» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ხაჭაპურის გამოცხობა, FIFA-ს თამაშის ფანთან და შეპირებული გოლი - კვარაცხელიას ერთი დღე რუბინში


ხაჭაპურის გამოცხობა, FIFA-ს თამაშის ფანთან და შეპირებული გოლი - კვარაცხელიას ერთი დღე რუბინში

ყაზანის "რუბინის" იუთუბ-არხმა მოინახულა ხვიჩა კვარაცხელია და მასთან ერთად მთელი დღე გაატარა. წარმოგიდგენთ ქართველის შესახებ გადაღებული ვლოგის ყველაზე საინტერესო დეტალებს.

10:00 - "ვდგები ლოგინიდან, შევდივარ აბაზანაში, ვიხეხავ კბილებს და მივდივარ სასაუზმოდ. სასადილოში ყველას აქვს თავისი ადგილი, მათ შორის მეც, თუმცა ზოგჯერ გვიწევს შეცვლა, მაგალითად, როცა კლუბში იყო ზურიკო, მის გვერდით ვიჯექი ხოლმე".

10:30 - "მივდივარ ვარჯიშზე, სადაც მუდმივად ვცდილობ რაღაც ახალის გაკეთებას და ჩემი თამაშისთვის ახალი დეტალების დამატებას. როცა სამი-ოთხი დღის შუალედში გვიწევს მატჩის ჩატარება, ვცდილობ დარბაზში ნაკლები დატვირთვით ვარჯიშს. ვაკეთებ სხეულის ზედა ნაწილის ვარჯიშებს, ფეხებს კი ვასვენებ".

ვარჯიშის დროს, ერთ-ერთი თანაგუნდელი კვარაცხელიას მიმართავს ხუმრობით - "პენალტებს ვარტყამდი მაშინ, როდესაც შენ ჯერ დაბადებულიც არ იყავი. ხვიჩა ძალიან ჭკვიანი ბიჭია, უბრალოდ ბურთს სხვას ხშირად არ აძლევს".

13:20, სადილი - "მიყვარს სპაგეტი ყველით და ხორცი. ჩვენს სასადილოში სტეიკს ძალიან კარგად ამზადებენ".

13:45-ზე იწყება თეორია - "მინდა ავღნიშნო, ყველაფერი მესმის. ლეონიდ ვიქტორის ძე თამაშის დადებითსა და უარყოფით მომენტებს ძალიან კარგად ხსნის. რაც მჭირდება, ყველაფერს ვიგებ".

15:05 - ხაჭაპურის გამოცხობა გულშემატკივრისთვის - "კერძის მომზადებაში ჩვენი მზარეული მეხმარებოდა. ხაჭაპურის გამოცხობა ვიცი, უბრალოდ რთულია. მან ამიხსნა რამდენიმე დეტალი და ვფიქრობ, გემრიელი გამოვიდა. მზარეული: "ბრწყინვალეა, თავად კვარაცხელიამ გამოაცხო, ძალიან ძვირფასი გამოვა!".

15:30-ზე მოვიდა გულშემატკივარი, რომლისთვისაც ხვიჩამ ხაჭაპური გამოაცხო - "როტორთან თუ გავიტან, გოლს შენ მოგიძღვნი". რამდენიმე დღის შემდეგ - "მართლაც გავიტანე და ვფიქრობ, ის ძალიან ბედნიერია".

16:00 - ექსკურსია ბაზაზე და FIFA-ს თამაში. კვარაცხელია თამაშობს მადრიდის "რეალით", მისი პატარა მეგობარი კი "ლივერპულით". ხვიჩას გაყავს გარეტ ბეილი ერთი-ერთზე და ის იტანს გოლს. თამაშის დროს: "შენ ხომ არ გყავს კვარაცხელია, რომელიც მაკრატელას გაიტანს". "მე ავირჩიე რეალი, მან კი ლივერპული. ზოგადად, FIFA-ს ვთამაშობ ძალიან კარგად და აქედან გამომდინარე, მას გაუჭირდებოდა".

18:00 - ფოტოსესია კლუბის მაღაზიისთვის. სურათების გადაღების შემდეგ, კვარაცხელიამ დაურეკა ზურიკო დავითაშვილს, მათ შორის შედგა დიალოგი:

კვარაცხელია: თამაშზეც ვერ გვინახულებ?

დავითაშვილი: არ ვიცი, ჯერჯერობით არაფრის ნებას გვრთავენ

კვარაცხელია: ბუცებს ჩამოვიტან და დავუტოვებ ვინმეს

დავითაშვილი: წამოიღე. მისმინე, მოკლედ, თამაში იქნება

კვარაცხელია: ანუ შევხვდებით, კარგი აბა შენ იცი, გნახავ

"ზურიკოს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენ უკვე 7-8 წელია, რაც ერთად ვთამაშობთ. ის არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანი, მე ამას ყველას ვეუბნები".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საჩემპიონო გოლიც ასეთი უნდა: ინიაკის შედევრი ბარსელონას კარში [VIDEO]

გამარჯვების გოლი ინიაკი უილიამსმა გაიტანა, რომელმაც აუღებელი დაარტყა.

დღეს, 02:49

"გვაქვს თუ არა ტიტულის მოგების შანსი?" - გვარდიოლას კომენტარი

"კრისტალ პალასთან" მოგებული 4:0 მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცს პეპ გვარდიოლას ტიტულის მოგებაზე ჰკითხეს.

დღეს, 02:45

პირველად ბარსელონაში: მესი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიის "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.

დღეს, 02:41

ბოლო წუთზე გადარჩენილი მატჩი - ბილბაომ ბარსელონა დაამარცხა და სუპერთასი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.

დღეს, 02:34

"ფეხბურთში ყველას გოლების ნახვა სურს" - კლოპი მანჩესტერთან მატჩის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

დღეს, 02:30

ტიაგო: "იმისთვის, რომ ლიდერობა დავიბრუნოთ, უკეთ უნდა ვითამაშოთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.

დღეს, 02:26

საუკეთესო ფინალებში: გრიზმანის ბრწყინვალე შედეგი

ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" "ბილბაოს" უპირისპირდება და 2:3 მარცხდება.

დღეს, 02:22

ქართველების დუელი ავსტრიაში და ნულოვანი ფრე

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ვოლფსბერგერსა" და "შტურმს" შორის.

დღეს, 02:19

მანჩესტერ სიტის საუკეთესო შედეგი მიმდინარე სეზონში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალსს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:12

ერთი მატჩიც და მანჩესტერი ისტორიულ რეკორდს დაამყარებს

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.

დღეს, 02:06

"რაც აქ ვნახე, ყველაფერი მომეწონა" - არაბიძე ახალი კლუბით კმაყოფილია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს.

დღეს, 02:01

დინამო ბათუმმა ნაკრების მეკარე დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "დინამო ბათუმმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 01:56

ჩემპიონი დამარცხებულია! ინტერმა იტალიურ დერბიში იუვენტუსს უშანსოდ მოუგო [VIDEO]

სერია ა-ს მე-18 ტურში „ინტერმა“ შინ „ბარსელონა“ 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:42

ზედიზედ მე-5 გამარჯვება - მანჩესტერ სიტიმ კრისტალ პალასი გაანადგურა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

დღეს, 01:41

ოფიციალურად: ოზილის ახალი კლუბი ცნობილია

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველი, მესუთ ოზილი უახლოეს პერიოდში ახალ კლუბში გადავა.

გუშინ, 23:44

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შავი ჭირია", - საფრანგეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი

"ნანტის" მთავარმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:38

ასეთი რამ ათწლეულზე მეტია არ მომხდარა - ლივერპულის საშინელი სერია

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუზავდა.

გუშინ, 23:32

ბაიერნმა ლევანდოვსკი და მიულერ ლეგენდარულ დუეტს შეადარა

ბუნდესლიგის მე-16 ტურის ეგიდით, "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" "ფრაიბურგი" დაამარცხა - 2:1.

გუშინ, 23:27

ალიმ სასურველი კლუბი შეარჩია და ტოტენჰემთან შეთანხმებას ცდილობს - რომანო

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი, დელე ალი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ცდილობს.

გუშინ, 23:19

ჯენტლმენური შეთანხმება - მიზეზი, რის გამოც პსჟ-მ რამოსზე უარი თქვა

"პარი სენ ჟერმენი" "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის დამატებას არ აპირებს, წერენ ფრანგულ პრესაში.

გუშინ, 23:12

მესი სასტარტოშია! ესპანეთის სუპერთასის ფინალის ძირითადი შემადგენლობები

ცნობილი გახდა ესპანეთის სუპერთასის ფინალის სასტარტო შემადგენლობები.

გუშინ, 23:10

იაია ტურე: "კლოპი გენიოსია! მწვერვალზე უამრავი ფეხბურთელი აიყვანა"

"მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა "ლივერპულის" თავკაცი, იურგენ კლოპი შეაქო.

გუშინ, 23:06

VIDEO: დუბლიიიიი! იოვიჩმა აინტრახტში ისევ გაიტანა

„რეალიდან“ იჯარით „აინტრახტში“ დაბრუნებულმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა.

გუშინ, 22:59

ვალვერდე: "ძალიან გამიმართლა, რომ ბარსელონას ვწვრთნიდი"

"ბარსელონასა" და "ბილბაოს" ექს-მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ამ გუნდებში მუშაობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:58

მარსელომ 35 ათას ევროდ სპეციალური საწოლი იყიდა

მოგეხსენებათ, "რეალის" მცველი, მარსელო დიდი ხნის განმავლობაში კლუბის სავიზიტო ბარათი იყო.

გუშინ, 22:47

VIDEO: მოედანზე შესვლიდან 9 წუთში! იოვიჩმა აინტრახტში დაბრუნება გოლით აღნიშნა

ლუკა იოვიჩმა „აინტრახტში“ დაბრუნება გოლით აღნიშნა.

გუშინ, 22:39

უგოლო ფრე ენფილდზე - ლივერპული და მანჩესტერი ერთმანეთს დაუზავდნენ [VIDEO]

ინგლისის ჩეპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ლივერპულმა" "ენფილდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:31

VIDEO: უთანხმოების დასაწყისი? - მბაპეს რეაქცია, როცა პოჩეტინომ შეცვალა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" გუშინ ღამით "ანჟერს" ესტუმრა.

გუშინ, 22:08

კონტრაქტის ახალი დეტალები: მილანში მანჯუკიჩის ხელფასი ცნობილია

"მილანთან" ხორვატი თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის კონტრაქტის პირობები ცნობილი გახდა.

გუშინ, 21:38

რეალის ულტიმატუმი - რა შემთხვევაში დარჩება რამოსი მადრიდში?

თუ "რეალის" მცველს, სერხიო რამოსს მადრიდში დარჩენა უნდა, სერიოზულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.

გუშინ, 21:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10