ოფიციალურად: ცნობილი გახდა რეალის ფეხბურთელი, რომელმაც ბეილის 11-ნომრიანი მაისური მოირგო

ოფიციალურად დადასტურდა, თუ ვინ მოირგებს მომდევნო სეზონში „რეალში“ გარეტ ბეილის წასვლით გათავისუფლებულ 11-ნომრიან მაისურს.
მიუხედავად იმისა, რომ გარეტ ბეილი ჯერ „რეალიდან“ ოფიციალურად არ წასულა, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისი 11-ნომრიანი მაისურის ახალი მფლობელი უკვე გამოააშკარავეს - ახალ სეზონში, აღნიშნული ნომრით ესპანელი შემტევი, მარკო ასენსიო ითამაშებს.
მის 20-ნომერს კი აქამდე 25-ით მოთამაშე ვინისიუს ჯუნიორი მოირგებს. ამჟამად, სანამ ბეილის ტრანსფერი „ტოტენჰემში“ ოფიციალურად დადასტურდება, ის „რეალში“ 25-ნომრად არის დარეგისტრირებული.
ბრაჰიმ დიასის წასვლით გათავისუფლებული 21 ნომერი მარტინ ოდეგორმა მოირგო, ხამესის წასვლის შემდეგ ვაკანტური 16 კი - ბორხა მაიორალმა.
შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილის „ტოტენჰემში" იჯარით გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ფეხბურთელი დღეს ლონდონში ჩაფრინდა და სულ მალე, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.