» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რომან ფიფია: "ამოვიდა ყელში ეს ლეგიონერები და ფულის გადაყრა"



"დინამო" თბილისის მფლობელმა, რომან ფიფიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და კლუბში არსებულ ცვლილებებზე ისაუბრა. GOAL.GE გთავაზობთ ამ პრესკონფერენციის სრულ ვერსიას. ფიფია: "მოგესალმებით. ახალი ამბავი გვინდა გაგაცნოთ საზოგადოებას და "დინამოს" ქომაგებს, პირველ რიგში. საკმაოდ ვრცლად შეგვიძლია გავცეთ პასუხები თქვენს კითხვებს, ვინაიდან დადგა ის დრო, რის შემდეგაც აუცილებელი იყო ასეთი ძირეული გადაწყვეტილებების მიღება. მინდა კახა გოგიჩაიშვილი წარგიდგინოთ. კახა არის ნამდვილი "დინამოელი". შეიძლება დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ვუბრუნდებით ტადიციებს, იმ ღირებულებებს, რასაც უნდა ატარებდეს, არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ მთავარი მწვრთელიც. დავგეგმეთ გრძელვადიანი პროექტი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ამ წლების განმავლობაში აქტიურად ქომაგობდით ჩვენ გუნდს ბევრი თქვენგანი. ყვეელაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ "აქტობესთან" ასე არ გვეთამაშა. ჩვენი სტაფი, ის ადამიანები, დღე და ღამე მუშაობენ იმაზე, რომ გუნდს არაფერი არ აკლდეს. გუნდს საუკეთესო პირობები ჰქონდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. პირადად ჩემი მოთმინება ამოიწურა და მე გადავწყვიტე გავაახალგაზრდავო გუნდი. ამას ალბათ ბევრი კრიტიკოსი გამოჩნდება ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე. ამ გადაწყვეტილებას წინ არაფერი არ უდგას. უნდა მივცეთ "დინამოს" და ამ ახალგაზრდებს საშუალება, რომ 2-3 წელიწადი შეთამაშდეს გუნდი და დადგეს ისეთი დღეები "დინამოში", რომ ჩვენ ყოველ წელიწადს არ ვფიქრობდეთ ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეცვლაზე. ათიოდე ფეხბურთელი რჩება ძველი "დინამოდან". ყველა ტოპ-ფეხბურთელი მიდის. სანამ მე ვპატრონობ ამ გუნდს, აქ ითამაშებენ მხოლოდ ისინი, ვინც "დინამოსთვის" სულს და გულს დადებენ. არ გეგონოთ, რომ ჩემთვის ადვილია ამდენი ხანი ველოდო. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და მინდა თქვენთან ერთად მივაღწიო გამარჯვებას, მაგრამ სასწუალი არ ხდება. იყრება ძალიან დიდი ფული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის თამაშის გამო არ მოხდა. ჩემპიონატი 16 გუნდამდე გაიზარდა. არალოგიკური სპარინგი მოგვიწყეს. იმ ბიჭებიდან, რომლებიც "დინამოში" იყვნენ, ბევრი პროფესიონალია, მაგრამ მათ თავიანთ მოღვაწეობა სხვა გუნდებში უნდა გააგრელონ. "დინამოში" ბავშვები ითამაშებენ - 19-20 წლის ბიჭები. ვეცდებით, რომ ყველაზე ნიჭეირმა ახალგაზრდებმა დაიკავონ ადგილი გუნდში. "დინამო" იქნება ამ ფეხბურთელებისთვის ხიდი ევროპაში გასასვლელად. უმნიშვნელოვანესი თასი მოიპოვევს კახას მეთაურობით ჩვენმა ბავშვებმა გერმანიაში. ასეთი სულისკვეთებით და ჟინით, ასეთი "დინამოს" სიყვარულით რომ ეთამაშა პირველ გუნდს, ასეთი ცუდი შედეგი არ გვექნებოდა. ახალგაზრდებს მინდა იმის ნდობა მივცე, არა მხოლოდ ჩვენი აკამდემიის, არამედ ყველა ფეხბურთელს, თუ ის იქნება ღირსეული, ის აუცილებლად ნახავს ადგილს "დინამოში". ამოვიდა ყელში ეს ლეგიონერები და ფულის გადაყრა!" თუ გქონდათ რაიმე გეგმა, როცა გუნდში პირველად მოხვედით და რა შესრულდა იმ გეგმიდან? ასევე, თუ მისცემთ კახა გოგიჩაიშვილს დროს და რას გულისხმობთ გრძელვადიან პროექტში? - როცა დინამოში მოვედი, აქ სრული კატასტროფა იყო. ახლა ამაზე არავინ ლარპაკობს. ვნახე, რა მდგომარეობაშია ქართულ იფეხბურთი და "დინამო". სწორედ ამის შემდეგ მივიღე კლუბის აკადემიის მშენებლობის გადაწყვეტილება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს მივხედოთ. იმ ბიჭებმა, რომლებიც უკვე გადასცდნენ გარკვეულ ზღვარს სხვაგან უნდა ნახონ ადგილი. მთავარია პროგრესი განვიცადოთ. ყველას ერთი სურვილი გვაქვს. პროგრესი რომ არ იყოს, პასუხს მე მომთხოვთ. ახლა ყველაფერი ახალი მწვრთნელის ხელშია. მას ექნება სამუშაოდ 1-2 წელი. ყველაზე მეტად ჩემთვისაა უსიამოვნო მწვრთნელთან იმაზე საუბარი, რომ დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს. რაც შეეხებათ წასულ ფეხბურთელებს: არაადეკვატური ხელფასები ჰქონდათ "დინამოელებს". მე მრცხვენია კიდეც ზოგის გამჯღავნება. ხალხს ათასი ლარი არ აქვს და 10 000 იღებდნენ ზოგიერთები. არ მინდა ამაზე საუბარი. მათ დატოვეს გუნდი დარჩა მარტო ჩისკო, რომელსაც კონტრაქტი აქვს და ადმაიანი, რომელიც არავისზე ნაკლები "დინამოელი" არ არის დღეს. მომავალში ჩვენი კონტრაქტები, ფასები და ბონუსები იქნება ყველაფერი ინტერნეტში ატვირთული, რათა ყველას მიგიწვდებოდეთ ხელი და საჭიროების შემთხვევაში, "პასუხი მოთხოვოთ" ფეხბურთელს, თავისი ხელფასიდან გამომდიანრე. - "დინამოს" მენეჯმენტის პრობლემა ჰქონდა. როგორც ვიცით, ირაკლი ვაშაკიძემ გუნდი დატოვა. თუ აპირებთ, რომ კარგად დაფიქრდეთ და ისეთი მენეჯმენტი შეარჩიოთ, რომ მომავალშიც ასეთი პრობლემები არ წარმოიშვას? - ყველაფერი ძნელია ჩვენს ქვეყანაში, კადრები- პირველ რიგში. კითხვის დასმა ადვილია, პასუხის გაცემა უფრო რთულია. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაქსიმალურად კარგად. ყველას აქვს იმის საშუალება რომ იმუშაოს. რაც შეეხება ირაკლი ვაშაკიძეს, მან დატოვა თავისი ადგილი და ახლო მომავალში არ ვაპირებთ ამ რგლოს შევსებას, ვინაიდან მინდა, რომ ეს პირადად ახალი მწვრთნელის პრეროგატივა იყოს. ბატონმა კახამ თვითონ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტოს, ვინ მოვა და ვინ წავა. ჩვენ ქართველ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ აქცენტს და თუ მოვიყვანთ უცხოელს, მხოლოდ 21-22 წლის ახალგაზრდას, რომელიც ჩვენს ბიჭებზე არანაკლები იქნება საფეხბურთო დონით. - ვინ დაუშვა შეცდომა? - პირველ რიგში ჩემ თავს უნდა მოვთხოვო ამ შეცდომებზე პასუხი, მაგრამ შეცდომას ყოველთვის ჯგუფი უშვებს და არა ერთი კაცი. მე არასდროს ვხელმძღვანელობდი არც ერთს: ვინც წავიდა და ვინც დარჩა. არ მითქვამს, რომ მე ასე მინდა და ასე უნდა იყოს, მაგრამ არსებობენ მრჩევლები. ორი ცუდი ვარიანტიდან სხვა გზა რომ არ გაქვს და ერთი უნდა აირჩიო, შენ ხარ დამნაშავე. მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ გეხმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ მინდა, ეს საკითხი იმათ დავალო, ვისაც ესმით ფეხბურთი. ასეთები არიან ჩვენს გუნდში. თვითონ გადაწყვიტონ, არ მინდა მოვლენებს გავასწრო. მინდა მივცე საშუალება მათ. მინდა მივცე ახალგაზრდებს იმედი. მათ, ვინც ჩვენს აკადემიაში არიან და ზოგადად ქართულ ფეხბურთში. ასეთი რამ არ მომდარა "დინამოში". ადრე იყვნვენ ავტორიტეტბი, რომლებსაც ნაკლები სარგებლი მოჰქონდათ, ამიტომ ბავშვებს უნდა გავუღვივოთ იმედი და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენს გუნდში თამაშის შანსი აქვთ- ჩემი პრიორიტეტი და პრინციპი ესაა. მე კახას ვაძლევ დროს და გთხოვთ ეს დრო მოგვცეთ ჩვენც. სხვა გზა არაა. აქ არაა აიმდენი პროფესიონალი ფეხბურთელი, ამდენი საშუალება არ გვაქვს. რაღაც გზას უნდა გავყვეთ. - რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს? არაერთხელ იყო ქართულ ფეხბურთში შემთხვევა, როცა გუნდმა ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. რა შედეგი იქნება თქვენთვის სეზონის ბოლოს დამაკმაყოფილებელი? - ეს "დინამოს" ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, რომელიც მე მივიღე, მაგრამ ვიფქრობ ,რომ ამავდროულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდში ყოფნას არ იმსახურებდნენ, თუმცა არიან ნამდვილი პროფესიოანლებიც, რომლებიც თავის გზას ნახავენ. გუნდში ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, რომლებსაც ვერ ვუშვებდით, მას სარგებელი არ მოჰქონდა და სანაცვლოდ ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭები იჩაგრებოდნენ. ლორია არ იქნება ჩვენს გუნდში. ის სხვა გუნდს ნახავს, კარგი მეკარეა. უკეთეს გუნდში ჩაირიცხება და უკეთესად გააგრძელებს კარიერას. - ეს ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ, როგორც თავისუფალი აგენტები, თუ ის გუნდი, რომელსაც მათი გამოსყიდვა მოუნდება, ფულს გადაიხდის? - მძიმე საკითხია. ძალიან ბევრს კონტრაქტი აკავშირებს ჩვენთან. ეს საკითხი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ "დინამო" უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე იშოვის. სამაგიეროდ, "დინამო" იშოვის ნათელ მომავალს. სხვა გზა არ არსებობს. თუ ხედავთ, რომ სხვა გზა არის, მითხარით მეც და საზოგადოებას. ამ ვითარებაში, სადაც 16-მა გუნდმა უნდა ითამაშოს, რა პირობებშიც მოგვიწევს თამაში ყველა ხედავთ. სჯობს ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება. - როგორ შეწყდა კონტრაქტი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჩეხ სპეციალისტთან, მიხალ ბილეკთან? - შეგიძლიათ ბილეკს კითხოთ, ვისი ბრალი იყო ეს შედეგი. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ჩემი აზრით, ცუდი შედეგი სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების ბრალია. მე და ბილეკი შევთანხმდით, მოვგვარდით და დავშორდით! ეს ის გზა არაა, სადაც ბილეკი გვჭირდება. ევროთასების რომელიმე ჯგუფში რომ მოვხვედროდით, ბილეკს დავტოვებდი, ბევრ ფულსაც დავხარჯავდი, რადგან ამას აზრი ექნებოდა. "აქტობესთან" პირველი ტაიმი ვითამაშეთ. მეორე ტაიმი ორჯერ უკეთესად უნდა გვეთამაშა და მოგვეგო, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ. როცა იცი, რომ აქ ქვეყანა გხვდება და ხალხი. 20 ათასი კაცი არ წასულა სტადიონიდან, ისე ქომაგობდნენ "დინამოს". სწორედ ამიტომ ვიღებ ასეთ გადაწყვეიტლებას. ნეტა გენახათ, როგორ კოცნიან "დინამოს" გერბს კახა გოგიჩაიშვილის ახალგაზრდა ფეხბურთელები. ხომ იცით, რომ ასეთი ტურნირის მოგება ადვილი არაა (რურის თასს გულისხმობს - ავტორი) "დინამოში" ითამაშებს მხოლოდ ის, ვისაც თამაში უნდა! არავითარ შემთხვევაში არ იქნება დიდი ხელფასები. იქნება მხოლოდ პრემიები - პატარა ხელფასები და დიდი პრემიები! პრემიებზე გაზრდილი თაობა გვეყოლება. - დასაწყისში არსებული წარუმატებლობის შემთხვევაშიც მისცემთ კახა გოგიჩაიშვილს მუშაობის დროს? გვახსოვს, როგორ გაუშვით თანამდებობიდან გიორგი დევდარიანი... - თქვენ არ იცით, რა ხდებოდა უშუალოდ გუნდში. რა ურთიერთობა გვქონდა გიორგი დევდარიანთან. თქვენ მხოლოდ იმას ლარპაკობთ, რასაც ხედავთ გარედან. კახასთან მოვილაპარაკეთ და მივეცით 2 წელი დრო. მესამე წელსაც იმუშავებს, მაგრამ აუცილებლად პროგრესი უნდა განაგრძოს. პირველ რიგში, თქვენ მოსთხოვთ მას პასუხს. ორი- სამი თამაში არაფერს ნიშნავს. ჩვენ ყველანაირად მთავარი მწვრთნელით გვერდით ვდგავართ და ყველაფერში დავეხმარებით. - ხომ არ გგონიათ, რომ ეს ცვლილებები დაგვიანებულია? - ცოტა ადრე რომ მომხარიყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯობდა, მაგრამ ახლა იმ პიროვნებებს ვერ დავასახელებ, რომელბსაც ამაზე უნდა ეფიქრათ. ვაღიარებ, ერთ მომენტში სიტაუცია გამექცა. ყურადღება ვერ მივაქციე გუნდს, მერე პრობლემა გაიბერა და წავიდა. ის მომენტი არის რამდენიმე ადამიანის ბრაზილი, მაგრამ მათზე საუბარი არ მინდა. - თუ დინამო მომავალ წელსაც იასპარეზებს ევროთასების შესარჩევ ეტაპზე, დაიმატებთ თუ არა ლეგიონერებს და გამოცდილ ფეხბურთელებს? ცხადია, ახალგაზრდული შემადგენლობით გუნდს ძალიან გაუჭირდება ევროსარბიელზე ასპარეზობა... - გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მივიღებთ. გუნდს ჰყავს მწვრთნელი და ჩვენ მას მოვუსმენთ. თუ დაგვჭირდება გაძლეირება, ეს მოხდება. 21-22-23 წლის ფებხურთელებით, რომლებიც ერთი და ორი წლით კიარა, ხანგრძლივად დარჩებიან აქ და ჩვენს გუნდს გააძლიერებენ. დამთავრდა ის დრო, როცა ვფიქრობდით, ვინ მოვიყვანოთ და სად წავიყვანოთ! ახლა მხოლოდ გრძელვადიან პროექტზე უნდა ვიფიქროთ. ქართველი ბავშვები უნდა გავზარდოთ. თუ შევამჩნევთ, რომ რომელიმე პოზიციაზე პრობლემაა, დავიმატებთ ახალგაზრდა უცხოელ ლეგიონერს. - სახელფასო ზღვარი რა იქნება და რამდენად მყარია ზოგადად კლუბის ფინანსური მდგომარეობა? ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღეთ, რადგან ფიქრობთ, რომ ფულს ტყუილად ყრით? - ჩვენ მზად ვართ "დინამოში" 10 და 15 მილიონიც დავხარჯოთ, თუ გვეყოლება 2-3 კონკურენტი ამ ქვეყანაში. ეს არის რეალობა დღეს. აქ ვხოვრობთ და არ უნდა გავაფუჭოთ ბაზარი. არ ვარ მე დამანგრეველი. ვფიქრობ, დადგება საქართველოში დრო, როცა 4 გუნდი მაინც იქნება მაღალბიუჯეტიანი. ნახეთ, წელს ყაზახეთი 12 გუნდიდან 10 გუნდამდე ჩმაოდის, იტალია ჩამოდის, ჩვენ ვიზრდებით. ჩემთვის გაუგებარია, რის ხარჯზე ვზრდით ჩემპიონატში გუნდების რაოდენობას. კარგია 16-გუნდიანი ჩემპიონატი, როცა საშუალება გაქვს, ბიუჯეტი და მოედნები გაქვს, თორემ 18 გუნდიანი კიდევ უკეთესია! ყველა მეთანხმება რომ 16-გუნდიან ჩემპიოანტში არ ღირს ძვირადღირებული ფეხბურთელებით თამაში. კოკაიაც ("ზესტაფონის" პრეზიდენტი - ავტორი) ასე ფიქრობს. რამდენი იქნება მისი ფეხბურთელის ხელფასი არც გავეჯიბრები და არც გადმოვიტან "დინამოში". "დინამო" სხვა გუნდია. ეს შემცირება არანირაიდ არ ნიშნავს იმას, რომ ხარჯებს გავურბივარ. ერთ რამეს გადაჭრით ვიტყვი, რომ ჩვენი ბიუჯეტი იქნება ყველაზე მაღალი საქართველოს ჩემპიონატში. ამაში დარწმუნებული ვარ! მათე ხოფერია, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ქართველი მოჭიდავე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გატაცება-წამების ბრალდებით დააკავეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონია, გატაცება-წამების ბრალდებით დააკავეს.

დღეს, 14:27

მემკვიდრეები - რაშფორდმა და მარსიალმა რონალდუ-ტევესის მიღწევა გაიმეორეს

როგორც მოგეხსენებათ, "ბორნმუთის" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანეს მარკუს რაშფორდმა და ანტონი მარსიალმა.

დღეს, 14:15

"იუვენტუსს მხოლოდ ბარსელონას გამო დავტოვებდი", - პიანიჩი

"ბარსელონას" მომავალმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა თავის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:06

"ხაბიბმა დაკარგა მამა, მწვრთნელი და ჩვენი სპორტის ერთგული პიროვნება", - კონორი

UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპის სიკვდილს გამოეხმაურა. ირლანდიელმა

დღეს, 13:57

"ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა", - ფლიკი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:39

ლეოს ბარსადან წასვლა არ უნდა, მაგრამ არსებობს ერთი დამაბრკოლებელი გარემოება

Goal.com-მა "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 13:30

გვარდიოლა: "გაბრიელ ჟეზუსის აგუეროსთან შედარება არ ღირს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ფორვარდებზე ისაუბრა.

დღეს, 12:45

ზიდანი: "აზარს ამჟამად რთული პერიოდი უდგას"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარემარბ ედენ აზარის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 12:35

"ჩემპიონთა ლიგის "ყურებიან" თასზე მუდმივად ვფიქრობ", - ბუფონი

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:26

მოურინიო: "ანჩელოტისთან ჩასახუტებლად სოციალური დისტანციის წესს დავარღვევ"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ევერტონის" თავკაც კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.

დღეს, 12:10

MARCA: რეალი ხამეს როდრიგესს მიზერულ თანხად ყიდის

"რეალი" იძულებული იქნება უახლოეს ორ თვეში ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ფასდაკლებით გაყიდოს.

დღეს, 11:38

სქოულზი: "მანჩესტერს ლივერპულთან ბრძოლისთვის 2-3 ახალწვეული სჭირდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:31

"648 - არა რიცხვი, არამედ მთელი ცხოვრებაა", - ბუფონის ემოციური განცხადება

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ემოციური განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:23

მე-13 "ოქროს დუბლი" - ბაიერნის რეკორდული მაჩვენებელი

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასი ისტორიაში მე-20-ედ მოიგო.

დღეს, 11:18

რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ექს-მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

"პალმეირასის" მთავარი მწვრთნელი, ვანდერლეი ლუშემბურგუ კორონავირუსით დაინფიცირდა.

დღეს, 11:15

იგუაინის შემცვლელი ნაპოვნია, სარიმ მთავარი სამიზნე შეარჩია

დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი "იუვენტუსიდან" წავა.[quote][/quote]

დღეს, 10:55

ჰალკი: "მხოლოდ ზენიტში გადასვლის შემდეგ მაცნობეს ჩელსის ინტერესზე"

ჩინური "შანხაი სიპგ"-ს თავდამსხმელმა, ჰალკმა მისდამი ტოპ-კლუბების ინტერესზე ისაუბრა.

დღეს, 10:47

"მესი ხელშეუხებელია", - ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:36

ვილიანმა უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსიმ" "უოტფორდს" უმასპინძლა.

დღეს, 10:31

კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი ფავორიტები დაასახელა.

დღეს, 10:23

ეს საქართველოში ხდება! - კარგი ატმოსფერო, ისტორიული მოგება და ახლოს წლის საუკეთესო გოლთან

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში გაიმართა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი "თელავსა" და "სამტრედიას" შორის.

დღეს, 03:44

"მესის რამდენიმე წელი დარჩა", - ბარსას ექს-პრეზიდენტი ლეოს შესაძლო წასვლის შესახებ

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა ლიონელ მესის კატალონიიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 02:16

ბაროშმა კარიერა დაასრულა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მილან ბაროშმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ჩეხი ფეხბურთიდან

დღეს, 02:09

იუვენტუსსა და ტოტენჰემს ბარტერი ჩაეშალათ

The Telegraph-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის საკმაოდ საინტერესო ბარტერი მწიფდებოდა.

დღეს, 01:57

მილანმა რომისგან მხოლოდ ნამსხვრევები დატოვა - რომას შემდეგ, დამარცხებული იქნა ლაციოც [VIDEO]

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "მილანმა" საკუთარ კედლებში დამაჯერებლად დაამარცხა "რომა", ანგარიშით 2:0.

დღეს, 01:45

პრემიერ ლიგის ტრიო, რომელმაც გოლების რაოდენობით სალაჰი-მანე-ფირმინოს სამეული დაჩრდილა

"ლივერპულის" შემტევმა ტრიომ (მოჰამედ სალაჰი-სადიო მანე-რობერტო ფირმინო) მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 51 გოლი გაიტანა.

დღეს, 01:34

რამდენი ცდა დასჭირდა რონალდუს იუვეს მაისურით პირველი ჯარიმის გასატანად?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინულ დერბის კრიშტიანუ რონალდუს გოლის გარეშე არ ჩაუვლია. პორტუგალიელმა ფორვარდმა

დღეს, 01:26

რონალდუ: "თავდაჯერებულობა დამიბრუნდა"

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინულ დერბიში მეზობელი "ტორინოს" კარი ჯარიმიდან აიღო.

დღეს, 01:14

შეუძლია ლესტერს 4-ეულში შესვლა? წინ 5-დან 3 რთული მეტოქეა

პრემიერ ლიგის მატჩში "ლესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:12

ჩელსიმ უოტფორდი დაამარცხა და მანჩესტერი მე-5 ადგილზე დააბრუნა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ფარგლებში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ კედლებში მიიღო "უოტფორდი" და მოწინააღმდეგე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:57
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10