» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა


არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე, კერძო თვითმფრინავი, რომელშიც იჯდა ლიონელ მესის მამა, ხორხე ბარსელონას აეროპორტ ელ-პრატში დაეშვა. 30 წუთის შემდეგ, არგენტინელმა ჩაიარა ჟურნალისტების პირისპირ და ცხადია, იმ მომენტში უამრავმა კითხვამ გაიჟღერა.

"არაფერი ვიცი, უბრალოდ ფაქტია, ლეოს დარჩენის საკითხის მოგვარება რთული იქნება. ჯერჯერობით არავისთან მისაუბრია, მათ შორის არც გვარდიოლასთან, მან სიტიში ტრანსფერის შესახებ", - განაცხადა "ბარსელონას" კაპიტნის მამამ. ფანებს იმედი ჰქონდათ, რომ გარდატეხა მოხდებოდა ხოსეპ მარია ბართომეუსთან შეხვედრის შემდეგ, მაგრამ არა.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

ფუჭად დახარჯული 90 წუთი

სამხრეთ ამერიკელისა და კატალონიელის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, პრესამ გაავრცელა საკმაოდ საინტერესო, უცნაური ინფორმაციაც კი - ავტომობილი, რომელშიც არ იჯდა "ბლაუგრანას" პრეზიდენტი მიუახლოვდა 62-წლის აგენტის სახლს. მანქანიდან არავინ გადმოვიდა, ცოტა ხანში კი ავტომობილი საერთოდ წავიდა.

რას ნიშნავდა ეს, არავინ იცის. არსებობს მოსაზრება, რომ ესპანელმა ხორხეს ერთგვარი მზადყოფნისკენ მოუწოდა. რაც არ უნდა იყოს, შეხვედრა მაინც შედგა, რომელშიც არგენტინელი მშობელისა და აგენტის გარდა, სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის ინტერესებს იცავდა მისი ძმა, როდრიგო, ხავიერ ბორდასი და იურისტი, ხორხე პეკური.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა - 57-წლის პრეზიდენტმა კატალონიელთა ათიანის სანაცვლოდ 700 მილიონი ევროს მიღების გეგმას არ გადაუხვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უფროსმა მესიმ ჟურნალისტებს განუცხადა: "ლეო არ რჩება". მოკლედ, ლეგენდარული მოთამაშის მომავალი კვლავ ბუნდოვანია.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

ჯიუტი პრეზიდენტი

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "უცხოპლანეტელს" შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, რომელიც გათვლილი იქნებოდა 2023 წლამდე. ცნობისთვის, "ასულგრანა" 33-წლის მოთამაშესთან ახალი კონტრაქტის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა.

საინტერესო ფაქტი - ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდიდან უფასოდ წასვლის პუნქტი, "კამპ ნოუს" ბინადრებმა ძალაში დატოვეს. როგორც ვხედავთ, კლუბი კვლავ იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. "ბარსას" ახალი ფორმის რეკლამაში ცენტრალურ როლს თამაშობს სწორედ მესი და ცნობისთვის, პრეზენტაციაზე ლუის სუარესს ვერ იხილავთ.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

უკვე ლეოც შეეგუა ფაქტს, ურუგვაელის დღეები "ბლაუგრანაში" დათვლილია და უდიდესი ალბათობით ის წავა კრიშტიანუ რონალდუსთან, ტურინის "იუვენტუსში". იგივე რამ გააკეთა კატალონიელთა კიდევ ერთა მოთამაშემ, არტურ მელომ, მაგრამ საეჭვოა, რომ არგენტინელი მასაც მისტიროდეს.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

ჯიუტი, ამჯერად უკვე ფეხბურთელი

Marca-ს თუ დავუჯერებთ, ლიონელი არც განიხილავდა "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დარჩენის საკითხს, მამამისი კი თანამშრომლობის მშვიდობიანად დასრულებისთვის ჩამოვიდა. იმ შემთხვევაში, თუ "ასულგრანა" მაინც არ დათანხმდება თავისი კაპიტნის უფასოდ გაშვებას, მას იმედი ექნება, რომ იგივე მანჩესტერული კლუბი ეცდება ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

რთული მისახვედრი არ არის, 700 მილიონი ევროს ერთ ფეხბურთელში გადახდა, თუნდაც ლეგენდარულ სამხრეთ ამერიკელში, "ქალაქელებისთვისაც" კი არარეალურია. "კამპ ნოუს" მკვიდრების 10-იანი არ გამოცხადდა სამედიცინო შემოწმებასა და პირველ ვარჯიშზე, მაგრამ ის კვლავ რჩება მის თანაგუნდელებისგან შემდგარ WhatsApp-ის ჩატში.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "უცხოპლანეტელის" გულში ჯერ კიდევ დარჩენილია ნაპერწკალი, დრო გვიჩენებს. ფაქტია, ბოლო პერიოდში მისი წასვლა ისეთი გარდაუვალი აღარ არის, როგორც ერთი კვირის წინ. არსებობს მოსაზრება, 33-წლის მოთამაშე რონალდ კუმანის გუნდში ერთ სეზონს მაინც გაატარებს.

სწორედ 2021 წლის ზაფხულში წავა მესი უფასოდ, თუმცა აღნიშნული გარემოება უკვე უშუალოდ "ბარსელონას" არ აწყობს. თავად განსაჯეთ - სამყაროში, სადაც პირობითი მარკუს რაშფორდი ფასდება მინიმუმ 100 მილიონად, როგორ შეიძლება ლეოს ფინანსური სარგებლის გარეშე გაშვება?

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

ერთი სიტყვით, არსებობს ორი ვარიანტი - "ბლაუგრანა" გულშემატკივრებს უკეთებს საოცნებო საჩუქარს და არგენტინელს იტოვებს ერთი სეზონით, თუმცა ერთი წლის შემდეგ, უშვებს უფასოდ ან ყიდის მას ახლა, მაგრამ 700 მილიონზე დაბალ, ადეკვატურ ფასში. მოკლედ, დაველოდოთ ლიონელისა და კატალონიელების შოუს ახალ სერიას.

არაფრისმომცემი შეხვედრა, რომელზეც მესის დარჩენის შანსი მაინც გაჩნდა

გამოკითხვა:

ჩამოთვლილი ორი ვარიანტიდან, რომელი გირჩევნიათ?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფარაონი ევროპაში ბრუნდება! ელ შაარავი კარიერას ყოფილ გუნდში გააგრძელებს

„შანხაი შენხუას“ იტალიელი შემტევი, სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნებასთან არის ახლოს.

დღეს, 23:45

დიეგო მარადონას ექიმს მისი ხელმოწერების გაყალბებაში ედება ბრალი

ექიმ ლეოპოლდო ლუკეს, რომელიც დიეგო მარადონას მკურნალობით იყო დაკავებული, მაქინაციებშია ბრალდებული.

დღეს, 23:40

VIDEO: გოლი 96 მეტრიდან! ინგლისის ლიგა 2-ის მეკარემ სასწაული ჩაიდინა

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადარი "ნიუპორტ ქაუნთის" მეკარე, ტომ კინგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

დღეს, 23:38

მესის გარეშე! EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

დღეს, 23:35

დავა გრძელდება - ბარსელონას სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ სურს

"ბარსელონას" გუნდის ექს-მწვრთნელ კიკე სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

დღეს, 23:28

მოურინიო: "ჩემი რეკორდების დამხობა ძალიან რთული იქნება"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ლივერპულის" საშინაო წაუგებელი სერიის შეწყვეტას გამოეხმაურა:

დღეს, 22:36

"კლოპი ცდება, როდესაც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებს", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, იურგენ კლოპს ერთგვარი პასუხი გასცა:

დღეს, 22:28

"ბრუნოს გადმოსვლამდე, მანჩესტერი ჩელსის კონკურენტიც კი არ იყო", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 22:15

ანჩელოტი: "მჯერა თუ არა პირლოსი, როგორც მწვრთნელის?"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისუბრა თავისი ყოფილი შეგირდის, ანდრეა პირლოს შესახებ:

დღეს, 22:06

"მანჯუკიჩის ათვალწუნება - იუვენტუსის დიდი შეცდომაა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დღეს, 21:56

ვერონი: "დიბალას მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

დღეს, 21:47

"მალდინისა და ბარეზის მსგავსი ლიდერი მილანს ახლაც ჰყავს", - ვეა

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ ვეამ თავისი ექს-გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 21:36

"მანჩესტერს ამჯერად დავამარცხებთ", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 21:24

რამდენად რეალურია სალაჰის ლივერპულიდან წასვლა?

The Athletic-მა, "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 21:14

კლოპი: "ტიაგოს შესახებ სეზონის ბოლოს ისაუბრეთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 21:05

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!

Sky Sports-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად

დღეს, 20:57

მიზეზი, რის გამოც ალეგრი ჩელსის მწვრთნელად აღარ განიხილება

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი გათავისუფლებასთან არის ახლოს.

დღეს, 20:48

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

დღეს, 20:37

დიეგო კოშტამ პირველი შეთავაზება უკვე იუარა - AS

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტია.

დღეს, 20:28

მანჩესტერ იუნაიტედმა ვან დე ბეკის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - ESPN

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ვან დე ბეკის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 20:18

"ფულს მე არ ვხარჯავ, მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევი", - კლოპი ტრანსფერებზე

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამ ზამთარს შემადგენლობის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა.

დღეს, 20:11

ალეგრი სიაში არ არის - ჩელსიმ ლამპარდის შემცვლელად მთავარი და სათადარიგო ვარიანტები შეარჩია

"ჩელსი" ეძებს სპეციალისტს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის ჩანაცვლებას მოახერხებს.

დღეს, 20:06

ზიდანის ასისტენტი: "რეალის თითოეული მარცხი ბევრ კრიტიკას იწვევს"

"რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ასისტენტმა ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.

დღეს, 19:58

"სულელი არ ვარ", - ლამპარდი ჩელსიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა შესაძლო გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:51

ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია.

დღეს, 19:40

ლაციომ დაიმატა აფრიკელი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია

"ლაციომ" კოტდ'ივუარელ ლარსონ კულიბალისთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 19:32

"ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ", - მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა

"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილმა ფორვარდმა, არკადიუშ მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა.

დღეს, 19:24

პრობლემები სიტიში! ქალაქელთა ლიდერი 6 კვირას გამოტოვებს

„ასტონ ვილასთან“ გამართულ მატჩში „მან.სიტის“ ლიდერმა ტრავმა მიიღო.

დღეს, 18:12

"3-4 იჯარის შემდეგ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ბიზნესია", - ჩელსის ექს-ფეხბურთელი

ნახევარმცველმა ლუკას პიაზონმა, რომელიც „ჩელსიდან“ „ბრაგაში“ გადავიდა, „ლურჯების“ იჯარების სისტემაზე ისაუბრა.

დღეს, 18:04
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10