ავტორიზაცია

ვოლფსბურგის ნახევარმცველი კორონავირუსით დაინფიცირდა

ვოლფსბურგის ნახევარმცველი კორონავირუსით დაინფიცირდა
თარიღი 03 ოქტ 2020, 18:20
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველს, რენატო შტეფენს კორონავირუსი დაუდასტურდა.

28 წლის შვეიცარიელი თვითიზოლაციაშია. ხვალ "აუგსბურგთან" გასამართ მატჩს იგი გამოტოვებს.

ამ სეზონში შტეფენმა ყველა ტურნირზე ერთად 6 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.