» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

სოსო ფრუიძე: "ჩიხურა" "ბურსას" სივრცეებს არ გაუხსნის"



მოგეხსენებათ, გასულ ხუთშაბათს "ჩიხურა" "ევროპის ლიგის" ეგიდით თურქეთის ქალაქ ბურსაში, ადგილობრივ "ბურსასპორს" დაუპირისპირდა. თუქულ-ქართული ჯახი უგოლო ფრით დასრულდა, რაც უდიდესი წარმატებაა საჩხერული კლუბისთის. განმეორებითი შეხვედრა 24 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დღეს, "ჩიხურის" მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ, ამ ყოველივესთან დაკავშირებით ექსკლუზიურად GOAL.GE-სთვის ისაუბრა. - ბატონო სოსო, პირველ რიგში რა კომენტარს გააკეთებთ თურქეთში გამართულ მატჩთან დაკავშირებით? - "ბურსასპორი" ძალიან კარგი გუნდია და ეს ისედაც ვიცოდით. მაგრამ, თამაშის დღეს ამაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა არა მარტო მათმა თამაშმა, არამედ თვითონ თავიანთი საქმისადმი მიდგომამ. კონკრეტულად იმას ვგულისხმობ, რომ ის ბაზა, ის ინფრასტრუქტურა, რაც მათ გააჩნიათ იძლევა იმის საშუალებას, რომ გუნდი კარგად მოემზადოს და მაღალ დონეზე ითამაშოს. მათ აქვთ ძალიან კარგი მოედანი და უკვე მიმდინარეობს მეორე, უფრო სერიოზული, არენის მშენებლობა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მათ ვუთხარი, რომ მე ლამაზ თამაშს არ გპირდებით, მაგრამ ჩვენ მარტივად არაფრის დათმობას არ ვაპირებდით, შესაბამისად, იქნებოდა დიდი ბრძოლა და დაძაბულობა. შემდეგ კი, ყველაფერი თამაშში გამოჩნდა. რამდენიმე მომენტში ნამდვილად გადავრჩით, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი თამაშითაც შეგვეძლო იმ მატჩის მოგება. ამ მხრივ გამოსარჩევია მომენტი, რომელიც შეხვედრის მიწურულს შეგვექმნა. მისი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდაც დაგვემთავრებინა თამაში. - მოელოდით თუ არა ამ შედეგს? - მინდა გითხრათ, რომ იმ გუნდში, სადაც ფეხბურთელები ერთ გუნდად არიან შეკრულები და ბრძოლისუნარიანობა მაღალია, ასეთ შედეგზე ფიქრი შეიძლება. ჩვენ კარგად ვიცოდით, თუ რამხელა კლასი ჰქონდა "ბურსას" თითოეულ ფეხბურთელს და რა სისწრაფეებზე ანხორციელებდნენ ისინი შეტევებს. მაგრამ, თამაშისთვის სწორი ტაქტიკა ავარჩიეთ, ჩემმა ფეხბურთელებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ შედეგის მისაღწევად. - თქვენ პირველი მატჩი მეორე ნომრად ითამაშეთ. რა სტილში აპირებთ მეორე მატჩში თამაშს? - წეღანაც ვთქვი, რომ "ბურსა" ძალიან სწრაფად უტევს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სისულელეა ამ გუნდს მისცე სივრცეები. ჩვენ ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებთ. - რა სიტუაციაა გუნდში ჯანმრთელობის მხრივ? გამოვა თუ არა გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით მოედანზე ხუთშაბათს? - ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ფეხბურთელებში დიდი არჩევანი არ გვაქვს. მეკარეების გარდა, სულ 11-12 კაცზე ვართ ორიენტირებული, რადგან მათ გარდა გუნდში არიან ადგილობრივი ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც "უმაღლეს ლიგაში" თამაშის არანაირი გამოცდილება არ აქვთ, "ევროპის ლიგაზე" რომ აღარაფერი ვთქვათ. მინდა გითხრათ, რომ გუნდში არის მიკრო ტრავმები, მაგრამ არამგონია ამ ფაქტორმა ხელი შეგვიშალოს საბრძოლო შემადენლობის გამოყვანაში. გაირკვა თუ არა გაბედავას საკითხი? დააკლდება იგი გუნდს ყვითელი ბარათის გამო? - ჩვენ უეფაში გავგზავნეთ წერილი ამასთან დაკავშირებით და, საბედნიეროდ, გაბედავა "ბურსასთან" ითამაშებს. მას ორი ყვითელი ბარათი აქვს და ერთი ბარათი აშორებს დისკვალიფიკაციამდე. - წინასამატჩო ინფორმაციით თბილისში 3000 გულშემატკივარი აპირებს მატჩზე ჩამოსვლას, თქვენ რა თქმა უნდა არ გინდათ მეორე მატჩიც გასვლაზე ითამაშოთ. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? - ისევე როგორც თქვენ, მეც ეგრე ვიცი, რომ 3000 კაცი აპირებს თბილისში ჩამოსვლას. ისე უყვართ მათ თავიანთი გუნდი და, ზოგადად, ფეხბურთი, არაა გამორიცხული უფრო მეტიც ჩამოჰყვეს "ბურსას". რაც შეეხება ადგილობრივი გულშემატკივრების მობილიზებას, მე საქმის ყურში არ ვარ და ადგილობრივმა მედია ოფიცერმა უფრო კარგად იცის ეს. კახა ყიფიანი საჩხერედან, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფოტო: რითი იყო დაკავებული ბეილი ჩელსისთან მატჩის მიმდინარეობისას?

მოგეხსენებათ, "ტოტენჰემმა" ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე "ჩელსი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

დღეს, 19:09

ლამპარდს ჰკითხეს, არის თუ არა რუდიგერი ახლოს წასვლასთან

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს, გუნდიდან ანტონიო რუდიგერის შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს.

დღეს, 17:26

ჰადსონ-ოდოის ჩელსიში დარჩენა აღარ უნდა და სასურველი კლუბი შეარჩია

„ჩელსის“ ვინგერი გუნდიდან წასვლისთვის ემზადება.

დღეს, 17:23

რაჯა ინტერს ტოვებს და ყოფილ კლუბს უახლოვდება

ბელგიელი ნახევარმცველი „ინტერს“ 12 მილიონ ევროს დატოვებს

დღეს, 17:18

დუგლას კოსტამ პრემიერ ლიგის გუნდს უარი უთხრა - არადა, ტრანსფერი შეთანხმებული იყო

„იუვენტუსის“ შემტევმა, დუგლას კოსტამ, პრემიერ ლიგის კლუბს უარი უთხრა.

დღეს, 17:06

"ჩემს გეგმებში კი შედის, მაგრამ...", - კუმანმა დემბელეს წასვლა არ გამორიცხა

ბოლო პერიოდში, უსმან დემბელეს „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე უფრო და უფრო მეტი იწერება.

დღეს, 16:53

"ვთქვი ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი", - მესი სუარესთან გამოსამშვიდობებელ პოსტზე

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, ლუის სუარესის წასვლაზე მიძღვნილი პოსტი განმარტა.

დღეს, 16:48

ოფიციალურად: აზარმა მორიგი ტრავმა მიიღო - მისი მონაწილეობა კლასიკოში საეჭვოა

მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:30

"უბრალოდ გავერთეთ", - მოურინიომ და ლამპარდმა საკუთარი სიტყვიერი შეკამათება შეაფასეს

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ფრენკ ლამპარდთან მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:07

"უბრალოდ ვერ ვიჯერებდი", - დონი ვან დე ბეკის აგენტი მანჩესტერს უკვე აკრიტიკებს

„მან.იუნაიტედის“ ახალწვეულის, დონი ვან დე ბეკის აგენტმა საკუთარი კლიენტის სათამაშო დროით უკმაყოფიელბა გამოთქვა.

დღეს, 15:58

ფლიკი: "გვაქვს შანსი, საკუთარი ძალები გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ მოვსინჯოთ"

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ გასამართ სუპერთასზე ისაუბრა.

დღეს, 15:55

ლამპარდმა ახალი გოლკიპერის დებიუტი შეაფასა

ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ედუარდ მენდის თამაში შეაფასა, რომელსაც გუშინ დებიუტი ჰქონდა.

დღეს, 15:52

მანჩესტერ იუნაიტედი თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებისთვის ორ ვარიანტს განიხილავს

მადრიდის „რეალის“ სერბმა თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა, კარიერა შესაძლოა „მან.იუნაიტედში“ გააგრძელოს.

დღეს, 15:33

პსჟ-ს დიეგო კოშტა სურს, თუმცა ერთ პრობლემას წააწყდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი, დიეგო კოშტა, შესაძლოა „პსჟ-ში“ გადაბარგდეს.

დღეს, 15:30

[VIDEO] დაიერი საპირფარეშოში გაიქცა მაინც - 5 ვარსკვლავი, რომელმაც მოედანზევე მოისაქმა

ლონდონელი მეზობლების, "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" შეხვედრის მთავარი ჰაილაითი გამოდგა არა გატანილი გოლები ან პენალტების სერია,

დღეს, 15:26

[VIDEO] მეკარის ავტოგოლი და 7:6 პენალტებში - გავიხსენოთ გერმანიის სუპერთასზე მომხდარი დრამა

მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირებებში უდავოდ გამორჩეულია 2017 წლის გერმანიის სუპერთასის მატჩი.

დღეს, 14:28

რა შედეგით წავიდა ლევანდოვსკი დორტმუნდიდან?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლამდე, დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა.

დღეს, 14:15

დღეს, ბაიერნსა და დორტმუნდს შორის ანგარიში გახდება 4:3, თუმცა საკითხავია ვის სასარგებლოდ

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის სუპერთასის ფარგლებში

დღეს, 14:08

კინი ემიუს შესახებ: "როცა კრისტალ პალასი და ბრაიტონი ასე მარტივად გიტევს, ცუდის ნიშანია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა თავისი ექს-გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:54

ოფიციალურად: ჩელსიმ ბარკლი გაუშვა

ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა, გუნდის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, როს ბარკლიმ სხვა კლუბს მიაშურა.

დღეს, 13:47

მოურინიო ლამპარდს: "მეტი სიმშვიდე გმართებს"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიხსენა:

დღეს, 13:40

ყველაზე დაცული ნარდი ევროპაბეთზე

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“.

დღეს, 13:06

დეპაის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, ბარსა კიდევ ერთი მოთამაშის დამატებას ეცდება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" უკვე რამდენიმე თვეა დაინტერესებულია ლიონის "ოლიმპიკის" ლიდერით, მემფის დეპაით.

დღეს, 13:01

3 მიზეზი, რის გამოც კუმანმა დემბელე ტრანსფერზე დააყენა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს თავისი პრობლემური შემტევის, ოსმან დემბელეს გასხვისებას.

დღეს, 12:54

კურიოზი ქალაქურად: სიტიში დიაშის ნაცვლად კულიბალის ელოდნენ [ფოტოები]

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ლისაბონის "ბენფიკადან" 68 მილიონ ევროდ იყიდა ცენტრალური მცველი, რუბენ დიაში.

დღეს, 12:46

მიზეზი, რის გამოც კოშტას პრემიერ ლიგაში გადასვლა ჩაიშალა

Tuttosport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევის, დუგლას კოშტას პრემიერ ლიგაში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

დღეს, 12:34

"მანჩესტერს ბრაიტონთან 1:7 უნდა წაეგო", - ვან დე ბეკის აგენტი

დონი ვან დე ბეკის აგენტმა, შაკ სვარტმა გააკრიტიკა თავისი კლიენტის ამჟამინდელი გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი":

დღეს, 12:27

ლემარს ეპატიჟება ერთ-ერთი გრანდი, თუმცა მხოლოდ სათადარიგოთა სკამისთვის

Sport Bild-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევს, ტომას ლემარს საკმაოდ სერიოზული და საინტერესო მსურველი ჰყავს.

დღეს, 12:13

ბაიერნმა სანე დაკარგა

მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, გუნდის შემტევი, ლეროი სანე ტრავმირებულია და ორ კვირას გამოტოვებს.

დღეს, 12:04

ზიდანი: "აზარს სერიოზული პრობლემები ჰქონდა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა თავისი ტრავმატული შეგირდის, ედენ აზარის შესახებ:

დღეს, 11:51
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10