ავტორიზაცია

2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით

2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით
თარიღი 14 Sep 2020, 21:47
ცნობილმა ჟურნალმა, Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა რეიტინგი გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, სიას სათავეში "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ჩაუდგა. არგენტინელი ფეხბურთელის შემოსავალი 126 მილიონ დოლარს (აქედან 92 მლნ ხელფასი) გაუტოლდა.

მეორე პოზიციაზე "იუვენტუსის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც მიმდინარე წელს 117 მილიონი გამოიმუშავა. აქამდე, პორტუგალიელი ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა.

მესამე პოზიციაზე კი "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარია - 96 მილიონი დოლარი.

სრულად რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ლიონელ მესი ("ბარსელონა", 126 მილიონი დოლარი)

2. კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი", 117 მილიონი)

3. ნეიმარი ("პსჟ", 96 მილიონი)

4. კილიან მბაპე ("პსჟ", 42 მილიონი)

5. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული", 37 მილიონი)

6. პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი", 34 მილიონი)

7. ანტუან გრიზმანი ("ბარსელონა", 33 მილიონი)

8. გარეტ ბეილი ("რეალი", 29 მილიონი)

9. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", 28 მილიონი)

10. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი", 27 მილიონი).