» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო



"ეს თამაში მივუძღვენით ყველას, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. ყველა იმ მებრძოლს, ვინც ომში დაიღუპა, რათა დღეს ჩვენ კარგად ვყოფილიყავით. ვეცდებით ჩვენი პროფესიით ახალგაზრდებს მივცეთ მაგალითი და ბიძგი სამშობლოს სიყვარულით აკეთონ თავიანთი საქმე" - თორნიკე კირკიტაძე.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბლისის "ლოკომოტივი" წარმატებულად გამოდის. მათ ჯერ რუმინული "კრაიოვას" ბარიერი დაძლიეს, შემდეგ კი "დინამო მოსკოვი" დაამარცხეს.

ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ჯერ "კრაიოვას" ფლანგი აიკლო, შემდეგ კი მოსკოველების.

ამ თამაშებამდე, 24 წლის კირკიტაძეზე შესაძლოა ბევრი არ გსმენიათ, თუმცა ის საქართველოს ეგიდითაც დიდებულად თამაშობს. რომ არა ტრავმები, კირკიტაძე კარიერულად გაცილებით წინ იქნებოდა. ამ და სხვა თემებზე GOAL.GE კირკიტაძეს ესაუბრა.

დინამო მოსკოვთან მატჩზე

დინამო მოსკოვი ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა ჩვენს თავებში დარწმუნებულები ვიყავით და ვიცოდით, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდებოდა. ჩვენი ერის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით და ეს გათავისებული გვქონდა. ამ წარმატებაში გუნდის თითოეულმა წევრმა დიდი შრომა ჩადო. ასევე უნდა აღვნიშნო სამწვრთნელო შტაბის წვლილი, რომელთაც მეტოქის თითოეულ ფეხბურთელზე ამომწურავი ინფორმაცია მოგვცეს.


"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

სამწვრთნელო შტაბი ახსენე და გვერდს ვერ ავუვლით გიორგი ჭიაბრიშვილს, რომელმაც მოედანზე იდეალურად დაწყობილი ლოკომოტივი გაიყვანა....

პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ლევან კორღალიძეს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა და წარმატებები ვუსურვო. სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ ცუდი შედეგები გვქონდა და მოვიდა ჭიაბრიშვილი, რომელმაც გუნდს თავისი ხელი დაატყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მის საფეხბურთო ფილოსოფიასა და ხედვებზე ალღოს აღება თავიდან გაგვიჭირდა. მალე ყველაფერი ავითვისეთ და შედეგიც სახეზეა. ეს მხოლოდ დასაწყისია...

კირკიტაძე კრაოვასთან და დინამო მოსკოვთან


შანსები გრანადასთან

გრანადა ლა ლიგის გუნდია და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ისინი მსოფლიოს გამორჩეულ ჩემპიონატში თამაშობენ და ლოგიკურია, რომ კრაიოვასა და დინამო მოსკოვზე ძლიერები არიან. ჩვენ იქ მოსაგებად და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

დინამო მოსკოვთან გულშემატკივრის გარეშე, თუმცა მაინც გულშემატკივრით

ტრიბუნაზე გულშემატკივარი არ იყო, თუმცა იყვნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 90 წუთი გვამხნევებდნენ და ამას ვგრძნობდით, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ასევე დიდი მადლობა მათ, ვინც ტელევიზორიდან გვქომაგობდა. თამაშის შემდეგ ხალხი სასტუმრომდე სიგნალებით და ოვაციებით გვაცილებდა. ამ მატჩის მოგება მარტო ამიტომ ღირდა.



როგორც წესი, თუ ქართველი ფეხბურთელი ევროტურნირებზე კარგად თამაშობს, უცხოეთიდან აქტიურად აკვირდებიან ხოლმე, შენ კი ორივე თამაშში გამორჩეული იყავი...

ჯერჯერობით, ასე ოფიციალურად ჩემით არცერთი უცხოური კლუბი არ დაინტერესებულა. რა იქნება მომავალში, ვნახავთ.

ტრავმები და ამჟამინდელი მდგომარეობა

ჩემი პატარა კარიერის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გამიცდა, თუმცა ამან ჩემზე არ იმოქმედა, პირიქით, უფრო მაძლიერებდა და მოედანზე უფრო მოტივირებული ვბრუნდებოდი. ახლა ფიზიკურად სრულად ფორმაში ვერ ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვბრუნდები.

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

წინა გუნდებში მარჯვენა მცველად თამაშობდი, ლოკომოტივში მარჯვენა შემტევი ხარ. რომელი პოზიციაა შენთვის უფრო კომფორტული? ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა ფლანგი ხშირად პრობლემატურია ხოლმე.

დიახ, უმეტესი დრო მარჯვენა მცველად მაქვს ნათამაშები. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს შემტევად ვგრძნობ. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იქ მოხვედრა ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა. საოცარი გრძნობა და დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შენი ქვეყნის დროშა გულზე გახატია და მის ღირსებას იცავ.

ლოკომოტივმა დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია. შეუძლია გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლა?

ამ ორმა თამაშმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. შესაბამისად, შემდეგ მატჩშიც გულს და სულს ჩავდებთ, რომ მოვიგოთ და ფლეი-ოფში გავიდეთ. ყველას იმედი გვაქვს, რომ ევროპა ლიგის ჯგუფში შევალთ, დიდ წარმატებას მივაღწევთ და რაც მთავარია, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო ბაჩო ცალუღელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დასაწყისიც ასეთი უნდა" - ფლიკის კომენტარი ატლეტიკოს განადგურების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:23

"მენტალურად ძლიერები არ ვართ" - ლუკაკუ ვერ მოგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის "ინტერმა" "გლადბახი" ვერ დაამარცხა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:20

კოშმარული ბაიერნი სუარესისთვის - ურუგვაელის ბოლო 2 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" დიდებულად დაიწყო და "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:14

კატასტროფული სტატისტიკა დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს აგუეროს გოლი გატანილი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" "პორტუ" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:03

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა გუნდმა პირველივე მატჩში ანტი-რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დანიური "მიდტიულანდი" "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა.

დღეს, 02:00

რეალის კატასტროფული შედეგი - პირველად 20 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის 'რეალი" შინ "შახტართან" 2:3 დამარცხდა.

დღეს, 01:56

რამდენჯერ გაიტანა ფლიკის ბაიერნმა ერთ მატჩში 4 ან მეტი გოლი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 01:51

სიმეონე ბაიერნთან განადგურების შემდეგ: "კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ მომენტები ვერ გამოვიყენეთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მიუნხენის "ბაიერნთან" წაგების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 01:35

სერია ა-ს გუნდების წარმატებული სვლა მხოლოდ ინტერმა ჩაშალა

მილანის "ინტერი" სერია ა-ს ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქულები დაკარგა.

დღეს, 01:30

მადრიდული გუნდების კოშმარული სტატისტიკა პირველ ტურში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტური საკმაოდ წრუმატებელი გამოდგა ორივე მადრიდული გრანდისთვის.

დღეს, 01:24

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ქულები დაკარგა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პრემიერ ლიგის ოთხი გუნდიდან სამმა მოიგო.

დღეს, 01:20

ლუკაკუს შთამბეჭდავი მიღწევა ევროსარბიელზე

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერისა" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვედრაში რომელუ ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 01:14

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის სეზონი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "პორტუ" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:00

ლივერპულმა აიაქსი სტუმრად ავტოგოლის წყალობით დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, ამსტერდამის "აიაქსმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 00:58

ლუკაკუმ ინტერი მარცხს 90-ე წუთზე გადაარჩინა: 4-ბურთიანი ფრე მილანში [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში მილანის "ინტერმა" საკუთრ კედლებში მიუნხენგლადბახის "ბორუსია"

დღეს, 00:56

ვინ გააჩერებს ამ გუნდს? ბაიერნმა ალიანც არენაზე ატლეტიკო არ დაინდო [VIDEO]

ჩემპიონთ ლიგის დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ბაიერნმა“ „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

შახტარის მცველი: "რეალმა არასათანადოდ შეგვაფასა"

„შახტარის“ მცველმა, ვიქტორ კორნიენკომ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

გუშინ, 23:52

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა, „შახტართან“ მატჩში ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 23:48

მოდრიჩი: "პირველ ტაიმში ჩემპიონთა ლიგის დონეს არ შევესაბამებოდით"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, „შახტართან“ წაგება (2:3) შეაფასა.

გუშინ, 23:45

ზიდანის პირველი კომენტარი შახტართან წაგებასა და მოახლოვებულ კლასიკოზე

„შახტართან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესას ესაუბრა.

გუშინ, 23:40

ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ლეგენდების რეკორდი გაიმეორა

მადრიდის „რეალი“ შინ „შახტართან“ 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:32

აგუერო ჩემპიონთა ლიგის 40-ანთა კლუბში გაწევრიანდა

სერხიო აგუერომ „პორტუსთან“ მატჩში გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

გუშინ, 23:29

გამარჯვების შემდეგ, ხოჭოლავა რეალის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა

ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარმა" სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხა.

გუშინ, 23:20

რეალის კატასტროფული შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე რამოსის გარეშე

კაპიტნის გარეშე, მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოიყურება.

გუშინ, 23:16

91% სიზუსტე, მოგებული დუელები - ხოჭოლავას დეტალური სტატისტიკა რეალთან

დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "რეალთან" დიდებული მატჩი ჩაატარა.

გუშინ, 23:08

როგორი შეფასება მიიღო დავით ხოჭოლავამ რეალის წინააღმდეგ?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:04

ხოჭოლავას დიდებული მატჩი რეალთან და სენსაციური გამარჯვება!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:00

პირველი დიდი სენსაცია! რეალი შინ შახტართან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ შინ „შახტართან“, 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:48

VIDEO: ვინისიუსმა გოლი მოედანზე შესვლიდან 15 წამში გაიტანა

"რეალისა" და "შახტარის" მატჩში ანგარიშ 2:3 გახდა. გოლი შეცვლაზე ახლად შემოსულმა ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა.

გუშინ, 22:21

VIDEO: წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი - მოდრიჩის ყუმბარა შახტარის კარში

"რეალისა" და "შახტარის" მატჩში ლუკა მოდრიჩმა გაიტანა და ანგარიში 1:3 გახადა.

გუშინ, 22:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10