Goal.Ge

გამოხმაურება სიონი-ტორპედოს მატჩზე მომხდარ ფაქტზე



10 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში ბოლნისის „სიონსა“ და ქუთაისის ტორპედოს შორის, რომელიც ნეiტრალურ მოედანზე - სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მიმდინარეობდა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა. მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, ქუთაისელთა ცენტრალური მცველი - გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ღობეს შეეჯახა და გონება დაკარგა. ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. გიორგის ოპერაცია წუხელვე გაუკეთეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და საბედნიეროდ, ამჟამად, მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებისა და მედიის ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ორივე კლუბის ხელმძღვანელთა პოზიციებს. „სიონის“ გენერალურმა დირექტორმა - ლადო ბურდულმა მომხდართან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა. ლადო ბურდული: „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მატჩის ბოლო წუთებზე, როცა გიორგი ონიანსა და ირაკლი კლიმიაშვილს შორის ორთაბრძოლა მიმდინარეობდა და იყო სათამაშო მომენტი, გიორგი მოედნის ხაზს იქეთ გადავარდა და დამცავი ღობის ბოძს შეეჯახა. იქ მყოფებმა ეს დავინახეთ. ვიდეოჩანაწერი ჯერ არ მინახავს, რომ მომენტი კარგად აღვიქვა. ფეხბურთში ასეც ხდება-ხოლმე... გიორგის უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ჩვენ ვმეგობრობთ, ერთადაც გვითამაშია... ჩვენი ბიჭები უკვე იყვნენ მის სანახავად და დღეს მეც აუცილებლად მოვინახულებ. მთავარია, რომ გადარჩა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, პირადად მე მივმართე ფეხბურთის ფედერაციას წერილით. რადგან ბოლნისის სტადიონზე მიმდინარეობს მოედნის საფართან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეთამაშა ნეიტრალურ სტადიონზე. თავდაპირველად, გვინდოდა „მიხეილ მესხზე“ თამაში, მაგრამ სტადიონი უკვე დაკავებული ჰქონდა ცხინვალის „სპარტაკს“, რომელმაც, როგორც იცით, იმავე დღეს ითამაშა მეოთხედფინალური მატჩი „მეტალურგთან“. ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ ფედერაციას, დაეთმო ნაკრების საწვრთნელი ბაზა. ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატისა და თასის არაერთი მატჩი ჩატარებულა. ასევე, იქ გაიმართა უეფას 17-წლამდე ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩებიც. აქედან გამომდინარე, რადგანაც მატჩის ჩატარება შესაძლებელი იყო, ფედერაციას ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ. ფედერაციაში გვითხრეს, რომ „ტორპედოს“ თანხმობაც აუცილებელი იყო. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობას და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, რადგან ბოლნისის სტადიონზე ჯერ არასახარბიელო მდგომარეობაა და კარგ მინდორზე თამაში ორივე მხარეს გვაწყობდა. „ტორპედომაც“ ძალიან მალე აცნობა თანხმობა ფედერაციას ოფიციალური წერილით. სწორედ, ამის შემდეგ მოგვეცა ნება, რომ ბაზაზე გვეთამაშა.“ გიორგი პაპიაშვილი („ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი): „ღმერთის წყალობით გადავრჩით... ოპერაციამ კარგად ჩაიარა და რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მდგომარეობა სტაბილურია და დღეს უკვე კიდურების ამოძრავება შეძლო. რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა, მთავარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართოს. სამწუხაროდ, მე თამაშზე არ ვყოფილვარ და მხოლოდ მონაყოლი ვიცი. ეს ერთადერთი თამაში იყო სადაც არ ვიყავი და ... მოკლედ, მე როგორც ამიხსნეს, ორთაბრძოლის ეპიზოდი იყო და ამის შემდეგ გადავარდა გიორგი და შეეჯახა დამცავი მესერის ბოძს. სიმართლე გითხრათ, ჯერ ვიდეოჩანაწერიც არ მინახავს, რადგან სულ საავადმყოფოში ვიყავი და ახლახანს დავბრუნდი ქუთაისში. ჩვენი კლუბის საიტზე დავდეთ ინფორმაცია გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯერ არავისთან მისაუბრია და არც გავცნობივარ რა დაიწერა ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, კლუბის ოფიციალური პოზიცია არსად გაჟღერებულა.“ ახლა, კლუბების გამოგზავნილი წერილების შინაარსსაც გაგაცნობთ. ამა წლის 5 აპრილს, ბოლნისის „სიონის“ მიერ სფფ-ში გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ ბოლნისის თ.სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შეტანილ იქნა სასუქი მინდვრის საფარის მთლიან მონაკვეთზე ბალახის უკეთ ამოსვლის ხელშეწყობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხდება მინდვრის საფარზე ბალახის ამოსვლა. გთხოვთ, სტადიონზე მინდვრის საფარის ოპტიმალურ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი სიონი-ტორპედო ბოლნისური გუნდის მასპინძლის სტატუსით გაიმართოს ქ.თბილისში, ნაკრების ბაზა „ბასაზე“, 15 საათზე.“' ამის შემდეგ, კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 8 აპრილს სფფ-ში შემოვიდა „ტორპედოს“ წერილიც, სადაც კლუბის აღმასრულებელი დირექტორი წერს: „საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ქუთაისი ინფორმირებულია და თანახმაა ითამაშოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ¼ ფინალის განმეორებითი მატჩი ბოლნისის „სიონთან“, ქ.თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე.“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოჯანმრთელებას უსურვებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს და ვიმედოვნებთ, რომ გიორგი ონიანი შეძლებს მალე დაუბრუნდეს თავის საყვარელ საქმეს. სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10