» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?


ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

უკანასკნელი ერთი კვირის მთავარი სიანფორმაციო სენსაცია - ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა. ფაქტია, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას, ყოველ შემთხვევაში თავად არგენტინელი იქცევა ამ გარემოების შესაბამისად. "ბლაუგრანას" მისამართით ისმის კითხვა: არსებობს თუ არა ცხოვრება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის გარეშე?

ვინ იცის, იქნებ, ლეოს წასვლა კატალონიელებისთვის არის არა დასასრული, არამედ ახალი დასაწყისი. პრაქტიკამ აჩვენა, ეს ფეხბურთელი არის გუნდის როგორც მთავარი ძალა, ისე აქილევსის ქუსლიც. ხოსეპ გვარდიოლას "ლურჯ-ბროწეულისფრებიდან" წასვლის შემდეგ, კაპიტანი გუნდისთვის ერთგვარ ნარკოტიკად იქცა.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

"ასულგრანაში" სამხრეთ ამერიკელის მიმართ დამოკიდებულების შემსუბუქებას ცდილობდა ლუის ენრიკე, თუმცა ამაოდ. მისი საქმის გამგრძელებლებმა, ერნესტო ვალვერდემ და კიკე სეტიენმა კი "კამპ ნოუზე" დამკვიდრებული სენი აბსოლუტში აიყვანეს. ბევრის აზრით, ლეგენდარულ 10-იანზე დამოკიდებულებაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა.

როდესაც "უცხოპლანეტელი" ფორმაშია, იგივე რიტმში არის "ბარსელონაც", თუმცა როდესაც ის ცუდ ფეხზე დგება, გუნდი უბრალოდ განწირულის როლში გვევლინება. "ბლაუგრანა" 33-წლის შემტევის ჯადოქრობის გარეშე იმდენად ქმედუუნაროა, რომ ხშირ შემთხვევაში მატჩის მოსაგებად მეტოქის შეცდომებიც არაა საკმარისი.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

მესი არის ფეხბურთელი, რომელიც კატალონიელებისთვის დებს შედეგს, თუმცა ზედმეტად მაღალ ფასად. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში, ლეოს არავინ გაამტყუნებდა, მაგრამ ფაქტია, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ბოლო ტრიუმფალური მსვლელობა 2015 წლით თარიღდება.

დიახ, უკვე ხუთი წელია, რაც "ასულგრანა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ვარდება, თანაც მაქსიმალურად სასირცხვილო სცენარით. ანუ უკვე ხუთი სეზონია, რაც არგენტინელს ჩვეულებრივი ადამიანის რეჟიმი აქვს ჩართული. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "კამპ ნოუზე" მომუშავე თავკაცებს არ ჰქონდათ შემუშავებული ერთგვარი გეგმა ბ.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

რას ნიშნავს ეს, უკეთ აგიხსნით - ლიონელი დღეს ფორმაში არ არის? ოკ, ვცვლით ტაქტიკას, შემოგვყავს ახალი ფეხბურთელები და ერთი სიტყვით, ვაკეთებთ ყველაფერს მოსაგებად. "ბარსას" ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი სამაგალითო ტაქტიკოსი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტია, გუნდის კაპიტნის მიმართ დამოკიდებულების მოშორებას ის პირველივე დღიდან შეუდგა.

ნიდერლანდელი "ბლაუგრანაში" დაბრუნდა ავტორიტეტების დამხობის პოლიტიკით და მის რეფორმებს ნელ-ნელა ეწირება როგორც სამხრეთ ამერიკელი ლიდერი, ისე მისი საუკეთესო მეგობარიც, ლუის სუარესი. არსებობს მოსაზრება, კატალონიელთა 10-იანისთვის ბოლო წვეთი იყო არა 2:8, არამედ მისი პარტნიორის ტრანსფერზე დაყენება.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

"უცხოპლანეტელმა" "ლურჯ-ბროწეულისფრების" დამრიგებელი ურუგვაელის დატოვებაზე ვერ დაიყოლია, მეტიც, მან თავადაც იგრძნო ხელშეუხებლობის სტატუსის მოხსნა. მოკლედ, ჯერ ჰოლანდიელმა გადაწყვიტა მტკიცედ 33-წლის შემტევის გაადამიანება და უკვე შემდეგ, გაადამიანებულმა მოთამაშემ "ასულგრანადან" წასვლა.

არაა გამორიცხული, მესისა და "კამპ ნოუს" ცენტრფორვარდის გარდა, 57-წლის დამრიგებლის რეფორმებს შეეწიროს ძველი გვარდიის კიდევ ორი წარმომადგენელი - ხერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი. არტურო ვიდალსა და ივან რაკიტიჩზე საუბარიც არ ღირს, ისინი კუმანისთვის გადასამუშავებელი მასალა არიან.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

ნიდერლანდელი კონცენტრირებულია "ბარსელონას" შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე და ვეტერანები მის პროექტში არიან რეზერვისტები ან წამსვლელები. გზა ხსნილია მათთვის, ვინც რონალდის ხედვას არ იზიარებს. 2020-2021 წლის სეზონში "ბლაუგრანას" რიგებში აუცილებლად ვიხილავთ რამდენიმე ახალ სახეს.

საუბარია არა ტრანსფერებზე, არამედ პირველ რიგში "ლა მასიელების" მთავარ გუნდში გადმოყვანაზე. კატალონიელი გულშემატკივრები უკვე ვარაუდობენ, რომ ახალ სეზონში მოწინავე როლში იქნება ანსუმანე ფატი, რომელიც ამ დროისთვის გუნდის ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის სტატუსით სარგებლობს.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება - "ლურჯ-ბროწეულისფრების" დამრიგებელი დააბრუნებს ფილიპე კოუტინიოს და მას გამოიყენებს "ლივერპულურად", ანუ ისე, როგორც საჭიროა. ცნობისთვის, ჰოლანდიელმა უკვე აღნიშნა, ანტუან გრიზმანი და ფრენკი დე იონგი თავიანთ ჩვეულ პოზიციებზე დადგებიან.

რას ნიშნავს ეს? ფრანგი მადრიდის "ატლეტიკოში" დატვირთული იყო "ასულგრანას" სამხრეთ ამერიკელი ცხრიანის ფუნქციებით, ნიდერლანდელი ამსტერდამის "აიაქსში" კი კატალონიელი ჩამშლელის. ყველაფერი ლოგიკურია, აღნიშნული ორი ვეტერანი ხომ 57-წლის თავკაცის შავ სიაში ფიგურირებს.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

"კამპ ნოუს" თავდასხმასა და ნახევარდაცვაში უკვე გავერკვიეთ, თუმცა რა ხდება დაცვაში, სადაც ყველაზე მეტ პრობლემას ვაწყდებით. უკანახაზში ვერ შეხვდებით გრიზმანის, კოუტინიოსა და დე იონგის ტიპის მოთამაშეებს, რომლებსაც აქამდე უბრალოდ არასწორად იყენებდნენ, კუმანს ზუსტადაც კაპიტალური რემონტის გაკეთება სჭირდება.

თავად განსაჯეთ - ხერარდ პიკე და ხორდი ალბა, ფეხბურთელები, რომელთა საუკეთესო წლები გასულ დეკადაში დარჩა. სამუელ უმტიტი, კლემან ლანგლე, ნელსონ სემედო, სერხი რობერტო (გეყოფათ "პარი სენ-ჟერმენის" კარში გოლით ვაჭრობა), მართალია, ისინი არიან ახალგაზრდები, მაგრამ "ბარსას" დონისთვის შეუფერებლები.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

ასეთი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" დაცვის ხაზში კიდევ ბევრია. ერთი სიტყვით, ნიდერლანდელი დამრიგებელი წარუძღვება გუნდის პოსტ-ლეომდელ სატესტო ვერსიას. დიახ, ბევრისთვის არგენტინელსა და კატალონიურ კლუბს შორის დგას ტოლობის ნიშანი, მაგრამ თეორიულად, გადარჩენის შანსი მართლაც არსებობს.

ის, რაც ბარსასგან აპოკალიფსის შემდეგ დარჩება - არსებობს თუ არა ცხოვრება მესის გარეშე?

გამოკითხვა:

არსებობს თუ არა ბარსელონასთვის ცხოვრება მესის გარეშე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: მილანმა ნახევარმცველი დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" გაძლიერება დაიწყო და ნახევარმცველი დაიმატა.

დღეს, 01:51

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 01:42

რონალდუ: "ბავშვებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი"

ტურინის "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

დღეს, 01:37

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას "ტობოლთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

დღეს, 01:33

"ღიმილით ვარჯიშობს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:31

კლოპი გადაწყვეტილებას აპროტესტებს: "ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასე არ შეიძლება"

გადაწყვეტილება "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააპროტესტა.

დღეს, 01:26

გვარდიოლა: "სტერლინგი ამის გარეშეც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"ბრაიტონთან" მოგებულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.

დღეს, 01:21

ფლიკი: "მთელი ბაიერნი წნეხის ქვეშაა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

დღეს, 01:18

ინგლისელი ფეხბურთელი: "ორივეს წინააღმდეგ ვითამაშე და ნეიმარიც და მბაპეც რობოტები არიან"

"დიჟონის" ინგლისელი მცველი ჯონათან პანცო ნეიმარსა და მბაპეზე საუბრობს და ორივე ფეხბურთელს აქებს.

დღეს, 01:14

ფერგიუსონი: "საბედნიეროდ, უკვე პენსიაზე ვიყავი, როცა ბოლო ორი წელი ლივერპულის თამაშს ვუყურებდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:52

სეზონის ბოლომდე გრანტი, შემდეგ კი ტუხელი - ჩელსიში ლამპარდის დღეები დათვლილია?

"ჩელსის" ექს-მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა შესაძლოა ლონდონური კლუბი კიდევ ერთხელ გაწვრთნას.

გუშინ, 23:19

"ტალანტებს არ იყენებს", - რივალდომ კუმანი შეაქო, ზიდანი კი გააკრიტიკა

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა რონალდ კუმანი შეაქო, ზინედინ ზიდანი კი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:57

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:41

"ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლებში", - ნეიმარმა თავისი მთავარი ღირსება გაამხილა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი ვაჟკაცობას მიიჩნევს თავის მთავარ ღირსებად.

გუშინ, 22:36

VIDEO: ლეო მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით დაკავდა

"ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით არის დაკავებული.

გუშინ, 22:29

"მანჩესტერი ლივერპულის დონეზე არ არის", - პოგბას მოულოდნელი განცხადება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდი "ლივერპულს" შეადარა.

გუშინ, 22:20

"ჯერ დედა, შემდეგ მამა", - რონალდოს მშობლებს კორონავირუსმა შეუტია

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, რონალდომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:15

"სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემბელემ გუნდის მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შეაქო.

გუშინ, 21:56

ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას გეგმავს

"ინტერის" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას აპირებს.

გუშინ, 21:53

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა შეთანხმდნენ, ტრანსფერი მალე დაიხურება!

"მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" მცველ ერიკ გარსიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გუშინ, 21:48

ტოტენჰემის პრეზიდენტმა დელე ალის პსჟ-ში ტრანსფერი დაბლოკა

"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ დელე ალის "პსჟ"-ში ტრანსფერი დაბლოკა.

გუშინ, 21:45

ზიდანი: "ეს ჩაფლავება არ არის, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბილბაოსთან" მარცხზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:41

"ბავშვობაში ფერნანდო ტორესი მომწონდა", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემებელემ მადრიდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:36

"მეუბნებოდნენ, რომ რეალი მცველების სასაფლაოა", - პეპეს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

პეპემ გაიხსენა, როგორ უჭირდა რეალში ცხოვრებასთან შეგუება იქამდე, სანამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე...

გუშინ, 21:28

კურტუა რეალის ესპანეთის სუპერთასიდან გავარდნას გამოეხმაურა

"რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 21:23

ჯორდანის გამოსახულება ეიფელის კოშკის ნაცვლად - პსჟ ლოგოს იცვლის

როგორც ცნობილი გახდა, მომავალ სეზონში "პსჟ"-ს ფორმას უჩვეულო საკლუბო ლოგო დაამშვენებს.

გუშინ, 21:00

ოზილი ცალი ფეხით ახალ კლუბშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

"არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჯერჯერობით ჭიანურდება.

გუშინ, 20:51

მანჯუკიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს - იტალიელი ჟურნალისტი

"იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი "მილანში" გადასვლასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:46

ვინ გახდება ბარსელონას პრეზიდენტი? - 3 ოფიციალური კანდიდატი ცნობილია

"ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის მებრძოლი სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა.

გუშინ, 20:43

ინტიმური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, დროგბამ ცოლთან დაშორება დაადასტურა

"ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა.

გუშინ, 20:34
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10