» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

სწორი ხედვები, დიდი მომავლით - რატომ არის ჭიაბრიშვილი საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი?


სწორი ხედვები, დიდი მომავლით - რატომ არის ჭიაბრიშვილი საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" სენსაცია დააფიქსირა, 2:1 გაიმარჯვა და რუმინული "კრაიოვას" ბარიერი დაძლია, დღეს კი "დინამო მოსკოვთან" გამარჯვებას აღვნიშნავთ.

პ.ს. ეს სტატია "კრაიოვასთან" მატჩის შემდეგაა დაწერილი. დღეს ჭიაბრიშვილმა საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოუტანა და "დინამო მოსკოვი" 2:1 დაამარცხა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველია.

დაუწერელი კანონია, რომ როცა გუნდი იგებს, ფეხბურთელების დამსახურებაა, ხოლო როცა გუნდი აგებს, მწვრთნელის ბრალია.

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა "ლოკომოტივის" გამარჯვება ფეხბურთელების გარდა მწვრთნელის დამსახურებაცაა, რაც უშუალოდ თამაშის მიმდინარეობამ დაგვანახა.

40 წლის სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი "ლოკომოტივს" სათავეში გასულ თვეს ჩაუდგა და ევროტურნირებისთვის გუნდის კარგად მომზადება მოასწრო.

ჭიაბრიშვილმა სახელი "ზესტაფონიდან" მოიხვეჭა, შემდეგ იყო "საბურთალო", სადაც სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა - საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგო და "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად გაიყვანა.

"არარატ-არმენიასთან" მარცხი მის კარიერაში ყოველთვის შავ ლაქად დარჩება, მაგრამ გავიხსენოთ, რომ სომხურ კლუბთან მარცხამდე ჭიაბრიშვილის "საბურთალომ" "შერიფი" გამოაგდო, უძლიერეს "დინამო ზაგრებს" კი ბევრ კომპონენტში წინააღმდეგობა გაუწია.

ჭიაბრიშვილი იმ ტიპის სპეციალისტთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელმაც ისეთ კლუბში უნდა იმუშაოს, რომელსაც აკადემია აქვს, შედეგის დადება ერთ წელიწადში არ სურს და მომავლის ხედვები აქვს. ამ მხრივ, ჭიაბრიშვილი და "საბურთალო" ერთმანეთს იდეალურად ერგებოდნენ, თუმცა მათი გზები გაიყარა და ახლა ის "ლოკომოტივშია." ისე, ეს კლუბიც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

"მოახერხებს აკადემია იმ მიზნის მიღ​წევას, რაც დასახული აქვს? - ამას წლების შრომა სჭირდება. ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით იმისთვის, რომ საქართველოში ტიტულები მოგვეგო და ლიდერები ვყოფილიყავით და ეს გეგმა შევასრულეთ. შემდეგი გეგმა უკვე ევროტურნირებია და ამ გეგმის შესრულებასაც წლები უნდა. ხალხი უყურებს რა ხდება ძირითად გუნდში. მთავარი კი ძირითადი გუნდი არ არის. მთავარია, რა ხდება აკადემიაში და თუ კლუბი სწორად მუშაობას გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ისინი ევროტურნირებზეც გავლენ. აქ საუბარი მხოლოდ "საბურთალოზე" არ მაქვს. ნებისმიერი ქართული გუნდი, რომელსაც აკადემია აქვს, თუ რამდენიმე წლიან გეგმას დაისახავს, აკადემიას სწორად ამუშავებს და არ იქნება მხოლოდ ერთწლიანი გეგმები, რამდენიმე წელში შედეგიც ექნება", - თქვა ჭიაბრიშვილმა ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ეს 40 წლის მწვრთნელის მოკლე კარიერული მიმოხილვა იყო, ახლა კი დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ.

სწორი ხედვები, დიდი მომავლით - რატომ არის ჭიაბრიშვილი საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი?

ტაქტიკური ანალიზი

ჭიაბრიშვილი იმ იშვიათ ქართველ სპეციალისტებს შორისაა, რომელთაც შეუძლიათ კონკრეტული მატჩისთვის, კონკრეტულ გუნდთან, კონკრეტული გეგმა შეიმუშავოს და მიზანი დაისახოს. ამასთანავე, ჭიაბრიშვილს თამაშის მიმდინარეობისას შეუძლია გუნდის გადაწყობა და ტაქტიკის ისე შეცვლა, როგორც იმ კონკრეტულ მომენტშია საჭირო. ეს გუშინ "კრაოვას" თავკაცმაც აღნიშნა: “ლოკომოტივის მატჩები ნანახი გვქონდა და ვიცოდით, რომ მეტოქის მთავარი მწვრთნელი ყველა შეხვედრაში სათამაშო სქემას და სისტემას ცვლიდა. მათი გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა."

რკინიგზელებმა "კრაიოვასთან" მატჩი 4-3-3 ტაქტიკით დაიწყეს. გამოჩნდა, რომ მწვრთნელს მეტოქე კარგად ჰყავდა შესწავლილი. მაგალითად, "კრაიოვა" მეორე სართულზე ბრწყინვალედ თამაშობს და გოლები ხშირ შემთხვევაში თავური დარტყმებით გააქვს. ჭიაბრიშვილმა გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძის სახით, ტანმაღალი მცველები დააყენა და ამ კომპონენტში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. არადა, სკამზე მათგან ყველაზე გამოცდილი ნიკა ჭანტურია ჰყავდა.

კონტრ-შეტევები - გუშინდელ მატჩში ეს "ლოკომოტივის" მთავარი იარაღი იყო. შეტევის მარჯვენა ფლანგზე თორნიკე კირკიტაძე იდგა, რომელიც სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია და კონტრ-შეტევები მთლიანად მასზე იყო აგებული. ამ დავალებას მან თავი კარგად გაართვა, თამაში ბევრჯერ გაამწვავა და პირველ გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა. ორივე გოლი "ლოკომოტივმა" კონტრ-შეტევით გაიტანა.

სწორი ხედვები, დიდი მომავლით - რატომ არის ჭიაბრიშვილი საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი?

ჭიაბრიშვილმა ცენტრში 3 განსხვავებული ტიპის ნახევარმცველი დააყენა, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ. დარცმელია ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც კარგ გადაცემებს აკეთებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. სამურკასოვი მოძრავია და მინდორზე მას ყველა რგოლში ვხედავთ. შონია კი გამოცდილი ჩამშლელია, რომელსაც ყუმბარისებული დარტყმა აქვს.

პირველი გატანილი გოლის შემდეგ, ჭიაბრიშვილი დაცვაში არ ჩაჯდა, ისევ იგივე ფეხბურთს თამაშობდა და ისევ ჰქონდა მომენტები, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. მატჩის მიწურულს კი იძულებით ცვლილებების გაკეთება მოუწია და საბოლოოდ, შეხვედრა 6 მცველით დაასრულა.

ამ მატჩში გამოჩნდა, რომ ჭიაბრიშვილმა მეტოქე 100%-ით შეისწავლა და ყველა გზა ჩაუკეტა. ფეხბურთელებთან ერთად, ეს თამაში მწვრთნელმაც მოიგო.

მედიასთან ურთიერთობა, სწორი ხედვები

ჭიაბრიშვილი იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ზუსტად გადმოგვცემს, რა მიზანი აქვს დასახული კლუბს, აკეთებს ანალიზს, როგორ დაამარცხოს მეტოქე და არ საუბრობს ბანალურად, რომ მისი გუნდი მოედანზე მაქსიმუმს ჩადებს და ა.შ., რაც ისედაც ვიცით, ეჭვი არ გვეპარება და ასეც უნდა იყოს.

"მეტოქე საკმაოდ ძლიერია. რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელთაც იტალიელი სპეციალისტი ჰყავთ და მიუხედავად იმისა, რომ იტალიელია, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. 4-3-3 ტაქტიკით თამაშობენ ხოლმე და ის 3 ნახევარმცველიც შემტევი სტილისაა", - ჭიაბრიშვილი მატჩის წინ.

"იმედი გამიჩნდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს, რადგან მოვიგეთ, ეიფორიაა, წინასწარ ილუზიებს ვიქმნით და შემდეგ როცა წავაგებთ, ყველანი იმედგაცრუებულები ვიქნებით. ახლა წილისყრის იმედზე ვართ და უნდა გაგვიმართლოს. ზოგადად, სანამ ქართული კლუბები წილისყრაზე არიან დამოკიდებული, იქამდე მოლოდინებს ვერ შევიქმნით", - ეს თქვა ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდეგ, რომელიც მაქსიმალისტია და ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და მეტს ითხოვს.

სწორი ხედვები, დიდი მომავლით - რატომ არის ჭიაბრიშვილი საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი?

"ზესტაფონშიც" და "საბურთალოშიც" გუნდებს მწვრთნელის ხელი ეტყობოდათ, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდნენ და იცოდნენ, რისთვის გადიოდნენ მოედანზე. გიორგი ჯერ მხოლოდ 40 წლისაა და ნამდვილად აქვს იმის პერსპექტივა, რომ მომავალში უფრო დიდ საფეხურზე ვიხილოთ. 

ჭიაბრიშვილი კარგი მოსაუბრეა, მასთან რომ რამდენიმე წუთიანი დიალოგი გააბათ, ფეხბურთზე ძალიან ბევრს გაიგებთ, რადგან ზუსტად იცის და ზუსტად გადმოგვცემს, რა სჭირდება ქართულ ფეხბურთს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჭიაბრიშვილმა ფეხბურთი იცის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დასაწყისიც ასეთი უნდა" - ფლიკის კომენტარი ატლეტიკოს განადგურების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:23

"მენტალურად ძლიერები არ ვართ" - ლუკაკუ ვერ მოგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის "ინტერმა" "გლადბახი" ვერ დაამარცხა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:20

კოშმარული ბაიერნი სუარესისთვის - ურუგვაელის ბოლო 2 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" დიდებულად დაიწყო და "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:14

კატასტროფული სტატისტიკა დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს აგუეროს გოლი გატანილი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" "პორტუ" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:03

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა გუნდმა პირველივე მატჩში ანტი-რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დანიური "მიდტიულანდი" "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა.

დღეს, 02:00

რეალის კატასტროფული შედეგი - პირველად 20 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის 'რეალი" შინ "შახტართან" 2:3 დამარცხდა.

დღეს, 01:56

რამდენჯერ გაიტანა ფლიკის ბაიერნმა ერთ მატჩში 4 ან მეტი გოლი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 01:51

სიმეონე ბაიერნთან განადგურების შემდეგ: "კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ მომენტები ვერ გამოვიყენეთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მიუნხენის "ბაიერნთან" წაგების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 01:35

სერია ა-ს გუნდების წარმატებული სვლა მხოლოდ ინტერმა ჩაშალა

მილანის "ინტერი" სერია ა-ს ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქულები დაკარგა.

დღეს, 01:30

მადრიდული გუნდების კოშმარული სტატისტიკა პირველ ტურში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტური საკმაოდ წრუმატებელი გამოდგა ორივე მადრიდული გრანდისთვის.

დღეს, 01:24

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ქულები დაკარგა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პრემიერ ლიგის ოთხი გუნდიდან სამმა მოიგო.

დღეს, 01:20

ლუკაკუს შთამბეჭდავი მიღწევა ევროსარბიელზე

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერისა" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვედრაში რომელუ ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 01:14

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის სეზონი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "პორტუ" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:00

ლივერპულმა აიაქსი სტუმრად ავტოგოლის წყალობით დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, ამსტერდამის "აიაქსმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 00:58

ლუკაკუმ ინტერი მარცხს 90-ე წუთზე გადაარჩინა: 4-ბურთიანი ფრე მილანში [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში მილანის "ინტერმა" საკუთრ კედლებში მიუნხენგლადბახის "ბორუსია"

დღეს, 00:56

ვინ გააჩერებს ამ გუნდს? ბაიერნმა ალიანც არენაზე ატლეტიკო არ დაინდო [VIDEO]

ჩემპიონთ ლიგის დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ბაიერნმა“ „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

შახტარის მცველი: "რეალმა არასათანადოდ შეგვაფასა"

„შახტარის“ მცველმა, ვიქტორ კორნიენკომ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

გუშინ, 23:52

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა, „შახტართან“ მატჩში ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 23:48

მოდრიჩი: "პირველ ტაიმში ჩემპიონთა ლიგის დონეს არ შევესაბამებოდით"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, „შახტართან“ წაგება (2:3) შეაფასა.

გუშინ, 23:45

ზიდანის პირველი კომენტარი შახტართან წაგებასა და მოახლოვებულ კლასიკოზე

„შახტართან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესას ესაუბრა.

გუშინ, 23:40

ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ლეგენდების რეკორდი გაიმეორა

მადრიდის „რეალი“ შინ „შახტართან“ 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:32

აგუერო ჩემპიონთა ლიგის 40-ანთა კლუბში გაწევრიანდა

სერხიო აგუერომ „პორტუსთან“ მატჩში გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

გუშინ, 23:29

გამარჯვების შემდეგ, ხოჭოლავა რეალის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა

ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარმა" სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხა.

გუშინ, 23:20

რეალის კატასტროფული შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე რამოსის გარეშე

კაპიტნის გარეშე, მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოიყურება.

გუშინ, 23:16

91% სიზუსტე, მოგებული დუელები - ხოჭოლავას დეტალური სტატისტიკა რეალთან

დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "რეალთან" დიდებული მატჩი ჩაატარა.

გუშინ, 23:08

როგორი შეფასება მიიღო დავით ხოჭოლავამ რეალის წინააღმდეგ?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:04

ხოჭოლავას დიდებული მატჩი რეალთან და სენსაციური გამარჯვება!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:00

პირველი დიდი სენსაცია! რეალი შინ შახტართან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ შინ „შახტართან“, 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:48

VIDEO: ვინისიუსმა გოლი მოედანზე შესვლიდან 15 წამში გაიტანა

"რეალისა" და "შახტარის" მატჩში ანგარიშ 2:3 გახდა. გოლი შეცვლაზე ახლად შემოსულმა ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა.

გუშინ, 22:21

VIDEO: წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი - მოდრიჩის ყუმბარა შახტარის კარში

"რეალისა" და "შახტარის" მატჩში ლუკა მოდრიჩმა გაიტანა და ანგარიში 1:3 გახადა.

გუშინ, 22:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10