» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება


მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მთელი თავისი კარიერა დაუთმო მშობლიურ კლუბს და აღსანიშნავია ის, რომ მხარეებს შორის იდილია ძალიან იშვიათად სუფევდა. კონფლიქტი "ბლაუგრანას" უფროსობასთან, უშუალოდ გუნდში არსებული განხეთქილება, სამწვრთნელო კარუსელი, ეს ყველაფერი არგენტინელისა და კატალონიელების თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან "ლურჯ-ბროწეულისფრები", მით უფრო აქტუალური ხდება ლეოს სხვა გუნდში გადასვლა. როგორც ვიცით, მშობლიური კლუბის დატოვების გადაწყვეტილება, "ასულგრანას" ლიდერის გონებაში უკვე მყარად ჩაჯდა. ფეხბურთელი აცნობიერებს, რომ ტიტანიკზე გაჩერება არ შეიძლება, რადგან ის თავის აისბერგს უკვე დიდი ხნის წინ შეეჯახა.

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

სამხრეთ ამერიკელისთვის ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრება "მანჩესტერ სიტი" და უნდა ითქვას, აღნიშნული ტრანსფერი გამოიყურება როგორც გარდაუვალი, კანონზომიერი და ლოგიკური გარემოება. "ქალაქელები" უკვე წლებია, რაც "კამპ ნოუს" 10-იანისთვის იდეალურ გარემოს ქმნიან.

2012 წლიდან "ლურჯების" სპორტულ დირექტორად მუშაობს ყოფილი "ბარსელონელი" და "უცხოპლანეტელისთვის" ნაცნობი ჩიკი ბეგირისტიანი. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის როლში კი ფერან სორიანოა, კიდევ ერთი "ბლაუგრანელი" და 33-წლის შემტევის კარგი მეგობარი.

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

ბევრის აზრით, ხოსეპ გვარდიოლას "ეტიჰადზე" მოსვლა, მესის ტრანსფერის ერთგვარი ოფიციალური ტიზერი იყო, ანუ ფეხბურთელის კატალონიიდან რეალურად წასვლის შემთხვევაში, მისი ახალი კლუბი უკვე ცნობილი ხდებოდა. რაც შეეხება პეპის პოზიციას ლეოს "ლურჯ-ბროწეულისფრებიდან" "სიტიში" გადმოსვლის შესახებ:

"მესი ბარსელონას ფეხბურთელია და მიმაჩნია, რომ მან კარიერა სწორედ ამ კლუბში უნდა დაასრულოს. ეს არის ჩემი სურვილი", - მანჩესტერელთა ტაქტიკოსს რეალურად უნდა არგენტინელის "ასულგრანაში" დარჩენა თუ ის უბრალოდ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ჯერჯერობით უცნობია.

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ლიონელი უკვე "ქალაქელებში" გადასვლასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე "კამპ ნოუზე" დარჩენასთან. ისტორიას რომ თავი დავანებოთ, "ლურჯები", როგორც კლუბი ხოსეპ ბართომეუს მიერ მმართველ კომპანიაზე ბევრად სტაბილურები და პერსპექტიულები არიან.

გვარდიოლას გუნდის წინაშე იდგა მხოლოდ ერთი პრობლემა - ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით მოკვეთის საშიშროება, თუმცა კლუბმა ეს საკითხიც მოაგვარა. სხვა შემთხვევაში კი "ბარსას" კაპიტანს "ეტიჰადზე" საკმაოდ ორგანიზებული და დალაგებული გარემო ელოდება, რაც მის ამჟამინდელ კლუბში უცხო ხილია.

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

სამხრეთ ამერიკელის ასაკიდან გამომდინარე, მის გონებაში ტრიალებს მხოლოდ ერთი რამ - კარიერის მიწურულს მინიმუმ კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგება. "ბლაუგრანას" 10-იანი აანალიზებს, რომ ამჟამინდელ გარემოში ამის გაკეთება იქნება რთული, რადგან გუნდი ხელახლა უნდა აშენდეს.

"მან სიტიში" კაპიტალური რემონტის აუცილებლობა არ არის, აქ ხომ ყველაფერი უკვე გამზადებულია და "უცხოპლანეტელი" აღნიშნულ გარემოში იქნება ის დარჩენილი ელემენტი, რითაც გუნდი ევროპაში ჩემპიონობას შეძლებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ: მანჩესტერელების შეტევა 33-წლის ლეგენდისა და კევინ დე ბრუინის პროდიუსირებით, ეს ყველაფერი კი პეპის დირიჟორობით.

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

"ჩემპიონთა ლიგა - განსაკუთრებული ტურნირია. ვოცნებობ ამ გათამაშების კიდევ ერთხელ მოგების შესახებ", - აცხადებდა მესი "ლივერპულის" ქამბექამდე რამდენიმე თვით ადრე. ლეომ კატალონიელებს მდგომარეობის გამოსასწორებლად მისცა უამრავი დრო, მაგრამ ახლა უკვე გვიანია.

"ქალაქელებს", "ლურჯ-ბროწეულისფრებისგან" განსხვავებით შეუძლიათ იმ ფეხბურთელების მოყვანა, რომელიც სწორედ არგენტინელზე იქნებიან მორგებულები. ამაზე იზრუნებს "ლურჯების" კატალონიური სელექცია ხოსეპის თაოსნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელსა და მის საყვარელ ტაქტიკოსს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

მიზეზი, რის გამოც მესის სიტიში გადასვლა გარდაუვალია - ტრანსფერი, რომელიც წლებია, რაც მწიფდება

"ეტიჰადელთა" სპეციალისტისთვის არაერთხელ უკითხავთ, იქნებოდა თუ არა მისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი ასეთი წარმატებული "ასულგრანას" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის, ხავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას გარეშე. ესპანელის პასუხი ყოველთვის ასე ჟღერდა: "მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი".

ერთი სიტყვით, 49-წლის ტაქტიკოსს მიეცა ძველი დროის გახსენების ბედნიერება, მართალია, კატალონიელი ფლეიმეიქერების გარეშე, თუმცა სამხრეთ ამერიკელი გენიოსით. "კამპ ნოუს" მკვიდრების 10-იანი "სიტიში" მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის განკუთვნილ იდეალურ გარემოს, პირენეელი სპეციალისტი კი ამ წარმატების მომასწავებელ მთავარ, ბოლო დეტალს.

გავიხსენოთ მესის ჰეტ-ტრიკი გვარდიოლას სიტის კარში



გამოკითხვა:

შეაფასეთ მესის შესაძლო ტრანსფერი სიტიში:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რეალს კაპიტანი კვლავ გამოაკლდა

ლა ლიგის ტურის გამორჩეული შეხვედრა ანდალუსიაში, "სევილიასა" და მადრიდის "რეალს" შორის შედგება.

დღეს, 02:56

რუმენიგე: "ნოიერი წითელი ღვინოს მსგავსადაა"

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამავე გუნდის მეკარეზე, მანუელ ნოიერზე საუბრობს.

დღეს, 02:53

"თავის გამოცდა ინგლისში მსურს" - ალეგრი პრემიერ ლიგაში მიდის?

ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი უკლუბოდაა.

დღეს, 02:50

ამ სეზონში მე-16! - მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

საფრანგეთის სახელით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე მეტოქეების რბევას განაგრძობს.

დღეს, 02:44

ყაზაიშვილი და კაშია სან ხოსეს ემოციურად დაემშვიდობნენ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვეს.

დღეს, 02:37

ყაზახეთის წლის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა!

ყაზახეთის ჩემპიონატის 2020 წლის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

დღეს, 02:32

ვაისი: "ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია"

საქართველო ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა 28 წლის ნახევარმცველზე ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

დღეს, 02:29

ყაზაიშვილის შემდეგ, სან ხოსე კაშიამაც დატოვა

ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ, "სან ხოსე" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 02:26

"მანჩესტერი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:49

უეფას ოცწლეულის საუკეთესო გუნდი ცნობილია

უეფამ ოცწლეულის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ისმის კითხვა - რა იყო აღნიშნულ დრიმ თიმში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი?

გუშინ, 23:41

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსე დატოვა

რამდენიმე დღის წინ, მოგახსენეთ, რომ ვაკო ყაზაიშვილსა და გურამ კაშიას გუნდში პრობლემები ჰქონდათ და მალე წავიდოდნენ.

გუშინ, 23:40

ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ფელიქსი გახდა

ლა ლიგაში გამოვლინდა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გამარჯვებული გახდა მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი, ჟოაო ფელიქსი.

გუშინ, 23:31

ESPN-მა წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა

ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა. ავტორიტეტული მედია-პლატფორმის ვერსიით გამარჯვებული

გუშინ, 22:57

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელიც დემბელეს არ ეშვება

ESPN-ის თანახმად, "ბარსელონას" შემტევს, ოსმან დემბელეს პრემიერ ლიგაში საკმაოდ სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 22:49

ვინ არის პრემიერ ლიგის ფავორიტი ბუკმეიკერების ვერსიით?

მორიგი საფეხბურთო თვის დასრულების შემდეგ, ბუკმეიკერებმა პრემიერ ლიგის მოგებაზე ახალი კოეფიციენტები წარადგინეს.

გუშინ, 22:35

კლოპი: "ნევილივით არასდროს მოვიქცევი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა გააკრიტიკა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი.

გუშინ, 22:26

რამდენად რეალურია მესის ტრანსფერი პსჟ-ში?

როგორც მოგეხსენებათ, პრესა უკანასკნელ პერიოდში ლიონელ მესის სახელს მოულოდნელად "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებს.

გუშინ, 21:20

ESPN-მა პოზიციების მიხედვით წლის საუკეთესო ნახევარმცველები დაასახელა

ESPN-მა პოზიციების მიხედვით მიმდინარე წლის საუკეთესო ნახევარმცველები დაასახელა. საუბარია ცენტრალური, შემტევი და ფლანგის ჰავბეკების

გუშინ, 21:13

ოფიციალურად: ნაპოლის სტადიონს მარადონას სახელი დაერქვა

ნეაპოლის მუნიციპალურმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ნაპოლის" სტადიონს სახელი გადაერქვა.

გუშინ, 21:05

მანჩესტერმა სოლსკიაერის შემცვლელი შეარჩია - Bild

Bild-ს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე-გუნარ სოლსკიაერის სავარაუდო შემცვლელი უკვე შეარჩია.

გუშინ, 20:57

ბელერინი: "არტეტას გაშვებაზე საუბარი უსამართლობაა"

არსენალის“ მცველმა, ექტორ ბელერინმა, მიკელ არტეტას შესაძლო გაშვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:36

ლევანდოვსკი: "ერთი მოგება საკმარისი არ არის, ბაიერნი ჯერ კიდევ მოწყურებულია"

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2019/20-სეზონის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:33

VIDEO: გრიზმანის ულამაზესი გოლი საუკეთესოდ დასახელდა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე ტურის საუკეთესოდ დასახელდა.

გუშინ, 19:28

ზიდანი: "თავს ხელშეუხებლად არასდროს ვგრძნობდი"

„სევილიასთან" მატჩის წინ, ზინედინ ზიდანი პრესისა წინაშე წარსდგა.

გუშინ, 19:22

სერია ა-ში ნოემბრის საუკეთესოდ რონალდუ დასახელდა

„იუვენტუსის“ შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ, სერია ა-ს ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 19:14

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს.

გუშინ, 19:00

120-წუთიანი ფინალი და პენალტები - გაგრა საქართველოს თასის გამარჯვებულია!

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს "გაგრა" და წყალტუბოს "სამგურალი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 18:50

ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ოლივიე ჟირუ დასახელდა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 18:32

"ამას მხოლოდ თავად მეტი გადაწყვეტს", - კუმანი ბარსელონას დროებით პრეზიდენტს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, კლუბის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლის, კარლეს ტულესის სიტყვებზე ისაუბრა.

გუშინ, 18:28

მწვრთნელები, რომლებიც პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ

ცნობილი გახდა იმ მწვრთნელების ვინაობა, რომლებიც პრემიერ ლიგაში ნოემბრის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ.

გუშინ, 18:15
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10