» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"ვისოლი" მედიატურნირ Geosports.ge-ის თასს უმასპინძლებს



"ვისოლი" საფეხბურთო მედიატურნირ Geosports.ge-ის თასს, რომელშიც სპორტული მედიის გუნდები მონაწილეობენ, 26-27ივლისს, საფეხბურთო სკოლა "ავაზაზე" უმასპინძლებს. ტურნირის წინ, "ავაზაზე" პრესკონფერენცია და წილისყრა გაიმართა. Geosports.ge-ის თასის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ოთარ მუმლაძემ და მასპინძელმა, "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ მონაწილეებს მიმართეს. მათ ყურადღება გაამახვილეს მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ Geosports.ge-ის თასი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტული მედიის პოპულარიზაციას ემსახურება. "მედიატურნირი Geosports.ge-ის თასი "ვისოლისა" და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ტრადიციულად, მეორე წელია იმართება. ჩვენი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული მედიის პოპულარიზაცია. იმედი გვაქვს, ამ ორი დღის განმავლობაში დროს სასიამოვნოდ გავატარებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს და მხარდამჭერებს", - აღნიშნა ოთარ მუმლაძემ. "ვისოლი" უკვე მეორედ მასპინძლობს მედიატურნირს. მოხარული ვართ, კიდევ ერთხელ ვიყოთ მონაწილე ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის კამპანიისა, რომელსაც სპორტული მედია ეწევა. "ვისოლისთვის" ქართული სპორტის მხარდაჭერა უცხო არ არის, რადგან ჩვენ 30 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია მოვახდინეთ ამ კუთხით და სპორტული მედიის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო სანახაობა გველის და წარმატებებს ვუსურვებ გუნდებს. მითუმეტეს, რომ გამარჯვებულებს "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავი და სუპერმარკეტების ქსელი "სმარტისა" და ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისგან" სიურპრიზები ელით", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. წილისყრის შემდეგ გაირკვა A და B ჯგუფში როგორ გადანაწილდნენ გუნდები. A ჯგუფი: Sportall.ge, GDS, TV 3, ტელემედია B ჯგუფი: მსოფლიო სპორტი, რუსთავი 2, აფხაზეთის ხმა, პრესმედია ტურნირის გამარჯვებულს გადაეცემა Geosports.ge-ის თასი, ასევე გამოვლინდება "ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი", "ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი", "ტურნირის საუკეთესო მეკარე". გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს "ვისოლი", "სმარტი" და "ვენდი’ს". Geosports.ge-ის თასი ჯგუფური სისტემით გაიმართება. მონაწილე 8 გუნდი გადანაწილდება A და B ჯგუფებში. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის. A ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი შეხვდება B ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს, ხოლო B ჯგუფში პირველ ადგილზე გასული - A ჯგუფში მეორეზე გასულს. გამარჯვებულები ფინალში თასისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტაიმების ხანგრძლივობა 10 წუთი, შესვენება 5 წუთი, ნახევარფინალების დროს - 15 და 10 წუთი. ტურნირის განრიგი 26 ივლისი, 17:00 საათიდან - ჯგუფური ეტაპი 27 ივლისი, 18:30 საათიდან - ნახევარფინალები, ფინალი A ჯგუფი I Sportall.ge – ტელემედია GDS – TV 3 II Sportall.ge – TV 3 GDS – ტელემედია III Sportall.ge – GDS TV 3 – ტელემედია B ჯგუფი I მსოფლიო სპორტი – პრესმედია რუსთავი 2 – აფხაზეთის ხმა II მსოფლიო სპორტი – აფხაზეთის ხმა რუსთავი 2 – პრესმედია III მსოფლიო სპორტი – რუსთავი 2 აფხაზეთის ხმა – პრესმედია 1/2 ფინალი A 1 – B 2 B 1 – A 2 ფინალი ტურნირის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: ვისოლი, სმარტი, ვენდი’ს, სალერი, ბახმარო, ნატახტარი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დამატებითიინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით: რუსუდანკბილაშვილი საზოგადოებასთანურთიერთობისმენეჯერი ტელ: (995 32) 915 315/250; ფაქსი: (995 32) 915 615; მობ: (995 99) 320412 E-mail: pr@wissol.ge მირანდა სურმანიძე მობ.: (995 77) 938 005 E-mail:info@geosports.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ჯერ "კრაიოვას" ფლანგი აიკლო, შემდეგ კი მოსკოველების.

დღეს, 03:38

"კარიერის დასრულების შემდეგ, მესის მარადონასა და პელეს გვერდით დააყენებენ", - რობერტსონი

"ლივერპულის" მცველმა, ენდი რობერტსონმა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი შეაქო.

დღეს, 12:35

კოუტინიო: "მოტივირებული ვარ და ველოდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ელის 2020/21 წლების სეზონისგან.

დღეს, 12:26

"სტაბილურად ვერ ვთამაშობდი", - ტორესი ჩელსიში გატარებულ პერიოდს იხსენებს

"ჩელსის" ექს-ფორვარდმა, ფერნანდო ტორესმა "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ ლონდონში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

დღეს, 12:21

"არენდით წასვლას ვურჩევდი", - კუმანი ბარსელონას ამომავალ ვარსკვლავზე

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველ რიკი პუჩის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 12:12

ევრა: "ზაჰას მანჩესტერული კარიერა მოიესის ქალიშვილთან რომანზე გავრცელებულმა ჭორებმა გააფუჭა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ Sky Sports-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:00

"კლოპი დიდი მწვრთნელია", - კაი ჰავერცი ლივერპულთან მატჩის წინ

"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა.

დღეს, 11:50

მანჩესტერ სიტი 50 მილიონ ევროიან ტრანსფერს ახორციელებს - AS

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, "მანჩესტერ სიტიმ" ცენტრალური მცველის ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 11:39

ტრანსფერი შეთანხმებულია, ინტერი ბარსელონას 1 მილიონ ევროს გადაუხდის

"ბარსელონა" და "ინტერი" ნახევარმცველ არტურო ვიდალის ტრანსფერის პირობებზე შეთანხმდნენ, იუწყება ფაბრიციო რომანო.

დღეს, 11:01

"ვფიქრობ, სწორი დრო ავირჩიე", - ბეილის პირველი განცხადება ტოტენჰემში დაბრუნების შემდეგ

"ტოტენჰემში" დაბრუნების შემდეგ, გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ მოედანზე გასვლას სულმოუთქმელად ელოდება.

დღეს, 10:56

"ამ გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს", - ანჩელოტიმ ხამესის თამაში შეაფასა

"ევერტონის" მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხამეს როდრიგესის ფორმითა და თამაშით კმაყოფილია.

დღეს, 10:50

"ამ ეტაპზე, ბარსელონას ფეხბურთელია", - ბართომეუ სუარესის სიტუაციაზე

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ თავდამსხმელ ლუის სუარესის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 10:41

ჩელსი უახლოეს პერიოდში მორიგ ტრანსფერს დაადასტურებს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს.

დღეს, 10:35

დღეს, მადრიდის რეალი ლა ლიგაში ერთვება - თანაც, საკმაოდ რთული მატჩით

ლა ლიგის გათამაშებას, მეორე ტურიდან, მადრიდის რეალი ერთვება.

დღეს, 08:00

ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

პრემიერ ლიგის უკვე მეორე ტურში ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის.

დღეს, 07:54

ნადალმა პირველივე ტურნირზე კრახი განიცადა და ასპარეზობას გამოეთიშა

რომის მასტერსის 1/4 ფინალში ერთმანეთს დიეგო შვარცმანი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:02

მიქაუტაძემ კვლავ გაიტანა და ბელგიაში ბომბარდირია [VIDEO]

ბელგიის მეორე ლიგაში გაიმართა საინტერესო მატჩი "გილოისესა" და "სერაინგს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:59

ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 02:56

"ბრწყინვალე დუეტი მყავს" - ლამპარდი თავის ფეხბურთელებს აქებს

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი თავისი გუნდის ახალწვეულებს აქებს.

დღეს, 02:30

მესისთან კონფლიქტი? - ბართომეუ საჯარო განცხადებას აკეთებს

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ საჯარო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:26

ნევილი: "ახლა მანჩესტერს სანჩოზე მეტად სხვა რამ სჭირდება"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი ცუდად დაიწყო და "კრისტალ პალასთან" 1:3 დამარცხდა.

დღეს, 02:23

ვინ არის დორტმუნდის 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც ისტორიაში შევიდა?

ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 02:19

დე ხეას კატასტროფული სერია გრძელდება

პრემიერ ლიგის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერი" 1:3 დაამარცხა.

დღეს, 02:16

13-წლიანი ლოდინი დასრულდა - როდის იყო ბოლოს ევერტონი ცხრილის სათავეში?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ევერტონი" "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

დღეს, 02:12

არსენალმა პრემიერ ლიგაში მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს ლონდონის "არსენალი" და "ვესტ ჰემი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:02

"არ იყო ხაბი, არც იყო მასკერანო, არც ბენიტესი, არანაირი პროექტი...", - ტორესი ლივერპულიდან წასვლაზე

ყოფილმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, 2011 წელს, „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

ზედიზედ 18 გაშვებული პენალტი - ბოლოს როდის მოიგერია დე ხეამ თერთმეტმეტრიანი?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მეორე ტურში „კრისტალ პალასთან“ შინ, 1:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:55

პირლო: "სუარესი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩვენი გახდეს"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 23:51

კლოპი: "ჟოტა მოგვცემს იმას, რაც არ გაგვაჩნია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას შეძენაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:48

ბართომეუ: "გადადგომა? ხელმოწერების რაოდენობამ ინიციატორებიც გააკვირვა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, შესაძლო გადადგომაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:44
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10