» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"კარიერის დასრულება მირჩევნია", - კომანის საჩუქარი 468-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ



კინგსლი კომანი - თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მოთამაშეა. მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის ტიტული, 5 ბუნდესლიგის ჩემპიონობა, 2 სკუდეტო, 2-ჯერ ლიგა 1-ის ჯილდო და არაერთი ქვეყნის თასი. ფრანგმა ეს ყველაფერი გააკეთა მიუნხენის "ბაიერნში", ტურინის "იუვენტუსსა" და "პარი სენ-ჟერმენში".

დიდ ფეხბურთში დებიუტიდან, ანუ 2013 წლიდან, "რეკორდმაისტერის" შემტევს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის გარეშე სეზონი ჯერ არ დაუსრულებია. ამის გარდა, წარმოშობით გვადელუპელი ვინგერი არის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, მისი კონტრაქტი "წითლებთან" კი 2023 წლამდეა გათვლილი.

"კარიერის დასრულება მირჩევნია", - კომანის საჩუქარი 468-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ

ერთი შეხედვით, კომანს 24-წლისთვის აქვს საოცნებო კარიერა, თუმცა არსებობს მისი საფეხბურთო მოღვაწეობის უფრო მტკივნეული მხარეც. საუბარია ტრავმების შესახებ, რომელიც ფრანგის მუდმივი თანამგზავრია. თავად განსაჯეთ: მან ლაზარეთში საერთო ჯამში გაატარა 468 დღე, რაც 77 გამოტოვებულ მატჩს უდრის.

კინგსლიმ გადაიტანა არაერთი ოპერაციაც, თუმცა საბოლოო შედეგი იყო მაინც ერთი - მორიგი ტრავმა. მედ-პუნქტს სრულფასოვნად პირველად ის ეზიარა 2016-2017 წლის სეზონში, როდესაც სანაკრებო შეკრებიდან "ბავარიას" შემტევი დაზიანებული მუხლითა და კოჭით დაბრუნდა.

"კარიერის დასრულება მირჩევნია", - კომანის საჩუქარი 468-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ

წარმოშობით გვადელუპელი ვინგერის ქამბექი შედგა ორი თვის შემდეგ და უნდა ითქვას, რომ 2018 წლის თებერვლის ბოლომდე, მისი კარიერა სერიოზული ტრავმების გარეშე მიმდინარეობდა. სამწუხარო ინციდენტი მოხდა სწორედ აღნიშნულ დღეს, როდესაც ბერლინის "ჰერტასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შემოსული კომანი ზუსტად 9 წუთში გასაყვანი შეიქმნა.

ფრანგმა იგრძნო კოშმარული ტკივილი კოჭში, შედეგად - ოპერაცია, უქმობის 77 დღე და რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების საშიშროება. ცნობისთვის, სეზონის ბოლოსკენ კინგსლი დაბრუნდა, მაგრამ დიდიე დეშამმა ფორმიდან ამოვარდნილი შეგირდი მაინც განაცხადს მიღმა დატოვა.

"კარიერის დასრულება მირჩევნია", - კომანის საჩუქარი 468-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ

ერთი სიტყვით, ფიზიკური ტკივილის გარდა, "ალიანც არენას" ბინადარმა მორალური შოკიც გადაიტანა. ახალი სეზონისთვის მზადება მიმდინარეობდა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს გარეშე და საფრანგეთის შემადგენლობის მიღმა დარჩენა, წარმოშობით გვადელუპელ ვინგერში უბრალოდ ცხოველურ მოტივაციას აღვიძებდა.

ბევრს ეგონა, რომ კომანი გააკეთებდა კარიერულ ნახტომს, თუმცა მან ბუნდესლიგის პირველივე ტურში კოჭის მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო. კიდევ ერთმა ოპერაციამ ამჯერად 86-დღიანი უქმობა გამოიწვია. ფრანგი დაბრუნდა 2018 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში, ემოციურად გადამწვარი, მორიგი დაზიანების მიღების პანიკური შიშით.

"კარიერის დასრულება მირჩევნია", - კომანის საჩუქარი 468-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ

"მესამე ოპერაციას არ გავიკეთებ. თუ ჩემი ორგანიზმი ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას, სხვა საქმით დავკავდები. მორიგ ქირურგიულ ჩარევას, კარიერის დასრულება მირჩევნია", - აცხადებდა კინგსლი მკურნალობის პერიოდში. 2019 წლის დეკემბერში, ფეხბურთიდან წასვლის ფაქტის წინაშე ის მართლაც დადგა.

დიახ, ჰანს-დიტერ ფლიკის ყველაზე ტრავმატულმა შეგირდმა მიიღო მორიგი ტრავმა და საერთო ჯამში 58 დღე გამოტოვა. კიდევ ერთი სამწუხარო ინციდენტი მოხდა "ტოტენჰემთან" მატჩში, რომელშიც ცნობისთვის, წარმოშობით გვადელუპელმა ვინგერმა გოლიც გაიტანა. საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არ იყო.

"კარიერის დასრულება მირჩევნია", - კომანის საჩუქარი 468-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ

იმის შემდეგ, რამდენიმე უმნიშვნელო წვრილმანს თუ არ ჩავთვლით, 24-წლის გარემარბი კარიერის დასრულების საშიშროების წინაშე აღარ აღმოჩენილა. ის ფეხბურთისგან იღებს სიამოვნებას, ფლანგზე დარბის საშუალოდ 35 კმ/სთ-ის სიჩქარით და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მშობლიური "პსჟ"-ს წინააღმდეგ "ბაიერნისთვის" გამარჯვების მომტან გოლს იტანს.

კომანის საჩემპიონო გოლი პსჟ-ს კარში



გამოკითხვა:

როგორ წარიმართება კომანის კარიერა მომავალში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიეგო მარადონას ექიმს მისი ხელმოწერების გაყალბებაში ედება ბრალი

ექიმ ლეოპოლდო ლუკეს, რომელიც დიეგო მარადონას მკურნალობით იყო დაკავებული, მაქინაციებშია ბრალდებული.

დღეს, 23:40

VIDEO: გოლი 96 მეტრიდან! ინგლისის ლიგა 2-ის მეკარემ სასწაული ჩაიდინა

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადარი "ნიუპორტ ქაუნთის" მეკარე, ტომ კინგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

დღეს, 23:38

მესის გარეშე! EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 23:35

დავა გრძელდება - ბარსელონას სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ სურს

"ბარსელონას" გუნდის ექს-მწვრთნელ კიკე სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

დღეს, 23:28

მოურინიო: "ჩემი რეკორდების დამხობა ძალიან რთული იქნება"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ლივერპულის" საშინაო წაუგებელი სერიის შეწყვეტას გამოეხმაურა:

დღეს, 22:36

"კლოპი ცდება, როდესაც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებს", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, იურგენ კლოპს ერთგვარი პასუხი გასცა:

დღეს, 22:28

"ბრუნოს გადმოსვლამდე, მანჩესტერი ჩელსის კონკურენტიც კი არ იყო", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 22:15

ანჩელოტი: "მჯერა თუ არა პირლოსი, როგორც მწვრთნელის?"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისუბრა თავისი ყოფილი შეგირდის, ანდრეა პირლოს შესახებ:

დღეს, 22:06

"მანჯუკიჩის ათვალწუნება - იუვენტუსის დიდი შეცდომაა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დღეს, 21:56

ვერონი: "დიბალას მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 21:47

"მალდინისა და ბარეზის მსგავსი ლიდერი მილანს ახლაც ჰყავს", - ვეა

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ ვეამ თავისი ექს-გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 21:36

"მანჩესტერს ამჯერად დავამარცხებთ", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 21:24

რამდენად რეალურია სალაჰის ლივერპულიდან წასვლა?

The Athletic-მა, "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 21:14

კლოპი: "ტიაგოს შესახებ სეზონის ბოლოს ისაუბრეთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 21:05

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!

Sky Sports-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად

დღეს, 20:57

მიზეზი, რის გამოც ალეგრი ჩელსის მწვრთნელად აღარ განიხილება

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი გათავისუფლებასთან არის ახლოს.

დღეს, 20:48

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

დღეს, 20:37

დიეგო კოშტამ პირველი შეთავაზება უკვე იუარა - AS

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტია.

დღეს, 20:28

მანჩესტერ იუნაიტედმა ვან დე ბეკის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - ESPN

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ვან დე ბეკის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 20:18

"ფულს მე არ ვხარჯავ, მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევი", - კლოპი ტრანსფერებზე

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამ ზამთარს შემადგენლობის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა.

დღეს, 20:11

ალეგრი სიაში არ არის - ჩელსიმ ლამპარდის შემცვლელად მთავარი და სათადარიგო ვარიანტები შეარჩია

"ჩელსი" ეძებს სპეციალისტს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის ჩანაცვლებას მოახერხებს.

დღეს, 20:06

ზიდანის ასისტენტი: "რეალის თითოეული მარცხი ბევრ კრიტიკას იწვევს"

"რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ასისტენტმა ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.

დღეს, 19:58

"სულელი არ ვარ", - ლამპარდი ჩელსიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა შესაძლო გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:51

ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია.

დღეს, 19:40

ლაციომ დაიმატა აფრიკელი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია

"ლაციომ" კოტდ'ივუარელ ლარსონ კულიბალისთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 19:32

"ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ", - მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა

"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილმა ფორვარდმა, არკადიუშ მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა.

დღეს, 19:24

პრობლემები სიტიში! ქალაქელთა ლიდერი 6 კვირას გამოტოვებს

„ასტონ ვილასთან“ გამართულ მატჩში „მან.სიტის“ ლიდერმა ტრავმა მიიღო.

დღეს, 18:12

"3-4 იჯარის შემდეგ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ბიზნესია", - ჩელსის ექს-ფეხბურთელი

ნახევარმცველმა ლუკას პიაზონმა, რომელიც „ჩელსიდან“ „ბრაგაში“ გადავიდა, „ლურჯების“ იჯარების სისტემაზე ისაუბრა.

დღეს, 18:04

აწონვები ჩაბარებულია! ივენთის მთავარ ბრძოლას წინ აღარაფერი უდგას

„აბუ-დაბის“ საბრძოლო კუნძულზე UFC 257-ს ოფიციალური აწონვების ცერემონია გაიმართა.

დღეს, 17:49
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10