» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ფაქტები: როცა ვან დეიკი დგება "ცუდ ფეხზე", ლივერპული აუცილებლად იგებს 4:3-ს


ფაქტები: როცა ვან დეიკი დგება

"ლივერპულმა" და "ლიდს იუნაიტედმა" ერთმანეთში ნამდვილი თრილერი გაითამაშეს. პრემიერ ლიგის მოქმედმა ტრიუმფატორმა და ჩემპიონშიფიდან აღზევებულმა მოკრძალებულმა კლუბმა მაყურებელს 7-გოლიანი სანახაობა აჩუქა. მატჩის განხილვამდე, არ შეგვიძლია იურგენ კლოპის საინტერესო კომენტარის ყურადღების გარეშე დატოვება:

"პრემიერ ლიგის ტიტულის დაცვა? თავდასხმა მირჩევნია", - როგორც ვხედავთ, გერმანელი განცხადებებშიც კი კრეატიულია. მერსისაიდელების შეტევა ნამდვილად არ იწვევს ზედმეტ კითხვებს, რასაც ვერ ვიტყვით უკანახაზზე, სადაც მოწოდების სიმაღლეზე არც ვირჯილ ვან დეიკი იყო.

ფაქტები: როცა ვან დეიკი დგება "ცუდ ფეხზე", ლივერპული აუცილებლად იგებს 4:3-ს

ამბობენ, "თეთრების" სამივე გოლი სწორედ ნიდერლანდელის სინდისზეა, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღნიშნვას - პირველი ბურთის გაშვების მომენტში, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისა და ჯო გომესის ინერტულობა რომ არა, "წითლების" დაცვის ბურჯის დაგვიანებული ჩართვა საჭირო საერთოდ არ იქნებოდა.

დასავლეთ იორკშირელების მეორე გოლი კი სწორედ "სკაუზერების" ოთხიანის სოლოა - ბურთის ალისონ ბეკერისთვის მიწოდების ან საერთოდ მოშორების ნაცვლად, მან ასისტი გაუკეთა "ფარშევანგთა" ფორვარდს, პატრიკ ბემფორდს, რომელმაც მეტოქის "ლმობიერებით" ეფექტურად ისარგებლა.

ფაქტები: როცა ვან დეიკი დგება "ცუდ ფეხზე", ლივერპული აუცილებლად იგებს 4:3-ს

რაც შეეხება მარსელო ბიელსას გუნდის მესამე გოლს, ალბათ, ჰოლანდიელს რომ გამოეჩინა მეტი ყურადღება, ელდერ კოშტას საგოლე გადაცემა მატეუშ კლიხზე არ გავიდოდა. მოკლედ, "ენფილდელებმა" გაუშვეს 3 გოლი და მოჰამედ სალაჰის გმირობა რომ არა, "ელანდ როუდის" მკვიდრები მინიმუმ ერთი ქულისთვის გაიბრძოლებდნენ.

ლივერპული - ლიდსი 4:3



შეხვედრის დასრულების შემდეგ, კლოპის გუნდის კრიტიკოსებმა 29-წლის მცველი მონათლეს ანტი-გმირად, თითქოს სამართლიანად და თითქოს არც ისე. სანამ ვან დეიკის ქომაგები და მისი არაკეთილმოსურნეები ერთმანეთს ებრძვიან, გავიხსენოთ კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მან "ლივერპული" დააზარალა.

2019 წლის 3 ოქტომბერი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფრი ეტაპი - მერსისაიდელები "რედ ბულ ზალცბურგის" წინააღმდეგ. შეხვედრა, რომელიც 12 სექტემბერს დაფიქსირებული თრილერის მსგავსად, აგრეთვე 4:3 დასრულდა. განსხვავება არის ის, რომ "წითლებმა" ვალს-ზიცენჰაიმელებთან 3-ბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს.

ფაქტები: როცა ვან დეიკი დგება "ცუდ ფეხზე", ლივერპული აუცილებლად იგებს 4:3-ს

ყურადღებას ვამახვილებთ ჰუანგ ჰი ჩანის გოლზე, რომლის გატანის მომენტში მან ფეხის ერთი მოძრაობით ნიდერლანდელი უმარტივესად ჩამოიტოვა. ცნობისთვის, ვირჯილის ფეილის გარეშე არც ავსტრიელთა მე-3 ბურთის გატანას ჩაუვლია. მომავალი "სკაუზერის", ტაკუმი მინამინოს ერლინგ ჰოლანდზე ასისტი სწორედ "ენფილდელთა" დაცვის ბურჯის "შუამდგომლობით" გავიდა.

ლივერპული - ზალცბურგი 4:3



კლოპის ბანდის ოთხიანის ტრანსფერის მომენტიდან, მის თანაგუნდელებს ანგარიშით 4:3 მოგებული აქვთ კიდევ ორი შეხვედრა - 2018 წლის 14 იანვარს "მანჩესტერ სიტისთან" და 2019 წლის 19 იანვარს "კრისტალ პალასთან". პირველი მატჩი ჰოლანდიელს ტრავმის გამო გაუცდა, მეორე თამაშში კი მეტოქის მეორე გოლის მომენტში მან თავური დუელი წააგო.

მორალი - როდესაც 29-წლის მცველს თამაში არ მისდის, "ლივერპული" აუცილებლად გაუშვებს სამ გოლს, თუმცა ამავდროულად ოთხს გაიტანს. ეს ყველაფერი არის უბრალოდ დამთხვევა, იუმორისტული ქვე-ტექსით, ვან დეიკის უმაღლეს კლასში ეჭვი არავის ეპარება. როგორც გვახსოვს, მერსისაიდელებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოუგეს "ბარსელონასაც", მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

ფაქტები: როცა ვან დეიკი დგება "ცუდ ფეხზე", ლივერპული აუცილებლად იგებს 4:3-ს

გამოკითხვა:

ვან დეიკი დღეს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"პრემიერ ლიგას ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ლიდერობს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 13:39

როდის დაბრუნდება ვან დეიკი? - გამოჯანმრთელების პროცესში წინსვლა შეინიშნება

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა ზუსტად სამი თვის წინ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

დღეს, 13:32

"უკანასკნელი 10 წლის ყველაზე საშინელი მარცხი", - იტალიელი ჟურნალისტი იუვეს შესახებ

ცნობილმა ჟურნალისტმა, მარიო სკონჩერტიმ "ინტერთან" წაგების შემდეგ, "იუვენტუსი" საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა:

დღეს, 13:23

კლოპი: "ტიაგოს თამაშის შესაფასებლად საკმარისი დრო ჯერ არ გასულა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

დღეს, 13:15

ოზილის შემდეგ, აზარიც?! - ფენერბაჰჩეს მადა გაეხსნა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალის" აწი უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი "ფენერბაჰჩეში"

დღეს, 13:01

"რუნი გარეგნულად სოფლელ მორაგბეს ჰგავდა", - არშავინი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა შემტევმა, ანდრეი არშავინმა, უეინ რუნის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:50

ბრუნო: "თქვენი ხუმრობები ჩემზე არ მოქმედებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა კრიტიკოსების გასაგონად საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:42

მესის შესაძლო დისკვალიფიკაცია - ახალი დეტალები და 12 მატჩის გამოტოვების საშიშროება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის ესპანეთის სუპერთასის ფინალში ჩადენილი უხეშობის გამო, დისკვალიფიკაცია

დღეს, 12:33

"ლივერპულისა და მანჩესტერის მიღწევებს ინგლისში ვერავინ დაჩრდილავს", - კარაგერი

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:16

რომელი სეზონის ლივერპულია ისტორიაში საუკეთესო? - FourFourTwo-ს არჩევანი

FourFourTwo-მ დაასახელა "ლივერპულის" ისტორიაში საუკეთესო სეზონი და შემადგენლობა. პირველ ადგილს იკავებენ

დღეს, 12:09

რეალმა იოვიჩის შემცვლელი უკვე შეარჩია - As

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ლუკა იოვიჩი განათხოვრების წესით ფრანკფურტის "აინტრახტში" გაუშვა.

დღეს, 11:56

ფრედი: "საკუთარმა სატრანსფერო ღირებულებამ ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ფრედ სანტოსმა თავისი ტრანსფერის შესახებ საინტერესო განცხადება

დღეს, 11:47

"მანჩესტერმა ლივერპულს აჯობა", - მაგუაირი

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაირმა "ლივერპულის" წინააღმდეგ დაფიქსირებული უგოლო ფრე შეაფასა:

დღეს, 11:36

კუმანი: "ფინალში წაგება სულაც არ არის ნაბიჯი უკან"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ განცდილი მარცხი შეაფასა:

დღეს, 11:27

"უცნაურია, მსაჯის სასტვენი რომ არა, მანე 1-1-ზე გადიოდა", - ჰენდერსონი

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში ერთი საინტერესო მომენტი გაიხსენა:

დღეს, 11:18

"ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებასთან ახლოს ვართ", - სტოუნსი

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:12

"სკუდეტოს მოგებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით", - ვიდალი

"ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ

დღეს, 11:04

"იუვეს უარეს თამაშს ვერც კი წარმოვიდგენდი", - პირლო ინტერთან წაგების შემდეგ

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ინტერის" წინააღმდეგ განცდილი წაგების (0:2) შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:57

"იუვენტუსამდე მაინც ბევრი გვიკლია", - კონტე

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 10:51

"ბარსელონამ ჩაისვარა", - გრიზმანი

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ბილბაოს "ატლეტიკთან" განცდილი მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:

დღეს, 10:42

ერთადერთი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც ბარსა ზედიზედ ორ ფინალში დაამარცხა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასის 2021 წლის ფინალში "ბარსელონა" დამარცხდა ბილბაოს "ატლეტიკთან" (2:3).

დღეს, 10:33

"ჯერ არ გადამიწყვეტია, ვაპატიებ თუ არა მესის", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლიონელ მესის ბილბაოს "ატლეტიკთან" გაძევების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:25

მესის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება - Marca

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" შეხვედრაში ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო.

დღეს, 10:15

"მანჩესტერს მოგება არ დაუმსახურებია", - სოლსკიაერი ლივერპულთან მატჩის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულთან" ფრედ დაფიქსირებული შეხვედრა

დღეს, 09:46

საჩემპიონო გოლიც ასეთი უნდა: ინიაკის შედევრი ბარსელონას კარში [VIDEO]

გამარჯვების გოლი ინიაკი უილიამსმა გაიტანა, რომელმაც აუღებელი დაარტყა.

დღეს, 02:49

"გვაქვს თუ არა ტიტულის მოგების შანსი?" - გვარდიოლას კომენტარი

"კრისტალ პალასთან" მოგებული 4:0 მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცს პეპ გვარდიოლას ტიტულის მოგებაზე ჰკითხეს.

დღეს, 02:45

პირველად ბარსელონაში: მესი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიის "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.

დღეს, 02:41

ბოლო წუთზე გადარჩენილი მატჩი - ბილბაომ ბარსელონა დაამარცხა და სუპერთასი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.

დღეს, 02:34

"ფეხბურთში ყველას გოლების ნახვა სურს" - კლოპი მანჩესტერთან მატჩის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

დღეს, 02:30

ტიაგო: "იმისთვის, რომ ლიდერობა დავიბრუნოთ, უკეთ უნდა ვითამაშოთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.

დღეს, 02:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10