» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა


დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

2010 წლის 20 ოქტომბერი - ყველაზე კოშმარული დღე დუგლას მაიკონის საფეხბურთო კარიერაში. სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ის სრულიად დამსახურებულად ატარებდა მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველის სტატუსს, მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს, ბრაზილიელის დიდება ჩაქრა.

მილანის "ინტერის" ვინგბექის კარიერის დამსრულებელი აღმოჩნდა იმ დროს ანდერდოგი "ტოტენჰემის" უცნობი და ახალგაზრდა მარცხენა მცველი, გარეტ ბეილი. დიახ, უელსელმა სისხლი გაუშრო ხავიერ ძანეტისაც, მაგრამ ობიექტურად, 37-წლის ვეტერანი რომ ვერ ასწრებს მასზე 16-წლით უმცროს მეტოქეს, საგანგაშო არაფერია.

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

"ნერაძურის" 13-ნომრის მისამართით კი ლმობიერება არ მოქმედებს, რადგან ის იმ დროს იმყოფებოდა კარიერის პიკში და თავის პოზიციაზე საუკეთესოდ ითვლებოდა. მოკლედ, გავიხსენოთ კიდევ ერთხელ სამხრეთ ამერიკელის კოშმარი, რომლის მთავარ როლში "ჰოტსპურის" განაპირა მცველი აღმოჩნდა.

"შავ-ლურჯებისთვის" და მითუმეტეს მათი 29-წლის ფლანგელისთვის უბედურების მომასწავებელი არაფერი შეინიშნებოდა, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ, ლონდონური გუნდისგან რჩებოდა მხოლოდ ნანგრევები - 4:0. რამდენიმე წლის შემდეგ, ჰარი რედნაპი გაიხსენებს ამ მატჩს და აღნიშნავს, რომ ის თავისი გუნდის 3-იანის შეცვლის შესახებაც ფიქრობდა.

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

ბრიტანელის გაყვანა გადაარჩენდა მაიკონის რეპუტაციას, თუმცა ინგლისელმა მწვრთნელმა პრინციპით "დასაკარგი არაფერია" ის მოედანზე დატოვა - "ის, რაც მან გააკეთა შემდეგ 38 წუთში, არ გამკვირვებია, რადგან ბეილი ამას პრაქტიკულად ყოველ ვარჯიშზე იმეორებდა", - "დეზების" იმ დროინდელი სპეციალისტი.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უელსელმა ერთი და იგივე მეთოდით სამჯერ ჩამოიტოვა ბრაზილიელი და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა (4:3). არსებობს მოსაზრება, გარეტს რომ ჰქონოდა კიდევ რამდენიმე წუთი, "სპურსი" "გველებს" მინიმუმ ფრეს გამოგლიჯავდა. მოკლედ, ევროპაში ახალი ვარსკვლავის ანთების ცერემონიალი შედგა.

ინტერი-ტოტენჰემი 4:3 (ბეილის ჰეტ-ტრიკი)



"მამლებს" იმ დროს ჰყავდათ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მაგალითად - ლუკა მოდრიჩი ან რაფაელ ვან დერ ვაარტი, თუმცა გუნდის აღმავლობის სიმბოლოდ სწორედ ახალგაზრდა მარცხენა მცველი იქცა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2007 წელს, "საუთჰემპტონიდან" 7.5 მილიონად გადმოსული მოზარდი, იგივე ლომბარდიელთა კალიბრის მცველების წინააღმდეგ ფურორს მოახდენდა.

რედნაპის გუნდის ვინგბექი ხშირად იღებდა ტრავმას და ამის გარდა, მის რეზიუმეში პირნათლად ჩაგდებული შეხვედრებიც ფიქსირდებოდა. ცნობისთვის, მისი პირველი 24 მატჩიდან "უაით ჰართ ლეინის" მკვიდრებმა ვერცერთი ვერ მოიგეს. The Sun-ის ჟურნალისტი, პეტ შიჰანი 2008 წლის ნოემბერში ხუმრობდა: "ისევ წაგება? ალბათ, ტოტენჰემის 3-იანი კვლავ მოედანზე იყო".

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

ბრიტანელი ხშირად "ჰოტსპურიდან" წასვლასთანაც იყო ახლოს, მაგალითად, 2009 წელს ის 3.5 მილიონ ევროდ პრაქტიკულად გაიყიდა "ბირმინგემ სიტიში", თუმცა ტრანსფერი ინგლისელმა მწვრთნელმა დაბლოკა. ის დაელოდა 20-წლის მარცხენა მცველის რეაბილიტაციას, შემდეგ კი მან ის ლონდონელთა სასტარტოს წევრადაც აქცია.

სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ბეილის მთავარ იარაღად იქცა ფიზიკური სიძლიერე და სისწრაფე, ტრავმატული პერიოდი კი მადრიდის "რეალში" ტრანსფერამდე გადაიდო. უელსელს ადარებდნენ კრიშტიანუ რონალდუს, თანაც უფრო პრაგმატულს, ცივსისხლიანს, ზედმეტი ფინტების გარეშე.

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

გარეტის "დეზებში" გატარებული პერიოდის კულმინაციად იქცა 2012-2013 წლის სეზონი, რომელშიც მან 44 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის ტოპში რობინ ვან პერსის გოლების დამსახურებით დომინირებდა "მანჩესტერ იუნაიტედი", ქომაგები უფრო მეტს მაინც "სპურსისა" და მისი ლიდერის შესახებ საუბრობდნენ.

"მამლების" 11-მა ნომერმა მიიღო არაერთი ინდივიდუალური ჯილდო, ევროპულმა ტოპ-კლუბებმა კი მასზე ნადირობის სეზონი გახსნეს. მის სახელს უკავშირებდნენ "ბარსელონას", "წითელ ეშმაკებსა" და ლონდონის "ჩელსის", თუმცა მადრიდის "რეალის" წინადადებამ აღნიშნული 3-ეულის ოფერები დაჩრდილა.

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

"სამეფო კლუბში" ბრიტანელს ხომ არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად განიხილავდნენ. რა მოხდა ესპანეთში, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, მთავარი არის ის, რომ 31-წლის შემტევი ჟოზე მოურინიოს გუნდში აღმოჩნდა. ქომაგებს უკვე წარმოდგენილი აქვთ, თუ როგორ იპყრობს მარცხენა ფლანგს მათი ფავორიტი.

ბეილის "ტოტენჰემში" დაბრუნებამდე 18 საათით ადრე პოსტებმა მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოაგროვა 190 ათასი ლაიქი და 70 რეტვიტი. ეს მიღწევა დაიჩრდილება მაშინ, როდესაც უელსელი "ჰოტსპურის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველ გოლს გაიტანს, მოემზადეთ!

დრაკონი გამოქვაბულში დაბრუნდა - გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 2010-2013 წლების მთავარი მოვლენა

გამოკითხვა:

ათამაშდება თუ არა ბეილი ტოტენჰემში ძველებურად?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დავითაშვილის გოლი და არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში [VIDEO]

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "როტორსა" და "იაგელონიას" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიმ ზაფხულისთვის მთავარი კანდიდატი შეარჩია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგა.

გუშინ, 23:32

"შეგეძლო ჩემთვის რამდენიმე გოლი არ გაგეტანა!", - ბუფონმა რონალდუს ხუმრობით მიულოცა

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუს ახალი რეკორდი მიულოცა.

გუშინ, 23:25

სენსაციური მარცხის შემდეგ, რეალის ფეხბურთელები ზიდანის საქციელმა გააკვირვა

ესპანეთის თასზე სენსაციური მარცხის შემდეგ, "რეალმა" დღეს დილით პირველი ვარჯიში გამართა.

გუშინ, 23:14

სუპერლიგის ფორმატის დეტალები - ახალ ტურნირში პრემიერ ლიგის 6 კლუბს ვიხილავთ

ევროპის სუპერლიგაში პრემიერ ლიგის 6 კლუბის ჩართვას გეგმავენ, იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times.

გუშინ, 23:02

"რეალი ზიდანს სეზონის ბოლომდე არ გაუშვებს", - MARCA-ს ჟურნალისტმა მიზეზები განმარტა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბში რჩება, მიუხედავად სენსაციური მარცხისა.

გუშინ, 22:51

"ვფიქრობ, მისთვის ეს კარგი ვარიანტია", - რივალდომ მესის კლუბი ურჩია?

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:41

ედეგორი პრემიერ ლიგის გრანდს უფრო და უფრო უახლოვდება - Sky Sports

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი პრემიერ ლიგაში გადასვლას უახლოვდება.

გუშინ, 22:27

მოულოდნელი არჩევანი - ვისი ხილვა სურს პერესს ზიდანის შემცვლელად?

არ არის გამორიცხული, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 22:22

რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგას ამ სეზონშივე მოიგებს"

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ გუნდის ჩემპიონობის შანსებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 22:15

"ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - პოგბამ ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

გუშინ, 22:08

"ოფიციალურ მატჩებში ბიცანმა 821 გოლი გაიტანა", - რონალდუს ისტორიულ რეკორდს აპროტესტებენ

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ახალი მიღწევა გააპროტესტა.

გუშინ, 21:37

როტორში მე-6 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

დღეს დადასტურებული ინფორმაციით, რუსულმა "როტორმა" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა.

გუშინ, 21:15

რონალდუ ხავის გაუთანაბრდა - 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს იტალიის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.

გუშინ, 21:08

ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიში მუშაობით ორი ტოპ-მწვრთნელია დაინტერესებული

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი დაკავებული პოსტიდან დაითხოვონ.

გუშინ, 21:02

"შემიძლია გითხრათ, მე რა დამემართა მადრიდში", - სებალოსმა რეალის ფეხბურთელს წასვლა ურჩია

"რეალის" საკუთრებაში მყოფმა "არსენალის" ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა მარტინ ედეგორს რჩევა მისცა.

გუშინ, 20:53

"ამჟამად რთული სიტუაციაა", - რუნი შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ კლუბიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:42

მანჯუკიჩი: "მე და ზლატანი ექსპერტები ვართ, ძალიან ბედნიერი ვარ მილანში ყოფნით"

"მილანის" ფორვარდმა, მარიო მანჯუკიჩმა პრესკონფერენციაზე იტალიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:34

სერია ა-მ პრემიერ ლიგას ლიდერობა წაართვა - 2020 წლის TOP 10 ლიგა IFHHS-ს ვერსიით

IFFHS-მ 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების სია შეადგინა - პირველი ადგილი სერია ა-მ დაიკავა.

გუშინ, 20:22

"სიმპტომები მქონდა, ექიმის მითითებებს ვიცავ", - აგუეროს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

გუშინ, 20:06

"პსჟ-ში ყველას სურს მესის გადმოსვლა", - პარედესი შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა ლიონელ მესის პშესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 20:00

"გილოცავ, სწორედ შენ მოხვედი ჩემს რეკორდამდე!", - კანმა ნოიერს მიმართა

"ბაიერნის" ექს-მეკარემ, ოლივერ კანს მიუნხენელთა ამჟამინდელ გოლკიპერს, მანუელ ნოიერს მიულოცა.

გუშინ, 19:16

კლოპი: "ლივერპულს ამჟამად რთული დრო უდგას და გამოსავალს ეძებს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:07

ფერგიუსონი: "მანჩესტერს ახლა საუკეთესო შედეგი აქვს, რომელიც ოდესმე ჰქონია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 19:00

MARCA: რონალდუ და პერესი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ელაპარაკებიან

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ რამდენიმე თვეა "რეალის" პრეზიდენტს ელაპარაკება.

გუშინ, 18:51

უახლოესი 48 საათის განმავლობაში მილანი მორიგ ტრანსფერს დაადასტურებს

"მილანი" ძალიან მალე ამ ზამთარს კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას დაადასტურებს.

გუშინ, 18:44

"სეზონის სტარტზე ჩემს გეგმებში შედიოდა", - არტეტამ ოზილის გაშვების მიზეზი განმარტა

"არსენალის" მწვრთნელი, მიკელ არტეტა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 18:39

არანაირი ტოტენჰემი - ინტერმა ერიქსენს პრემიერ ლიგაში სხვა კლუბი შეურჩია

"ინტერი" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში გაშვების ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 18:32

"ზიდანს რეალის ფეხბურთელებთან თვეებია არ უსაუბრია", - MARCA-ს ჟურნალისტი

გუშინ ღამით, "რეალი" ესპანეთის თასის 1/16 ფინალში მესამე დივიზიონის ბინადარ გუნდთან დამარცხდა.

გუშინ, 18:21

"დაბრუნდება თუ არა ამ სეზონში?", - კლოპი ვან დეიკის მდგომარეობას აფასებს

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მცველ ვირჯილ ვან დეიკის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:13
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10