადია, წარმოსახვითად.
ტომას ტუხელი VS ჰანს-დიტერ ფლიკი - ბრძოლა მთავარი გერმანელი მწვრთნელის წოდებისთვის, იურგენ კლოპის არყოფნაშიფლიკის მიერ განვლილი გზა ტუხელის მოგზაურობაზე უფრო შთამბეჭდავია, რადგან მან ჩემპიონთა ლიგის ფინალს თავის სადებიუტო სეზონშივე მიაღწია. ეს ყველაფერი "წითლების" ფანტასტიური თამაშის ხარისხითა და შედეგიანობით. მოკლედ, გერმანელ ტაქტიკოსზე ცუდი არაფერი ითქმის.
შექებას იმსახურებს ჰანს-დიტერის თანამემამულე სპეციალისტიც, უბრალოდ წინა სეზონებში განცდილმა წარუმატებლობებმა "პარიზისა" და მისი დამრიგებლის სახელი თითქოს შელახა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ტომასი არის მწვრთნელი, რომელმაც "ლურჯ-წითლები" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად გაიყვანა ფინალში. ვფიქრობთ, შანსები თანაბარია.
მანუელ ნოიერი VS კეილორ ნავასი - გერმანელის რევანში სკანდალური 4:2-ის გამოყველას გვახსოვს 2017 წელს გამართული საკამათო ეპიზოდებით სავსე 1/4 ფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და "ბავარიას" შორის. ბევრის აზრით, მატჩის მთავარი მსაჯის, ვიქტორ კაშაის შეცდომები რომ არა, ყველაფერი სწორედ "ალიანც არენას" მკვიდრების მოგებისკენ მიდიოდა და არა "სამეფო კლუბის".
"ბლანკოსის" კარს იცავდა ნავასი, კარლო ანჩელოტის გუნდისას კი ნოიერი. ალბათ გვახსოვს, თუ როგორი განრისხებული და ტრავმირებული იყო მეორე 2:4-ის შემდეგ. "თეთრებს" "ბაიერნისა" და "პარკ დე პრენსის" მკვიდრების მატჩი საერთოდ არ ეხებათ, მაგრამ გერმანელი კოსტა-რიკელს 2017 წლის 18 აპრილს აუცილებლად შეახსენებს. მანუ ფორმაში არის და აქედან გამომდინარე, ფავორიტიც.
ტიაგო სილვა VS ჟერომ ბოატენგი - ბებერი დაცვის ბურჯების ბრძოლაეს არის სილვას უკანასკნელი შეხვედრა ტუხელის გუნდის მაისურითა და კაპიტნის სამკლაურით. ალბათ იმის ახსნა არ არის საჭირო, თუ როგორი მოტივირებული იქნება ბრაზილიელი. მისი მეტოქე არის მცველი, რომელიც წლების წინ, თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ბოატენგისგან განსხვავებით, მისი ვიზავი ამ სტატუსს ახლაც ინარჩუნებს და ამიტომ, ფავორიტიც ის არის.
ალფონსო დევისი VS ხუან ბერნატი - კანადელი, რომელმაც სწორედ ესპანელის ადგილი დაიკავადევისი არის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, რომელმაც მიუნხენში სწორედ ბერნატის ადგილი დაიკავა. ვნახოთ, ვინ გამოვა მათ დაპირისპირებაში გამარჯვებული: ახალგაზრდა რეაქტიული კანადელი თუ მისი ესპანელი წინამორბედი "რეკორდმაისტერში". ფავორიტი პირველია, რატომ? კიდევ ერთხელ უყურეთ "ბარსელონასთან" მატჩს.
მარკინიოს კორეა VS ჯოშუა კიმიხი - მომავალი კაპიტნების ბრძოლატიაგოს "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაურს სწორედ მარკინიოსი მოირგებს. დაახლოებით იგივე სიტუაციაშია კიმიხიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის წავა გუნდიდან "წითლების" ამჟამინდელი წინამძღოლი. გერმანელს თითქოს ბრაზილიელზე მეტად აქებენ, მაგრამ რეალურად შანსები თანაბარია.
მარკო ვერატი VS ტიაგო ალკანტარა - კონკურენტები, მოზარდობიდანვევერატი და ალკანტარა არიან ცენტრალური ნახევარმცველები, რომელთა გაბრწყინებას გულშემატკივრები მათი ადრეული ასაკიდანვე ელოდებოდნენ. ერთმაც და მეორემაც გამოიარა თავისი ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრები და ამასთან ერთად, გრანდების მუდმივი დაკვირვებაც. იტალიელისა და ესპანელის კარიერა საერთო ჯამში ამ დროისთვის თანაბარია, ასე რომ შანსებიც ანალოგიურად გადავანაწილოთ.
ფილიპე კოუტინიო VS იულიან დრაქსლერი - ფეხბურთელები, რომლებსაც მისამართი შეეშალათკოუტინიო ვერ დამკვიდრდა "ბავარიაში", დრაქსლერი კი უკვე წლებია, რაც "პსჟ"-ში სათადარიგო ფეხბურთელის ამპლუაშია. ახლა კი წარმოიდგინეთ საპირისპირო - ბრაზილიელი "პარიზში", თანამემამულეებთან ერთად, გერმანელი კი "ალიანც არენაზე", ანუ ადგილზე, რომელიც მისი ნებისმიერი თანამემამულისთვის საოცნებოა. ფილიპე, იულიანისგან განსხვავებით, რაღაცას მაინც ცდილობს, ასე რომ ფავორიტის სტატუსი სწორედ პირველს.
მაურო იკარდი VS ივან პერიშიჩი - ინტერის ყოფილი ლიდერების ბრძოლაიყო დრო, როდესაც "ინტერნაციონალე" სწორედ პერიშიჩის გარღვევა/ჩაწოდებებსა და იკარდის გოლებზე იდგა. 2019 წლის ზაფხულიდან ერთი ნიკო კოვაჩს "აჩუქეს", მეორე კი "ლურჯ-წითლებს", მადლობა ანტონიო კონტეს. არგენტინელი და ხორვატიც თითქმის ყოველ მატჩში ამტკიცებენ იმას, რომ მათი მომშორებელი მწარედ შეცდა. შანსები თანაბარია.
ანხელ დი მარია VS ტომას მიულერი - გადამწყვეტი 4:0-ის მოლოდინშიდი მარიასა და მიულერს ურთიერთშეხვედრების საკმაოდ მდიდარი ისტორია დაუგროვდათ. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ გასული დეკადის დასაწყისიდან ამწარებენ. არგენტინელისა და გერმანელის მატჩებში იყო სანაკრებო 4:0, 2010 წლის მუნდიალის 1/4 ფინალში და კიდევ ერთი 4:0, ამჯერად 4 წლის შემდეგ, უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. ვნახოთ, რა იქნება ახლა, შანსები თანაბარია.
კილიან მბაპე VS სერჟ გნაბრი - მთავარი ვუნდერკინდების დუელიარსებობს მოსაზრება, რომ "პარკ დე პრენსის" ბინადრების მომავალი მბაპეს ხელშია, "
ბაიერნის" კი გნაბრის, თუ რა თქმა უნდა ისინი არ "გაგალაქტიკოსდებიან". ფრანგის იდეალური მეტოქე აგრეთვე იქნებოდა მისი თანამემამულე, კინგსლი კომანიც, მაგრამ ტრავმატულობა მსგავს ბრძოლაში მისი შეყვანის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება ფავორიტს, გერმანელი ატარებს ბრწყინვალე სეზონს, მაგრამ კილიანის დასამარცხებლად მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.
რობერტ ლევანდოვსკი VS ნეიმარ ჟუნიორი - მთავარი ბრძოლა, ჩემპიონის გამოსავლენადმიუნხენელების ლიდერი ტუხელის გუნდის წინამძღოლის წინააღმდეგ. არავის ეპარება ეჭვი, ოქროს ბურთი რომ არ გაუქმებულიყო, ჯილდოს სწორედ ლევანდოვსკი დაეუფლებოდა. ნეიმარი პოლონელისა და ამ მოსაზრების დასამარხად ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ მისი შესრულებით ვიხილავთ იმას, რაც ხდებოდა ბერგამოს "ატალანტასთან" მატჩის მეორე ნახევარში, რობერტს სერიოზული წინააღმდეგობა ელის.
სხვა შემთხვევაში კი ფავორიტი ისევ და ისევ "რეკორდმაისტერის" თავდამსხმელია, რომელმაც ლიონელ მესის დამარცხებით, აღნიშნული სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. "წითლების" 9-იანისგან ველით ჩვეულ გოლეადორობას, ჟუნიორისგან კი ზღაპარს. ფავორიტის სტატუსი პირველს.
ურთიერთშეხვედრები საფეხბურთო მოედანზე:მიუნხენის "
ბაიერნი" VS "პარი სენ-ჟერმენი" - 3:5
ტომას ტუხელი VS ჰანს-დიტერ ფლიკი - 0:0
მანუელ ნოიერი VS კეილორ ნავასი - 0:2
ტიაგო სილვა VS ჟერომ ბოატენგი - 1:1
ალფონსო დევისი VS ხუან ბერნატი - 0:0
მარკინიოს კორეა VS ჯოშუა კიმიხი - 1:1
მარკო ვერატი VS ტიაგო ალკანტარა - 1:1
ფილიპე კოუტინიო VS იულიან დრაქსლერი - 1:1
მაურო იკარდი VS ივან პერიშიჩი - 0:2
ანხელ დი მარია VS ტომას მიულერი - 5:2
კილიან მბაპე VS სერჟ გნაბრი - 1:0
რობერტ ლევანდოვსკი VS ნეიმარ ჟუნიორი - 2:2
გამოკითხვა: