ავტორიზაცია

ბალოტელი, კეროლი ან იქნებ ასპასი? - ლივერპულის დეკადის ყველაზე ცუდი ტრანსფერი გამოვლინდა

ბალოტელი, კეროლი ან იქნებ ასპასი? - ლივერპულის დეკადის ყველაზე ცუდი ტრანსფერი გამოვლინდა
თარიღი 15 Oct 2020, 16:26
Liverpool Echo-მ დაასახელა მერსისაიდელთა დეკადის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი. საუბარია 2010-2019 წლებში განხორციელებული შენაძენების შესახებ.

ყველაზე დაბალი, ანუ ერთი ქულა მიიღო მარიო ბალოტელიმ, რომელიც "წითლებში" 2014-2016 წლებში ირიცხებოდა.

იტალიელმა თავდამსხმელმა "სქაუზერების" შემადგენლობაში ჩაატარა 28 შეხვედრა, რომელშიც მან ოთხი გოლი გაიტანა.

"ბრეშიას" ყოფილმა ფორვარდმა "ენფილდზე" ჩაატარა ერთი სრულფასოვანი სეზონი, რის შემდეგაც ის "მილანში" გაანათხოვრეს.