» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი


ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 20:30 საათიდან "ლივერპული" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეუდგება. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, საინტერესო და იდუმალი, "ლიდს იუნაიტედი", რომელიც პირველად 2004 წლის შემდეგ, ეპლ-ში დაბრუნდა. ისმის კითხვა: რას უნდა ველოდოთ მერსისაიდელებისგან 2020-2021-ში?

განვიხილოთ ხუთი თეორია, რომელიც ამტკიცებს "წითლების" პოტენციურ დომინირებას სხვებზე და ამასთან ერთად, შევეხოთ გუნდის აგრეთვე ხუთ მთავარ პრობლემას. "სკაუზერების" შესახებ უმეტეს წილად კარგი უფრო ითქმის ვიდრე ცუდი და აქედან გამომდინარე, პოზიტივით დავიწყოთ.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

დადებითი

ისინი კვლავ ის სახელოვანი ენფილდელები არიან

შემადგენლობის, ტაქტიკისა და იდეოლოგიის მხრივ, იურგენ კლოპის გუნდში არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, "ლივერპულში" უცხო ხილია. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ ძალიან კარგად იცის თავისი როლი და ფუნქცია.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

კონკურენტებიც იგივე მდგომარეობაში არიან

დიახ, ალბათ იტყვით, რომ ლონდონის "ჩელსიმ" ჩაატარა გრანდიოზული სატრანსფერო კამპანია, თუმცა აღნიშნული კლუბის გაძლიერება ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე ჩანს. ერთია შოპინგი და მეორეა შეძენილის ერთმანეთთან შეხამება. "მანჩესტერ სიტიში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დანარჩენებში კი დიდად არაფერი შეცვლილა.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

წითელ ეშმაკებთან გათანაბრების გიჟური მოტივაცია

იყო დრო, როდესაც მერსისაიდელები "მანიუს" უსწრებდნენ 10 ჩემპიონობით, თუმცა შემდეგ, მოვიდა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. შოტლანდიელის წასვლის მომენტში, ანგარიში "მანკუნიანელებსა" და "წითლებს" შორის იყო 20:18, გერმანელმა ტაქტიკოსმა სხვაობა შეამცირა, ნუთუ გათანაბრების დროა?!

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

გაძლიერების პერსპექტივა

ფეხბურთის გულშემატკივრები აღიარებენ, რომ "სკაუზერებს" სრულყოფილებამდე სჭირდებათ ერთი კრეატიული/შემტევი ნახევარმცველი, ანუ იგივე ფლეიმეიქერი. ასეთად "ენფილდზე" თვლიან ტიაგო ალკანტარას, მის გარდა კი გუნდის სახელს უკავშირებენ ორ ნიჭიერ ვინგერს: ისმაილ სარსა და ჟერემი დოკუს.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

მარტივი ფინიში

როგორც წესი, პრემიერ ლიგაში მთავარი ციებ-ცხელება იწყება ჩემპიონატის მიწურულს, გრაფიკის მხრივ კი კლოპის გუნდს ყველაფერი წესრიგში აქვს. თავად განსაჯეთ: 31-ე ტურიდან - ბოლომდე, "ლივერპული" ეთამაშება "ასტონ ვილას", "ლიდსს", "ნიუკასლს", "საუთჰემპტონს", "ვესტ ბრომვიჩს", "ბარნლისა" და "კრისტალ პალასს". გამონაკლისი მხოლოდ 34-ე ტურია, რომელშიც მეტოქე "ემიუ" არის.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

უარყოფითი

ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი

ორი შემადგენლობისა და როტაციის მცნება - მერსისაიდელების შესახებ არ არის. უკვე მერამდენე სეზონია, რაც აღნიშნული გუნდი ფონს საერთო ჯამში 15-16 მოთამაშით გადის. "წითლების" ქომაგებს იმის გაფიქრებაც კი არ უნდათ, თუ რა მოხდება ვირჯილ ვან დეიკის ან შემტევი 3-ეულიდან ერთ-ერთის ტრავმის შემთხვევაში.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

პრობლემები სასტარტოშიც არის

გავყვეთ პოზიციების მიხედვით - ალისონ ბეკერი ტრავმისგან დაზღვეული არ არის და ეს უკვე ვიცით. მისი დუბლიორები არიან ლორს კარიუსი და ადრიან კასტილიო (!!). სხვა: "სკაუზერებს" არ ჰყავთ ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის შესაფერისი მეწყვილე და ამის გარდა, ჯორჯინიო ვეინალდუმს "ბარსელონასკენ" გაურბის თვალი.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

არისტოკრატები რომ შეთამაშდნენ

"ენფილდელებს" "ქალაქელების" სახით ჰყავთ სერიოზული კონკურენტი, თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ ლიგის ტოპში იქნება არა წყვილი, არამედ 3-ეული. როგორც ავღნიშნეთ, "ლურჯები" ფავორიტები ჯერჯერობით არიან მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ იქნებ ვცდებით და ჩემპიონობის ახალი კანდიდატი უკვე მომწიფებულია.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

სატრანსფერო ბაზარზე კრახის განცდის რეალური საშიშროება

როგორც ავღნიშნეთ, კლოპი ფიქრობს ტიაგოს შესახებ, ვეინალდუმი კი "ბლაუგრანაზე". კლუბის სატრანსფერო სამიზნეს აგრეთვე აკვირდება "პარი სენ-ჟერმენი", რომელიც "ლივერპულისგან" განსხვავებით, უკვე 10 წელია, რაც ფულს მუთაქაში არ ინახავს. წარმოიდგინეთ: ესპანელის ტრანსფერი იშლება, ნიდერლანდელი კი კატალონიაში მართლაც მიდის.

ტიტულის დაცვა, უბრალოდ ბრძოლა თუ 2010-2016 წლების დეჟა ვუ? - ლივერპულის ახალი სეზონი

რთული სტარტი

მერსისაიდელები უკვე მეორე-მესამე ტურში ხვდებიან "პენსიონერებსა" და მათ მეზობელს, ლონდონის "არსენალს". ერთი ტურის შემდეგ, მოძლიერებული, ამბიციური და პრინციპული თანაქალაქელი "ევერტონი". ნოემბერი-დეკემბერი: "სიტი", "ლესტერი", ერთის შემდეგ, "ვულვერჰემპტონი" და კიდევ ერთის შემდეგ,"ტოტენჰემი". მოკლედ, გაუძელით, "წითლებო"!

გავიხსენოთ პრემიერ ლიგის გასული სეზონის მშვენება: ლივერპული - ჩელსი 5:3



გამოკითხვა:

ლივერპული პრემიერ ლიგის ახალ სეზონში:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ფორვარდი რომაში გადასვლასთან არის ახლოს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი, ბორხა მაიორალი, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

დღეს, 16:31

ხუანდე რამოსი: "დარწმუნებული ვარ, ბეილს ზიდანთან თავისი სიმართლე ჰქონდა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა, გარეტ ბეილის წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:22

მენდი: "ჩელსიში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული, ედუარდ მენდი, ლონდონურ გუნდში გადასვლაზე საუბრობს.

დღეს, 16:18

სუარესის დამატების შემდეგ, ატლეტიკო კავანისაც დაუკავშირდა

ფორვარდმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს.

დღეს, 16:09

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ქართველების ფარერების კუნძულელებთან გაცნობა მოხდა 1996 წლის 8 აგვისტოს, თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის

დღეს, 15:54

პიანიჩი: "2:8-ს გამო შურისძიება გვინდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:8 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

"წარმოუდგენელია, როგორ აგვარებენ საქმეებს", - მესის პოსტს ნეიმარიც გამოეხმაურა

ლეო მესის ლუის სუარესთან გამოსამშვიდობებელ პოსტზე, კომენტარი ნეიმარმაც დატოვა.

დღეს, 14:56

VIDEO: შვიდიანი გრიზმანმა აიღო - კოუტინიოს ახალი ნომერი ბარსელონაში ცნობილია

ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 2020/21 სეზონში „ბარსელონაში“...

დღეს, 14:50

"არაფერს არ ვნანობ", - ბეილი რეალიდან წასვლაზე ალაპარაკდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, „რეალიდან“ წასვლაზე პირველად ისაუბრა.

დღეს, 14:45

"მეგონა სიმაღლეში გავიზარდე და თურმე, კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო", - მოურინიო

„ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიური „შკედია“ 3:1 დაამარცხა.

დღეს, 14:16

"შენ დიდ გაცილებას იმსახურებდი, მათ კი მოგისროლეს", - სუარესთან გამომშვიდობებისას, მესიმ ბარსელონა გააკრიტიკა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

დღეს, 13:54

როგორია სუარესის სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ?

ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" პირველად დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც ის "ბარსელონაში" გადავიდა.

დღეს, 13:38

ESPN: 4 კლუბი, რომელშიც გადასვლა სუარესს კონტრაქტის თანახმად ეკრძალებოდა

ESPN-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი თავის არჩევანში თავისუფალი სულაც არ ყოფილა.

დღეს, 13:26

მენდის ტრანსფერის შემდეგ, კეპას პირველი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" "რენიდან" იყიდა ახალი მეკარე, ედუარდ მენდი, რომლის ტრანსფერი დაჯდა 24

დღეს, 13:14

Marca: კავანის ტრანსფერზე რამოსის ძმა ამუშავდა

Marca-ს თანახმად, ედინსონ კავანის მადრიდის "რეალში" მოხვედრის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, თანაც საკმაოდ რეალურად.

დღეს, 13:06

სარი რომაში? - იუვენტუსი ამ გარიგებას მოუთმენლად ელის

Corriere-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი შესაძლოა "რომაში" დაინიშნოს.

დღეს, 12:57

AS: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" თავისი ფორვარდის, ლუკა იოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 12:43

რაზე უთხრა უარი სუარესმა ბართომეუს გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე?

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, ლუის სუარესის უკანასკნელ "ბარსელონურ" პრეს-კონფერენციაზე დაფიქსირდა ერთი საინტერესო

დღეს, 12:36

ოფიციალურად: გოდინმა ინტერი დატოვა

მილანის "ინტერის" აწი უკვე ყოფილი ვეტერანი ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს.

დღეს, 12:27

დრაქსლერი პსჟ-ს ტოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ძალიან მალე უდიდესი ალბათობით სხვა კლუბში აღმოჩნდება.

დღეს, 12:11

ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანისთან დაბრუნდა, თუმცა სერია ბ-ში

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი შემტევი, კევინ-პრინც ბოატენგი კარიერას გააგრძელებს სერია ბ-ს ბინადარ "მონცაში".

დღეს, 11:58

როგორი სტატისტიკით დაასრულა დინამომ ევროტურნირებზე გამოსვლა?

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ფარერების გუნდთან 6:1 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

დღეს, 11:42

მოურინიო და კონტე უკვე შეთანხმდნენ?!

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

დღეს, 11:42

ინტერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო გარიგებაზე მუშაობს

მილანის "ინტერი" კვლავინდებურად არის დაინტერესებული ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველით, ნ'გოლო კანტეთი.

დღეს, 11:35

ბაიერნმა ანჩელოტის რეალის რეკორდი დაამხო

"სევილიას" დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 23

დღეს, 11:26

"ვნანობ თუ არა რეალში გადასვლას?", - ბეილი

"ტოტენჰემის" შემტევმა, გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

გვარდიოლა: "ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 13 ფეხბურთელია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის საკადრო პრობლემების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:56

7/7 - დინამოს 1:6-მდე, ქართულ გუნდებს ფარერების წარმომადგენლებთან 100%-იანი შედეგი ჰქონდათ

თბილისის "დინამოს" "კი კლაკსვიკთან" განადგურებამდე (1:6), ისტორიას არ ახსოვდა შემთხვევა, როდესაც ქართული გუნდი

დღეს, 10:43

იბრაჰიმოვიჩის მშობლიურ კლუბთან სტუმრად - გრანადას მეტოქე პლეი-ოფში

თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებით, "გრანადამ" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური.

დღეს, 10:15

ვინ იქნება კლაკსვიკის მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში?

როგორც მოგეხსენებათ, "კი კლაკსვიკმა" გაანადგურა თბილისის "დინამო", ანგარიშით 6:1, რითაც ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 10:05
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10