ავტორიზაცია

ნეიმარმა შემთხვევით რიჩარლისონის ნომერი გამოააშკარავა, რომელმაც 5 წუთში 10 ათასი შეტყობინება მიიღო

ნეიმარმა შემთხვევით რიჩარლისონის ნომერი გამოააშკარავა, რომელმაც 5 წუთში 10 ათასი შეტყობინება მიიღო
თარიღი 20 Oct 2020, 17:34
„პსჟ-ს“ შემტევმა, ნეიმარმა, სოციალურ ქსელში შემთხვევით „ევერტონის“ ვარსკვლავის, რიჩარლისონის ნომერი გამოააშკარავა.

ონლაინ-ვიდეოთამაშის დროს, ნეიმარმა თავისი კოლეგის ნომერი გამოაჩინა, რის შემდეგაც, რიჩარლისონის თქმით, მან 5 წუთში 10 000 შეტყობინება მიიღო.

ნეიმარმა შეცდომა მალევე გაიაზრა: „მგონი, შემთხვევით შენი ნომერი გამოვაჩინე. გეფიცები, შემთხვევითობა იყო. მგონი, ახლა ნომრის შეცვლა მოგიწევს.“

რიჩარლისონმა ქომაგებს სთხოვა, რომ მისთვის არ მიეწერათ, თორემ დაბლოკავდა: „ხალხო, ვინც დამირეკავს - დავბლოკავ. არ დამირეკოთ.“

თუმცა, მის შეტყობინებას ყური არ უგდეს, იმიტომ რომ ყველაფერი „ლივერპულთან“ მატჩის მეორე დღეს ხდებოდა, რომელშიც რიჩარლისონმა ტიაგო ალკანტარას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და ესპანელს ტრავმა მიაყენა.

Counter-Strike-ს თამაშის დროს, ბრაზილიელის ტელეფონი უბრალოდ აფეთქდა.

„ხუთ ჭუთში უკვე 10 000 შეტყობინება მქონდა მიღებული. მადლობა, ნეიმარ."