» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში


პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორის კარიერა სკანდალების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. სანამ მივადგებით იმას, თუ რა მოხდა "პარი სენ-ჟერმენისა" და მარსელის "ოლიმპიკის" მატჩში, გავიხსენოთ ბრაზილიელის სხვა ეპატაჟური გამოხტომები თუ კონფლიქტური სიტუაციები. ფაქტია, ყურადღების მიქცევა მას შეუძლია.

ბართომეუ - მასხარა

"ბარსელონას" დატოვებიდან მალევე, "პსჟ"-ს ლიდერი შეუდგა ყოფილი კლუბის კრიტიკას და აგრესიის ყველაზე დიდი ტალღის ნაკადის მიღების ბედნიერება ხოსეპ მარია ბართომეუს ხვდა წილად. სამხრეთ ამერიკელმა კატალონიელს უწოდა მასხარა, მიზეზი: საპირისპირო მხრიდან წამოსული კრიტიკა.

ამის გარდა, "პარიზის" ათიანი "ბლაუგრანას" ადანაშაულებდა იმაში, რომ კლუბმა მამამისს არ გადაუხადა ბონუსი, რომლის ოდენობა შეადგენდა 26 მილიონ ევროს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა მოთამაშემ უეფაშიც კი შეიტანა სარჩელი და ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში, ის კატალონიელების ევროთასებიდან მოკვეთას ითხოვდა.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

კონფლიქტი კავანისთან

28-წლის შემტევის გადმოსვლის შემდეგ, გაიზარდა "ლურჯ-წითლების" პოპულარობა, თუმცა დაირღვა გუნდურობა. ამაზე მეტყველებს ინციდენტი, რომელიც ჩვენი სტატიის გმირს ურუგვაელთან შეემთხვა. უფრო კონკრეტულად: ნეიმარმა და მისმა თანაგუნდელმა პენალტის დარტყმა ვერ გაიყვეს.

ედინსონი იმ მომენტში იყო "პარკ დე პრენსის" სტაჟიანი დამრტყმელი, მაშინ, როდესაც ბრაზილიელი ახალწვეული ლიდერობის მანიით შეპყრობილი აღმოჩნდა. რამდენიმე საკამათო ეპიზოდის შემდეგ, 11-მეტრიანის შესრულების პრივილეგია გადაეცა და სილვა სანტოს ჟუნიორს, თუმცა 2019 წლის დეკემბერში მან მაინც დაუბრუნა ვალი "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

ანჟერი, რა?!

ლიგა 1-ში არსებულმა დაბალმა კონკურენციამ მალევე გაუცრუა იმედი "პსჟ"-ს შემტევს, რის შედეგედაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი მისთვის მეორე ხარისხოვანი გახდა. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში მოახდინა ტრავმის სიმულირება, მიზეზი: "თეთრ-შავებთან" მატჩზე არ გამგზავრება.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

დის დაბადების დღე - წვეულება უპირველეს ყოვლისა

11 მარტი - რაფაელა სანტოსის დაბადების დღე და "პარიზის" ათიანისთვის სერიოზული მიზეზი კლუბში არ გამოცხადებისთვის. ფეხბურთელი თავისი დის დღეობას არ ტოვებდა 2015 წლის შემდეგ და აღნიშნული ტრადიცია მან არც "ლურჯ-წითლებში" გადმოსვლით დაარღვია. მოკლედ, ტრავმის მოშუშების ნაცვლად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე წვეულაზე ილხენდა.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

მანჩესტერთან დაფიქსირებული შედეგით გამოწვეული შოკი

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლის სეზონის 1/8 ფინალში "პარკ დე პრენსის" ბინადრები "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფავორიტებად ითვლებოდნენ. ყველასთვის მოულოდნელად კი "წითელმა ეშმაკებმა" ტომას ტუხელის გუნდს მეორე მატჩში დაუქამბექეს, რასაც ტრავმირებული 28-წლის შემტევი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.

ყველას გვახსოვს "მანიუს" პენალტი ბოლო წამს და განრისხებული ნეიმარი, რომელიც ჯერ ცდილობდა მსაჯთა კაბინაში შეღწევას, შემდეგ კი სოციალური ქსელების საშუალებით არბიტრების მიწასთან გასწორებას. ბრაზილიელს აღნიშნული გამოხტომა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

მუშტი-კრივი მეტოქე გუნდის გულშემატკივართან

იგივე სეზონის საფრანგეთის თასის ფინალში "პარი სენ-ჟერმენი" მოულოდნელად "რენთან" დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტადიონის ტრიბუნაზე მდგომმა და სილვა სანტოს ჟუნიორმა "შავ-წითლების" ერთ-ერთ ქომაგს აუკრძალა ვიდეო გადაღება, შემდეგ კი მას ხელი გაარტყა. მოგვიანებით გაირკვა, "პსჟ"-ს ლიდერს ქომაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

სატრანსფერო ფლირტი ყოფილთან

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან ზედიზედ ორჯერ გამოვარდნის შემდეგ, პრესაში დაიწერა, თითქოს სამხრეთ ამერიკელს "პარიზზე" გული ჰქონდა აცრუებული. "ლურჯ-წითლების" 10-იანი ცდილობდა "ასულგრანაში" დაბრუნებას და ამას ყოველ ნაბიჯზე უსვამდა ხაზს. ასე გრძლდებოდა რამდენიმე თვის მანძილზე, შემდეგ კი გაირკვა, "კამპ ნოუს" მკვიდრებს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის ყიდვის ფული არ აქვთ.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

გაუპატიურება

მართალია, აღნიშნული ინციდენტი "პარკ დე პრენსს" საერთოდ არ უკავშირდება, თუმცა 28-წლის შემტევის ცოდვების წიგნი ამ ინციდენტის გარეშე არასრულყოფილი იქნებოდა. გავიხსენოთ მოკლედ: მოდელი, ნაჟილა ტრინდადი ამტკიცებდა, რომ ნეიმარმა ის გააუპატიურა, მაგრამ გამოძიებამ მოთამაშე დამნაშავედ არ სცნო.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

ფინანსური მაქინაციები

ბრაზილიელი ფეხბურთელის მამის, ნეიმარ სანტოს უფროსის "დამსახურებით", აღნიშნული ბრალდებები პრაქტიკულად ყოველთვე ისმის. და სულვა ჟუნიორის მშობელი თავისი შვილის ტრანსფერებზე ნამდვილ იმპერიას აშენებს. დღესაც ბურუსით არის მოსული ის ფაქტი, თუ ოფიციალურად ვინ რამდენი გადაიხადა და ვის რამდენი ერგო ტუხელის შეგირდის გადასვლა-გადმოსვლის საკითხში.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

ცხელ-ცხელი

მიავუახლოვდით "პარი სენ-ჟერმენისა" და "მარსელის" შეხვედრას, რომელშიც სამხრეთ ამერიკელმა ალვარო გონსალესს მუშტი დაარტყა. ფეხბურთელს ამოძრავებდა რასისტული შეურაცხყოფები, რომელიც მან ესპანელისგან მოისმინა. რა მოხდა შემდეგ, კარგად ვიცით: წითელი ბარათი, ომი ტვიტერში და პოტენციური დისკვალიფიკაცია, 4-დან 7 მატჩამდე.

პარიზის მთავარი ცუდი ბიჭი: ნეიმარის 10 სკანდალი პსჟ-ში თამაშის პერიოდში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ახალი მეკარის დამატების შემდეგ, ჩელსიმ კეპა არისაბალაგას გაშვება გადაწყვიტა

ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერი, კეპა არისაბალაგა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს დატოვებს.

დღეს, 18:29

სექს სათამაშოების მაღაზია ჰოლანდიური კლუბის სატიტულო სპონსორი გახდა

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ (KNVB) "ემენის" ახალი სატიტულო სპონსორი დაამტკიცა - სექს სათამაშოების მაღაზია.

დღეს, 18:23

ხუმრობა: როგორ გამოეხმაურა ლინეკერი იბრაჰიმოვიჩის კორონავირუსით დაინფიცირებას?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მილანის" თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა.

დღეს, 18:12

რეალის ფორვარდი რომაში გადასვლასთან არის ახლოს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი, ბორხა მაიორალი, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

დღეს, 16:31

ხუანდე რამოსი: "დარწმუნებული ვარ, ბეილს ზიდანთან თავისი სიმართლე ჰქონდა"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა, გარეტ ბეილის წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:22

მენდი: "ჩელსიში თამაში ყველას უნდა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული, ედუარდ მენდი, ლონდონურ გუნდში გადასვლაზე საუბრობს.

დღეს, 16:18

სუარესის დამატების შემდეგ, ატლეტიკო კავანისაც დაუკავშირდა

ფორვარდმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს.

დღეს, 16:09

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ქართველების ფარერების კუნძულელებთან გაცნობა მოხდა 1996 წლის 8 აგვისტოს, თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის

დღეს, 15:54

პიანიჩი: "2:8-ს გამო შურისძიება გვინდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:8 წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

"წარმოუდგენელია, როგორ აგვარებენ საქმეებს", - მესის პოსტს ნეიმარიც გამოეხმაურა

ლეო მესის ლუის სუარესთან გამოსამშვიდობებელ პოსტზე, კომენტარი ნეიმარმაც დატოვა.

დღეს, 14:56

VIDEO: შვიდიანი გრიზმანმა აიღო - კოუტინიოს ახალი ნომერი ბარსელონაში ცნობილია

ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 2020/21 სეზონში „ბარსელონაში“...

დღეს, 14:50

"არაფერს არ ვნანობ", - ბეილი რეალიდან წასვლაზე ალაპარაკდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, „რეალიდან“ წასვლაზე პირველად ისაუბრა.

დღეს, 14:45

"მეგონა სიმაღლეში გავიზარდე და თურმე, კარი 5 სანტიმეტრით დაბალი იყო", - მოურინიო

„ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიური „შკედია“ 3:1 დაამარცხა.

დღეს, 14:16

"შენ დიდ გაცილებას იმსახურებდი, მათ კი მოგისროლეს", - სუარესთან გამომშვიდობებისას, მესიმ ბარსელონა გააკრიტიკა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

დღეს, 13:54

როგორია სუარესის სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ?

ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" პირველად დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც ის "ბარსელონაში" გადავიდა.

დღეს, 13:38

ESPN: 4 კლუბი, რომელშიც გადასვლა სუარესს კონტრაქტის თანახმად ეკრძალებოდა

ESPN-ის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი თავის არჩევანში თავისუფალი სულაც არ ყოფილა.

დღეს, 13:26

მენდის ტრანსფერის შემდეგ, კეპას პირველი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" "რენიდან" იყიდა ახალი მეკარე, ედუარდ მენდი, რომლის ტრანსფერი დაჯდა 24

დღეს, 13:14

Marca: კავანის ტრანსფერზე რამოსის ძმა ამუშავდა

Marca-ს თანახმად, ედინსონ კავანის მადრიდის "რეალში" მოხვედრის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, თანაც საკმაოდ რეალურად.

დღეს, 13:06

სარი რომაში? - იუვენტუსი ამ გარიგებას მოუთმენლად ელის

Corriere-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი შესაძლოა "რომაში" დაინიშნოს.

დღეს, 12:57

AS: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

AS-ის თანახმად, მადრიდის "რეალმა" თავისი ფორვარდის, ლუკა იოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 12:43

რაზე უთხრა უარი სუარესმა ბართომეუს გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე?

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, ლუის სუარესის უკანასკნელ "ბარსელონურ" პრეს-კონფერენციაზე დაფიქსირდა ერთი საინტერესო

დღეს, 12:36

ოფიციალურად: გოდინმა ინტერი დატოვა

მილანის "ინტერის" აწი უკვე ყოფილი ვეტერანი ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი კარიერას "კალიარიში" გააგრძელებს.

დღეს, 12:27

დრაქსლერი პსჟ-ს ტოვებს

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ძალიან მალე უდიდესი ალბათობით სხვა კლუბში აღმოჩნდება.

დღეს, 12:11

ბოატენგი ბერლუსკონისა და გალიანისთან დაბრუნდა, თუმცა სერია ბ-ში

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი შემტევი, კევინ-პრინც ბოატენგი კარიერას გააგრძელებს სერია ბ-ს ბინადარ "მონცაში".

დღეს, 11:58

როგორი სტატისტიკით დაასრულა დინამომ ევროტურნირებზე გამოსვლა?

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ფარერების გუნდთან 6:1 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.

დღეს, 11:42

მოურინიო და კონტე უკვე შეთანხმდნენ?!

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

დღეს, 11:42

ინტერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო გარიგებაზე მუშაობს

მილანის "ინტერი" კვლავინდებურად არის დაინტერესებული ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველით, ნ'გოლო კანტეთი.

დღეს, 11:35

ბაიერნმა ანჩელოტის რეალის რეკორდი დაამხო

"სევილიას" დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 23

დღეს, 11:26

"ვნანობ თუ არა რეალში გადასვლას?", - ბეილი

"ტოტენჰემის" შემტევმა, გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

გვარდიოლა: "ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 13 ფეხბურთელია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის საკადრო პრობლემების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:56
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10