ავტორიზაცია

რატომ არ შედგა უეფას სუპერთასის მატჩი დინამოსა და ლივერპულს შორის?

რატომ არ შედგა უეფას სუპერთასის მატჩი დინამოსა და ლივერპულს შორის?
თარიღი 24 Sep 2020, 22:47
1981 წელს "ლივერპული" დაეუფლა ჩემპიონთა თასს, თბილისის "დინამო" კი თასების მფლობელთა თასს, თუმცა უეფას სუპერთასის მატჩი მათ შორის არ ჩატარებულა.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, მერსისაიდელები და ქართველები ვერ შეთანხმდნენ შეხვედრის ჩატარების თარიღზე, როგორც მიუნხენის "ბაიერნი" და "მაგდებურგი", 1974-ში.

"ლურჯ-თეთრებს" აწყობდათ აგვისტო, თუმცა "წითლებს" იმ დროს დაგეგმილი ჰქონდათ ამერიკული ტურნე, რომელიც კომერციული თვალსაზრისით სუპერთასზე მომგებიანი იქნებოდა.

"სქაუზერები" ითხოვდნენ ზამთარში თამაშს, თუმცა აღნიშნული გარემოება უკვე ნოდარ ახალკაცის შეგირდებისთვის იყო მიუღებელი.

საქმე ისაა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობდა გაზაფხული-შემოდგომას ფორმატით, ზამთარში კი "დინამო" მოუმზადებელი იქნებოდა.

როგორც ვხედავთ, სუპერთასის მონაწილე გუნდები იმ დროს გამართვის თარიღის შესახებ თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას.