ზაფხულის ტოპ ტრანსფერები

უკვე თვენახევარი გავიდა, მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უკვე არა ერთი ტრანსფერი განხორციელდა.
ასევე, მოხდა საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსფერები. რამდენიმე ევროპის ტოპ კლუბმა საკმაოდ კარგი ფეხბურთელები დაიმატეს.
გთავაზობთ ზაფხულის ტოპ ტრანსფერებს
1. ლუის სუარესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპული" დატოვა და "ბარსელონაში" გადავიდა. ეს ტრანსფერი, ზაფხულში ყველაზე ძვირადღირებულია ჯერ-ჯერობით. კატალონიურ გუნდს ურუგვაელი ფორვარდის ყიდვა 88 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც იცით, სუარესის ყიდვა "რეალსაც" სურდა და მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მადრიდულ გუნდსა და "ლივერპულს" შორის, თუმცა მოულოდნელად ლუისი "ბარსელონაში" აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ინგლისის დატოვება თავად ფეხბურთელს სურდა. მისი ოცნება იყო ესპანეთში თამაში.
2. დავიდ ლუიზმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ჩელსი" დატოვა და "პარის სენტ ჟერმენში" გადავიდა. მისი ტრანსფერი 62 მილიონი ევრო დაჯდა და გახდა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი. როგორც იცით, ლუიზს ჟოზე მოურინიოსთან ჰქონდა უთანხმოება, რამაც საბოლოოდ მისი გუნდიდან წასვლა გამოიწვია. ამჟამად, "პარის სენტ ჟერმენს" ბრაზილიური დაცვის ცენტრი ჰყავს ლუიზი-სილვა.
3. ტონი კროოსიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბაიერნი" დატოვა და "რეალში" გადავიდა. ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ტრანსფერი, რადგან "რეკორდმაისტერმა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი მხოლოდ 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმო. კროოსის ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ მოინდომა ინგლისში გადასვლა. მას ასევე, გერმანიაში დარჩენაც არ სურდა, მისი მიზანი "რეალში" გადასვლა იყო.
4. ცესკ ფაბრეგასმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონა" დატოვა და "ჩელსის" შეუერთდა. უჩვეულო იყო ის, რომ თავად კატალონიურმა გუნდმა მოინდომა ცესკის გუნდიდან გაშვება. ის ლონდონურმა გუნდმა 33 მილიონ ევროდ შეიძინა. ფაბრეგასის ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვან გაალის გუნდმა არ გამოიჩინა დიდი ყურადღება ამ ტრანსფერის მიმართ.
5. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონამ" ალექსის სანჩესი "არსენალში" გაუშვა. არსენ ვენგერმა ჩილელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც მუნდიალზე იდეალურად ითამაშა, 44 მილიონი ევრო გადაიხადა. "მეთოფეებს" სანჩესის ყიდვამდე მხოლოდ ერთი ფორვარდი, ოლივიერ ჟირუ ჰყავდათ, ასე რომ ამ პოზიციაზე მათ აუცილებლად უნდა დაემატებინათ ვინმე. "ბარსელონა" სუარესს იმატებდა და ამიტომ სანჩესის გაშვებაც გარდაუვალი იყო. ფეხბურთელს სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა მან თავად მოისურვა ინგლისში გადაბარგება.
6. დიეგო კოსტამ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ატლეტიკო" დატოვა და "ჩელსიში" გადავიდა. მისი ტრანსფერი, ჟოზე მოურინიოს 40 მილიონი ევრო დაუჯდა. "ჩელსი" ფორვარდის ძიებაში, მთელი სეზონის განმავლობაში იყო და მათ საბოლოოდ დიეგო კოსტასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც იდეალურად ჩაატარა 2013-2014 წლების სეზონი.
7. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდერ ერერა დაიმატა. ამ ტრანსფერმა ყველა გააკვირვა, რადგან "იუნაიტედმა" ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ცნობისთვის, ერერა ესპანეთის ნაკრებში არასდროს ყოფილა გამოძახებული.
8. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლუკ შოუმ "საუთჰემპტონი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. მისი ტრანსფერი ლუი ვან გაალს 40 მილიონი ევრო დაუჯდა. ცნობისთვის, ინგლისელი მცველი მხოლოდ 18 წლის არის და ის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახდა.