კანდიდატი შეირჩა - დახურული ფანჯრის მიუხედავად, ატლეტიკომ შესაძლოა პარტეის შემცვლელი ბრეიტვეიტის სტილში დაიმატოს

„ატლეტიკოს“ „არსენალში“ წასული ტომას პარტეის შეცვლა სურს.
მადრიდულ კლუბს სურს, ერთი თვის მანძილზე ლა ლიგიდან რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს, რადგან პარტიმ, რომლის კონტრაქტიც „არსენალმა“ 50 მლნ ევროდ გამოისყიდა, იურიდიულად გუნდთან კონტრაქტი ცალმხრივი ფორმატით გაწყვიტა.
ამიტომ, „ატლეტიკოს" შეუძლია რომელიმე ფეხბურთელი ზუსტად ისეთ სტილში დაიმატოს, როგორც ეს ბარსამ ბრეიტვეიტის შემთხვევაში გააკეთა.
უახლოეს დღეებში, „ატლეტიკო“ სატრანსფერო ბაზარზე გავა, თუმცა პარტეის სანაცვლოდ მიღებული 50 მილიონის დახარჯვას არ აპირებს. თანხის ნაწილი სხვადასხვა ვალებსა და ფეხბურთელების ხელფასზე წავა.
„მელეიბეების“ მოკლე-სიაში „ვალენსიას“ ნახევარმცველი, ჟოფრე კონდოგბიაა, თუმცა კლუბი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.
ამ სეზონში, კონდოგბიამ „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა.