» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს


რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს

პრემიერ ლიგაში გადმოსვლის მომენტში, იურგენ კლოპს ჰკითხეს ჟოზე მოურინიოს ეპატაჟური ქცევებისა და გამოხტომების შესახებ. პასუხი გამოდგა მოკრძალებული - "ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ინტრიგების ხლართვა არ მახასიათებს", - გავიდა 4 წელი, გერმანელმა პორტუგალიელის მოტივები გაიზიარა.

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა წაკბინა ლონდონის "ჩელსის", რომელმაც სატრანსფერო ბაზარზე მოახდინა ნამდვილი ფურორი - "არსებობენ კლუბები, რომელიც ეკუთვნის ოლიგარქებს, შეიხებსა და ქვეყნებსაც კი. მათ შეუძლიათ ნებისმიერი თანხის დახარჯვა, ჩვენ არა, რადგან აქ სხვა პრინციპები მოქმედებს".

რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს

"არისტოკრატების" დამრიგებელმა, ფრენკ ლამპარდმა ალემანიელს უპასუხა ოპერატიულად და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭიროების შემთხვევაში სეიფის გახსნაზე არც მერსისაიდელები ამბობენ უარს. 53-წლის ტაქტიკოსისა და მისი ინგლისელი კოლეგის დუელი უკვე დასრულდა, შევადაროთ ერთმანეთს დახარჯული თანხები.

"ლურჯების" მხრიდან მოწინავე პოზიციებზე იყვნენ ტიმო ვერნერი (53 მილიონი) და კაი ჰავერცი (80 მილიონი), რომელთა ძირითადი ამოცანა უნდა ყოფილიყო "წითლების" კონტრ-შეტევაზე დაჭერა, მაგრამ ისინი მეტოქის ტოტალური პრესინგისთვის მზად უბრალოდ არ აღმოჩნდნენ.

რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს

WhoScored-ის ვერსიით, "პენსიონერების" საუკეთესო ფეხბურთელი იყო გერმანელი თავდამსხმელი (7.27), თუმცა მისი სტატისტიკა ჩანდა მაინც ძალიან მოკრძალებულად: 5 მოტყუება და ერთი არაზუსტი დარტყმა. ლამპარდის გუნდის ახალწვეული ფორვარდის თანამემამულემ ითამაშა კიდევ უფრო სუსტად: არც დარტყმები, არც სახიფათო მომენტის შემქმნელი პასი და 4 დაკარგვა.

შედეგი - "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრების გერმანელმა ფლეიმეიქერმა სათადარიგოთა სკამზე მალევე გადაინაცვლა. მათ დასაცავად შეგვიძლია მოვიშველიოთ მუდამ გამოსადეგი "ადაპტაციის ფაქტორი", მაგრამ ისმის კითხვა: რატომ არ მოქმედებს იგივე წესი "სქაუზერების" ახალ ცენტრალურ ნახევარმცველზე, ტიაგო ალკანტარაზე?

რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს

30 მილიონ ევროდ ნაყიდი ესპანელი "ენფილდზე" გადმოვიდა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, თუმცა მისი დებიუტი რეკორდული შედეგების თანხლებით წარიმართა. კლოპის გუნდის ახალწვეულმა ერთ ტაიმში გააკეთა 75 ზუსტი პასი, იგივე მიღწევის მქონე "ჩელსის" მოთამაშე გუშინდელ მატჩში არ ფიგურირებდა.

ამის გარდა, სტატისტიკის ათვლის მომენტიდან, ანუ 2003-2004 წლის სეზონიდან პრემიერ ლიგას არ ახსოვს ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში გააკეთა 75 ზუსტი გადაცემა, თანაც დებიუტანტმა. შედარებისთვის, ლონდონელთა საუკეთესო ფეხბურთელი ამ კომპონენტში იყო მატეო კოვაჩიჩი, რომელმაც ითამაშა 34 წუთით მეტი და გააკეთა 12 ზუსტი პასით ნაკლები.

რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს

ერთი სიტყვით, პირენეელი თამაშობდა ისე, თითქოს "ლივერპულში" ჰქონდა გატარებული რამდენიმე წელი და არა ვარჯიში. მართალია, მის აქტიურობას მოჰყვა პენალტი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. "არისტოკრატების" 11-მეტრიანი მოიგერია ალისონ ბეკერმა, რომელმაც უკვე გამოიმუშავა მასში ჩადებული ინვესტიცია.

ბრაზილიელი, კეპა არისაბალაგას ტრანსფერამდე ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ, ახლა კი შეადარეთ ერთმანეთს ამ ორი ფეხბურთელის თამაშის ხარისხი. უბრალოდ ციფრები: მერსისაიდელთა კიპერმა ეპლ-ის გასულ სეზონში გაუშვა 23 გოლი, მაშინ, როდესაც ბასკმა 47 (!).

რა განსხვავებაა ფულის ხარჯვასა და ფლანგვას შორის? - კლოპმა და ლამპარდმა უკვე გვიპასუხეს

სეივების რაოდენობა - 71:53, მშრალი მატჩები 13:8 და ა.შ. საინტერესო ფაქტი - "წითლების" პირველმა ნომერმა თავის ინგლისურ კარიერაში მოიგერია პირველი პენალტი, მაშინ, როდესაც "ლურჯების" მეკარის უხეშმა შეცდომამ პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყვიტა. მოკლედ, გვხვდება ფულის გამოყენების ორი მეთოდი: ხარჯვა და ფლანგვა.

"სქაუზერების" შედეგების გათვალისწინებით, ისინი ზუსტადაც არიან მხარჯველები, "პენსიონერების" მიმართებაში კი ვიყენებთ მეორე ეპითეტს. დროებითია ეს თუ საბოლოო შედეგის მომასწავებელი, სეზონის მიმდინარეობა გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი ნათელია ერთი რამ: ლამპარდის გუნდი "ენფილდელებისა" და "მანჩესტერ სიტისთვის" კონკურენტი არ არის.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ჩელსი-ლივერპული 0:2



გამოკითხვა:

შეაფასეთ ჩელსის პერსპექტივები:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პირლო: "იტალიის სუპერთასი არ იქნება ჩემი ერთადერთი ტიტული იუვენტუსში"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ საკმაოდ საინტერესო და ამბიციური განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:46

ლინგარდი მიდის, ფავორიტი უკვე გამოიკვეთა - ESPN

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს პერიოდში დროებით დაემშვიდობება თავის შემტევს, ჯესი ლინგარდს.

დღეს, 13:36

ინტერსა და რომას შორის შესაძლოა გაცვლა შედგეს

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ინტერსა" და "რომას" შორის შესაძლოა საკმაოდ საინტერესო გაცვლა შედგეს.

დღეს, 13:24

ბენიტესს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს

BBC-ის თანახმად, "დალიან იფანის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს.

დღეს, 13:03

მოურინიო: "ბეილმა სათამაშო დრო უნდა დაიმსახუროს"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, გარეტ ბეილის შესახებ:

დღეს, 12:54

"ევროპის საუკეთესო ფორვარდი ჩვენთან თამაშობს", - ატლეტიკოს პრეზიდენტი

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:45

"არსენალი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება", - ოზილი

"ფენერბაჰჩეს" ახალწვეულმა შემტევმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ისაუბრა თავისი ყოფილი კლუბის, ლონდონის "არსენალის"

დღეს, 12:31

"ბარსელონა ლა ლიგის საჩემპიონო რბოლიდან არ ამოვარდნილა", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:21

3 მოქმედი ფეხბურთელი, რომელმაც 500-გოლიან ნიშნულს ლევანდოვსკიზე ადრე გადააბიჯა

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავის კარიერაში 500 გოლი გაიტანა.

დღეს, 12:09

ბარსას არსებობა მესის გარეშე რეალურია? - კატალონიელთა შთამბეჭდავი სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-20 ტურის ფარგლებში "ბარსელონამ" უმარტივესად დაამარცხა "ელჩე", ანგარიშით 2:0.

დღეს, 11:50

რამდენი მატჩი დასჭირდა სოლსკიაერს კლოპის დასამარცხებლად?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებაში დაამარცხა "ლივერპული, ანგარიშით 3:2.

დღეს, 11:34

ბრუნო: "მანჩესტერის გულშემატკივრებს განსაკუთრებული კვირა ელით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ქამბექები 0:1-ის შემდეგ - მანჩესტერის მენტალიტეტშია", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულთან" დაპირისპირება შეაფასა:

დღეს, 10:58

სიმეონე: "მხოლოდ ერთ საკითხზე ვფიქრობთ ახლა"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ

დღეს, 10:47

ლოკომოტივის 14 წლის მეკარემ საბურთალოსთან პენალტი მოიგერია [VIDEO]

გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 10:20

"გრიზმანი ატლეტიკოში იყო ღმერთი, ბარსაში კი ის მაქსიმუმ თავადი არის", - ფუტრე

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, პაულუ ფუტრემ, ანტუან გრიზმანის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 09:48

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" ესტუმრა და მეტოქე 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:09

სუარესის ბრწყინვალე სტატისტიკა ლა ლიგაში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:02

ნოიერმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და მარტივად, 4:0 დაამარცხა.

დღეს, 01:57

მორიგი გამარჯება: ატლეტიკომ ბარსა და რეალი კიდევ უფრო ჩამოიტოვა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 01:54

"გავხდებით თუ არა ჩემპიონები?" - ქეცბაია გუშინდელი მატჩის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" "ნიქოზიას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:49

კლოპი: "ბევრი დეტალია, რის გამოც წავაგეთ"

ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ფლიკი: "ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ რაღაც მჭირდება"

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" სტუმრად 0:4 გაანადგურა.

დღეს, 01:37

კუმანმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ამავე გუნდის მეკარე შეაქო.

დღეს, 01:34

კურიოზი: რა გააკეთა მაკარიძემ გუშინდელ მატჩში, რასაც გოლი მოჰყვა?

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ალმერია" "საბადელს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:29

საინტერესო ფაქტი: კლოპის ლივერპული ინგლისის თასის 1/8 ფინალს არასოდეს გაცდენილა

"ლივერპული" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:3.

გუშინ, 23:29

რეალის დირექტორი: "ის, რომ მოდრიჩი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა"

"რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გუნდის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი შეაქო.

გუშინ, 23:25

7 ბრაზილიელი გუნდში - ნეიმარმა პსჟ-ს ლეგენდებისგან სიმბოლური ნაკრები შედგინა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა პარიზული კლუბის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა.

გუშინ, 23:12

უხვგოლიანი მატჩი ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერმა ლივერპული ინგლისის თასიდან გამოაგდო! [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უხვგოლიან მატჩში მოუგო.

გუშინ, 22:59

VIDEO: შეუჩერებელი ბრუნო ფერნანდეში! - ულამაზესი საჯარიმო ლივერპულის კარში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულს" ულამაზესი გოლი გაუტანა.

გუშინ, 22:56
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10