» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში


ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ქართველების ფარერების კუნძულელებთან გაცნობა მოხდა 1996 წლის 8 აგვისტოს, თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, როდესაც ბათუმის "დინამო" ტორსაჰენის "ჰავნარ ბოლტფელაგს" შეხვდა. თემურ ტუღუშის ჰეტ-ტრიკით, დავით უჯმაჯურიძის დუბლითა და ედვინ დავიდსენის ავტოგოლით, აჭარლებმა 6:0 იმარჯვეს.

ქართველებმა ფარერელები არც განმეორებით შეხვედრაში დაინდეს - ღლონტის დუბლი და უჯმაჯურიძის კიდევ ერთი გოლი, შედეგად 3:0 გასვლაზე. ჩვენები აღნიშნულ ტურნირს გამოეთიშნენ ერთი ეტაპის შემდეგ, "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შედეგად (1:1, 0:3).

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ექვსი წლის შემდეგ, კუნძულელებთან თამაშის ბედნიერება ხვდა წილად ქუთაისის "ტორპედოს", რომელსაც "ბ36 ტორსაჰენი" დაუპირისპირდა. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის პირველ რაუნდში, რომელშიც ქართველებმა ჯერ იმარჯვეს 5:2 შინ, შემდეგ კი 1:0 სტუმრად.

იმერლების მხრიდან პირველ შეხვედრაში გოლები გაიტანეს მალხაზ ასათიანმა (დუბლი), ზურაბ იონანიძემ, კახაბერ კვეტენაძემ და ანდრეი პოროშინმა. განმეორებით მატჩში კი დავით ჯანაშიამ გამოიჩინა თავი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მკვიდრები ერთი ეტაპის შემდეგ პრაღის "სპარტასთან" დამარცხდნენ (1:2, 0:3).

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ორი წლის შემდეგ, "ვიკინგებს" დაუპირისპირდა "ვიტ ჯორჯია", ხდებოდა ეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, მოწინააღმდეგე კი ბათუმისთვის კარგად ნაცნობი "ჰავნარი" იყო. მცხეთელებმა პირველ მატჩში იმარჯვეს 5:0, საპასუხო შეხვედრაში კი მეტოქეს ქამბექამდე ორი გოლი დააკლდა.

დიახ, ქართველები "ბოლტფელაგთან" 0:3 დამარცხდნენ. ოთხი წლის შემდეგ, ჩელენგში ჩაერთი თბილისის "დინამო", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა "ნსი რუნავიკი", ანგარიშით 3:0. ცნობისთვის, ქართველთა მხრიდან ერთი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა.

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

განმეორებით შეხვედრაში ფარერელებმა "ლურჯ-თეთრები" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ერთი წლის შემდეგ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში კუნძულელებს უკვე აჯობა "რუსთავმა", რომელმაც "ტორპედოსთვის" კარგად ნაცნობი "ბ36" შინ და გარეთ (2:0, 2:0) დაამარცხა.

2013 წელი - ისევ "დინამო", ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი, მოწინააღმდეგე - "ებ სტრეიმური". ჩვენებურებმა მეტოქე ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 9:2 გაანადგურეს. თბილისელებმა პირველ მატჩში იმარჯვეს 6:1, გოლები გაიტანეს უსტარიცმა, დვალმა, გრიგალაშვილმა, ჩისკომ, დუბლი გაიფორმა ვუომ.

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

განმეორებით შეხვედრაში ფარერელებს გოლები გაუტანეს ისევ ჩისკომ, დვალმა და გლიშიჩმა. სანამ ქართველები დაუპირისპირდებოდნენ "კი კლაკსვიკს" 2020 წელს, იქამდე, ორი წლით ადრე, "ტორპედომ" ევროპა ლიგის შესარჩევზე ბრძოლას გამოთიშა გიოტას "ვიკინგური" (4:0, 3:0).

როგორც ვხედავთ, 2020 წლის 24 სექტემბრამდე, ქართველებს ფარერელებთან ჰქონდათ 100%-იანი შედეგი და 7/7 შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე სწორედ ჩვენიანები გადიოდნენ. "დინამოს" "კლაკსვიკთან" ანგარიშით 1:6 განადგურებით, კუნძულელებთან დომინირების ტრადიცია წარსულს ჩაბარდა.

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

"ვიკინგებთან" წაუგებელ ბალანსს ინარჩუნებს ჩვენი ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად იმარჯვა 6:0, შინ კი 3:1. სწორედ ნორმანდიელებთან გამარჯვებით დაიწყეს" ჯვაროსნებმა" შესარჩევი კამპანია, რომელიც საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა.

ბათუმის 9:0-დან, მწყემსის ჰეტ-ტრიკამდე - საქართველო და ფარერები დეტალებში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დასაწყისიც ასეთი უნდა" - ფლიკის კომენტარი ატლეტიკოს განადგურების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:23

"მენტალურად ძლიერები არ ვართ" - ლუკაკუ ვერ მოგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის "ინტერმა" "გლადბახი" ვერ დაამარცხა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:20

კოშმარული ბაიერნი სუარესისთვის - ურუგვაელის ბოლო 2 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" დიდებულად დაიწყო და "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:14

კატასტროფული სტატისტიკა დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს აგუეროს გოლი გატანილი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" "პორტუ" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:03

ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა გუნდმა პირველივე მატჩში ანტი-რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დანიური "მიდტიულანდი" "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა.

დღეს, 02:00

რეალის კატასტროფული შედეგი - პირველად 20 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის 'რეალი" შინ "შახტართან" 2:3 დამარცხდა.

დღეს, 01:56

რამდენჯერ გაიტანა ფლიკის ბაიერნმა ერთ მატჩში 4 ან მეტი გოლი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 01:51

სიმეონე ბაიერნთან განადგურების შემდეგ: "კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ მომენტები ვერ გამოვიყენეთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მიუნხენის "ბაიერნთან" წაგების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 01:35

სერია ა-ს გუნდების წარმატებული სვლა მხოლოდ ინტერმა ჩაშალა

მილანის "ინტერი" სერია ა-ს ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქულები დაკარგა.

დღეს, 01:30

მადრიდული გუნდების კოშმარული სტატისტიკა პირველ ტურში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტური საკმაოდ წრუმატებელი გამოდგა ორივე მადრიდული გრანდისთვის.

დღეს, 01:24

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ქულები დაკარგა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პრემიერ ლიგის ოთხი გუნდიდან სამმა მოიგო.

დღეს, 01:20

ლუკაკუს შთამბეჭდავი მიღწევა ევროსარბიელზე

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერისა" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" შეხვედრაში რომელუ ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 01:14

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის სეზონი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "პორტუ" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:00

ლივერპულმა აიაქსი სტუმრად ავტოგოლის წყალობით დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, ამსტერდამის "აიაქსმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 00:58

ლუკაკუმ ინტერი მარცხს 90-ე წუთზე გადაარჩინა: 4-ბურთიანი ფრე მილანში [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში მილანის "ინტერმა" საკუთრ კედლებში მიუნხენგლადბახის "ბორუსია"

დღეს, 00:56

ვინ გააჩერებს ამ გუნდს? ბაიერნმა ალიანც არენაზე ატლეტიკო არ დაინდო [VIDEO]

ჩემპიონთ ლიგის დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ბაიერნმა“ „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

შახტარის მცველი: "რეალმა არასათანადოდ შეგვაფასა"

„შახტარის“ მცველმა, ვიქტორ კორნიენკომ, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

გუშინ, 23:52

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა, „შახტართან“ მატჩში ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 23:48

მოდრიჩი: "პირველ ტაიმში ჩემპიონთა ლიგის დონეს არ შევესაბამებოდით"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, „შახტართან“ წაგება (2:3) შეაფასა.

გუშინ, 23:45

ზიდანის პირველი კომენტარი შახტართან წაგებასა და მოახლოვებულ კლასიკოზე

„შახტართან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესას ესაუბრა.

გუშინ, 23:40

ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ლეგენდების რეკორდი გაიმეორა

მადრიდის „რეალი“ შინ „შახტართან“ 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:32

აგუერო ჩემპიონთა ლიგის 40-ანთა კლუბში გაწევრიანდა

სერხიო აგუერომ „პორტუსთან“ მატჩში გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

გუშინ, 23:29

გამარჯვების შემდეგ, ხოჭოლავა რეალის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა

ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარმა" სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად მადრიდის "რეალი" 3:2 დაამარცხა.

გუშინ, 23:20

რეალის კატასტროფული შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე რამოსის გარეშე

კაპიტნის გარეშე, მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოიყურება.

გუშინ, 23:16

91% სიზუსტე, მოგებული დუელები - ხოჭოლავას დეტალური სტატისტიკა რეალთან

დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "რეალთან" დიდებული მატჩი ჩაატარა.

გუშინ, 23:08

როგორი შეფასება მიიღო დავით ხოჭოლავამ რეალის წინააღმდეგ?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:04

ხოჭოლავას დიდებული მატჩი რეალთან და სენსაციური გამარჯვება!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "შახტარს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:00

პირველი დიდი სენსაცია! რეალი შინ შახტართან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ შინ „შახტართან“, 2:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:48

VIDEO: ვინისიუსმა გოლი მოედანზე შესვლიდან 15 წამში გაიტანა

"რეალისა" და "შახტარის" მატჩში ანგარიშ 2:3 გახდა. გოლი შეცვლაზე ახლად შემოსულმა ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა.

გუშინ, 22:21

VIDEO: წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი - მოდრიჩის ყუმბარა შახტარის კარში

"რეალისა" და "შახტარის" მატჩში ლუკა მოდრიჩმა გაიტანა და ანგარიში 1:3 გახადა.

გუშინ, 22:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10