» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ევროთასების ექვსგზის გამარჯვებულები სუპერთასის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად - ბაიერნი V სევილია


ევროთასების ექვსგზის გამარჯვებულები სუპერთასის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად - ბაიერნი V სევილია

დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევროპის სუპერთასი შედგება.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მიუნხენის „ბაიერნი“, ევროპა ლიგის ტრიუმფატორ „სევილიას“ დაუპირისპირდება. მატჩი ბუდაპეშტში გაიმართება და კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პირველად, უეფას მატჩზე, გულშემატკივრები იქნებიან დაშვებულნი. კერძოდ, ტრიბუნების 30% შეივსება.

გუნდები:


ბაიერნი“: მას შემდეგ, რაც ამ გუნდის სამწვრთნელო სკამზე ნიკო კოვაჩი ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩაანაცვლა, ბავარიელებმა დაიბრუნეს საკუთარი სახე და სათამაშო სტილი, რაც იმავე სეზონში მოგებულ ტრებლში გადაიზარდა და ბუნებრივია, გუნდი დღესაც მოგების მთავარი ფავორიტია.

ისედაც ამუშავებულ მანქანას, გუნდმა ამ ზაფხულს ლეროი სანე („სიტიდან“), ალექსანდრ ნიუბელი („შალკედან“), და ტანგაი კუასი („პსჟ-დან“) დაამატა.

ევროპის სუპერთასზე „ბაიერნი“ მეხუთედ იასპარეზებს და გუნდს საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს - 3 მარცხი და მხოლოდ ერთი გამარჯვება.

ეს ერთადერთი გამარჯვება გუნდმა 2012/13 წლებში, „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში მოიპოვა, იქამდე კი ბოლო წუთზე მატჩის გადარჩენით მივიდა.

სამი მარცხი კი შემდეგ წლებზე მოდის - 2000/01 – „ლივერპულთან“, 1975/76 „ანდერლეხტთან“ და 1974/75 – „დინამო კიევთან“.

უეფას რეიტინგში ამჟამად მიუნხენური გრანდი პირველ ადგილს იკავებს - მრავალი წლის შემდეგ პირველად, ამ გუნდმა „რეალის“ დეტრონიზაცია მოახერხა.

„სევილია“: გუნდმა გასულ სეზონში ოთხეულში მოხვედრა მოახერხა და გზად „თავისი“ ტურნირი, ევროპა ლიგაც მოიგო. თანაც, ისტორიაში უკვე მეექვსედ.

ზაფხულში, ანდალუსიელებმა ივან რაკიტიჩი („ბარსელონადან“), ოსკარი („რეალიდან“) და მარკოს აკუნია („სპორტინგიდან“) დაიმატეს. სამაგიეროდ, გუნდი დატოვა სერხიო რეგილონმა, რომელიც „რეალიდან“ იყო განათხოვრებული და ამჟამად, უკვე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელია.

ბაიერნის“ მსგავსად, ევროპის სუპერთასზე „სევილიასაც“ საშინლად ცუდი სტატისტიკა აქვს - გუნდი ამ მატჩში მონაწილეობას მეექვსედ მიიღებს და ხუთ წინა დაპირისპირებაში 1 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს

2015/16 – მარცხი „რეალთან“, 2014/15 - მარცხი „ბარსელონასთან“ (თბილისში), 2013/14 - მარცხი „რეალთან“, 2006/07 - მარცხი „მილანთან“, 2005/06 - გამარჯვება „ბარსელონასთან“.

ურთიერთშეხვედრები:


„სევილიას“ საკუთარ კედლებში გერმანულ გუნდთან წაგებული არ ჰქონია, სანამ 2017/18 წლებში „ბაიერნს“ არ შეხვდებოდა. ეს ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში მოხდა და დღემდე გუნდების ისტორიაში მხოლოდ ეს ორმატჩიანი დაპირისპირებაა.

„რამონ სანჩეს პისხუანზე“ „ბაიერნმა“ ხესუს ნავასის ავტოგოლითა და ტიაგო ალკანტარას რიკოშეტით გატანილი გოლით 1-2 მოიგო, „ალიანც არენაზე“ კი ფრე, 0:0 დაფიქსირდა.

ამჟამინდელი ფორმა:


ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან 25 დღეში, „ბაიერნმა“ ახალი სეზონიც ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა ბუნდესლიგის პირველ ტურში „შალკე“ 8:0 გაანადგურა. ჰანსი ფლიკის გუნდისთვის ეს ზედიზედ 22-ე გამარჯვება იყო.

თავის მხრივ, „სევილიაც“ საკმაოდ კარგ ფორმაშია - გუნდს ზედიზედ 21 მატჩია არ წაუგია. თუმცა, ლა ლიგაში მონაწილეობა მათ ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ევროტურნირებზე ასპარეზობის გამო, დამატებითი დასვენების დღეები მიიღეს.

ვინ რა თქვა:


ჰანსი ფლიკი (ბაიერნი): „სევილიამ ევროპა ლიგა დამსახურებულად მოიგო. ეს ძალიან საინტერესო, ტაქტიკურად კარგი გუნდია. მათი მწვრთნელი დიდებულ საქმეს ასრულებს. მატჩი ძალიან დინამიური და ინტენსიური გამოვა. ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და ჩემი გუნდისგან 100%-იან კონცენტრირებას ველოდები. მინდა, რომ ყველაფერს ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდა. ფინალები ყოველთვის განსაკუთრებულია.“

ხულენ ლოპეტეგი (სევილია): „ბაიერნს ჰყავს მწვრთნელი, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, თუ როგორ შეცვალა გუნდის სვლა და გუნდური მუშაობა გააუმჯობესა. ძალიან რთულია იმის გაკეთება, რაც მან მოახერხა. მათ იციან, როგორ აპირებენ თამაშს, როგორ აპირებენ შეტევას და როგორ დაიცავენ თავს. რეალურად, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებიან, მაგრამ ადვილად დანებებას არ ვაპირებთ.“

სავარაუდო შემადგენლობები:


„ბაიერნი“: ნოიერი - ლუკას ერნანდესი, ბოატენგი, ალაბა, დევისი; გორეცკა, კიმიხი - სანე, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი

ვერ ითამაშებენ: კომანი, კუასი

საეჭვოა: დევისი

„სევილია“: ბუნუ - ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო - რაკიტიჩი, ფერნანდო, ჯორდანი - სუსო, ენ-ნესირი, ოკამპოსი.

ბუკმეიკერთა ფავორიტი:


„ბაიერნი“ დღევანდელ შეხვედრაში ცალსახა ფავორიტია - იმდენად, რომ გუნდის გამარჯვებას 1.31 აქვს კოეფიციენტი, „სევილიას“ კი - 9.50.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ესპანურმა გაზეთმა მესის ფონდთან სასამართლო წააგო, მიზეზი - ცრუ ინფორმაციის გავრცელება

ესპანური გაზეთი ABC ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაისაჯა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა AS.

დღეს, 22:00

მოასწრებს თუ არა რამოსი კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას? - MARCA-ს ინფორმაცია

მოგეხსენებათ, "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" მატჩი გამოტოვა.

დღეს, 21:50

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მცველის ბარსელონაში გაშვების წინააღმდეგია და გააქტიურდა

მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტის" მცველი სურდა.

დღეს, 21:40

ოფიციალურად: ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა კარიერა დაასრულა

ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა კარიერის დასრულება დაადასტურა.

დღეს, 21:30

მანჩინიმ სოციალურ ქსელში კორონავირუსზე პროვოკაციული პოსტი განათავსა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ სოციალურ ქსელში პროვოკაციული პოსტი განათავსა.

დღეს, 21:20

AS: პერესი ზიდანის გაშვებაზე დაფიქრდა, მადრიდში ორ კანდიდატს განიხილავენ

"რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შეცვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 21:10

GOAL.COM: ევერტონმა მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენას ფასი დაადო

"ევერტონი" მზადაა გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას, თავდამსხმელ დომინიკ კალვერტ-ლიუინს შეელიოს.

დღეს, 20:40

"ვან დეიკს ცუდად შეეჯახა", - ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ხამესი ტრავმირებულია

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხამეს როდრიგესი ტრავმირებულია.

დღეს, 20:20

"პიკფორდი ძალიან შეწუხებულია მომხდარით", - ანჩელოტიმ ვან დეიკის ტრავმის ეპიზოდი განიხილა

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მერსისაიდულ დერბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

დღეს, 19:40

ლამპარდი ლამპარდის გათავისუფლებაზე დაფიქრდა, შემცვლელი უკვე შერჩეულია

როგორც იწერება, "ჩელსის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის გაშვებაზე დაფიქრდა.

დღეს, 19:20

ჩელსი ზამთარში კეპას იჯარით გაშვებას გეგმავს, მსურველი უკვე გამოჩნდა

"ჩელსის" გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 18:40

"დიდხანს იუქმებს", - მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "პორტუ" (3:1) დაამარცხა.

დღეს, 18:20

რეალთან მატჩი სტაბილურად და აუღელვებლად ჩაატარა - უკრაინაში ხოჭოლავა შეაქეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 16:48

ოფიციალურად: რონალდუსა და მესის დუელი არ შედგება - პორტუგალიელი კვლავ ინფიცირებულია

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავ ინფიცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ 28 ოქტომბერს მოედანზე

დღეს, 16:27

ჰოლანდთან, გნაბრისთან და სხვებთამ ერთად - კვარაცხელიას გოლი საუკეთესოთა შორის [VIDEO]

უეფას ოფიციალური გვერდი ოქტომბრის თვის სანაკრებო პაუზის საუკეთესო გოლებს ასახელებს.

დღეს, 16:25

რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა, ოქტომბრის მატჩების შემდეგ?

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა 3 შეხვედრა ჩაატარა, ერთი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

დღეს, 16:17

მიულერი ატლეტიკოს შესახებ: "ფეხბურთის მთავარ ბანდიტებს ვეთამაშებით და მაინც მე მაფრთხილებთ?"

მიუნხენის "ბაიერნისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრაში ტომას მიულერსა და მთავარ არბიტრს, მაიკლ ოლივერს შორის საინტერესო დიალოგი

დღეს, 16:13

ლობჟანიძემ კვლავ გაიტანა - მე-9 გოლი ამ სეზონში [VIDEO]

ყაზახეთის ჩემპიონატში "კაირათი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 16:08

Marca: განხეთქილება გრძელდება, ბარსელონა ორ ნაწილად იყოფა?

Marca-ს თანახმად, "ბარსელონაში" მწიფდება ახალი განხეთქილება, რაც ფეხბურთელების ხელფასების შემცირებას უკავშირდება.

დღეს, 16:06

ტრავმა სანაკრებო პაუზაზე - ინჯგია სერბეთში ვეღარ დაბრუნდება

მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ოქტომბრის თვეში 2 ამხანაგური მატჩი გამართა, ერთი მოიგო, ერთი კი წააგო.

დღეს, 16:04

რეალი ისკოს დაემშვიდობება?!

Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" უკმაყოფილოა თავისი შემტევი ნახევარმცველით, ისკო ალარკონით.

დღეს, 15:52

ვან დეიკმა შესაძლოა მომავალი სეზონის სტარტიც კი გამოტოვოს - The Athletic

The Athletic-ის ჟურნალისტს, დევიდ ორნშტეინს თუ დავუჯერებთ, ვირჯილ ვან დეიკის ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა.

დღეს, 15:33

ჩემპიონთა ლიგის რეკორდი, რომელსაც რეალი, ბაიერნი და ბარსელონა იყოფენ

მადრიდის "რეალმა", მიუნხენის "ბაიერნმა" და "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს თავიანთი რიგით 25-ე სეზონი.

დღეს, 15:21

"ვიცი, რაც არის მესის წარმატების საიდუმლო", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:14

მორატა: "გოლების გატანა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ გატანილი გოლების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:05

კიელინის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ კიევის "დინამოსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

დღეს, 14:56

სოლსკიაერის სასჯელი - რატომ გაქრა გრინვუდი მანჩესტერის შემადგენლობიდან?

როგორც მოგეხსენებათ, "ნიუკასლ იუნაიტედსა" და "პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრებში მეისონ გრინვუდს მონაწილეობა არ მიუღია.

დღეს, 14:47

გვარდიოლა, მოურინიო თუ მარტინესი? - ეტოომ სამი მწვრთნელი ერთმანეთს შეადარა

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ ისაუბრა იმ მთავარი მწვრთნელების შესახებ, რომელთა ხელმძღვანელობით მას უთამაშია:

დღეს, 14:39

არტეტა: "სამწუხაროდ, ოზილის გამოფხიზლება ვერ შევძელი"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, მესუთ ოზილის შესახებ:

დღეს, 14:29

"ყურადღებიანი" AS-ი - რეალის წინააღმდეგ ორი ხოჭოლავა თამაშობდა

ესპანური პუბლიკა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ მადრიდის "რეალისა" და დონეცკის "შახტარის" შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ,

დღეს, 13:56
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10