» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის


ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

პრემიერ ლიგის უკვე მეორე ტურში ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის.

20 სექტემბერი, თბილისის დროით 19:30, „სტემფორდ ბრიჯი“, „ჩელსი“ – „ლივერპული


ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

შეიძლება ითქვას, სეზონი ჯერ წესივრად არც დაწყებულა, ფრენკ ლამპარდის რეორგანიზებულ გუნდს კი უკვე შესაძლოა მთელი კამპანიის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა ელოდეს - ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასდროს არ არის, მითუმეტეს პრაქტიკულად ახალი გუნდით.

ამ სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო გუნდი ულაპარაკოდ ლონდონის „ჩელსია“. გუნდის მიერ განხორციელებულ ყველა ტრანსფერის ჩამოთვლას აქ არ დავიწყებთ, რადგან დიდი ალბათობით, თქვენ ისედაც ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აღნიშნული ხარჯების შემდეგ, ფრენკ ლამპარდის გუნდი უკვე სრულიად სხვანაირად აღიქმება, რაც თავის მხრივ უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს, რადგან ახლა ინგლისელი სპეციალისტისგან გაცილებით ბევრს მოითხოვენ, მათ შორის - საკუთარი ხელმძღვანელობაც.

„ლივერპულზე“ რა უნდა ითქვას, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდმა ნანატრი ინგლისის ჩემპიონობა მოიგო და სატრანსფერო ფანჯრის დროს, ძალიან წყნარად იყო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც კლოპის გუნდს უწინასწარმეტყველებდნენ - ტიაგო ალკანტარა იყო და იმაზეც, ამბობდნენ, რომ გუნდი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დაიცდის, რათა „ბაიერნს“ თანხა დააკლებინოს. თუმცა, ლივერპულელებმა დაცდა არ მოისურვეს, ბავარიელებს შეუთანხმდნენ და ტრანსფერი 18 სექტემბერს ოფიციალურად დაადასტურეს. უკვე მეორე დღეს, 19-ში კი, გუნდმა „ვულვზიდან“ 23 წლის პორტუგალიელი, დიოგუ ჟოტაც დაიმატეს, რაც გუნდის შეტევას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

რაც შეეხება პრემიერ ლიგის სტარტს - ორივე გუნდმა საკმაოდ მძიმედ დაიწყო. „ლივერპულზე“ მძიმე ცოტა შეუფერებელი სიტყვაა, რადგან გუნდმა საწყის ტურში მარსელო ბიელსას „ლიდს იუნაიტედს“ 4 გოლი გაუტანა, მაგრამ 3-ც თავად გაუშვა და საკმაოდ მძიმე შეხვედრა მოიგო.

ჩელსის“ მეტოქე კი „ბრაიტონი“ იყო, რომელიც ლონდონელებმა ბრძოლაში, მაგრამ 1:3 დაამარცხეს. ახალწვეულებიდან, თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინა ტიმო ვერნერმა, რომელმაც 0:0-ზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა. ძალიან სუსტად გამოიყურებოდა კაი ჰავერცი, რომელმაც მატჩის შემდეგ აღიარა, რომ პირველივე მატჩით მიხვდა, რამდენად რთულია პრემიერ ლიგა ბუნდესლიგაზე.

პირველივე სეზონში, თანაც სატრანსფერო ბანის პირობებში, ფრენკ ლამპარდმა გუნდი ოთხეულში და შედეგად, ჩემპიონთა ლიგაზე შეაძვრინა, ახლა კი უცნობია, რა მიზნები დაუსახა მას რომან აბრამოვიჩმა ამხელა ხარჯების შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ უტიტულო სეზონი და მხოლოდ ოთხეული ახლა ისეთი საპატიო ნამდვილად ვერ იქნება. ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ შესაძლოა, დღეს ჩემპიონობისთვის ორი მებრძოლი გუნდის დაპირისპირება უნდა ვიხილოთ.

კიდევ უფრო საინტერესოს ამ დაპირისპირებას იურგენ კლოპის და ფრენკ ლამპარდის ბოლოდროინდელი წაკბენები ხდის - ორივე ეს სპეციალისტი, შეფარულად, მაგრამ საკმაოდ მწარედ საუბრობს მეტოქეზე. მაგალითად, „ჩელსის“ ბოლოდროინდელ ხარჯებზე კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ სხვანაირი გუნდია და წარმატებასაც სხვანაირად აღწევს, რაზეც ლამპარდმა უპასუხა, რომ ეს სიტყვები სასაცილოდ მოეჩვენა და მერსისაიდელებს, ბოლოდროინდელი ძვირიანი ტრანსფერები სათითაოდ ჩამოუთვალა.

საერთო სატრანსფერო ღირებულება:


ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

ცნობილი ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ლონდონის „ჩელსის“ ამჟამად 917.70 მილიონ ევროდ აფასებს, „ლივერპულს“ კი 1 მილიარდ 100 მილიონად.

სავარაუდო შემადგენლობები:


„ჩელსი“: კეპა - ჯეიმსი, რუდიგერი, ზუმა, ასპილიკუეტა - კოვაჩიჩი, კანტე - მაუნტი, ჰავერცი, ჰადსონ ოდოი - ვერნერი

ლივერპული“: ალისონი - არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი - ფაბინიო, ჰენდერსონი, კეიტა - მანე, სალაჰი, ფირმინო

როგორ ითამაშეს წინა სეზონში


ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

გასულ სეზონში, „ლივერპულმა“ მეტოქეს პრემიერ ლიგაში ორივე მატჩი მოუგო - 1:2 გასვლაზე და 5:3 შინ. სამაგიეროდ, „ჩელსიმ“ მეტოქეს FA CUP-ზე, 2:0 სძლია.

ბუკმეიკერების ფავორიტი:


დღევანდელ მატჩში, ფავორიტი რა თქმა უნდა ქვეყნის ჩემპიონია - „ლივერპულის“ მოგებას კოეფიციენტი 2.10 აქვს, „ჩელსისას“ კი - 3.25. ფრე ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა - 3.75.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"არბიტრმა დარღვევა დაინახა", - ზიდანმა კლასიკოში დანიშნული პენალტის ეპიზოდი შეაფასა

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ელ კლასიკოში" დანიშნული პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 22:35

"80 წლის ასაკში ყველაზე მეტად ერთადერთ რამეს ვნანობ", - პელე

ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, პელემ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:25

კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ემუქრება!

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

დღეს, 22:17

სკანდალური დასასრული: ჩხუბი ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის - ქართველები ძლივს დააკავეს [VIDEO]

სკანდალი დღევანდელი მატჩის შემდეგკვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 22:12

ბერბატოვი: "ფერგიუსონის ბოდიშის წაკითხვის შემდეგ, არაერთგვაროვანი ემოცია დამეუფლა"

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა ლეგენდარულ სპეციალისტს, ალექს ფერგიუსონს მადლობა გადაუხადა.

დღეს, 22:11

რეალი ელ კლასიკომდე ზიდანის პოტენციურ შემცვლელს დაუკავშირდა

"რეალის" ხელმძღვანელობამ "ბარსელონასთან" მატჩამდე სასურველ სპეციალისტთან მოლაპარაკებები გამართა.

დღეს, 21:49

მორიგი გამარჯვება - ნაპოლი ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკურმა მარცხმა შეაჩერა

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მეხუთე ტურში „ბენევენტო“ 2:1 დაამარცხა.

დღეს, 20:38

პრემიერ ლიგის ბოლო დაუმარცხებელი გუნდიც დამარცხდა - ევერტონი სენტ-მერიზე დაეცა

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში „ევერტონი“ „საუთჰემპტონთან“ 2:0 დამარცხდა.

დღეს, 20:00

რამდენ მატჩს გამოტოვებს ფილიპე კოუტინიო?

როგორც გითხარით, ფილიპე კოუტინიომ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

დღეს, 19:53

ფლიკი: "სანემ რამდენიმე ვარჯიში კლოზესთან ერთად ჩაატარა და ეს ძალიან წაადგა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ლეროი სანეზე ისაუბრა.

დღეს, 19:50

ფონსეკა: "სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:44

ბრწყინვალე შესრულება - ქვილითაიამ ანორთოსისში გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" ""აპოელს" უპირისპირდება და 2:0 ამარცხებს.

დღეს, 19:37

აზარი განაცხადშია! ზიდანმა გლადბახთან მატჩის შემადგენლობა დაასახელა

მადრიდის „რეალმა“ „გლადბახთან“ საჩემპიონთალიგო მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

დღეს, 19:30

რამდენი გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯის დამარცხებით?

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, სატიტულო ბრძოლაში ხაბიბ გეიჯი დაამარცხა.

დღეს, 19:19

ლივერპულმა ვან დეიკის შემცვლელის თაობაზე საბოლოო არჩევანი გააკეთა?

„ლივერპული“ ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

დღეს, 19:11

მენდი VS კეპა - როგორია ჩელსის მეკარეების სტატისტიკა ამ სეზონში?

სენეგალელმა ედუარდ მენდიმ „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 19:08

ლიუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის დიდებული რეკორდი დაამხო

„პორტიმანის“ ტრასაზე პორტუგალიის გრან-პრი დასრულდა.

დღეს, 19:05

დესტი: "ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩემს პირველ კლასიკოში დავმარცხდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერჟინიო დესტმა, „რეალთან“ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 16:59

ისევ დადებითი - რონალდუ კოვიდ19-თან დროში მარცხდება

„იუვენტუსის“ თავდამხსმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კოვიდ19-ზე კვლავ დადებითი ტესტი ჩააბარა.

დღეს, 16:55

ბარსელონამ კოუტინიო დაკარგა

„ბარსელონას“ შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ, ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:52

ბარსელონას დირექტორი: "ეს უბრალოდ სკანდალია! მუნუერა, იდინახ**"

„ბარსელონას“ დირექტორი, ხავი ვილაჯოანა, კლასიკოში არბიტრის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 16:00

ოფიციალურად: ერთ დროს იმედისმომცემი ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო, საუდის არაბეთში წავიდა

საუდის არაბეთის კლუბმა, „ალ-ჰილალმა“, ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 15:29

16 წელიწადში, სერხიო რამოსმა ლა ლიგაში არცერთი კლასიკო არ გამოტოვა

სერხიო რამოსმა ლა ლიგის 31-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 15:25

"საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია", - კუმანი რეალთან მარცხს სოც.ქსელში გამოეხმაურა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „რეალთან“ წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დღეს, 14:20

ნევილი: "ალბათ, ვან დე ბეკი ფიქრობს, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებო"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 14:16

ჯონ ჯონსი უკმაყოფილოა, რომ დანა უაიტმა ხაბიბს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, ჯონ ჯონსი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით...

დღეს, 14:13

მაკგრეგორმა გეიჯის ბრძოლას სამარცხვინო უწოდა

UFC-s ორი წონით კატეგორიის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაგრეგორმა, ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 14:09

"ხაბიბი წავიდა, იმიტომ რომ კონორის ეშინია", - მაკგრეგორის მეგობარი

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის მეგობარი, დილონ დენისი, ხაბიბის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 14:00

მანჩესტერ იუნაიტედმა 48 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1972/73 წლების სეზონში დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა, წერს Opta Sport.

დღეს, 11:54
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10