ოფიციალურად: კორონავირუსი ფიფას პრეზიდენტსაც დაუდასტურდა

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ორგანიზაციის პრესსამსახური.
იტალიური ფესვების მქონე 50 წლის შვეიცარიელს Covid-19 დაუდასტურდა.
ინფანტინოს დაავადების მწვავე სიმპტომები არ აღენიშნება, იგი თვითიზოლაციაშია და კარანტინში მინიმუმ 10 დღეს გაატარებს, წერია ფიფას განცხადებაში.
ყველა ადამიანს, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღეში ფუნქციონერთან კონტაქტი ჰქონდა, მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.
მოგეხსენებათ, ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტს 2016 წლის თებერვლიდან იკავებს.