ავტორიზაცია

"ტოტენჰემში მოურინიოს გამო გადმოვედი", - რეგილონი

"ტოტენჰემში მოურინიოს გამო გადმოვედი", - რეგილონი
თარიღი 23 Oct 2020, 12:02
"ტოტენჰემის" მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ გადმოვიდა ის თავის ამჟამინდელ გუნდში:

"მოურინიო უმაღლესი დონის მწვრთნელია და ცხადია, მისთვის უარის თქმა შეუძლებელია. პორტუგალიელი ტაქტიკოსის წინადადებას მომენტალურად დავთანხმდი.

ტოტენჰემში მომწონს ყველაფერი - შემადგენლობა, კლუბში არსებული ატმოსფერო, მიზნები, სტადიონი და ა.შ.", - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფი ვინგბექი "ჰოტსპურში" განათხოვრების წესით ასპარეზობს.