ავტორიზაცია

რბოლა დროის წინააღმდეგ: რა სჭირდება რონალდუს ბარსელონასთან მატჩში მონაწილეობის მისაღებად?

რბოლა დროის წინააღმდეგ: რა სჭირდება რონალდუს ბარსელონასთან მატჩში მონაწილეობის მისაღებად?
თარიღი 14 Oct 2020, 21:03
„იუვენტუსის“ ფორვარდმა კორონავირუსის დამარცხება საკმაოდ სწრაფად უნდა მოახერხოს.

გუშინ, 13 ოქტომბერს, პორტუგალიელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურს, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ, გარანტირებულად გამოტოვებს.

რონალდუმ იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც 10-დღიან კარანტინს გაივლის, რათა „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მოასწროს დაბრუნება. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ გამოჯანმრთელება კრიშტიანუს 10 დღეზე სწრაფად სჭირდება.

ESPN იტყობინება, რომ უეფამ დაადასტურა: იმისთვის, რომ „ბარსელონასთან” მატჩში შეძლოს მონაწილეობის მიღება, კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი თამაშამდე როგორც მინიმუმ ერთი კვირით ადრე უნდა ჩააბაროს.

რონალდუს გარდა, კოვიდ19 დაუდგინდა „იუვენტუსის“ სხვა ფეხბურთელს, ვესტონ მაკენისაც.