ავტორიზაცია

სიმონე ინძაგი: "ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტად კვლავ დორტმუნდს მივიჩნევ"

სიმონე ინძაგი: "ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტად კვლავ დორტმუნდს მივიჩნევ"
თარიღი 21 Oct 2020, 19:12
"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "დორტმუნდთან" (3:1) გამარჯვების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"მომეწონა, თუ როგორ ვითამაშეთ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. "დორტმუნდს" უდიდესი პოტენციალის მქონე ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს".

"ლაციომ" შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ფეხბურთელები ზოგჯერ თავს სწირავდნენ, შემდეგ კი მტკივნეულად ურტყამდნენ მეტოქეს, თავიანთი შანსების გამოყენებით".

"ჩვენს ჯგუფში არაფერია გადაწყვეტილი. "ბრიუგემ" რუსეთში მოიგო და მიუხედავად ჩვენი გამარჯვებისა, ფავორიტად კვლავ "დორტმუნდს" მივიჩნევ", - ციტირებს ინძაგის სიტყვებს Sky Sport Italia.