ავტორიზაცია

ჰარი კეინმა ანრის და რუნის მარვალწლიანი რეკორდი გააუმჯობესა

ჰარი კეინმა ანრის და რუნის მარვალწლიანი რეკორდი გააუმჯობესა
თარიღი 19 Oct 2020, 16:26
„ტოტენჰემის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო.

„ვესტ ჰემთან“ მეხუთე ტურის მატჩში, 27 წლის ფეხბურთელმა თავისი გუნდის სამივე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. პირველ წუთზე მან სონ ჰინ მინს გაატანინა, მე-8 და მე-16 წუთებზე კი თავად შეაგდო. პირველ ტაიმში წარმატებების მიუხედავად, „ჰოტსპურმა“ 3-ბურთიანი უპირატესობა ბოლო 10 წუთში გაანიავა და ფრე, 3:3 ითამაშა.

თუმცა, ხუთი ტურის შემდეგ, კეინს 12 საგოლე ქმედება აქვს ანგარიშზე - 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა, რაც პრემიერ ლიგის რეკორდია.

Goal.com-ის ინფორმაციით, აქამდე, ხუთი ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგიანობა 11 იყო და 2004/05-სეზონში ტიერი ანრის და 2011/12-სეზონში უეინ რუნის ეკუთვნოდათ.