ავტორიზაცია

153-ე დუბლი კარიერაში - ვის უფრო მეტი აქვს შესრულებული, რონალდუს თუ მესის?

153-ე დუბლი კარიერაში - ვის უფრო მეტი აქვს შესრულებული, რონალდუს თუ მესის?
თარიღი 14 ოქტ 2023, 16:39
კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 153-ე დუბლი შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა სლოვაკეთის კარში ევრო 2024-ს შესარჩევში დუბლი შეუსრულა.

38 წლის შემტევისთვის ეს კარიერაში 153-ე დუბლი იყო და ის ლეო მესის ამ მაჩვენებლით 3 დუბლით ჩამორჩება - არგენტინელმა ეს 156-ჯერ მოახერხა.

თუმცა, ამავდროულად, რონალდუ მესის საერთო მატჩების რაოდენობით უსწრებს, რომლებშიც ორი ან მეტი გოლი გაიტანა (216-213).