» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა


10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ლიონელ მესი ითვლება სრულყოფილ ფეხბურთელად, თუმცა მის კარიერაში არსებობს ერთი დიდი შავი ლაქა - არაკომპეტენტურად შერჩეული მთავარი მწვრთნელები, როგორც "ბარსელონაში", ისე არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც. გავიხსენოთ თავკაცები, რომლებიც "ალბისელესტეს" კაპიტანს ფსკერზე ითვრევდნენ.

ხოსე ნესტორ პეკერმანი (2005-2006)

პეკერმანის მისამართით ითქმის მხოლოდ ერთი პრეტენზია - ლეოს გამოუყენებლობა გერმანიაში გამართულ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც "თეთრ-ლურჯებს" უჭირდათ, მაგალითად, "ბუნდესთიმთან". მოკლედ, თანამემამულე თავკაცის ხელში, "ბლაუგრანას" სუპერ-ტალანტი სამხრეთ ამერიკელების რიგითი რეზერვისტი იყო.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ალფიო ბაზილე (2006-2008)

ხოსე ნესტორი ჩაანაცვლა კიდევ უფრო გამოცდილმა ბაზილემ, რომელიც არგენტინას 1990-1994 წლებში დამრიგებლობდა. აღნიშნული თავკაცის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებს მორგებული არ იყო და მის გონებაში ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისი ტრიალებდა. დიახ, "ალბისელესტეს" ამ მწვრთნელის ხელში სამხრეთ ამერიკელი მოზარდიც ვერ ბრწყინავდა.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

დიეგო მარადონა (2008-2010)

მარადონამ ეროვნული ნაკრები აქცია ნამდვილ "თეთრ-ლურჯ" თრეშად, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამართ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან რთულად გავიდა. კოკაინის მოყვარული სამხრეთ ამერიკელის გუნდში თავის პოტენციალს სრულფასოვნად ვერც კატალონიელთა 10-იანი ავლენდა. 1:6 ბოლივიასთან შესარჩევში და 0:4 მუნდიალზე "არწივებთან", დიეგოს მოღვაწეობის მოკლე ილუსტრაცია.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

სერხიო ბატისტა (2010-2011)

"ნაპოლის" ღვთაება არგენტინის თავკაცის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ბატისტამ, რომელმაც ეროვნული ნაკრები 2011 წელს გამართულ შინაურ კოპა ამერიკაზე შეარცხვინა. 4 ჩატარებული მატჩიდან "ალბისელესტემ" არგენტინელის ხელში ძირითად დროში მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც "უცხოპლანეტელის" დუბლით კოსტა-რიკასთან (3:0). "თეთრ-ლურჯები" გამოვარდნენ 1/4 ფინალში, ურუგვაისთან 11-მეტრიანებში.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ტატა მარტინო (2013-2016)

მარტინო ის უნიკალური თავკაცია, რომელმაც 33-წლის შემტევთან იმუშავა როგორც "ლურჯ-ბროწეულისფრებში", ისე სამხრეთ ამერიკაშიც. სამწუხაროა, რომ ის ყველა ფრონტზე დამარცხდა. არგენტინელმა "ასულგრანას" ლა ლიგის ბოლო ტურში ჩემპიონობა დააკარგვინა, ეროვნულმა გუნდმა კი მესის ლიდერობითა და მისი დამრიგებლობით ჩილესთან კოპა ამერიკის ორი ფინალი წააგო. ცნობისთვის, მეორე ფიასკოს შემდეგ, ლეო "ალბისელესტედან" წავიდა.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ედგარდო ბაუსა (2016-2017)

"თეთრ-ლურჯების" მორიგი ლუზერი, რომლის მდგომარეობა ნაკრების მთავარი ვარსკვლავის დაბრუნებამაც ვერ გამოასწორა. აღნიშნულმა თავკაცმა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევის სტარტზევე ჩაისვარა. განსაკუთრებულად მტკივნეული გამოდგა განადგურება ბრაზილიასთან (0:3).

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ხორხე სამპაოლი (2017-2018)

თავკაცი, რომელმაც სავალალო შედეგით გამოსცადა განსხვავება ჩილესა და სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფლანგმანს შორის. მის ხელში ფიასკოდ იქცა ამჯერად 2018 წლის მუნდიალი, რომლის დასრულების შემდეგაც ლიონელმა აიღო კიდევ ერთი სანაკრებო პაუზა, ამჯერად 9 თვით.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ერნესტო ვალვერდე (2017-2020)

მართალია, ვალვერდემ "კამპ ნოუს" ბინადრებს მოაგებინა ზედიზედ ორი ლა ლიგა, თუმცა ის, რაც ხდებოდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "რომასა" და "ლივერპულთან", მთლიანად ჩრდილავდა პრიმერაში დატრიალებულ მოვლენებს. ბასკის გუნდი იყო იმდენად უსუსური, რომ მისი გადარჩენა კაპიტანმაც ვერ შეძლო.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

კიკე სეტიენი (2020)

ცინიზმის გარეშე - პირველად 2014 წლის შემდეგ, ანუ საუბარია ტატას მოღვაწეობის შესახებ, "ბარსელონამ" სეზონი ტიტულების მოგების გარეშე ჩაამთავრა. ლა ლიგა "ბლაუგრანამ" წააგო მადრიდის "რეალთან", ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდს 2.8 ძრავის მოცულობის გერმანულმა მანქანამ გადაუარა. როგორც ვხედავთ, მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურება, სამხრეთ ამერიკელისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

ლიონელ სკალონი (?), (2018-დღემდე)

ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ სკალონი პირდაპირ ანგრევს კატალონიელების ათიანის სანაკრებო კარიერას, თუმცა მის ანგარიშზე ერთი წაგებული კოპა ამერიკა უკვე არის. არგენტინელის ხელში "ალბისელესტეს" თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორს არის და აქედან გამომდინარე, მისი მუშაობა ჯერჯერობით ფასდება უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად. ყველაფერი, მათ შორის "უცხოპლანეტელის" საერთაშორისო კარიერის დასკვნითი ნაწილი სწორედ ლიონელის ხელშია.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

რეზიუმე

33-წლის შემტევმა პრობლემური თავკაცების გვერდით პრაქტიკულად მთელი კარიერა გაატარა. ციფრებში ეს არის 334 მატჩი, ჩემპიონთა ლიგის 5 სეზონი და ლა ლიგის 3 (ვალვერდეს ორ ჩემპიონობას მაინც წარმატებაში გავიყვანთ). რაც შეეხება სანაკრებოს: 3 გაფლანგული მუნდიალი (ალეხანდრო საბელას მოღვაწეობას არ ვეხებით) და 5 კიდევ უფრო გაფლანგული კოპა ამერიკა.

10 მწვრთნელი, რომელმაც მესის კარიერას უდიდესი ზიანი მიაყენა

გამოკითხვა:

რომელი მწვრთნელისგან იზარალა მესიმ ყველაზე მეტად?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: მილანმა ნახევარმცველი დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" გაძლიერება დაიწყო და ნახევარმცველი დაიმატა.

დღეს, 01:51

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 01:42

მორატა: "ბავშვებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი"

ტურინის "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

დღეს, 01:37

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას "ტობოლთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

დღეს, 01:33

"ღიმილით ვარჯიშობს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:31

კლოპი გადაწყვეტილებას აპროტესტებს: "ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასე არ შეიძლება"

გადაწყვეტილება "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააპროტესტა.

დღეს, 01:26

გვარდიოლა: "სტერლინგი ამის გარეშეც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"ბრაიტონთან" მოგებულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.

დღეს, 01:21

ფლიკი: "მთელი ბაიერნი წნეხის ქვეშაა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

დღეს, 01:18

ინგლისელი ფეხბურთელი: "ორივეს წინააღმდეგ ვითამაშე და ნეიმარიც და მბაპეც რობოტები არიან"

"დიჟონის" ინგლისელი მცველი ჯონათან პანცო ნეიმარსა და მბაპეზე საუბრობს და ორივე ფეხბურთელს აქებს.

დღეს, 01:14

ფერგიუსონი: "საბედნიეროდ, უკვე პენსიაზე ვიყავი, როცა ბოლო ორი წელი ლივერპულის თამაშს ვუყურებდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:52

სეზონის ბოლომდე გრანტი, შემდეგ კი ტუხელი - ჩელსიში ლამპარდის დღეები დათვლილია?

"ჩელსის" ექს-მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა შესაძლოა ლონდონური კლუბი კიდევ ერთხელ გაწვრთნას.

გუშინ, 23:19

"ტალანტებს არ იყენებს", - რივალდომ კუმანი შეაქო, ზიდანი კი გააკრიტიკა

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა რონალდ კუმანი შეაქო, ზინედინ ზიდანი კი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:57

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:41

"ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლებში", - ნეიმარმა თავისი მთავარი ღირსება გაამხილა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი ვაჟკაცობას მიიჩნევს თავის მთავარ ღირსებად.

გუშინ, 22:36

VIDEO: ლეო მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით დაკავდა

"ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით არის დაკავებული.

გუშინ, 22:29

"მანჩესტერი ლივერპულის დონეზე არ არის", - პოგბას მოულოდნელი განცხადება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდი "ლივერპულს" შეადარა.

გუშინ, 22:20

"ჯერ დედა, შემდეგ მამა", - რონალდოს მშობლებს კორონავირუსმა შეუტია

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, რონალდომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:15

"სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემბელემ გუნდის მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შეაქო.

გუშინ, 21:56

ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას გეგმავს

"ინტერის" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას აპირებს.

გუშინ, 21:53

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა შეთანხმდნენ, ტრანსფერი მალე დაიხურება!

"მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" მცველ ერიკ გარსიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გუშინ, 21:48

ტოტენჰემის პრეზიდენტმა დელე ალის პსჟ-ში ტრანსფერი დაბლოკა

"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ დელე ალის "პსჟ"-ში ტრანსფერი დაბლოკა.

გუშინ, 21:45

ზიდანი: "ეს ჩაფლავება არ არის, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბილბაოსთან" მარცხზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:41

"ბავშვობაში ფერნანდო ტორესი მომწონდა", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემებელემ მადრიდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:36

"მეუბნებოდნენ, რომ რეალი მცველების სასაფლაოა", - პეპეს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

პეპემ გაიხსენა, როგორ უჭირდა რეალში ცხოვრებასთან შეგუება იქამდე, სანამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე...

გუშინ, 21:28

კურტუა რეალის ესპანეთის სუპერთასიდან გავარდნას გამოეხმაურა

"რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 21:23

ჯორდანის გამოსახულება ეიფელის კოშკის ნაცვლად - პსჟ ლოგოს იცვლის

როგორც ცნობილი გახდა, მომავალ სეზონში "პსჟ"-ს ფორმას უჩვეულო საკლუბო ლოგო დაამშვენებს.

გუშინ, 21:00

ოზილი ცალი ფეხით ახალ კლუბშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

"არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჯერჯერობით ჭიანურდება.

გუშინ, 20:51

მანჯუკიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს - იტალიელი ჟურნალისტი

"იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი "მილანში" გადასვლასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:46

ვინ გახდება ბარსელონას პრეზიდენტი? - 3 ოფიციალური კანდიდატი ცნობილია

"ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის მებრძოლი სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა.

გუშინ, 20:43

ინტიმური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, დროგბამ ცოლთან დაშორება დაადასტურა

"ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა.

გუშინ, 20:34
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10