ავტორიზაცია

3:0-დან 3:3! - ტოტენჰემმა ბეილთან ერთად ვესტ ჰემთან გამარჯვება ხელიდან 94-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

3:0-დან 3:3! - ტოტენჰემმა ბეილთან ერთად ვესტ ჰემთან გამარჯვება ხელიდან 94-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
თარიღი 18 Oct 2020, 21:31
ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "ტოტენჰემმა" ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა - "ჩაქუჩების" კარი სონ ჰინ მინმა აიღო. მალევე, "დეზების" უპირატესობა ორამდე ჰარი კეინმა გაზარდა, რომელმაც მე-16 წუთზე დუბლი შეასრულა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

82-ე წუთზე, ფაბიან ბალბუენამ ერთი გოლი გაქვითა, რასაც რამდენიმე წუთში დევინსონ სანჩესის ავტოგოლი მოჰყვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე, მანუელ ლანსინიმ "დეზებს" ქულები დააკარგვინა - "ვესტ ჰემმა" ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზა.

ვიდეომიმოხილვა