» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ევრო ტურნირების კენჭისყრა დასრულა - ვინ არიან ჩვენი მეტოქეები? - გავიცნოთ ისინი



როგორც ნახეთ, დღეს გაიმართა ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა. ცნობილია სამივე ქართული გუნდის სავარაუდო მეტოქეები. "დინამო" თუ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, იქ  “სტიაუა” – “სტრემსგოდსეტის” გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება, ევროპა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებს, "ზესტაფონი" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "ლუცერნი" "სენტ ჯონსტონის" გამარჯვებულს შეხვდება. "ჩიხურა" კი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "კოპერი" "ნეფთჩის" გამარჯვებულს ხვდება. გავიცნოთ, ჩვენი სავარაუდო მეტოქეები უკეთ. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგითა და "დინამოთი". 1 როგორც ნახეთ, დინამო თბილისმა, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შინ დათმო, რის გამოც საეჭვოა გავა თუ არა დედაქალაქური გუნდი შემდეგ ეტაპზე, თუმცა მაინც განვიხილოთ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა, ვის შეხვდება. ცნობილია, რომ მიხაელ ბილეკის გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "სტიაუასა" და "სტრემსგოდსეტის" გამარჯვებულს ხვდება. დიდი ალბათობით, ნორვეგიულ გუნდს "სტიაუა" გამოაგდებს. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა "სტიაუამ" 1:0 მოიგო, თანაც სტუმრად. "სტიაუა" თბილისის "დინამოსთვის" ნაცნობი მეტოქეა, რადგან სწორედ ამ გუნდმა გამოაგდო გასულ წელს, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდი გათამაშებიდან. პირველი შეხვედრა საქართველოში 0:2 დასრულდა, მეორე კი ბუქარესტში 1:1. ახლა რაც შეეხება, უშუალოდ "სტიაუას" მდგომარეობას. ეს გუნდი გასულ წელს რუმინეთის ჩემპიონი გახდა. "სტიაუამ" 77 ქულით დაასრულა გამოსვლა და მეტოქეს 5 ქულით გაასწრო. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ სულ ახლახან დედაქალაქელებმა ქვეყნის სუპერთასის მატჩი წააგეს, "ასტრასთან" პენალტების სერიაში. ცნობისთვის, "ასტრამ" რუმინეთის ჩემპიონატში ასპარეზობა, მეორე პოზიციაზე დაასრულა, გასულ სეზონში. როგორც ხედავთ, "დინამოს" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, არც თუ ისე იოლი შეხვედრები ელის. "სტიაუა" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც არაერთხელ გვინახავს ჩემპიონთა ლიგაზე და მათ საერთოდ 2-ჯერ აქვთ ეს ტურნირი მოგებული. 1 ll როგორც იცით, "ზესტაფონმა" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრნავას "სპარტაკს", იმერეთში ვერ მოუგო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და არაა გამორიცხული, სტუმრად ქართული გუნდი დამარცხდეს მეტოქესთან. მაინც განვიხილოთ, ის თუ ვინ შეიძლება შეხვდეს "ზესტაფონს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იმ შემთხვევაში თუ ის "სპარტაკს" გასცდა. ცნობილია, რომ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "იმერელთა" მეტოქე "ლუცერნი" "სენტ ჯონსტონის" შორის გამარჯვებული იქნება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, რაც "სენტ ჯონსტონს" დიდ უპირატესობას აძლევს. განვიხილოთ ჯერ "ლუცერნის" გასული სეზონი. ცნობისთვის, ეს გუნდი შვეიცარიულია და ამ ქვეყნის უმაღეს ლიგაში ასპარეზობს. გასულ სეზონში, "ლუცერნმა" მე-4 პოზიცია დაიკავა ჩემპიონატში და ევროპა ლიგაზე გასვლა მოახერხა. მათ 1 ქულით ჩამოიტოვეს "ციურიხი" და მათ ევროპა ლიგის საგზური აართვეს. ცნობისთვის, ამ გუნდს უკანასკნელი 7 შეხვედრიდან არცერთი არ აქვს წაგებული, თუმცა იმის გამო, რომ მათ სახლში 1:1 ითამაშეს, მაინც საეჭვოა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ახლა განვიხილოთ, შოტლანდიური "სენტ ჯონსტონი". არც მეტი არც ნაკლები, ამ გუნდმა გასულ სეზონში, შოტლანდიის ჩემპიონატის მე-6 პოზიცია დაიკავა და მაინც შეძლო ევროპა ლიგაზე მოხვედრა. რეალურია, რომ სწორედ ეს კლუბი გახდეს "ზესტაფონის" მეტოქე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, იმ შემთხვევაში თუ იმერულმა გუნდმა შეძლო "სპარტაკის" ბარიერის დაძლევა. Untitled-1 ll როგორც ნახეთ, ევრო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ყველზე კარგი შთაბეჭდილება საჩხერის "ჩიხურამ" დატოვა. ამ გუნდმა ჯერ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 4:1 დაამარცხა მეტოქე, ახლა კი "ბურსასპორთან" აჩვენა შესანიშნავი თამაში. თურქეთში, საჩხერელებმა შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულეს. განვიხილოთ, სავარაუდო მეტოქეები, რომლებიც შესაძლოა შეხვდნენ "ჩიხურას" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე საჩხერელებს "ნეფთჩისა" და "კოპერის" გამარჯვებული ხვდება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში, 1:2 დასრულდა, ასე რომ დიდი ალბათობით შემდეგ ეტაპზე სლოვენიური "კოპერი" გავა. განვიხილოთ "ნეფთჩის" გასული სეზონი. ეს გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-4 პოზიციაზე გავიდა და მას გაუსწრეს: "ყარაბაღმა", "ქაბალამ" და ბაქოს "ინტერმა". ახლა კი განვიხილოთ "კოპერი", რომელიც დიდი ალბათობით მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას მოახერხებს. ამისთვის მათ 0:2 არ უნდა წააგონ შინ. ცნობისთვის, "კოპერი" სლოვენიის ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზე გავიდა და 8 ქულით ჩამორჩა, ჩემპიონ "მარიბორს". გუნდს, იტალიელი როდოფლო ვანოლი წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით "კოპერმა" უკანასკნელი 10 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო. 1როგორც ხედავთ, საკმაოდ რთული მეტოქეები შეხვდა ქართულ გუნდებს, თუმცა მათი დაძევლევა შესაძლებელია. ცნობისთვის, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფლეი ოფია, რის შემდეგაც ჯგუფური ეტაპები იწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კოული: "ემიუ სანჩოს სანაცვლოდ ამხელა თანხას პანდემიის გარეშეც არ გადაიხდიდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ენდი კოულმა ჯეიდონ სანჩოს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:40

რივალდო: "გრიზმანი სუარესს სრულფასოვნად ვერ შეცვლის"

"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ ლუის სუარესის წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:31

"დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია", - მარკიზიო

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:20

რეალის ორი მოქმედი მოთამაშე, რომელიც კარლოსის რეკორდის დამხობას უმიზნებს

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, რობერტო კარლოსმა გუნდში ითამაშა 1996-2007 წლებში და ამ დროის

დღეს, 13:12

"სიტყვები არ მყოფნის", - სუარესის წასვლას მესის მეუღლეც გამოეხმაურა

ლიონელ მესის შემდეგ, ლუის სუარესის "ბარსელონადან" მადრიდის "ატლეტიკოში" ტრანსფერს გამოეხმაურა ფეხბურთელის ცოლიც,

დღეს, 12:56

სოლსკიაერი: "პოგბა, ფერნანდეში და ვან დე ბეკი ერთად? დიახ, ეს შესაძლებელია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი შემტევი ნახევარმცველების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:46

ფეხბურთელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ბარსელონასა და ატლეტიკოში ითამაშეს

ლუის სუარესის ტრანსფერის შემდეგ, გაიზარდა ფეხბურთელების იმ რიცხვის რაოდენობა, რომლებსაც "ბარსელონასა" და მადრიდის

დღეს, 12:39

ზიდანი აზარის დაბრუნების შესახებ: "არ ვჩქარობთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ედენ აზარის ჯანმრთელობი

დღეს, 12:13

"კოშტას მდგომარეობა იუვენტუსის ახალ ტრანსფერს აფერხებს", - დი მარციო

ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:58

დე ხეა ჰენდერსონის შესახებ: "კონკურენცია ორივეს წაგვადგება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ დინ ჰენდერსონთან კონკურენციის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:45

სოლსკიაერი ტრანსფერების შესახებ: "შემადგენლობის გაძლიერებაზე ვმუშაობთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შესაძლო ტრანსფერების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:38

ბენზემას გოლის მოლოდინში - ფრანგის ბრწყინვალე სტატისტიკა ბეტისთან

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელისთვის, კარიმ ბენზემასთვის "რეალ ბეტისი" ერთ-ერთი ყველაზე "სასურველი" მეტოქეა.

დღეს, 11:27

"ნამდვილი ლეგენდა ხარ", - ტერ შტეგენი სუარესს დაემშვიდობა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ემოციები ვერ შეიკავა და ლუის სუარესს გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა:

დღეს, 11:17

რატომ ჩაიშალა ტიაგოს ტრანსფერი მანჩესტერში?

The Athletic-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი ძალებით ცდილობდა იმ დროს მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის,

დღეს, 10:56

"გრიზმანი და კოუტინიო კუმანის ბარსას ხელშეუხებელი მოთამაშეები იქნებიან",- ესპანელი ჟურნალისტი

Sport-ის ჟურნალისტმა, ხუან მანუელ დიასმა რონალდ კუმანის ახალი "ბარსელონას" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:43

დაბრუნება მილანური დერბის წინ მოხდება - რომელ მატჩებს გამოტოვებს იბრაჰიმოვიჩი?

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ვეტერან ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 10:33

დღის ტოპ-მატჩების განრიგი

26 სექტემბრის საფეხბურთო დღე გაიხსნება "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშით, რომელიც 15:30 საათზე გასვლაზე "ბრაიტონ ალბიონს" დაუპირისპირდება.

დღეს, 10:18

ზიდანი: "ოდეგორს აქვს თვისება, რომლითაც ის გამორჩეულია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა თავისი დაბრუნებული შეგირდის, მარტინ ოდეგორის შესახებ:

დღეს, 10:04

როდის დაბრუნდება აზარი?

დღეს, 26 სექტემბერს, 23:00 საათზე, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მესამე ტურის ფარგლებში "რეალ ბეტისს" ესტუმრება.

დღეს, 09:53

"ფეხბურთს ახალი კრუიფი ჰყავს", - რანგნიკი

"ლაიფციგის" სპორტის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, რალფ რანგნიკმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 09:42

ვინ იქნება ჩელსის მეკარე უახლოეს მატჩში? - ლამპარდის კომენტარი

დღეს, 26 სექტემბერს, ლონდონის "ჩელსი" გასვლაზე დაუპირისპირდება "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს", რომელიც ჩემპიონშიფიდან ამოვიდა.

დღეს, 09:34

ძოძუაშვილი: "გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" "კრაკსვიკთან" 6:1 განადგურდა.

დღეს, 03:01

მორატა: "იუვეში დაბრუნება ჩემი ოცნება იყო"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალვარო მორატა კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

დღეს, 03:01

როდის დაუბრუნდება აგუერო მოედანს?

გასულ სეზონში კუნ აგუერომ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ამ დრომდე მკურნალობის პროცესშია.

დღეს, 02:58

ვერატი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა

იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ამ სეზონში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა.

დღეს, 02:56

დიდი პრობლემა სიტიში - ტრავმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" თავდასხმის ხაზში დიდი პრობლემები ექნება.

დღეს, 02:53

გიოტცე ახალ კლუბს უახლოვდება

ყველასთვის ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მარიო გიოტცე ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 02:46

კლოპმა კონკურენტი გუნდის მწვრთნელი შეაქო

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა 28 სექტემბერს, "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის შედგება.

დღეს, 02:43

"ერთი მოვიყვანეთ და მაღალი დონის" - სოლსკიაერი სატრანსფერო გეგმებზე

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" პასიურობს და მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:39

"მისი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია", - ლამპარდმა ჩეხის ჩელსიში მისვლა დაადასტურა

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა დაადასტურა, რომ პეტრ ჩეხი გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

დღეს, 02:36
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10