ავტორიზაცია

რატომ ჩაიშალა მესის ტრანსფერი რეალში 2013 წელს? - დი მარციოს ისტორია

რატომ ჩაიშალა მესის ტრანსფერი რეალში 2013 წელს? - დი მარციოს ისტორია
თარიღი 16 Oct 2020, 12:12
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში, Grand Hotel Calciomercato-ში ახსენა, რომ მადრიდის "რეალი" ლიონელ მესის გადმობირებას ცდილობდა.

2013 წელს, "სამეფო კლუბი" მზად იყო გაეაქტიურებინა არგენტინელი შემტევის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა.

"ბლანკოსი" ლეოს სანაცვლოდ "ბარსელონას" სთავაზობდა 250 მილიონ ევროს და ამის გარდა, თავად ფეხბურთელს ზღაპრულ კონტრაქტსაც უმზადებდა.

"თეთრები" უარით გაისტუმრა თავად "ბლაუგრანას" ლიდერმა, რომელმაც დაინტერესებულ მხარეს განუცხადა - "დროს ტყვილად კარგავთ, რეალში არ გადავალ".